Powered by Jasper Roberts - Blog

11:15 25.04.2016
მეცნიერებმა დედამიწის სიღრმეში გიგანტური ოკეანე აღმოაჩინეს

კანადის ტერიტორიაზე ნაპოვნი კომატიტების შესწავლისას, რუსი, ფრანგი და გერმანელი გეოქიმიკოსები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ძვენ დროში დედამიწის ზედაპირის ქვეშ გიგანტური ოკეანე არსებობდა.



კომატიტები ულტრაფუძე და ფუძე ქანების კომპლექსის კრებითი სახელწოდებაა. კომატიტური სერიები ლავური ნაკადების, მძლავრი დიფერენცირებული საფარველებისა და განშრევებული სილებისაგან შედგება. კომატიტი პრაქტიკულად ყველა უძველესი ბაქნის ფარგლებშია გავრცელებული. 




ხშირად კომატიტებთან მნიშვნელოვანი სულფიდურ-ნიკელიანი საბადოებია დაკავშირებული .




ზემოთ ნახსენები, კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალ Nature-ში.




სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ 410–660 კილომეტრის სიღრმეზე არსებული ოკეანე,  მაღალი წნევისა და 1600 ºC ტემპერატურის პირობებში ჩამოყალიბდა.



მიწისქვეშა წყალსაცავის წარმოშობა არქეის პერიოდს მიეკუთვნება, რომელიც 4 და 2,5 მილიარდი წლის დროის მონაკვეთს მოიცავს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge