Powered by Jasper Roberts - Blog

18:14 02.06.2016
„აპრილის თვეში ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3-4%-ით განისაზღვრა“-გიორგი ეზუგბაია

“სიღარიბეში მყოფთა რიცხვი 500 000-ით შემცირდა.”– განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გადაცემა 2030-ში.

 

მინისტრის განცხადებით, 2011 წელს მოსახლეობის 44, 8%,  ანუ 1 800 000 ათასი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. ეს ადამიანები დღეში 2,5 დოლარზე მეტს ვერ ხარჯავდნენ. მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევებით, რომელიც მალე გამოქვეყნდება, გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც დღეში 10 დოლარზე მეტს ხარჯავენ და სიღარიბეში მყოფთა რიცხვი 500 000-ით შემცირდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ეკონომიკური აქტივობისა და მთავრობის მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. ქვეყანაში კი 1 780 000 ადამიანია დასაქმებული.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთება ეკონომიკისა და ბიზნესის მათვის ექსპერტ გიორგი ეზუგბაიას ვთხოვეთ.

 

”ეს არის მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგები, რომელიც მალე გამოქვეყნდება. შეგვიძლია გამოქვეყნების შემდეგ გავაკეთოთ ანალიზი. ამ შემთხვევაში მინისტრმა აღნიშნა, რომ მას აქვს ინფორმაცია მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევების შესახებ, რომელიც ახლო პერიოდში გამოქვეყნდება. ზუსტად ასე იყო ციტირებული, მინისტრის მიერ. ამ შემთხვევაში აღსანიშნავია ის მომენტი, რომ იგივე აპრილის თვეში ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3-4%-ით განისაზღვრა. ამაზე ყურადღების გამახვილება უფრო უკეთესი იქნება. უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება ეს სატატისტიკა  და საჯარო გახდება”-განაცხადა ექსპერტმა ჩვენთან საუბარში.

 

 

”ჯორჯიან თაიმსი” აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვრცელ ინფორმაციას უახლოეს მომავალში მოგაწვდით.

 

ნინო ოთარაშვილი

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge