Powered by Jasper Roberts - Blog

19:35 06.04.2016
დღევანდელ დამკვეთებს რომ შეეძლოთ ხელოვნების ნიმუშების შეფასება

ცნობილი ილუსტრატორი-მხატვარი ფაროვსკი, როცა მუშაობდა წიგნის ილუსტრაციებისთვის, ყოველთვის ხატავდა კუთხეში ძაღლს. როცა რედაქტორი ეკითხებოდა, თუ რა საჭიროა ძაღლი სურათზე, მხატვარი არწმუნებდა, რომ ის აუციებელად უნდა იყოს ილუსტრაციაზე. საბოლოოდ, ძაღლს მაინც შლიდნენ. როცა ჰკითხეს, თუ რატომ ხატავდა მუდამ ამ ძაღლს, მხატვარმა უპასუხა: “არ იქნებოდა ძაღლი და ის ვინმე სხვას დაუწყებდა  ჩხუბს”.


Facts.ge წარმოგიდგენთ სიტუაციას, ცნობილ ხელოვნების ნიმუშებს, რომლებიც ამშვენებენ მსოფლიო მუზეუმებსა და კოლექციებს, თანამედროვე დამკვეთები რომ აფასებედნენ.


სანდრო ბოტიჩელი “ვენერას დაბადება”


მთლიანობაში ნორმალურია, რამდენიმე მნიშვნელოვანი შესწორება:


მკერდი უნდა იყოს ბევრად დიდი.


ამ ორნამეტების ფერი არ მოგვწონს. უკეთესი იქნება სალათისფერი, თუ არ გამოვა- საერთოდ მოვაშოროთ.


ეს რაღაც საერთოდ რა შუაშია? დაბლაა გადასატანი, ნიჟარისა და თითს შუა, და თან დასაპატარავებელია.


კაცის სახის გამომეტყველება შევცვალოთ ბევრად უფრო მომუშავე სახით. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს იფურთხება, ჰაერს კი არ უბერავს. გვერდზე გოგონასნაირი გამომეტყველებაა საჭირო, ისინი ერთი რამით არინ დაკავებული.



იან ვან ეიკი “არნოლფინების ოჯახის პორტრეტი”


ჩვენ ძაიან მოგვეწონა თქვენი ვარიანტი, ის არაჩვეულებრივია. მაგრამ ჩვენ ხომ სიხარული უნდა მოვგვაროთ ადამიანებს და არა მწუხარება. ამიტომ, საჭიროა გამხიარულება.


 სტაფილოსფერი აქ არასაკმარისად პოზიტიურია, მწვანე კი- არასაკმარისად ეკოლოგიური.


 ძაღლი არასაკმარისად საყვარელია, ჰაჩიკოთი მაინც შეცვალეთ.


 უნდა შევცვალოთ ინტერიერი, ის რაღაც მოძველებულია. თუ არ გაქვთ საკმარისი  შთაგონება, “იკეაში” გაიარეთ.


 პერსონაჟები: ეს კაცი რატომ ჰგავს პუტინს? ეს რაიმე ტრენდია? ჯობია ბრედ პიტი იყოს,  ქალი კი ანჯელინა ჯოლი და იყვნენ უფრო ბედნიერები.



კარლ ბრიულოვი “მხედარი”


იცით, ჩვენ ვნახეთ თქვენი მაკეტი და მაინცდამაინც ვერ აღვფრთოვანდით. სიმართლე გითხრათ, თქვენგან მეტს ველოდით.


რაღაც ამ ცხენს არც ისე კეთილი გამომეტყველება აქვს, დაამუშავეთ გამოხედვა, ის მეტად მეოცნებე უნდა იყოს და ჩვენი კომპანიის ფილოსოფიას გამოხატავდეს. ძნელია, მაგრამ სცადეთ.


გოგონა მოგვეწონა, მაგრამ ჯობია წითელი საღამოს კაბა ჩააცვათ.


ნატურიდან დაგიხატავთ? შემდეგში შეუთანხმდით ჩვენს მოდელებს.


გოგონა აივანზე შეცვალეთ ბიჭით, მის თვალებში აღბეჭდეთ ინტერესი.


შეცვალეთ ბეტონის ფორმები კედელზე. ჩვენ გვინდა რაღაც ავანგარდული.



მიქელანჯელო “ადამის შექმნა”


გვესმის, რომ დღეს მაკეტი უნდა გადაიცეს, მაგრამ მაინც გვაქვს რამდენიმე შენიშვნა:


გაუგებარი ხელი მარცხენა კუთხეში თითქოს ლუდის ქილას ხსნის. მოაშორეთ.


ფონი არ მოგვწონს, გვინდა რაღაც უფრო ცოცხალი ფერები. სცადეთ პრინტების გამოყენება.


ხნიერი კაცის გარემოცვას პატარა ბიჭებით არ გაუშვებს ცენზურა. მოუხერხეთ ამ პრობლემას რამე.


წითელი ნაჭერი მარჯვნივ ფორმით ყურს ჰგავს. გამოასწორეთ. ისედაც საკმარისი ანატომაა მაკეტში!


მამაკაცი მარცხნივ კარგად გამოვიდა. ჩანს, რომ ბევრი იმუშავეთ. უფრო მაგარი რომ იყოს, შევცვალოთ მანერა, მოდი დახატეთ ნახტომში.


ჰო და კიდევ, ხელში კატა ეჭიროთ, მათ გარეშე არ შეიძლება.



ლეონარდო და ვინჩი “ქალი ყარყუმით”


დიდი მადლობა შესანიშნავი მაკეტისთვის, უბრალოდ რამდენიმე შენიშვნა გვაქვს:


ეს რა მუტანტი უჭირავს ქალს? საყვარელი ლეკვით შეცვალეთ.


ქალს გლამური აკლია, შავი ფონი ვარდისფერით შეცვალეთ, მკერდი გაუდიდეთ და კაბა მეტად ამოღებული დახატეთ.


თუ წინა პლანზე ხელის მტევანი გამოგაქვთ, არ დაგავიწყდეთ ფრჩხილები ლაქით დაუფაროთ.


რაღაც აკლია ქალის გამომეტყველებას. არ ჩანს მიზანდასახულობა და დამაჯერებლობა. გაიხედოს წინ და გაიღიმოს, როგორც მონა ლიზა! ამით ჩვენ იდუმალებას შევქმნით.


 ქალის აქსესუარი ყელზე ამ სეზონზე არ არის მოდაში, მოძებნეთ რამე სვაროვსკისთან.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge