Powered by Jasper Roberts - Blog

15:26 18.04.2016
,,ჯერ-ჯერობით არ გამოჩენილა ადამიანი, ვინც ჩემს ხასიათს აიტანს” - რატი დურგლიშვილი

 

მომღერალი რატი დურგლიშვილი სულ ახლახანს დაბრუნდა აშშ-დან, კერძოდ კალიფორნიიდან, სადაც საკმაოდ ატიური შემოქმედებითი პერიოდი ჰქონდა. რატი  ამჟამად დუეტ ,,ჯორჯიასგან“ დამოუკიდებლად განაგრძობს სოლოკარიერას.  სიახლეებზე სასაუბროდ, მომღერალს ,,ჯორჯიან თაიმსი“ დაუკავშირდა.


 

 

 


 


 

-         როგორც ჩვენთვის ცნობილია, საკმაოდ აქტიური შემოქმედებითი პერიოდი გაქვს. მოგვიყევი,  რას საქმიანობ ამჟამად?

 

-         დიახ, მართლაც ძალიან აქტიური პერიოდი მაქვს.   ამჟამად ოთხ ახალ სიმღერაზე ვმუშაობ. ასევე, ამ სიმღერების  ვიდეორგოლების გადაღებაც დაწყებულია. ვიდეორგოლი, რომელზეც ამჟამად ვმუშაობ, სოციალური ხასიათისაა და ზრუნვამოკლებულ პატარებს ეძღვნება. მუსიკის ავტორი, მამაჩემი, ვაჟა დურგლიშვილი გახლავთ.

 

-         ახლახანს ჩამოხვედი ამერიკიდან. რა პროექტის ფარგლებში მოხდა შენი იქ დაკავშირება და ისევ ხომ არ ბრუნდები უკან?

 

 

-         დაბრუნებაზე ჯერ ადრეა ლაპარაკი, იმიტომ რომ საქართველოში ძალიან ბევრი საქმე მაქვს: ვიდეორგოლებისა და ალბომის პრეზენტაცია, სოლო კონცერტის დაგეგმვა და სხვა. რაც შეეხება ამერიკაში დაკავშირებას, დამაკავშირა მხოლოდ და მხოლოდ ჩემმა შემოქმედებამ.

 

-         ახლახანს გადაიღე ორი კლიპი და კიდევ ოთხის გადაღებას გეგმავ. რომელ სიმღერებზე გაქვს დაგეგმილი და როდის ველოდოთ ახალ ნამუშევრებს?

 

-         დიახ, ძალიან მალე ჩემი კიდევ რამდენიმე  ახალი ვიდეო რგოლი გამოვა. აქდან ერთი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, იქნება სოციალური ხასიათის, სახელწოდებით: ,,დედა მოვა“. მეორე - ინგლისურენოვანია და ასე ჰქვია: ,,why”, მესამეც ინგლისურენოვანი რემიქსია -,,crazys” და მეოთხეც, ასევე, ინგლისურენოვანია და მისი სათაური გახლავთ ,,come back”.

 

-         კალიფორნიაში გადაღებულ კლიპში გოგონას კოცნი, რომელმაც დიდი კითხვის ნიშანი გაუჩინა საზოგადოებას. რა კომენტარს გააკეთებდი ამასთან დაკავშირებით?

 

-         ეს არის ჩვეულებრივი ცხოვრებისეული ვიდეორგოლი. იქ გადმოცემული ამბავიც ერთი პატარა, რომანტიული ისტორიაა, დაახლოებით ისეთი, როგორიც ყველას ცხოვრებაში ხდება. გვაქვს სასიყვარულო ამბავი და, შესაბამისად, სცენარის ეს როლიც შეყვარებული წყვილის ტიპური ცხოვრებაა და მეტი არაფერი.

 

-         ალბათ ბევრს აინტერესებს, რა ხდება რატი დურგლიშვილის პირად ცხოვრებაში. იქნებ გასცე პასუხი დაინტერესებულ ადამიანებს...

 

-         პირად ცხოვრებაში? (იცინის) ჯერ-ჯერობით არ გამოჩენილა ადამიანი, ვინც ჩემს ხასიათს აიტანს. ასევე, არც მე შემხვედრია ისეთი, ვისაც ავიტანდი...

 

,,ჯორჯიანთაიმსი” წარმატებებს უსურვებს მომღერალს.

 

 

 

ესაუბრა: თამარ დუღაშვილი

 

 

 

  

 

ავტორ(ებ)ი : geotaimes.ge