Powered by Jasper Roberts - Blog

16:26 19.05.2016
აჭარის დელეგაცია ტერნოპოლის ოლქში იმყოფება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უკრაინის რესპუბლიკაში, ტერნოპოლის ოლქში იმყოფება, სადაც 19-20 მაისს დაგეგმილ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმში „ტერნოპოლი Invest – 2016” – ში მიიღებს მონაწილეობას.


აჭარის დელეგაციის წევრებმა დღეს შეხვედრა გამართეს ტერნოპოლის გუბერნატორთან ბატონ სტეპან ბარნასან, რომელზეც აჭარის ა.რ. მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მდივანმა ლევან ჯაშმა აჭარის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გამართა.

 

რაც შეეხება ფორუმს „ტერნოპოლი Invest – 2016”, მას ცენტრალური და აღმასრულებელი ხელისუფლების, სახელმწიფო ადმინისტრაციებისა და უკრაინის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები დაესწრებიან. ფორუმი 19 მაისს გაიმართება და მასში მონაწილეობას უკრაინაში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის და ბიზნესის წარმომადგენლები მიიღებენ. ეკონომიკურ ფორუმზე წარმოდგენილი იქნება როგორც აჭარის, ისე ტერნოპოლის საინვესტიციო პროექტები და ტურისტულ-ეკონომიკური პოტენციალი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge