Powered by Jasper Roberts - Blog

13:30 08.04.2016
ლეონარდო და ვინჩის შემოქმედების პრინციპები

ლეონარდო და ვინჩი – უდიდესი იტალიელი მხატვრის, არქიტექტორის, ფილოსოფოსის, მოაზროვნის, გამომგონებლის და რენესანსის ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ადამიანის სახელი პლანეტის პრაქტიკულად ყველა მცხოვრებს სმენია. მისმა ცხოვრებამ, მუშაობამ, შემოქმედებამ სამყაროზე წარმოდგენები შეცვალა. რად ღირს მხოლოდ „საიდუმლო სერობა“, „მონა ლიზა“. და ვინჩი იყო გენიოსი, ამავდროულად – ჩვეულებრივი ადამიანი. რა იყო ის, რამაც ჩვეულებირივი ადამიანი გენიოსად აქცია; როგორ შეძლო მან დაუჯერებელი პროექტების შექმნა? ლეონარდოს ცხოვრება და შემოქმედება მსოფლიოში არაერთი კვლევის საგანი გამხდარა. მკვლევართა კატეგორიიდან გამორჩეულია ამერიკელი მაიკლ ჰელბი, რომელმაც და ვინჩის 13 წიგნი მიუძღვნა. მათ შორის ყველაზე ცნობილი „და ვინჩის კოდის გაშიფვრა“ და „ისწავლეთ ფიქრი და ხატვა ლეონარდო და ვინჩივით: შვიდი ყოველდღიური ნაბიჯი გენიალურობისკენ“ ბესტსელერები გახდა. თავის უკანასკნელ წიგნში ჰელბი აღწერს და ვინჩის 7 შემოქმედებით პრინციპს, რაც შეგიძლიათ გამოიყენოთ კრეატიულობის განვითარებისა და შემოქმედებითი პოტენციალის გააქტიურებისთვის. გთავაზობთ ამ პრინციპებს.

 

·        ცნობისმოყვარეობა /Curiosita ცნობისმოყვარეობა

განსხვავებულ ჭრილში ყველა ადამიანის მახასიათებელია. მაგალითად, 5-წლამდე ბავშვები ხშირად სვამენ შეკითხვებს: „საიდან მოდის წვიმა?“, „რატომაა ზღვა ლურჯი?“ და .. ამ გზით ისინი ღებულობენ ინფორმაციას გარესამყაროზე. თუმცა, მაიკლ ჰელბის და სხვა ფსიქოლოგთა აზრით, ცნობისმოყვარეობის ხარისხი თანდათან ეცემა სკოლაში სიარულის დაწყებიდან, სადაც ბევრ კითხვაზე პასუხი არის, ხოლო ის კითხვები, რომლებზეს პასუხი არაა, უბრალოდ გამოტოვებულია. შემოქმედებითი აქტივობისთვის კი, საჭიროა, ადამიანი ცნობისმოყვარე იყოს მთელი ცხოვრების მანძილზე. მას ბავშვივით უნდა აინტერესებდეს ყველაფერირატომ, როგორ, საიდან და მსგავსი შეკითხვები შემოქმედებით საქმიანობაში მიმართულების მიმცემი უნდა იყოს.

 

 

·        დამოუკიდებელი აზროვნება /Dimostrazione

შემოქმედებისთვის აუცილებელია მრავალმხრივი აზროვნება და ერთი საგნის აღქმა განსხვავებული მხრიდან. დროთა განმავლობაში, ადამიანს უყალიბდება შეხედულებები, პოზიცია და დამოკიდებულება, რაც თავისთავად კარგია, მაგრამ ხშირად ამას მივყავართ ცალმხრივი აზროვნებისკენ: ადამიანი მხოლოდ იმის დასტურს ელის, რაც მის ხედვას შეესაბამება, მხოლოდ ის აინტერესებს, რაცუხდება“, იფარგლება შესაფერისი გარემოთი და განსხვავებული აზრის უარყოფას იწყებს. რეალურად შემოქმედებით ადამიანს უნდა შეეძლოს განსხვავებული პოზიციის აღქმა სხვადასხვა მხრიდან, რაც საშუალებას მისცემს, იაზროვნოს არატრივიალურად და ობიექტურად.

 

 

·        მწვავე აღქმა /Sensazione

აქ მოიაზრება ადამიანის შესაძლებლობა, რეალურად დატკბეს ცხოვრებით და მისი მისწრაფება იმისკენ, რომ იცხოვროსსრული პროგრამითნებისმიერ წამს, დაინახოს აზრი დეტალებში და იყოს ბედნიერი. წვრილმანებისადმი ყურადღება შემოქმედისთვის აუცილებელია. თანამედროვეობაში ბევრი გადაეჩვია ან არც შეეძლო, შეეგრძნო ყვავილების სუნი, მზის ელვარება ზღვაზე, ვარსკვლავების ციმციმითუკი ეს ყველაფერი შეუმჩნეველია, ადამიანი მოკლევადიანი საქმიანობით და ყოველდღიურობით იფარგლება. შემოქმედებითმა პიროვნებამ მუდმივად უნდა ავარჯიშოს მისი ხუთი ძირითადი გრძნობა. ჰელბი ამისათვის გვირჩევს ხელოვნებას, მუსიკას, პოეზიას, დროდადროშოკოლადს და ღვინოსაც.


 

·        გაურკვევლობა /Sfumato

როგორც ცნობილია, გაურკვევლობა ადამიანში ხშირად იწვევს შიშს. მას ეშინია უჩვეულო მოქმედებების ჩადენის. თუმცა, თუკი თავდაჯერებული იქნება გაურკვეველ სიტუაციაშიც, ეს შემოქმედებისთვის ფართო ჰორიზონტს ხსნის. ჰელბის მიხედვით, დიდ და დადებით ზეგავლენას შემოქმედებითი პოტენციალის გამოსამჟღავნებლად ახდენს დაკვირვებები და ახალი აღმოჩენები. თუკი მხოლოდ იმას გავაკეთებთ, რაც ჩვევაში გვაქვს, ვერანაირ აღმოჩენებზე ვერ იქნება საუბარი. იმისათვის, რომ ჭეშმარიტად შემოქმედებითი იყოთ, საჭიროა, მოახდინოთ განსხვავებული იერსახის განვითარება, თუმცა ამისთვის აუცილებელია, იყოთ თავდაჯერებული. უცნობისა და პარადოქსულისკენ სწრაფვა თქვენი ბუნების ნაწილი უნდა გახდეს.

 

 

 

·      წარმოსახვა და ლოგიკა/Scienza

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ადამიანის თავისი ტვინის მარცხენა ნახევარსფერო პასუხისმგებელია ანალიტიკურ აზროვნებაზე, ხოლო მარჯვენაკრეატიულზე. ყოველ ადამიანში განვითარების ერთ-ერთი მხარე ჭარბობს. თანამედროვეობაში, საჭიროა ორივე მათგანის სრულყოფისკენ სწრაფვა. მაიკლ ჰელბის აზრით, ამას ხელს უწყობს ხატვა. სცადეთ და დახატეთ საკუთარი ფიქრები. რა ასოციაციები გაგიჩნდებათ? დაამატეთ ან ამოაკელით რაღაც და ნახეთ, რა გამოგივათ. შეგიძლიათ თუ არა მისი გადატანა ცხოვრებაში? გააანალიზეთ. ეს თქვენს ტვინს განვითარებაში დაეხმარება.


 

·        სხეულის და გონების დაბალანსება /Corporalita

ლეონარდო და ვინჩი შესანიშნავად იყო განვითარებული ფიზიკურადაც. იგი ფლორენციაში ერთ-ერთ უძლიერეს ადამიანად ითვლებოდა, იყო კარგი მხედარი და მოფარიკავე. მაიკლ ჰელბი დარწმუნებულია, რომ შემოქმედებითი აქტივობა განსაკუთრებულ ინტელექტუალურ დავალებებს მოიცავს, რასაც დიდი ენერგეტიკული რესურსი სჭირდება და რისთვისაც, ადამიანი ფიზიკურად ძლიერი უნდა იყოს. ამისათვის, მისი აზრით, აუცილებელია სპორტით დაკავება და კარგ ფორმაში ყოფნა. აღსანიშნავია, რომ და ვინჩი ორივე ხელს ერთნაირი სიძლიერით იყენებდა.

 

 

·       კავშირების დიაგრამა /Connessione

მას, ასევე, შეგვიძლია ვუწოდოთ აზროვნების დიაგრამა ან აზროვნების სისტემის სქემური გამოხატვა. ჰელბის მტკიცებით, ეს მნიშვნელოვანია ახალი იდეების გენერირებისთვის, რაც ადამიანის ტვინის უსაზღვრო შესაძლებლობებს გრაფიკულად გვიჩვენებს. ხშირ შეთხვევაში, სქემას ხის ფორმა აქვს, რომლის ცენტრშიც მთავარი არსია, ხოლო სხვადასხვატოტებზემისგან გამოწვეული ასოციაციები. შემოქმედებით საქმიანობაში დიაგრამის გამოყენება ძალიან ეფექტურია. გავრცელებული მოსაზრება, რომ შემოქმედებითი აზროვნება მიუღწეველია მათთვის, ვისაც თან არ დაჰყოლია, არასწორია. ადამიანს შეუძლია აღმოჩენა ან გამოგონება უმოქმედობისას, მაგრამ ძალიან იშვიათ შემთხვევებში. გავიხსენოთ მენდელეევის ცხრილის შექმნა. საჭიროა, შეგნებულად განავითაროთ შემოქმედებითი პოტენციალი. მაიკლ ჰელბის თქმით, არაა აუცილებელი, გამოიგონოთ ბორბალი, საკმარისია დაძაბოთ გონება და მისცეთ თქვენს იდეებს სიცოცხლე. ამ 7 შემოქმედებითი პრინციპის განვითარებით, შეძლებთ, გახდეთ უნივერსალური ადამიანი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge