Powered by Jasper Roberts - Blog

12:30 29.06.2016
"ტერორისტი პირდაპირ ჩემს თვალწინ აფეთქდა"-ქართველი სტუდენტის საშინელი თავგადასავალი აეროპორტში

გუშინ, სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 140-მდე გაიზარდა, დაღუპულთა რიცხვი კი 50-ს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს.

 

ათათურქის აეროპორტში დაღუპულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. არსებული ინფორმაციით, ტერაქტები სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელაპასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, ტერაქტებიისლამური სახელმწიფოსმიერ იყო ორგანიზებული.

 

აფთქების ფაქტს, დაახლოებით, 120 ქართველი შეესწრო, მათგან ერთ-ერთს, მარიამ აბულაძესჯორჯიან თაიმსიდაუკავშირდა. დაზარალებულმა ჩვენთან ტერაქტის დეტალებზე ისაუბრა:

 

აფეთქებისას აეროპორტში ვიყავი და ბეწვზე გადავრჩიტერორისტი პირდაპირ ჩემს თვალწინ აფეთქდა. მთელი ღამე კუთხეში  ვიჯექი რამდენიმე ქართველთან ერთად. ისეთი ამბავი იყო, კივილისა და ტირილის ხმა ისმოდა, არავინ გვაქცევდა ყურადღებას. სახლიდან ოჯახის წევრებს ყველგან ვარეკინე - ჩვენს საკონსულოში, ტელევიზიებში, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც ჩვენით გამოვაღწიეთ. აეროპორტი ძალიან დანგრეულია. საერთოდ არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებენ და არ ვიცით არაფერი. ყველა რეისი გადადებულია საღამოს 8 საათამდე, -განაცხადა მარიამ აბულაძემ ”ჯორჯიან თაიმსთან” საუბარში.

 

-საშინელება ხდებოდა აეროპორტში. მე და ჩემი მეგობარი უკვე თითქმის გეითთან ვიდექით  და უცებ გავიგეთ ხალხის ყვირილი. ჩვენ მხარეს მორბოდნენ, ათასზე მეტი ადამიანი იქნებოდა და ბომბიაო - ამბობნენ. ჩვენც გამოვიქეცით და შევვარდით სადღაც, მერე იყო აფეთქების საშინელი  ხმა და მივვარდით ჩვენს გეითთან, სადაც ქართველები იყვნენ. აეროპორტის თანამშრომლები სადღაც გაიქცნენ. ჩვენ ერთმანეთი რომ არ დაგვეკარგა,  იქ ვისხედით ძალიან დიდხანს. თბილისიდან ვარეკინებდით ჩვენებს, რომ ვინმეს ეშველა, საერთოდ არავინ  გვაკითხავდა, ჩვენით დავუკავშირდით საკონსულოს, სადაც გვითხრეს, ვერ შემოვალთ, გამოდით თქვენითო და გავუყევით, სულ დანგრეულია მთელი შემოსასვლელ, სამი ტერორისტი იყო და ჯერ პოლიციამ გახსნა ცეცხლი.


როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ტერაქტების შედეგად 50-მდე ადამიანია დაღუპული და 140 დაშავებული. რამდენად რეალურია ეს ციფრები?

-ჩვენ ვიცით 33 დაღუპული და 100-ზე მეტი დაშავებული... შეიძლება, კიდეიპოვეს იმიტომ, რომ მე რაც დავინახე, ყველგან სისხლი იყო და ითვლიდნენ ჯერ. სულ ჩამონგრეულია ყველაფერი. იქ გაგვათენებინეს. ავიაკომპანია ატლას გლობალმა არ შეიმჩნია არაფერი და ყურადღებას არ გვაქცევს, არაფერს გვინაზღაურებს.  საკონსულო თავიდან არაფერს არ აკეთებდა, მერე ტელევიზიები რომ ჩავრიეთ, რაღაც რაოდენობა სადღაც სასტუმროში გადმოგვიყვანეს. თბილისში დაბრუნება როგორ მოხდება, ჯერ არ ვიცით, 8 საათამდე ფრენები არაა.


როგორ პირობებში იმყოფებით ამჟამად? რა გჭირდებათ და რა არ გაქვთ?

-რაღაც სასტუმროში მოგვიყვანეს გამთენიისას, სადღაც 5 საათზე, მანამდე გარეთ ვიდექით, ვერ წყვეტდნენ, დაეფინანსებინათ თუ არა სასტუმრო ერთი ღამით მაინც.  ჰოსტელივით სასტუმროა და იქ ვართ. ბილეთებზე რას ვიამთ, არავინ არაფერს ამბობს, არ გვეკონტაქტებიან, თვითონაც არ იციან.


ასევე მაინტერესებს, რამდენად ავშირებთ მომხდარს ისლამური სახელმწიფოს ტერორისტულ ქმედებას?

-რა თქმა უნდა, ვუკავშირებ სამნი იყვნენ შავებში ჩაცმულები და აპირებდნენ, უფრო შიგნით აფეთქებას, მაგრამ პოლიიამ ცეცხლი გაუხსნა და შემოსასვლელშივე ააფეთქეს, პასპორტების კონტროლთან და პარკინგზე.


ბევრი ქართველი იყო აეროპორტში?

მე სადაც ვიყავი, დაახლოებით, 40 ქართველი იყო, მერე უკვე ერთმანეთს ვაგროვებდით და 120-ზე მეტი შევიკრიბეთ.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge