Powered by Jasper Roberts - Blog

19:04 17.07.2016
შეიძლება რაღაც არ მოგწონდეს, მაგრამ ასეთი განცხადება, რომ ეს ტერორისტების მოსამზადებელი სკოლაა… არა მგონია, ასეთი ფორმით ეს თურქეთის კონსულს განეცხადებინა

16 ივლისს თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში იასინ თემიზქანმა განაცხადა, რომ ბათუმში მდებარე შაჰინის სკოლა-ლიცეუმი და სხვა სკოლები ტერორისტულ ორგანიზაციებთანაა კავშირში და აპირებს მთავრობას მიმართოს, რათა ეს სკოლები დაიხუროს.

ბათუმელებიაჭარის განათლების ყოფილ მინისტრს, გია თავამაიშვილს დაუკავშირდა კომენტარისთვის, რომელმაც განაცხადა, რომ სკოლა-ლიცეუმიმეგობრობასაკმაოდ წარმატებული სკოლაა:

მოგეხსენებათ, ეს კერძო სკოლაა და გავლილი აქვს ყველა ის პროცედურა, რასაც მოითხოვს საქართველოს განათლების სამინისტრო. ამ სკოლაში ძირითადად ქართველი ბავშები სწავლობენ და პედაგოგებიც ქართველები არიან, ისინი ეროვნული სასწავლო გეგმით ასრულებენ თავიანთ ფუნქციას, საკმაოდ ორგანიზებული სკოლაა, რომლის კურსდამთავრებულები წარმატებით ირიცხებიან უმაღლეს სასწავლებლებში. სკოლა გამოირჩევა ძალიან კარგი ღონისძიებებით, რომელიც გარკვეულწილად უკავშირდება საქართველოს ისტორიულ დღეებს, დამოუკიდებლობას. შეიძლება რაღაც არ მოგწონდეს, მაგრამ ასეთი განცხადება, რომ ეს ტერორისტების მოსამზადებელი სკოლააარა მგონია, ასეთი ფორმით ეს თურქეთის კონსულს განეცხადებინა, არასწორი თარგმანის შედეგი შეიძლება იყოს“ – განაცხადა გია თავამაიშვილმაბათუმელებთან“.

თუქრეთის კონსულის განცხადებით, შაჰინის სკოლა-

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge