Powered by Jasper Roberts - Blog

15:38 31.05.2016
ლაგოდეხში 6 წლის ბავშვი თონეში ჩავარდა

ლაგოდეხის რაიონის სოფელ კართუბანში 6 წლის ბავშვი თონეში ჩადგმულ ადუღებული წყლით სავსე ქვაბში ჩავარდა. მოზარდს პირველადი დახმარება ლაგოდეხის საავადმყოფოში აღმოუჩინეს, რის შემდეგაც რეანომობილით თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მას საოპერაციოდ ამზადებენ.

 

კლინიკაში შემოყვანისას ბიჭს დამწვარი ჰქონდა ქვედა კიდურები და დუნდულო. ექიმების დაკვირვების შედეგად მას სხეულის 6 პროცენტზე მეტი ჰქონდა დამწვარი, რის გამოც, საჭირო გახდა რეანომობილით მისი თბილისში გადაყვანა“,- განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლაგოდეხის საავადმყოფოს დირექტორმა ნუკრი ყარალაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge