Powered by Jasper Roberts - Blog

18:21 30.05.2016
”ვერც მე და ვერც მოსახლეობა ვერ ხედავს, რომ ”ქართულმა ოცნებამ” სამართლიანობა აღადგინა”-ბესიკ დანელია

ეკა სეხნიაშვილის გადაცემა ”დროულ დიალოგში” სტუმრად მოწვეულმა გაერთიანებული დემოკრატიულო მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბესიკ დანელიამ 2011 წლის 26 მაისი გაიხსენა და ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ იმდროინდელი აქციის დარბევის სასტიკ მეთოდებზე ისაუბრა.

 

 

”2011 წლის 26 მაისი  საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი შავი ლაქაა, უმძიმესი დღე, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ხელისუფლება სასტიკად გაუსწორდა საკუთარ ხალხს. 6 ადამიანი გარდაიცვალა იმ ტრავმებით, რომლებიც იმ აქციაზე მიიღეს. მახსოვს, ყველა ქუჩა  და ბილიკი გადაკეტილი იყო, რომ ვერცერთ ადამიანს ვერ მოეხერხებინა გასვლა. პირდაპირ სამაგალითო დასჯა მოხდა იმ ადამიანებისა, რომლებიც ხმას იღებდნენ რეჟიმის წინააღმდეგ. 800 ადამიანი იყო დაკავებული, უმეტესობა ფიზიკური დაზიანებებით, არაადამიანურად მოექცნენ მოქალაქეებს და ეს ფაქტები დღემდე გამოუძიებელი დარჩა”.

 

დანელიამ ახლანდელი ხელისუფლება გააკრიტიკა და აღნიშნა რომ ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ ჩადენილი  დანაშაულებების  დღემდე გამოუძიებლობა ”ქართული ოცნების” პასუხისმგებლობაა.

 

”პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ქვეყენაში სამართლიანობა არ აღდგა ”, ქართულ ოცნებას” ეკისრება.  მათი ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო სამართლლიანობის აღდგენა, თუმცა არ შეასრულეს”.

 

მან პრეზიდენტი მარგველაშვილიც გააკრიტიკა და მისი დანაპირებებიც გაიხსენა.

 

”პრეზიდენტ მარგველაშვილის ერთ-ერთი მთავარი მესიჯი თავისი საპრეზიდენტო კამპანიის დროს სამართლიანობის აღდგენა იყო, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მნიშვნელოვანი და აქტუალური საქმეები დღემდე გამოსაძიებელია. ვერცერთი კუთხით, ვერც მე და ვერც მოსახლეობა ვერ ხედავს, რომ ”ქართულმა ოცნებამ” სამართლიანობა აღადგინა".

თამუნა ცხოვრებაშვილი

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge