Powered by Jasper Roberts - Blog

15:16 17.06.2016
„მრავალი ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ისლამურ სახალიფოს საქართველო ობიექტის ეპიცენტრში ჰყავს აყვანილი“-ვახტანგ მაისაია

მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ადრეულ ეტაპზეა, ჩვენ საკმარისი ინფორმაცია გვაქვს, რათა განვაცხადოთ, რომ ეს იყო ტერორისა და სიძულვილის აქტი”,- ასე გამოეხმაურა ბარაკ ობამა ქალაქ ორლანდოს ღამის კლუბზე თავდასხმას.

 

აშშ- პრეზიდენტის განცხადებით, ორლანდოს ტრაგედია ამერიკის  ისტორიაში ყველაზე სისხლიანი სროლაა.

 

12 ივნისს, ფლორიდის შტატის, ქალაქ ორლანდოში მდებარე გეი კლუბ "პულსში" შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და იქ მყოფები დაცხრილა. თავდასხმას 50 ადამიანი ემსხვერპლა, 53 დაჭრილი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

მეორე დღეს კი შეიარაღებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა .. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. დაჯგუფებასთან ასოცირებული მედიასაშუალება Amaq-ის განცხადებით, ომარ მატინი .. ისლამური სახელმწიფოს "მებრძოლი" იყო. როგორც ცნობილია, ტერორისტმა მატინმა თავდასხმამდე 911-ზე დარეკა და ოპერატორთან საუბარში ISIS- და ბოსტონის მარათონზე განხორციელებული ტერორისტული აქტების ავტორები, ძმები ცარნაევები ახსენა.

 

აშშ-ის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი შეიარაღებული თავდასხმის ავტორის მამის, სედიქ მატინის თქმით, ტერაქტთან რელიგიას კავშირი არ ჰქონია. მისი განცხადებით, ტერაქტის მოტივი, შესაძლოა, მისი შვილის ლგბტ თემის მიმართ სიძულვილი იყოს. მან მთელ ამერიკას ბოდიში მოუხადა და სოლიდარობა ლგბტ თემსაც გამოუცხადა.

 

ტერორისტის ყოფილი ცოლის თქმით კი, მატინი მას ხშირად ფიზიკურად უსწორდებოდა და ნათესავებთან ურთიერთობას უკრძალავდა.

 

საინტერესოა ისიც, რომ FBI- ცნობით, სამართალდამცავი ორგანოები ომარ მატინით ჯერ კიდევ 2013 წელს დაინტერესდნენ. მაშინ ომარ მატინი ორჯერ დაკითხეს, თუმცა მისი კავშირები ტერორისტებთან არ დადასტურდა. აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელმა იარაღი, ტერაქტამდე რამდენიმე დღით ადრე, ლეგალურად შეიძინა.

 

პარიზისა და ბრიუსელის ტერორისტულ აქტებს ორლანდოს ტერაქტი შეემატათუმცა ეს კიდევ ყველაფერი არ არის. ფრთხე ბევრ ქვეყანას ემუქრებააშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს ევროპაში მოგზაურობისას რეკომენდაციებს აძლევს და 2016-ის ჩემპიონატის პერიოდში, საფრანგეთში მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებს.

 

სტადიონები, გულშემატკივრების ზონები, გასართობი ცენტრები, სადაც მატჩების ტრანსლირება განხორციელდება, ტერორისტების პოტენციურ სამიზნეებს წარმოადგენს - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

მათივე დეპარტამენტის განცხადებით, კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც ტერორისტების პოტენციური სამიზნე შეიძლება გახდეს, პოლონეთის ქალაქი კრაკოვია, სადაც ივლისის ბოლოს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეები გაიმართება.

 

ინტერნეტში ისლამური სახელმწიფოს მუქარის ვიდეოები ვრცელდება. დაჯგუფებაისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) მებრძოლებმა 19 იეზიდი გოგონა შეიპყრეს და ასობით ადამიანის წინაშე ცოცხლად დაწვეს.

 

ისინი მას შემდეგ დასაჯეს, რაც მათ ტერორისტებთან სექსუალური კავშირის დამყარებაზე უარი თქვეს. გოგონები ცოცხლად დაწვეს, რასაც ასობით ადამიანი უყურებდა. ვერავინ გაბედა, ისინი ამ საშინელი სასჯელისგან დაეხსნა“,იუწყება ადგილობრივი ჟურნალისტი აბდულა ალ-მალა.

 

ზემოაღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით,ჯორჯიან თაიმსისამხედრო ექსპერტს, ვახტანგ მაისაიას ესაუბრა.

 

ორლანდოში მომხდარ თავდასხმას 50 ადამიანი ემსხვერპლა და 53 დაშავდა. როგორია თქვენი კომენტარი მიზეზებსა და შედეგებზე?


-ეს მართლაც ერთგვარი შოკი იყო. ამერიკა და მთელი საერთაშორისო საზოგადოება ახლა აცნობიერებს, თუ რა დარტყმა მიაყენა ისლამურმა სახალიფომ აშშ-. ეს თავდასხმა განახორციელა ისლამური სახელმწიფოს მომხრემ, კარგად მომზადებულმა, შენიღბულმა მებრძოლმა იმიტომ, რომ ისლამურმა სახელწიფომ ოფიციალურად აიღო ამაზე პასუხისმგებლობა. მათ გამოაქვეყნეს კადრები და მიმართვის ტექსტიც მოკლული ჯიჰადისტისა, რომელიც ავღანურ წარმოშობის პიროვნებაა, ასევე ამერიკის მოქალაქე. ისლამურმა სახალიფომ აჩვენა, რომ  მისი მომხრეები აშშ-იც  არიან. ამაზე ინფორმაცია ადრეც არსებობდა, რადგან  ამერიკის სპრცსამსახური მუშაობდა.

 

ორლანდოს ტერაქტმა აჩვენა უფრო ღრმა პრობლემა, რომ კარგად შენიღბული, მომზადებული ჯიჰადისტი დივერსანტები შეიძლება საკმაოდ მრავლად იყვნენ. ადრე ამერიკის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, 800-მდე ასეთი ჯიჰადისტი იყოთქვენ წარმოიგინეთ, რამდენად სერიოზულ ძალაზეა საუბარი. ერთ-ერთმა უკვე ამოქმედა საკუთარი თავი. ეს იყო ერთგვარად ღია სპეცოპერაცია, სასიგნალო მესიჯი, გაფრთხილება, რომ ჩვენ აქ ვართ, ჩვენ  ერთ მებრძოლს ამდენი რაღაცის გაკეთება შეუძლია ერთი ქალაქის ფორმატში და რამდენიმე რომ გაერთიანდეს,  რა შეიძლება მოხდეს?!  ეს მესიჯი ხალიფომ, როგორც ისინი ამბობენ, დასავლელ ჯვაროსნებს გაუგზავნა.

 

ახლა მიმდინარეობს ფეხბურთის ჩემპიონატები და დიდი ალბათობაა, რომ სიურპრიზების კასკადი აქაც განვითარდეს. ბრიტანეთისა და რუსეთის ფეხბურთის გუნდების გულშემატკივრების შეტაკებამ აჩვენა, რომ ეს იყო რუსეთის სპეცსამსახურების საკმაოდ კარგად ორგანიზირებული ჰიბრიდული შეტევა დასავლეთის მიმართულებითთუ რუსეთის სპეცსამსახურები გეგმავდნენ ამას და გამოაჩინეს რამდენიმე ხნის წინთქვენ წარმოიდგინეთ ისლამური სახელმწიფოს დარტყმა როგორი შეიძლება იყოს. პარიზის ტერაქტი, ბრიუსელის ტერაქტი და პლუს კიდევ ის მომენტი, რომ დღესაც, ევროპის მასშტაბით, სავარაუდოდ, ეძებენ იმ მომხრეებს, რომლებმაც გაიარეს სპეცმომზადება. ასევე, არსებობს ბანაკები, სადაც მზადდებიან ასეთი დივერსანტები. მათ ინსიგმანებს უწოდებენ და ორლანდოს  ტიპის ტერაქტებისთვის ემზადებიან. მათი  ჩუმად და ინდივიდუალურად წვრთნიან. ემდეგ ხდება მათი გამგზავრება სამშობლოში. შენიღბვის შედეგად აძლევენ სიგნალს, რის შემდეგაც ამოქმედებენ თავს, რაც მოხდა ორლანდოს  მაგალითზე. ეს  სქემა, სამწუხაროდ, აპრობირებულია.

 

ისლამურმა სახალიფომ კიდევ მეორე სიურპრიზი მოაწყო ყაზახეთში, აქტიუბეს  ქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით. ეს მართლა მოულოდნელი სიურპრიზი იყო. მათ პირველად მოახდინეს დარტყმა ყაზახეთის საკომუნიკაციო ცენტრზე. ეს არის აბრეშუმის გზაზე გამავალი მნიშვნელოვანი ცენტრი. აქტიუბედან ხდება აბრეშუმის გზების მართვა:ერთი გზა ჩრდილოეთის მიმართულებით, რუსეთისკენ მიდის, მეორე სამხრეთით, ირანისკენ, მესამე კი ჩვენკენ. შესაძლოა ითქვას, რომ აქტიუბეზე დარტყმის შემდეგ საქართველოზეც მოხდეს დარტყმა, რომელიც ასევე აბრეშუმის გზის მნიშვნელოვანი საკვანძო  ცენტრი.

 

აქედან გამომდინარე, ჩვენც გვემუქრება საფრთხე?


-ისლამურ სახელწიფოს ძლიერი პოზიციები გააჩნია საქართველოში. ადრეც იყო საუბარი რომ ჩვენთან მოქმედებდა იატაქვეშა ჯგუფიგუჯისტანი”,  რომელიც მიძინებული ქსელია და საქართველო იყო შავი, ჯიჰადისტური ტრანზიტის მთავარი ეპიცენტრი. თუნდაც ის, რომ საქართველოში გახშირდა რადიაქტური ნივთიერების შემოტანისთვის დაჭერის ფაქტები. მოკლე მონაკვეთში 3 ფაქტი დაფიქსირდა და ის რაოდენობა, რომელიც ამოიღეს ძალოვანმა სტრუქტურებმა, იძლევა საშუალებას, რომ ისლამური სახალიფოს გარკვეულ ცენტრებში მომზადდეს .. რადიოლოგიური ბომბი, ანუ  ბირთვული, ჭუჭყიანი ბომბი, რომელიც შეიძლება გამოდგეს ბირთვული ტერაქტის განსახორციელებლად. ეს ფაქტები იმაზე მიუთითებს, რომ ისლამურ სახალიფოს საქართველო  ობიექტის ეპიცენტრში ჰყავს აყვანილიაქტიუბესა და ორლანდოს ტერაქტები იყო კარგად დაგეგმილი  დივერსიული ოპერაცია. ასევე, სტამბულში დაგეგმილი ტერაქტები იძლევა გარკვეულ ვერსიას, რომ საქართველო, შესაძლოა, მორიგი დარტყმის ობიექტი იყოს. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად და აქტუირად. უნდა მოვახდინოთ  ასეთი პროცესების მონიტორინგი. იმედია, ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები საკუთარ სიმაღლეზე იქნებიან.

 

ტრამპმა მოითხოვა, რომ ხელისუფლებამ მუსლიმებს აშშ-ში ჩასვლა აუკრძალოს. ეს რამდენად გამართლებული მეთოდია ტერორიზმისგან თავის დასაღწევად?


-ამასთან დაკავშირებით, ერთი ფრაზა მახსენდება, ”ჩხუბის მერე მუშტებს აღარ იქნევენო”. ტრამპი არის ულტრანაციონალიტი და პოპულისტი. მისი სიტყვები სერიოზულად არ უნდა აღიქვან, მაგრამ, ამის ფონზე, ამ ნათქვამმა, შეიძლება უფრო გაართულოს სიტუაცია და გაღიზიანების საბაბი მისცეს იმ რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც დღეს წარმოდგენილები არიან ჯიჰადისტური  ქსელის სახით. საუბარია ისლამურ სახალიფოზე, თალიბანსა და ალქაიდაზე. ახალი ჯიჰადისტური, გლობალური ქსელი  უკვე იქნმება და ეს გაცილებით საშიშია. აქედან გამომდინარე, ტრამპის პროვოკაციულმა ნათქვამმა, შეიძლება, ნაყოფიერი ნიადაგი შეუქმნას  ჯიჰადისტურ, უკვე გლობალური ტიპის დაჯგუფებებს, რომ  განახორციელონ აქტიური ქმედებები.

 

ისლამურმა სახელმწიფომ მორიგი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ეგვიპტის პირამიდების აფეთქებით იმუქრება. რას უნდა ველოდოთ?


-ისლამური სახალიფოსგან, ბუნებრივია, ყველაფერია მოსალოდნელი. ეს არის არაპროგოზირებადი, რადიკალური და ფანატიკური ტიპის გაერთიანება. მათგან ნებისმიერი ქმედების განხორციელება მოსალოდნელია. ცდილობენ, შექმნან რადიოაქტიური, ბირთვული, ჭუჭყიანი ბომბი. პირამიდები კი არა, სირიის ისტორიული ქალაქები აღარ არსებობსპირამიდები მათთვის არავითარ ფასეულობას არ წარმოადგენს. პირიქით, ეს მათთვის ერთგვარი პიარ აქციაა საინფორმაციო ომის ფორმატში.

 

-ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა 19 იეზიდი გოგონა ასობით ადამიანის წინაშე ცოცხლად დაწვეს იმ მიზეზით, რომ მათ ტერორისტებთან  სექსუალური კავშირის დამყარებაზე უარი თქვეს. როგორ ფიქრობთ, რა გამოხმაურება  მოჰყვება აღნიშნულ ფაქტს მსოფლიოში?


-რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი ამას ყველაზე უსასტიკეს და ჩრულ ქმედებად მიიჩნევს. ესეც გარკვეუწილად არის შავი პიარის ერთგვარი დემონსტრაცია. ასეთი სასტიკი განაჩენის გამოტანა  უკეთესად ადასტურებს, მა თუ ვისთან გვაქვს საქმე. ისლამური სახალიფო, ფაქტობრივად,  არის XXI  საუკუნის  ნაციზმი, ფაშიზმი და კომუნიზმი, ერთად აღებული.

 

ნინო ოთარაშვილი

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge