Powered by Jasper Roberts - Blog

23:48 27.05.2016
ამერიკის საელჩომ გელათის რეაბილიტაციისთვის 750,000 აშშ დოლარი გამოყო

ამერიკის საელჩო მრავალ ქვეყანაში თავის წარმომადგენლებთან ერთად ეროვნულ და კულტურული მემკვიდრეობების გადარჩენაზე ზრუნავს და სხვადასხვა ღონისძიებებს აფინანსებს. საელჩომ ამჯერად საქართველოს კულტურულ ძეგლს - გელათს მიაპყრო ყურადღება და მის აღსადგენად 750,000 აშშ დოლარი გამოყო.

 

საქართველოში კულტურული ძეგლების გადასარჩენად ეს უკვე მეთხუთმეტე პროექტია. აშშ-ს საელჩოს კულტურული მემკვიდრეობის ფონდი სხვადასხვა კულტურულ სეგმენტს ხმარდება: არქეოლოგია, ფოლკლორული მუსიკა, ძველი ქართული არქიტექტურა...

 

რეაბილიტაციის ფარგლებში მონასტრის ეკლესიების სახურავები პირვანდელ სახეს მიიღებს და სწორედ ამ კრამიტით გადაიხურება.

 

 

ეს უნიკალური ხელთნაკეთი კრამიტია, რომელიც აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის დაფინანსებით გელათის მონასტრისთვის მზადდება.

 

ასზე მეტ ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობების გადასარჩენად ამერიკის მთავრობის გამოყოფილი თანხა 26 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. ამ პროექტის ფარგლებში, 2001 წლიდან 640-ზე მეტი კულტურული ძეგლი გადარჩა.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge