Powered by Jasper Roberts - Blog

13:41 04.07.2016
„საქართველოს თურქეთსა და რუსეთს შორის დალაგებული ურთიერთობა არ აწყობს“-ზაალ კასრელიშვილი

,,კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილმა “ჯორჯიან თაიმსთან" რუსეთ-თურქეთის უთანხმოებაზე ისაუბრა და ამ ფონზე თურქეთთან აფხაზეთის ურთიერთობაც მიმოიხილა.

 

 ზაალ კასრელიშვილის განცხადებით, რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების დალაგება კავკასიაში საფრთხეს ქმნის.

 

„გარკვეული პერიოდის განმავლობაში,  რუსეთმა და თურქეთმა ერთმანეთს სანქციები დაუწესეს და აღნიშნულმა ქვეყნებმა ერთმანეთთან მიმოსვლაც კი შეწყვიტეს, მაგრამ შემდეგ ეს სანქციები მოიხსნა. 

იმ პერიოდში,, როდესაც რუსეთმა თურქეთს სანქციები დაუწესა,  აფხაზეთიც  რუსეთის მსგავსად მოიქცა და დღემდე არ აქვს სანქციები თურქეთისთვის.მოხსნილი.

თავისთავად ცხადია, დამოუკიდებლად აფხაზეთი  თურქეთს სანქციებს  ვერ დაუწესებდა და ახლაც ვერ მოუხსნის, თუ ეს რუსეთის კეთილი ნება არ იქნება.

გააჩნია, რა ხარისხის თანამშრომლობაზე შეთანხმდებიან რუსები და თურქები.. ამაზეა დამოკიდებული აფხაზებს მერე რუსები სანქციებს   მოახსნევინებენ თუ დაატოვებინებენ.

რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების  დალაგება დამოკიდებულიან იმაზე, თუ რა სფეროში აპირებენ თანამშრომლობას. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსები და თურქები  ტერორიზმის წინააღმდეგ. ერთობლივი ძალისხმევით თანამშრომლობას აპირებენ.

 ეს, რა თქმა უნდა, კავკასიაში გაზრდის რისკებს იმიტომ, რომ რადიკალური ისლამის მიმდევრებში ეთნიკური კავკასიელები ყველენაირად შეეცდებიან, კავკასიაში რუსებისა და თურქების ინტერესებს ზიანი მიაყენონ, რაც  შეიძლება  აზერბაიჯანში და საქართველოში ძალიან ცუდი ფორმით გამომჟღავნდეს. აქედან გამომდინარე, საქარველოს მაინცდამაინც არ აძლევს ხელს თურქეთსა და რუსეთს შორის დალაგებული ურთიერთობა, რადგან კავკასია არის ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობა, სადაც გავლენის მოპოვება თურქეთის ჩრდილოეთისა  და რუსეთის სამხრეთის კონტროლს ნიშნავს.. ასე რომ, ვისაც რუსეთ- თურქეთს შორის დაზავება არ აწყობს, ყველა შეეცდება კავკასიაში საკუთარი გავლენები გაზარდოს და უფრო კატეგორიული გახადოს“-განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.

 


 

 


 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge