Powered by Jasper Roberts - Blog

12:53 07.07.2016
შაქარი თუ სტრესი: რა უფრო მეტად ვნებს ტვინს

მეცნიერები დიდიხანია საუბრობენ ტკბილეულის მავნებლობაზე ადამიანის ჯანმრთელობისთვის. შაქრის დიდი ოდენობით მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს არამხოლოდ დიაბეტი და სიმსუქნე, არამედ გულთან დაკავშირებული პრობლემები, კიბო და სხვა.

 

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ტკბილი გაზიანი სასმელები ყოველწლიურად 184 000 ადამიანის გარდაცვალების მიზეზია.

 

თუმცა ახლა, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შაქრის მოხმარებასა და ტვინის მუშაობის დარღვევას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. კვლევის ფარგლებში, რომელიც ავსტრალიელმა მეცნიერებმა ჩაატარეს, ლაბორატორიული ვირთხების ორი ჯგუფი სხვადასხვა გალიებში განათავსეს.

 

პირველ ჯგუფი, ექსპერიმენტის განმავლობაში "სტრესულ პირობებში" იმყოფებოდა. ამ ჯგუფიდან ვირთხების ნახევარს აძლევდნენ შაქრიან საკვებ პროდუქტებს, მეორე ნახევარი კი ჩვეულებრივ რაციონს.

 

მეორე ჯგუფის ვირთხები არასტრესულ მდგომარეობაში ცხოვრობდნენ და მათ ნაწილსაც აძლევდნენ შაქრიან საკვებს.

 

ექსპერიმენტის შედეგები 15 კვირის შემდეგ გახდა ცნობილი. აღმოჩნდა, რომ ვირთხებს, რომლებიც არასტრესულ გარემოში იმყოფებოდნენ და ტკბილეულით იკვებებოდნენ ორგანიზმში "სტრესის ჰორმონი" კორტიზოლი ისეთივე ოდენობით ჰქონდა, როგორც სტრეს გადატანილ ვირთხებს, რომლებიც ასევე შაქრით იკვებებოდნენ.

 

ყველაზე ჯანმრთელები კი აღმოჩნდნენ ვირთხები, რომლებსაც არც სტრესი გადაუტანიათ და არც ტკბილეულით არ იკვებებოდნენ. 

 

მეცნიერთა თანახმად, ორგანიზმში კორტიზოლის მაღალი დონე უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ტვინსა და გულზე. რაც უფრო იზრდება სტრესის ჰორმონის რაოდენობა, სულ უფრო მეტი ნერვიული უჯრედი კვდება. მეცნიერები ხაზს უსვამენ ამ აღმოჩენის მნიშვლელობას: ბავშვებისთვის ტკბილეული მავნებელია, რადგან სამომავლოდ, შესაძლოა, ტვინის მუშაობაზე უარყოფითად აისახოს.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge