Powered by Jasper Roberts - Blog

12:51 09.05.2016
2050 წლისათვის პლანეტის ზოგ ადგილზე ცხოვრება შეუძლებელი გახდება

მაქს პლანკის ქიმიის ინსტიტუტის მკვლევარების დასკვნით, 2050 წლისათვის პლანეტის ბევრ ადგილზე სიცხის გამო ცხოვრება შეუძლებელი გახდება.

 

ინსტიტუტის დირექტორის, ჯოს ლელიველდის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის ჩრდილოეთში ცხოვრება შეუძლებელი გახდება, რადგან ტემპერატურა ღამით მინიმუმ 30 გრადუსი ხოლო დღისით 46 გრადუსი ჩვეულებრივი ამბავი გახდება. განცხადება, რომელიც ჟურნალში “კლიმატის ცვლილება” გამოქვეყნდა, ამბობს, რომ მიუხედავად პარიზის კლიმატის ცვლილების ხელშეკრულების საყოველთა მხარდაჭერისა, ტემპერატურის არანორმალური მომატება გარდაუვალია. დირექტორის თქმით, ამ დროისათვის, წელიწადში 200-ზე მეტი დღე ამ ტემპერატურის იქნება.

 

ლელიველდის თქმით, ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევა მიანიშნებს, რომ რაც არ უნდა გაკეთდეს, პლანეტის მრავალი ადგილი სიცხის გამო დაუსახლებელი გახდება. “ამჟამად ჩვენ ვებრძვით საემიგრაციო კრიზისს ევროპაში, სხვადასხვა კონფლიქტებსა და პრობლემებს, მაგრამ მომავალში ჩვენ დავდგებით კლიმატური მიგრაციის პრობლემის წინაშე”,- აცხადებს ლელიველდი.

ავტორ(ებ)ი : euroline.ge