Powered by Jasper Roberts - Blog

13:13 22.04.2016
როგორ შევცვალოთ ფიქრებით რეალობა-კვანტური ფიზიკა

ფიზიკოსები უკვე დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ მატერიალური სამყარო სხვა არაფერია, თუ არა ენერგიის უზარმაზარი ზღვა, რომელიც გამუდმებით ვიბრირებს. სიმყარე არ არსებობს, იგი ილუზიაა — ესაა კვანტური ფიზიკის საფუძველი .



 რა იჭერს ამ მუდმივად ცვლად ენერგიას გარკვეული ტიპის საგნებად თუ სხეულებად? საინტერესოა, რატომ ვხედავთ ადამიანს ნაცვლად ვიბრირებადი ენერგიისა? — ისინი ამბობენ, რომ ამას ჩვენი ფიქრები აკეთებენ.



მაინც როგორ მუშაობს ყველაფერი ეს? გავიხსენოთ კინოფირი, სადაც წამში 24 კადრია, რომლებიც ერთმანეთისაგან პატარა სიცარიელით გამოიყოფა, მაგრამ იმ სიჩქარის გამო, რითაც ერთი კადრი ენაცვლება მეორეს ჩვენი თვალი მოტყუებული რჩება და მას აღვიქვამთ, როგორც მოძრავ გამოსახულებას.


ტელევიზორის შემთხვევაშიც იგივე პრინციპი მუშაობს — ელექტრონების დიდი რაოდენობა განსაზღვრული წესრიგით ეხეთქება ეკრანს და ქმნის ფორმებისა და მოძრაობის ილუზიას. სწორედ ასე არიან საგნები ჩვენს ირგვლივ.  ის, რაც სიმყარედ გვეჩვენება, სულაც არაა მყარი.



ყველამ ვიცით 5 გრძნობის შესახებ — ხედვა, სმენა, შეხება, სუნი და გემო. ყველა მათგანს აქვს განსხვავებული დიაპაზონი ( მაგ: ძაღლს სმენის სხვა დიაპაზონი აქვს, გველი კი ხედავს სინათლის განსხვავებულ სპექტრს და ა.შ.) სხვა სიტყვებით, ჩვენი შეგრძნებები აღიქვამენ ენერგიის ამ ულევ ზღვას მეტისმეტად ლიმიტირებული გადმოსახედიდან და სწორედ ამის მიხედვით ვაწყობთ საბოლოო სურათს. ეს სურათი ვერ იქნება სრული და ზუსტი, რადგან ადამიანის გრძნობის ორგანოები არაა უნივერსალური,  შეზღუდულია…  ჩვენი აღქმები მხოლოდ ცალმხრივი ინტერპრეტაცია და ილუზიაა.



ყველა ჩვენი ინტერპრეტაცია უბრალოდ დაფუძვნებულია რეალობის ხედვის შინაგან რუკაზე და არა უპირობო სიმართლეზე. ეს რუკა ადამიანთა მოდგმის კოლექტიური გამოცდილების შედეგადაა შედგენილი.



ფიქრები მიბმულია ამ უხილავ ენერგიაზე და ახდენენ მის ფორმირებას. ისინი პირდაპირი მნიშვნელობით ცვლიან სამყაროს ნაწილაკურ დონეზე და საბოლოო ჯამში ქმნიან ჩვენივე ფიზიკურ, მატერიალურ არსებობას.



მიმოიხედეთ! რასაც ირგვლივ ხედავთ დაიწყო იდეიდან, ყველა ფიზიკური ნივთი ესაა გაზიარებული და გამოხატული იდეა, იგი ფიქრიდან ამოიზარდა და გახდა საგანი, ამისათვის კი გაიარა რამდენიმე ეტაპი.



კვანტური ფიზიკა გვეუბნება, რომ სამყარო სულაც არაა უცვლელი და მყარი, არამედ მდინარეა, რომელიც იშლება და იგება განუწყვეტლივ ჩვენი ინდივიდუალური და კოლექტიური ფიქრების საშუალებით.



ის, რაც სიმართლე გვგონია უბრალო ილუზიაა, თითქმის მაგიური ტრიუკი.



დაფიქრდით, რისგან შედგება თქვენი სხეული?



ადამიანის ორგანიზმში გამოყოფენ ძვლოვან, კუნთოვან, საჭმლის მომნელებელ, გულ-სისხლძარღვთა, ნერვულ, სასუნთქ, ენდოკრინულ, გამომყოფ და

რეპროდუქციულ სისტემებს.

და რისგან შედგება ეს ყველაფერი?

ქსოვილებისა და ორგანოებისაგან.

რისგან შედგება ქსოვილები და ორგანოები?

უჯრედებისგან.

რისგან შედგება უჯრედები?

მოლეკულებისგან.

რისგან შედგება მოლეკულები?

ატომებისგან.

რისგან შედგება ატომები?

სუბატომური ნაწილაკებისაგან.

რისგან შედგება სუბატომური ნაწილაკები?

ენერგიისაგან!


რომ შეგეძლოს საკუთარი თავის ხილვა გაძლიერებულ ელექტრონულ მიკროსკოპში და ჩაატარო სხვადასხვა ექსპერიმენტი მასზე, ნახავდი, რომ არაფერი ხარ, თუ არა პატარა, მუდმივად ცვალებადი ენერგიის გროვა, რომელიც ვიბრირებს და ქმნის ელექტრონებს, ნეიტრონებს, პროტონებს და ა.შ.


მე და თქვენ, ჩვენ ყველანი ვართ წმინდა მანათობელი ენერგია, მისი ყველაზე მშვენიერი და ინტელექტუალური კონფიგურაცია. ასევეა აგებული ყველაფერი გარშემო.


ეს მყარი საგნები იმიტომ არიან სწორედ ასეთები, როგორებიც არიან, რომ ჩვენი აღქმა ანიჭებს მათ გარკვეულ ფორმებს და ფუნქციებს.  ამდენად ადამიანური დაკვირვებაც კი შემოქმედებითი აქტია. ისინი სულაც არ არსებობენ დამკვირვებლებისაგან დამოუკიდებლად, ანუ თავისთავად.


ეს მეცნიერული და დამტკიცებულია!


აქ სამი მოთამაშეა — სული, გონება და სხეული.


ყველას აქვს თავისი უნიკალური ფუნქცია, რომლებსაც სხვები ვერ ანაცვლებენ. სხეული და ზოგადად მატერიალური სამყარო არის ეფექტი, რომელიც გარკვეული მიზეზით შეიქმნა… ეს მიზეზი კი არის ფიქრი.

სხეულს თავად არ შეუძლია იყოს შემქმნელი (მიუხედავად იმისა, რომ ეს ილუზია არსებობს და ბევრი იმედგაცრუების მიზეზი ხდება). ის მხოლოდ გამოცდის და გამოიცდება თავად — ეს მისი უნიკალური მისიაა. სხეული უბრალო ეფექტია, რომელსაც რეალურად არანაირი რესურსი არ გააჩნია ქმნადობისთვის.



ფიქრი არ გამოცდის… მას მხოლოდ შექმნა შეუძლია, ქმნის და აკეთებს ინტერპრეტაციას, ექსპრესიისთვის სწორედ მატერიალურ სამყაროსა და სხეულს იყენებს.


სული არის ყველაფერი, რაც არის, იგი გვანიჭებს სიცოცხლეს ფიქრისა და სხეულისათვის.



ახლა შეგვიძლია სამყაროს განსხვავებულად შევხედოთ:

ყველა ჩვენგანი ხდება სწორედ ის, რაზეც ყველაზე ბევრს ფიქრობს.



ჩვენი ცხოვრება კი გადაიქცევა სწორედ იმად, რასაც ყველაზე მძაფრად წარმოვიდგენთ, რაც ყველაზე ვნებიანად გვსურს და რისიც განსაკუთრებით გვჯერა.



სამყარო პირდაპირი გაგებით ჩვენი სარკეა,  პირადი სიმართლე წარმოჩინდება ჩვენს წინაშე როგორც შემდგარი ფაქტი…  ვიდრე არ შევცვლით მას, ეს ასე გაგრძელდება.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge