Powered by Jasper Roberts - Blog

19:56 19.05.2016
აჭარის მთავრობა ე.წ გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გონიოში, ე.წ გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე განაღმვითი სამუშაოები იწყება. განაღმვითი-გაწმენდითი სამუშაოები აუცილებელი წინაპირობაა უახლოეს მომავალში საინვესტიციო პროცესების დაწყებისათვის. ინვესტიციებისათვის მიმზიდველ ტერიტორიას დღეს ადგილობრივი მოსახლეობა საძოვრებად იყენებს, შესაბამისად, განაღმვითი სამუშაოების ჩატარების პერიოდში საჭიროა მეპატრონეებმა საქონელი განარიდონ და იქვე მდებარე ალტერნატიული ტერიტორიები გამოიყენონ.

 

აჭარის მთავრობა მიმართავს გონიოს მოსახლეობას ხელი შეუწყონ ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოების განხორციელებას, რომელიც ეტაპობრივად დაახლოებით სამი თვის მანძილზე გაგრძელდება.

 

აღსანიშნავია, რომ გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონზე მასშტაბური საინვესტიციო პროექტის ხელშეწყობა ქვეყნისათვის და უშუალოდ ჩვენი რეგიონის განვითარებისათვის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.

 

განაღმვითი სამუშაოები საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება, ამისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 470 000 ლარი აქვს გამოყოფილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge