Powered by Jasper Roberts - Blog

15:55 08.06.2016
"საოკუპაციო ძალების მიერ ბანერების არალეგალური მონტაჟი მორიგ პროვოკაციულ ქმედებას წარმოადგენს"- ირაკლი ბერაია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სოფელ ავლევის განაპირას ე.წ.საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟებას რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან მორიგ პროვოკაციულ ქმედებად აფასებს, რომელიც ”მიმართულია ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციისკენ და საფრთხეს უქმნის მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას”. 

 

როგორც სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა ირაკლი ბერაიამ განაცხადა, აღნიშნული უკანონო ქმედება 28 ივნისს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრაზე იქნება განხილული.

 

”მიმდინარე წლის 6 ივნისს, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის რაიონის, სოფელ ავლევის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობის მფლობელობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ იქნა აღმართული.


რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ აღნიშნული ბანერების არალეგალური მონტაჟი წარმოადგენს მორიგ პროვოკაციულ ქმედებას, რომელიც მიმართულია ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციისკენ და საფრთხეს უქმნის მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. 


აღნიშნული უკანონო ქმედება 28 ივნისს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრაზე იქნება განხილული”, - განაცხადა სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა ირაკლი ბერაიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge