Powered by Jasper Roberts - Blog

13:14 06.04.2016
ქართულ ბაზარზე ახალი ქართულ ბრენდი "PERSON"-ი გამოჩნდა

2016 წლის მარტიდან   ქართულ ბაზარზე  ქალისა  და მამაკაცის ტანისამოსის ახალი  ქართული ბრენდი  „PERSON“ -ი გამოჩნდა.ბრენდის შექმნის იდეა დაახლოებით ერთი წლის წინ გაჩნდა.

 

იდეის ავტორებმა და შემოქმედებითმა ჯგუფმა ერთობლივი მუშაობის შედეგად  შექმნეს ტანისამოსის ონლაინ ბრენდი, რომლის ხილვა და შეძენა ქართველ მომხარებელს  ვებ-გვერდზე www.person.ge შეუძლია.

 

ვებ გვერდზე წარმოდგენილი გაზაფხულის კოლექცია, ქართველმა დიზაინერმა ვასკა ტაბატაძემ შექმნა.

 

„PERSON“-ის შემოქმედებითმა ჯგუფმა “ჯორჯიან თაიმსთან“ საუბრისას განაცხადა: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამოსის ინდივიდუალურობა, ხარისხი და მისაღები ფასები".

 

ბრენდმა მონაწილეობა მიიღო თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში ქართველი დიზაინერებისთვის გამართულ SHOW-ROOM-ში. 26 მარტიდან 10 აპრილამდე ქართველ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს იხილოს და შეიძინოს PERSON-ის 2016 წლის გაზაფხულის კოლექცია, რომელიც სრულად არის წარმოდგენილი თბილისი მოლში.

 

სამომავლოდ ბრენდი გეგმავს სამოსის გატანას საქართველოს საზღვრებს გარეთ.

 

 

„ვგეგმავთ ვითანამშრომლოთ სხვადასხვა დიზაინერთან, რაც უფრო მრავალფეროვანს და უნიკალურს გახდის ბრენდს. მომავალ კოლექციას დაემატება აქსესუარები. „PERSON“-ის ხასიათი და სტილი შენარჩუნებული იქნება მომდევნო კოლექციაშიც, თუმცა ზაფხულში მომხმარებელს უფროსაინტერესო სიახლეებს შევთავაზებთ“. - ამბობს „PERSON”-ის  შემოქმედებითი ჯგუფი.

 

 

გთავაზობთ „PERSON“-ის  2016 წლის გაზაფხულის,კოლექციის ფოტო კოლაჟს :

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge