Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:50 08.04.2016
ფრჩხილი-ქალის სავიზიტო ბარათი

ფრჩხილები ქალის სავიზიტო ბარათია. ის ჯანმრთელი და მოვლილი ქალბატონის სისუფთავის მთავარ ელემენტს წარმოადგენს, მაგრამ ლამაზი ფრჩხილების შენარჩუნება საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესია:

ფრჩხილის გაკეთებამდე თბილი წყლის აბაზანა უნდა აიკეთოთ, ეს ხელს უწყობს ფრჩხილის გასუფთავებასა და დალბობას. 

 თუ ორგანიზმში კალცის ნაკლებობაა, ფრჩხილი მაინც მოგტყდებათ, აციტონი და ლაქი, როგორი მაღალი ხარისხისაც უნდა იყოს, ფრჩხილს  მაინც აზიანებს. ამიტომ სასურველია დამცავი ბაზის წასმა. ამასთანავე, აუცილებელია სწრორად კვება, მიიღეთ კალცით მდიდარი პროდუქტი. 

ფრჩხილის დაავადება სწრაფად ვრცელდება, ამიტომ ფრჩხილის გაკეთების წინ აუცილებლად გაასტერილეთ ხელსაწყოები.

გაიკეთეთ მინერალური წყლის აბაზანა: 2 ს.კ. ჩაის ნაყენი, ახალი კომბოსტოს წვენი, 2 ჭიქა მინერალური წყალი. მომზადებულ ნარევში 15-20 წუთი გააჩერეთ ფრჩხილი. დაიბანეთ ხელები მარილიანი წყლით. ასევე კარგი საშუალებაა იოდი. საღამოს წაისვით ფრჩხილზე და დილამდე გაიჩერეთ. 

მტვრევადი და თხელი ფრჩხილისათვის საუკეთესოა ზეითუნის ზეთში 15 წუთით გააჩეროთ ხელები. გაყვითლებული ფრჩხილების გასატეთრებლად კარგია ლიმონის წვენი, სასარგებლოა ვაშლის ძმრისა და მცენარეული ზეთის აბაზანა. 

ფრჩხილისათის სითეთრისა და მბზინვარების მისანიჭებლად 10 დღის განმავლობაში დღეში 15 წუთით უნდა დაიდოთ ფრჩხილებზე ლიმონის ნაჭერი. 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge