Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:43 07.04.2016
როგორ შევარჩიოთ სუნამო?

ალბათ ბევრ ადამიანს უყვარს და მოიხმარს სუნამოს. თუმცა, მისი შერჩევა ცოტა რთული პროცესია. ზოგს ნაზი, დახვეწილი არომატები მოსწონს, ზოგს კი უფრო მძაფრი სურნელი ურჩევნია, თუმცა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რისთვის აპირებთ სუნამოს შერჩევას – ყოველდღიური მოხმარების, წვეულების, რომანტიკული საღამოს თუ რაიმე სხვა.


სურნელის არჩევისას შინაგან შეგრძნებებსა და საკუთარ სურვილებს უნდა მიენდოთ. თუმცა განსხვავებული სურნელით საკუთარი თავის რადიკალურად შეცვლის მცდელობა იშვიათადაა წარმატებული.


ფსიქოლოგების აზრით, სუნამოს არომატით ქალის ხასიათის ამოცნობაც შეიძლება. ყვავილების არომატს ახლადმოწყვეტილი ყვავილების მკვეთრად გამოხატული სურნელი აქვს და ის ძირითადად ოპტიმისტ, აქტიურ ქალბატონებს მოწონთ, რომელთაც შედარებით მსუბუქი ხასიათი აქვთ და ძალიან უყვართ ბუნება.


ოკეანის სურნელს საკუთარ თავში დარწმუნებული ქალბატონები ამჯობინებენ, რომლებსაც ცხოვრებაში რთული სამუშაო არ ამძიმებთ.


ყვავილოვან-ციტრუსოვან არომატს ციტრუსის გაჯერებული ნოტები ახასიათებს. ამ კომპოზიციაში ყვავილოვან-მერქნული არომატიც შეიძლება ერიოს. ასეთია ახალგაზრდა და ენერგიული „პრინცესების“ სუნამო.


ყვავილოვანი, დახვეწილი და რომანტიკული არომატი გულგრილს ვერცერთ ელეგანტურ ქალბატონს ვერ დატოვებს. ასეთი სურნელი უფრო დღის მეორე ნახევარს უხდება.


ყვავილოვან-პუდროვანი არომატი ყვავილის ნოტებისა და პუდრას აკორდების შეხამებაა. ეს კომბინაცია თქვენს მთლიანობას თბილ, პუდროვან სურნელს შემატებს. მსგავსი პარფიუმი ელეგანტურ ქალბატონებს მოსწონთ, რომლებიც, უმეტესად, კლასიკური სტილის ტანისამოსს იცვამენ.


აღმოსავლურ-ყვავილოვანი – ამ სურნელის საფუძველია ყვავილოვანი და ფისოვანი, სანელებლების ნოტები მუსკუსისა და მერქან-ამბრის შეფერილობით. ეს არომატი შეეფერება ცივ ამინდებსა და საღამოს დეფილეებს.


ყვავილოვან-მერქნოვანი არომატი იდეალურია საქმიანი ქალებისთვის დღე-ღამის ნებისმიერ დროს.


სანდალოზის ხისგან დამზადებული სუნამოს არომატს სიმწვანისა და სინორჩის მაგია აქვს.

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge