Powered by Jasper Roberts - Blog

15:18 07.04.2016
”ვერც ერთ წუთს ფულით ვერ იყიდი” - ო.ჰენრის ცხოვრებისეული გამონათქვამები

ო.ჰენრი (უილიამ სიდნი პორტერი) ერთ-ერთია იმ მწერლებიდან, რომელთა მოთხრობები გაჯერებულია ფრთხილი იუმორითა და მოულოდნელი სიუჟეტებით. კრიტიკოსებმა ის “მოკლე ნაწარმოებების ოსტატად” აღიარეს განსხვავებული სტილისა და დასასრულების გამო.

 

გთავაზობთ ო.ჰენრის გამონათქვამებს:

 

”მოშიებულ  გულს უნდა ჰქონდეს ბედნიერების მარცვალი წელიწადში ერთხელ მაინც.”

”ასეთია ქალების თავისებურებები – ტირიან როცა უჭირთ, ტირიან ბედნიერებისგან და ცრემლებს ღვრიან მაშინაც, როცა არც ერთი არ აქვთ.”

”ბედისწერა აქეთ – იქით გისვრის, როგორც საცობის ნაწილი ღვინოში, რომელიც გახსნა უფიციანტმა, რომელსაც არ დუტოვეს ჩაი.”

”ფული – ეს უბრალოდ ნაგავია ნამდვილ სიყვარულთან შედარებით.”

”ცუდ კომპანიაში ადამიანი მოხვდება ორ შემთხვევაში- როცა ფული არ აქვს და როცა მდიდარია.”

”არც ერთი ენა არ არის რთული, როცა ადამიანს ის სჭირდება.”

”ბუნება წრეზე დადის, ხელოვნება – სწორ ხაზზე.”

”სახლი, რომელშიც ბედნეირება სუფევს, შეუძლებელია არ იყოს მყუდრო.”

”მთავარი ის არ არის, რომელ გზას ავირჩევთ. საქმე იმაშია, რაც შიგნიდან გვაიძულებს ავირჩიოთ ესა თუ ის გზა.”

”მძინარე მამაკაცი – ეს არის სანახაობა, რომელზეც ანგელოზებს ცრემლები მოადგებათ. რად ღირს ამ დროს მისი ტვინი, კუნთები, პროტექციები და ოჯახური კავშირები?”

”ცხოვრება შედგება ცრემლების, სუნთქვისა და ღიმილისგან.”

”ცხოვრება – ეს არის ის, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებთ, მაგრამ ყველაზე ნაკლებად ვუფრთხილდებით.”

”ცარიელი კუჭი ყველაზე კარგი წამალია სავსე გულისთვის.”

”არის თემები, რომლებისთვისაც ვერ მოძებნი სიტყვებს ყველაზე დიდ ლექსიკონებშიც კი.”

”ვერც ერთ წუთს ფულით ვერ იყიდი.”

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge