Powered by Jasper Roberts - Blog

16:42 05.05.2016
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ღვინოსა და ალკოჰოლურ სასმელში დარღვევები გამოავლინა UP Down

სურსათის ეროვნული სააგენტო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ინსპექტირებას პერმანენტულად უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს. 



გასულ წელს კი შემოწმებების რაოდენობის მასშტაბი და ხარისხის კონტროლი გაიზარდა. 


სააგენტოს მიერ ,,ბიზნესპრესნიუსისთვის” მოწოდებული ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, 2016 წლის 1 მაისამდე ალკოჰოლური სასმელების 110 ნიმუშის ლაბორატორიული კვლევა განხორციელდა. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, შეუსაბამობა გამოვლინდა 17 შემთხვევაში.



,,შედეგების მიხედვით, სააგენტოს მიერ განხორციელდა რეალიზაციის აკრძალვა 17 შემთხვევაში, ბიზნესოპერატორს ღვინის ბაზრიდან გამოთხოვა 7 შემთხვევაში დაევალა. 7 საქმე კი გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტოს საგამოძიებო სამსახურს”, - განაცხადეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში. 



სურსათის ეროვნული სააგენტოს კონტროლს ექვემდებარება როგორც ჩამოსასხმელი, ისე ბოთლის ღვინო. ინსპექტირება ტარდება რესტორნებში, სასადილოებში, ღვინის სარეალიზაციო ობიექტებში. 


ქრისტინე გამთენაძე

ავტორ(ებ)ი : www.bpn.ge