Powered by Jasper Roberts - Blog

11:12 15.04.2016
საინტერესო ფაქტები ლეონარდო და ვინჩის შესახებ

ლეონარდო და ვინჩი იყო აღორძინების ხანის იტალიელი არქიტექტორი, მათემატიკოსი, მუსიკოსი, გამომგონებელი, ინჟინერი, ანატომი, ბოტანიკოსი, მოქანდაკე, ბუნებისმეტყველი, გეოლოგი, მწერალი, კარტოგრაფი და მხატვარი.

 

ლეონარდო და ვინჩი იყო პირველი, ვინც ახსნა რატომ არის ცა ლურჯი.

 

ლეონარდო და ვინჩს შეეძლო ერთი ხელით დაეწერა და ამავდროულად მეორე ხელით დაეხატა.

 

კონტაქტური ლინზები პირველად გამოიგონა ლეონარდო და ვინჩიმ 1508 წელს.

 

 

ბილ გეიტსმა შეიძინა ლეონარდო და ვინჩის “ლისტერის კოდექსი'' 1994 წელს 30 მილიონ აშშ დოლარად, რომლის რამდენიმე გვერდი გამოყენებულ იქნა Windows 95-ის ეკრანმზოგად(screen saver).

 

ლეონარდო დიკაპრიოს დედამ ეს სახელი იმიტომ დაარქვა, რომ როდესაც მშობიარობა დაეწყო იგი ლეონარდო და ვინჩის პორტრეტის წინ იდგა.

 

ლეონარდო და ვინჩის მიერ ჩატარებულმა მდინარის ეროზიის კვლევებმა დაარწმუნა იგი, რომ დედამიწა გაცილებით უფრო ძველია, ვიდრე ბიბლია გულისხმობს.

 

მეცნიერების გამოკვლევებმა დაადგინეს, რომ მონა ლიზას სახეზე აღბეჭდილია 83% ბედნიერება, 9% ზიზღი, 6% შიში და 2% სიბრაზე.

 

ნაპოლეონი, მიქელანჯელო, აინშტაინი, ნიუტონი, ბილ გეიტსი, ოპრა, ობამა, ჯიმი ჰენდრიქსი და მათ შორის ლეონარდო და ვინჩიც იყო ცაცია.

 

 

ლეონარდო და ვინჩი ყიდულობდა გალიაში დამწყვდეულ ფრინველებს, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ გაეთავისუფლებინა ისინი.

 

ლეონარდო და ვინჩის ბოლო სიტყვები იყო: “მე შევარცხვინე ღმერთი და ხალხი, რადგან ჩემმა გამოგონებებმა ვერ მიაღწიეს დონეს, საითკენაც მე ვისწრაფოდი”.

 

  • ლეონარდო და ვინჩის ტვინის ორივე ჰემოსფეროს განსავითარებლად თავისი მეთოდები ჰქონდა:
  1. იყავი ცნობისმოყვარე ყველაფრის მიმართ;
  2. ეცადე შენიშნო და გამოარჩიო გარღვევები შენივე გამოცდილებიდან და შეცდომებიდან;
  3. მუდამ განაახლე, გამოთვალე შენი ემოციების მარაგი;
  4. მიიღე და გაიაზრე პარადოქსები;
  5. გამოიმუშავე გლობალური აზროვნება ტვინის ორივე ჰემოსფეროს გამოყენებით;
  6. შეინარჩუნე ცივსისხლიანობა, მენტალური მოქნილობა და გონების სისხარტე;
  7. დაიმახსოვრე, რომ ხსენებული ექვსი პრინციპი ერთმანეთისაგან განუყოფელია და მუდამ იფიქრე მათზე!

 

დღეს ლეონარდო და ვინჩის დაბადების დღეა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge