Powered by Jasper Roberts - Blog

17:13 11.07.2016
 12 ეშმაკობა, რომელიც დაგეხმარებათ კოსმეტიკის გარეშეც იდეალურად გამოიყურებოდეთ

1. ვაუმჯობესებთ სახის ფერს

სახის ფერის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ გვირილის ჩაი: 1 სკ. გვირილას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დატოვეთ თერმოსში 30 წუთით. შემდეგ გაწურეთ, ცოტათი გააციეთ და დაამატეთ 1 ჩკ თაფლი. დალიეთ ყოველდღე უზმოზე მცირე ყლუპებით 2 კვირის განმავლობაში.

 

2. ვაგრძელებთ და ვახშირებთ წამწამებს

წამწამების კვებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სახლში მომზადებული ზეთი: აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის აბუსალათინის ნუშის, კუნჟუტისა და ოროვანდის ზეთი და დაამატეთ ასევე თანაბარი რაოდენობის ზეთოვანი ვიტამინი “ე”. წაისვით ზეთი ძილის წინ მშრალ წამწამებზე. 2 კვირაში შედეგი გაგაოცებთ.

 

3. ვიშორებთ გაყოფილ ბოლოებსა და თმის მტვრევადობას

ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ ეფექტური ნიღაბი, რომელიც ადვილად კეთდება სახლის პირობებში. 1 კვერცხის გული და ½ ჭიქა იოგურტი დანამატების გარეშე აურიეთ ერთმანეთში. დაამატეთ 1-1 სკ აბუსალათინის, ქოქოსისა და ავოკადოს(ან ჟოჟობას) ზეთი. კარგად აურიეთ და წაისვით ნოტიო თმაზე. ზემოდან დაიფარეთ პოლიეთილენის ქუდი. 1 საათის შემდეგ ნიღაბი ჩამოიბანეთ.

 

4. ვკვებავთ ხელის კანს

იმისათვის, რომ დაარბილოთ ხელის კანი, უნდა აიღოთ მცირე რაოდენობის ხელის კრემი და აურიოთ იგივე რაოდენობის ძმართან. უმჯობესია წაისვათ ხელებზე ძილის წინ. ერთი-ორი კვირა და თქვენ გექნებათ ნაზი და რბილი ხელის კანი.

 

5. ვიშორებთ ჭორფლს და პიგმენტურ ლაქებს

ამისათვის დღეში 3_ჯერ გადაისვით სახეზე ლიმონის ნაჭერი და დაიტოვეთ წვენი 5-10 წუთით, შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

 

6. ვასწორებთ თმას და ვხდით მბზინვარეს

ამისათვის 1 ბანანი და 1 სკ ზეითუნის ზეთი ათქვიფეთ ბლენდერში, შემდეგ დაამატეთ 2 ჩკ თაფლი და 1 სკ იოგურტი დანამატების გარეშე, ისევ ათქვიფეთ და წაისვით ნოტიო თმაზე. ზემოდან დააფარეთ პოლიეთილენის ქუდი. 30 წუთის შემდეგ ნიღაბი კარგად უნდა ჩამოიბანოთ. შედეგი ნამდვილად გაგახარებთ.

 

7. ვიშორებთ აქერცვლას

ლოსიონი ალოეს წვენით შესანიშნავად აშორებს გამონაყარსა და გაღიზიანებას კანზე. მის მოსამზადებლად აურიეთ ერთმანეთში 100 გ ალოეს წვენი, 3 სკ ადუღებული წყალი და 3 სკ სპირტი. ამ ლოსიონით ყოველდრე გაიწმინდეთ სახე და დაიტოვეთ 10 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით კრემი.

 

8. ვამაგრებთ და ვათეთრებთ ფრჩხილებს

იმისათვის, რომ გქონდეთ ლამაზი და ჯანმრთელი ფრჩხილები, საკმარისია გაიკეთოდ აბაზანა ლიმონით: ლიმონი გაჭერით შუაზე, ყოველ ნახევარში ჩაყავით თითები და დატოვეთ 15 წუთით.


9. ვუმკლავდებით დახეთქილ ტუჩებს

ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ შემდეგი ნიღაბი: თანაბარი რაოდენობის არაჯანი და სტაფილოს წვენი აურიეთ ერთმანეთში და წაისვით ტუჩებზე 7 წუთით, შემდეგ მოიცილეთ.

 

10. ვათეთრებთ კბილებს

ამისათვის დანაყეთ ნახშირის აბები და კბილის ჯაგრისით გაიხეხეთ კბილები მიღებული ფხვნილით. რჩევა: ამ პროცედურისთვის უმჯობესია იყიდოთ სხვა კბილის ჯაგრისი.

 

11. ვაშორებთ ჩაშავებულ წრეებს თვალებთან

1 ჭიქა ცივ რძეში დაასველეთ 2 ბამბის დისკი და დაიდეთ თვალების ქვეშ. ნამდვილად შემოწმებული საშუალებაა.

 

12. გავხადოთ ვარცხნილობა იდეალური

იმისათვის, რომ თმა არ იმუხტებოდეს, დაისველეთ ხელისგულები მინერალური წყლით და გადაისვით დამუხტულ თმაზე.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge