Powered by Jasper Roberts - Blog

14:14 12.04.2016
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდა

გერმანიაში, ქალაქ კიოლნში გამართულ „Skytrax World Airport Awards 2016“-ზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად უკვე მესამედ დასახელდა. 

 


გამარჯვებულები მგზავრთა გამოკითხვის შედეგად გამოვლინდნენ.

 


 2016 წლის 10 საუკეთესო აეროპორტს შორის მოხვდნენ ბუდაპეშტის ფერენც ლისტის, კიევის ბორისპოლის, ტალინის, რიგის, ბრატისლავის, ბელგრადის, თბილისის, სოფიას, ტირანას და სკოპიეს საერთაშორისო აეროპორტები. 


 


ტავ ჯორჯიასინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2015 წელს 1.8 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა.

 


,,ჩვენ მოხარულები ვართ, რომტავ ჯორჯიასოპერირებაში მყოფმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა, მგზავრების ნდობასთან ერთად აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტის ტიტული ზედიზედ მესამედ დაიმსახურა.”- განაცხადატავ ჯორჯიასგენერალურმა მენეჯერმა მეთე ერქალმა.

 


Skytrax გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მრავალი წელია მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს.

 


"World Airport Awards“-ი მსოფლიოს 106 სხვადასხვა ეროვნების, 13 მილიონზე მეტი მგზავრის მიერ 550 აეროპორტის შეფასებას ეფუძნება. გამოკითხვის ფარგლებში მგზავრები აეროპორტის სერვისს 39 პუნქტის მეშვეობით აფასებენ. დაწყებული სარეგისტრაციო პროცედურებით, მოფრენით, ტრანსფერით, სავაჭრო ობიექტებით, უსაფრთხოებით, იმიგრაციით და დასრულებული გაფრენით.

ავტორ(ებ)ი : bpn.ge