Powered by Jasper Roberts - Blog

18:07 02.06.2016
"Kiwi"-ს ინციდენტი: რატომ დაგვაბრუნა დასავლურმა მედიამ ქვის ხანაში?!

რამდენიმე დღის წინ,თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე, ვეგეტარიანულ კაფე "კივიში" უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. როგორც თვითმხილველებიჰ ყვებიან, დაახლოებით 10-კაციანი ჯგუფი კაფეში ყვირილით შეიჭრა, და იქ "სოსისები და მწვადები შეყარა". ბარმენისა დამიმტანების მოწოდებას, გარეთ გასულიყვნენ, შეხლა-შემოხლა მოჰყვა. აღნიშნულმა ფაქტმა საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება გამოიწვია.



დაზარალებულთა განმარტებით, 2016 წლის 29 მაისს, კაფე "კივიში" ექსტრემისტული იდეოლოგიის მქონე 15-20 პირი შეიჭრა, რომელთაც გიორგი ბაქრაძე, მეტსახელად „ბერგმანი” ხელმძღვანელობდა. კაფისა და მის თანამშრომელთა იდეოლოგიის შეურაცხყოფისა და დამცირების მიზნით, მათ, მიუხედავად „კივის“თანამშრომელთა წინააღმდეგობისა, სტუმრებს ხორცი საკვებში ჩაუყარეს. თანამშრომელთა და სტუმართა მიმართ ისინი დამცინავ, შეურაცხმყოფელ ენას იყენებდნენ და კაფის აფეთქებით იმუქრებოდნენ.


„ერთი ჩვენი მეგობარი გოგო თმით გაათრიეს და თავი ბორდიურზე დაარტყმევინეს, მეორეს წარბი გაუხეთქეს. კედლიდან დაფის ჩამოგდება და მაცივრის გადაყირავება სცადეს, თუმცა ამის საშუალება არ მივეცით.  ეს ყველაფერი, დაახლოებით, 10-15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. თუმცა, ჩხუბი,ძირითადად გარეთ, ქუჩაში მიმდინარეობდა და ამიტომ კაფეს ზიანი არ მისდგომია. ხმაურზე მეზობლებიც გამოვიდნენ, თუმცა მათ ვერ გაარკვიეს, თუ რა მოხდა და არც ის იცოდნენ, ვის და რატომ ურტყამდენენ“ – განაცხადა ახალგაზრდა გოგომ, რომლის თქმითაც, მან კაფე „კივი“ თავის მეგობრებთან ერთად დაარსა. (იხილეთ თბილისში ვეგეტარიანულ კაფეზე თავდასხმის დეტალები).




აღნიშნულთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია საიამ შემდეგი შინაარსის  განცხადებ აგაავრცელა:


„ვეგანური კაფე „კივის’’ მიზანია, ცხოველებისა და გარემოს დაცვა, სოციალურ საკითხებზე დისკუსია და ინფორმაციის გაზიარება. კაფეში აკრძალულია ყოველგვარი ცხოველური პროდუქტის შეტანა და მოხმარება. იქ ხშირად თავს იყრიან განსხვავებული მოსაზრებების, პოლიტიკური და ფილოსოფიური შეხედულებების, გარეგნობისა თუ ორიენტაციის ადამიანები. კაფის ზოგიერთი თანამშრომელი არანორმატიული გარეგნობით გამოირჩევა. 

ექსტრემისტული დაჯგუფებისა და მეზობლების ქმედებებმა დაზარალებულებში გამოიწვია შიში, ფსიქოლოგიური ტანჯვა და ერთშემთხვევაში სხეულის დაზიანება. ადგილი ჰქონდა კაფეში მყოფი პირების მიმართ აშკარა უპატივცემულობას, შეფერხდა კაფის ფუნქციონირება, ჩაიშალა იმდღეს მიმდინარე მულტიპლიკაციური ფილმის ჩვენება და საზოგადოებრივი წესრიგი უხეშად  დაირღვა.

შემაშფოთებელია ერთ-ერთი პოლიციელის  მხრიდან გამოხატული  არაკვალიფიციური რეაგირება  და ფაქტების გამოკვლევის  გარეშე, შემთხევისა და დაზარალებულ პირთა დამნაშავეობის სტერეოტიპული აღქმა. მიგვაჩნია, რომ ეს ყურადსაღები პრობლემაა  და  შესაძლოა, მიანიშნებდეს ინსტიტუციურ დისკრიმინაციაზე, რის დადასტურების შემთხვევაშიც, უნდა დადგეს პოლიციელის პასუხისმგებლობის  საკითხიც.

ფუნდამენტურია, რომ გამოძიებისა  და  ბრალდების ორგანოებმა სათანადოდ გაითავისონ  დისკრიმინაციის  ფაქტების  სიმწვავე  და  საფრთხე  დემოკრატიულ  საზოგადოებაში, სისხლის  სამართლის გამოძიება წარმართონ დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთის გადმოსახედიდან.“- აღნიშნულია საიას განცხადებაში.



კაფე „კივიში“ მომხდარ ინციდენტს „ბი-ბი-სი“, „ბერლინერ კურიერი" , „ბერლინერცაიტუნგი“ ,„ბერლინერ მორგენპოსტი“,  ავსტრიული გაზეთი „კურიერი“,

 „ნიუ-იორკ თაიმსი“ და კიდევ ბევრი დასავლური მედიასაშუალება გამოეხმაურა.


შევჩერდებით „ნიუ იორკ თაიმსის“ ჟურნალისტ დენ ბილეფსკის მიერ გამოქვეყნებულ მასალაზე სათაურით- „ინციდენტი თბილისის ვეგანკაფეში: მფლობელს და კლიენტებს ხორცის ჭამა მოსთხოვეს“.


მოცემულ პუბლიკაციაში ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ მასში ქართველების საქციელის გამო, აშკარა აღშფოთება იგრძნობა. კერძოდ, ჟურნალისტი ცინიკურ დამოკიდებულებას ამჟღავნებს ქართველების ლიბერალურ ფასეულობებთან დაკავშირებით.


სტატია ისეთ კონტექსტშია განხილული, რომ მიუხედავად საქართველოს მხრიდან ევროკავშირისა და ნატოში ინტეგრირების მხარდამჭერისა, ქართველი მოსახლეობა კონსერვატიულია და ლიბერალურ ფასეულობებს პატივს ნაკლებად სცემს.


„ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრირების მხარდამჭერია, მაგრამ ქვეყანა, ძირითადად, მაინც კონსერვატიული რჩება - მართლმადიდებელ ეკლესიას ძალიან დიდი გავლენა აქვს. ესაა რეაქცია უცხოური გავლენის წინააღმდეგ. ვეგეტარიანულ „კივი“-კაფეში კი, როგორც ცნობილია, ძირითადად იკრიბებიან ჰიპსტერები, ჰომოსექსუალები, ანუ ისეთები, რომლებიც დასავლურ ლიბერალური ფასეულობების სიმბოლოს წარმოადგენენ“-ნათქვამია სტატიაში.

ჟურნალისტი საქართველოს მთავრობის კონსერვატიულ იდეოლოგიაზეც საუბრობს, რომელმაც ოჯახის განმსაზღვრელი საკითხის ინიცირება მოახდინა, თუმცა მას ლიბერალური შინაარსის მქონე, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება მხოლოდ ევროკავშირის ზეწოლის შედეგად მოუწია. გამოდის, რომ ჟურნალისტის აზრით, საქართველოს მთავრობა ცალსახად კონსერვატორია და მან ზემოაღნიშნული კანონი მხოლოდ ზეწოლის შედეგად მიიღო:

„საქართველოს მმართველმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც დასავლეთთან მჭიდრო კავშირების განვითარების მომხრედ გამოდის, ამას წინათ ოჯახის განმსაზღვრელი საკითხის ინიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ქორწინება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირიაო. როგორც გიორგი გოგია ამბობს, ეს წინადადება იმაზეა გათვლილი, რომ „ქართულმა ოცნებამ“, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ, რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერი მიიზიდოს. იმავდროულად საქართველო ევროკავშირის ზეწოლის გამო იძულებული გახდა, ანტიდისკრიმინაციული კანონი მიეღო, რომლის თანახმად, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების დისკრიმინაცია იკრძალება.

იმ დღეს, როცა საქართველო დამოუკიდებლობის მორიგ წლისთავს ზეიმობდა, კივი-კაფეში შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, თბილისის ქუჩებში ნაციონალისტთა ჯგუფი გამოჩნდა, რომლებიც „საქართველო მხოლოდ ქართველებისთვის“ გაიძახოდნენ. ზოგიერთს ამ სცენამ ეთნიკური მტრობა გაახსენა, რომელიც იმ პერიოდში გაღვივდა, როცა 1991 წელს საქართველომ რუსეთისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა", - ნათქვამია სტატიაში.


მასალის ავტორი თბილისში მომხარ ფაქტს სხვადასხვა ასპექტში განიხილავს. მას მაგალითად მოჰყავს ანალიტიკოსების აზრები და თან სამი წლის თბილისში გამართულ გეიაღლუმის გარემოებებსაც იხსენებს, რომელმაც საზოგადოებაში მწვავე კონფლიქტი გამოიწვია:


„ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, მომხდარი ფაქტი იმის შედეგია, რომ პოსტსაბჭოთა საქართველო დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ახლა კი რადგან სწრაფად მიდის ევროატლანტიკური გზით, ცდილობს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას. შესაბამისად, კონსერვატიული ძალები ამ სვლის შეფერხებას ცდილობენ“.


საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ჟურნალიოსტი 2008 წლის აგვისტოს ომის მაგალითზე დაყრდნობით, საქართველოს კონფლიქტში კარგად გარკვეულ ქვეყნად იხსენიებს და აღნიშნავს, რომ კონფლიქტები ჩვენთვის უცხო არ არის და თბილისის ვეგეტარიანულ კაფეში შეჭრა იმის საფრთხის გრძნობას აღვიძებს, რომ კულტურათა ომი შეიძლება უფრო მეტად გამძაფრდეს... ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ისმის კითხვა, თუ რატომ გაიხსენა ავტორმა 2008 წლის გეოპოლიტიკური (და არა კულტუროლოგიური(!)) ომი მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის კულტურულ ღირებულებებზე ცინიკურ-ანალიტიკურ კონტექსტში საუბრობდა.


„საქართველო კავკასიის პატარა, მაგრამ ამაყი სახელმწიფოა, რომელიც 2008 წელს რუსეთთან ომში შევიდა და ამიტომ კონფლიქტები მისთვის უცხო არ არის, თუმცა თბილისის ვეგეტარიანულ კაფეში უკანონოდ შეჭრა იმის საფრთხის გრძნობას აღვიძებს, რომ კულტურათა შორის ომი შეიძლება უფრო გამძაფრდეს”. 



არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ვეგანკაფეში შეჭრა სამარცხვინო ფაქტია, თუმცა სტატიის ავტორის მხრიდან საქართველოზე მისი რამდენიმე მოქალაქის საქციელის მაგალითზე მსჯელობა-ვფიქრობთ, არასწორია.



„ჯორჯიან თაიმსი“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსტიტუციონალისტ ავთანდილდემეტრაშვილს ესაუბრა:



 „ნიუ იორკ თაიმსის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას სრულიად არ ვეთანხმები, რადგან ქართველები ლიბერალურ ფასეულობებს ოდითგანვე პატივსს ცემდნენ და დიდი ტოლერანტობით გამოირჩეოდნენ, რასაც ის ფაქტიც მოწმობს, რომ შეგვიძლია, თბილისის ერთ მცირე ტერიტორიაზე ოთხი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელთა სამლოცველო ვიხილოთ. არსებობს სხვადასხვა სტრატეგიული მიმართულების ხალხი, რომლებიც დაკვეთას ასრულებენ. მე სულაც არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნების წინა პერიოდშიჩვენს დიდ მეზობელს ჩვენი დისკრედიტაცია მოენდომებინა. აბსოლუტურად ნათელია, რომ რუსული პროპაგანდა საქართველოში  არჩევნების მოახლოებასთანერთადგაძლიერდება, დღეს ამის აშკარა ნიშნები უკვე არსებობს და მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს სტატიაც ამ მიზანს ემსახურებოდეს“.



„ჯორჯიან თაიმსი“ ექსპერტ ნიკა ჩიტაძეს დაუკავშირდა:

-აგვისტოს ომთან ეს ინციდენტი არავითარ კავშირში არაა. ეს იყო ცალკეული ექსტრემისტული ჯგუფი, რომელიც კაფეშიშეიჭრადა ადამიანთა უფლებებიდაარღვია.  ამიტომაც 2008 წლის ომთან ამ ფაქტს არავითარი კავშირი არ აქვს, რადგან 2008 წლის ომს გააჩნდა თავისი გეოპოლიტიკური სამხედრო ეკონომიკური იდეოლოგიური მნიშვნელობა.

ამ შემთხვევაში, თუ პრობლემას ცივილიზაციებს შორის განვიხილავთ, ანუ კულტურებს შორის  განსხვავებებს, მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ არსებობს განსხვავებები ქართულ და დასავლურ კულტურებს შორის.  მაგრამ 2008 წელს, ბუნებრივია, საქართველო რუსეთს ებრძოდა. აქედან გამომდინარე, ეს არანაირ კავშირში არაა და მომხდარი ინციდენტი, (ვეგეტარიანულ კაფეში შეჭრა) პირველ რიგში,  დასავლურ კულტურას და არა რუსულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.


რამდენად შესაძლებელია, რომ აღნიშნულმა ინციდეტმა დასავლეთის მხრიდან აგრესია გამოიწვიოს?


-არ მგონია, რომ დასავლეთში აღნიშნული იციდენტიბევრმა სერიოზულად აღიქვას.


საქართველოში ლიბერალურ ფასულობებთან დაკავშირებით ბევრი პრობლემა არსებობს,მაგალითად, ბელადომანია, ტოლერანტობის პრონციპი და ა.შ. ხშირ შემთხვევაშ, საზოგადოების დაყოფაგანსხვავებული პოლიტიკური აზრის არსებობით გახლავთ გამოწვეული. ქართულ საზოგადოებაში არსებობს ბევრი ფაქტორი,რომელიცლიბერალულ ფასეულობებს ეწინააღმდეგება და ეს უნდა ვაღიაროთ.


როგორ ფიქრობთ, ეს კონფლიქტი სხვადასხვა კულტურებს შორის ურთიერთობას დაძაბავს?



-ეს ცალკეული ჯგუფების კონფლიქტია და  სიტუაცია ისე არ წავა, რომ სხვადასხვა კულტურისა და მსოფლმხედველობის ადამიანი ერთმანეთსშეეწინააღმდეგოს.




როგორ ფიქრობთ, აღნიშნული სტატია რომელიმე კონკრეტული მხარის, ან ქვეყნის ინტერესებს შეიძლება, რომ ემსახურებოდეს?



-არ არის გამორიცხული... 2008 წლის ომი რა შუაშია ამ ინციდენტთან...სტატიაში ისე გამოვიდა, რომ რუსეთი იყო ცივილიზებული სახელმწიფო და საქართველო ებრძოდა ამ ცივილიზებულ სახელმწიფოს. შესაძლებელია, სტატია რუსეთის საინფორმაციო კამპანიის და პროპაგანდის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყოს. 


„ჯორჯიან თაიმსი“ ექსპერტ გია ხუხაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ მხოლოდ ვეგანკაფეში მომხდარი ინციდენტიდან გამომდინარე არ შეიძლება ქვეყნისა და საზოგადოების ზოგად განწყობაზე ისაუბროს მსოფლიო მედიამ.


-თავისთავად, მომხდარი ინციდენტი არის ცხოველური აგრესია და წმინდა წყლის კრიმინალი, მაგრამ ამის განზოგადება და ქართველი საზოგადოების ზოგად განწყობასთან დაკავშირება არ შეიძლება. ამ შემთხვევაში ეს კონფლიქტი იყო ცალკეული ჯგუფების უთანხმოება და  მისი განზოგადება და  საზოგადოებრივ განწყობად დახატვა არაკორექტულია და არასწორია.


თქვენი აზრით, რამდენად შესაძლებელია აღნიშნულმა ინციდენტმა დასავლეთში აგრესია გამოიწვიოს?


 -არ მგონია აღნიშნულმა ინციდენტმა სისტემური გავლენა მოახდინოს დასავლეთთან ჩვენს ურთიერთობაზე იმიტომ, რომ მსგავსი ტიპის განწყობები ყველგან არის, თუნდაც დასავლეთში- ლგბტ საზოგადოებასთან დაკავშირებით.

ლიბერალები ჯერ შეიძლება ვერ ვართ და  პრინციპში ეს არც მიმაჩნია დიდ დანაშაულად, მაგრამ  მთავარია ჩვენი  ეს   კონსერვატიზმი არ იყოს აგრესიული.

ვიღაცას შეიძლება, რაღაც მოწონდეს ან არ მოწონდეს,  მაგრამ ეს არ უნდა გადადიოდეს კონკრეტულ აგრესიაში.  ულტრა ლიბერალიზმისთვის ზოგჯერ ისეთი რაღაც არის დამახასიათებელი რაც  ჩვენს კულტურასთან და ტრადიციასთან შედის წინააღმდეგობაში, მაგრამ ამ შემთხვევაში მე არ ვიქნები აგრესიული. ყველას უფლება უნდა იყოს დაცული.



ფიქრობთ, რომ აღნიშნული სტატია რომელიმე კონკრეტული მხარის, ან ქვეყნის ინტერესებს შეიძლება, რომ ემსახურებოდეს?


-არ მგონია, ვინმე უკვეთავდეს ასეთ სტატიებს. ეს ჟურნალისტი  პირად დამოკიდებულებას ავლენს რაღაცის გამო და ძალიან ზერელედ აღიქვამს საქართველოში არსებულ ვითარებას. ის აშკარად აზვიადებს და ანზოგადებს ვითარებას, რაც ძალიან ცუდია. პრობლემები შეიძლება ნებისმიერ საზოგადოებაში იყოს. შეერთებულ შტატებშიც არის პრობლემები. მაგალითისთვის, რასიზმი  დღემდე ძალიან ბევრ შტატში საკმაოდ ფეხმოკიდებულია და ამერიკაში ეს ფაქტები ადამიანების მიერ კერძო გამოვლინებად ითვლება და რატომღაც საქართველოში ჟურნალისტი შეეცადა, რომ ეს კერძო გამოვლინებები ქვეყნის ზოგად განწყობაზე გადაეტანა, რაც ჩემი აზრით, არასამართლიანია და არ ვიცი, ამის უკან ვინ დგას.-განაცხადა პოლიტიკურმა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა.


გასაგებია, რომ ეს ინციდენტი დასვლური საზოგადოებისათვის მიუღებელია, მაგრამ ყურადღება უნდა მიექცეს იმასაც, რომ ზემოაღნიშნული არც ქართველი საზოგადოებისთვისაა მისაღები და მისი უდიდესი ნაწილი მომხდარ ინციდენტს  ამაზრზენად მიიჩნევს, რადგან სხვისი უფლების შელახვას და მითუმეტეს ასეთი სახით, მთელი არსებით ეწინააღმდეგება.


ვეგეტარიანულ კაფეებს საქართველოში 20 წლიანი ისტორია აქვს და შესაბამისად, საქართველოშივეგეტარიანელების არსებობაარავის უკვირს. ის, რაც მოხდა,ცალსახად მიუღებელია, მაგრამ ამ კონკრეტული ინციდენტით არ შეიძლება, ქართველების ზოგადღირებულებებზე ისაუბრო.


გერმანულ გაზეთ„ბერლინერ ცაიტუნგში“ვეგანკაფეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სტატია გამოქვეყნდა,  სადაც ჟურნალისტი ამბობს:


"ასეთი კაფეების წინააღმდეგნი შეიძლება მხოლოდ ქვის ხანის კომუნისტები ან ისლამისტები იყვნენ".  


ზემოაღნიშნულ ციტატაში კონკრეტულად არ ჩანს, თუ ვის მოიხსენიებს ჟურნალისტი „ქვის ხანის კომუნისტებად“ და „ისლამისტებად“, თუმცა  ფაქტია, რომ ამ შემთხვევამ ქვეყნის იმიჯზე მნიშვნელოვანწილად იქონია გავლენა.


ზემოაღნიშნულს კი მოწმობს ის ფაქტი, რომ მომხდარით უამრავი დასავლური მედიასაშუალება დაინტერესდა, გამოქვეყნდა არაერთი სტატია, რომელთა შინაარსიც თითქმის ერთსა და იმავე ნეგატიურ კონტექსტს შეიცავდა, რაც, თავისთავად, ქვეყნის იმიჯზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს. ეს ყველაფერი კი რატომღაც სწორედ იმ დროს ხდება, როდესაც ჩვენი ქვვეყანა ვიზალიბერალიზაციის პროცესშია და წინასაარჩევნო პერიოდში იმყოფება.


საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ განსაკუთრებული აქტიურობით გერმანული მედია გამოირჩევა. გერმანია კი სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას აქტიურად ეწინააღმდეგება. 

არსებობს მრავალი მოსაზრება იმის შესახებ, რომ მომხდარი ინციდენტი ერთგვარი პროვოკაცია გახლდათ, რომელიც მიზანმიმართულად მოემსახურებოდა ქყვეყნის იმიჯის სწორედ იმ მიმართულებით შელახვას, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს უკავშირდება.


საზოგადოებაში არსებული მოსაზრებით, ვეგანკაფეში მომხდარი ინციდენტი წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია გახლდათ, რომელიც  ქვეყნას ზიანს მიაყენებდა.


ვის უნდა უნდოდეს საქართველოს ასეთი სახით წარმოჩენა?! ვის ჭირდება საქართველოს იმიჯის შელახვა? იქნებ ეს ჯგუფი მართლაც სწორედ იმიტომ  მოიქცა ასე, რომ მომხდარს დიდი რეზონანსი გამოეწვია დასავლეთის მხრიდან?! 


კითხვა ბევრია, თუმცაკონკრეტული პასუხები არ არსებობს. ამიტომ, ამ ეტაპზე  მხოლოდ ის დაგვრჩენია,  ჩვენს კოლეგა ჟურნალისტებს დავუმტკიცოთ, რომ ლიბერალიზმიც კარგად გვესმის, ტოლერანტობაც და თავისუფლების ფასიც ვიცით, რადგან თავისუფლებისთვის არაერთხელ გვიბრძოლია სისხლის უკანასკნელ წვეთამდე  და ამიტომ, სხვის თავისუფლებას ქართველი მოსახლეობის უმეტესობა არასდროს შელახავს. სხვა საკითხია, როგორ მოიქცევიან ცალკეული ჯგუფები. ზემოანიშნულს ვერც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო ვერ გააკონტროლებს, თუმცა ქართული საზოგადოება რომ დემოკრატიული ღირებულებებისკენ ისწრაფის, ამას ბევრი მტკიცება არც სჭირდება.


მე-12 საუკუნეში, მაშინ, როდესაც დემოკრატიის მაღალი დონით სახელგანთქმული შეერთებული შტატები ჯერ არც კი არსებობდა, საქართველოში „ვეფხისტყაოსანი“ დაიწერა, რომელშიც ავტორი სწორედ ლიბერალურ და დემოკრატიულ ფასეულობებზე საუბრობს.ის ტოლერანტობას, თანასწორობასა და თავისუფლებას მთავარ ღირებულებად მიიჩნევს და ვფიქრობთ, ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი.








 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge