Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:35 08.04.2016
ინდური "ოქროს ნიღაბი" – მოვლილი და ჯანმრთელი კანის საიდუმლო

ეს ნიღაბი ამცირებს ნაოჭებს, საოცრებებს ახდენს მშრალ კანზე.



ინდური "ოქროს ნიღაბი"

კურკუმა და იოგურტი – ამ ნიღბის მთავარი ინგრედიენტებია. თქვენი კანის ტიპის მიხედვით შეგიძლიათ დაუმატოთ ასევე თაფლი, ახალგამოწურული ბოსტნეულის ან ხილის წვენი, ეთერზეთები, ალოე ვერა და დაფქული ბურღულეული. ნუ შეგაშინებთ სანელებლის ასეთი მკვეთრი ფერი. თუკი პროპორციებს 

 

დაიცავთ, კანს უსიამოვნო ყვითელი ფერი არ მიენიჭება.



1. ნორმალური და კომბინირებული კანისთვის დაგჭირდებათ:
1/2 ჩ/კ კურკუმა;
1 ჩ/კ იოგურტი;
რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი.



გამოყენება: შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, დაიდეთ ნიღაბი სუფთა კანზე. გაიჩერეთ 30 წუთი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით. 



2. ცხიმიანი და პრობლემური კანისთვის:
1/2 ჩ/კ კურკუმა;
1/2 ჩ/კ მუქი თაფლი (წაბლის);
რამდენიმე წვეთი ალოე ვერას გელი;
1 ჭიქა შრატი ან კეფირი.



გამოყენებაშეურიეთ ყველა ინგრედიენტი, წაისვით ნიღაბი სუფთა კანზე, გაიჩერეთ 30 წუთი და ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით.

3. მშრალი და ასაკოვანი კანისთვის:
1/2 ჩ/კ კურკუმა;
1 ჩ/კ იოგურტი;
1/2 ჩ/კ ზეთი (არგანის, ქოქოსის ან ზეითუნის).



გამოყენებაშეურიეთ ყველა ინგრედიენტი. წაისვით სუფთა კანზე, გაიჩერეთ 30 წუთი, შემდეგ კი კარგად ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით.
"ოქროს ნიღბის" გაკეთება რეკომენდებულია კვირაში 2-ჯერ.



ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge