Powered by Jasper Roberts - Blog

7
თბილისი

13:12 17.02.2017
"ბრიტანელი გენერლმა დააანონსა, რომ 2017 წელს რუსეთთან ომი იქნება" - სოსო ცინცაძე

გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა მასალა, სადაც საუბარია მოსკოვის მიერ სამხრეთ-დასავლეთ რუსეთში ახალი ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი საიდუმლოდ განათავსების შესახებ. ამ ნაბიჯით 1987 წელს ხელმოწერილი საშუალო და მოკლე რადიუსში მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულება დაარღვია.


ექსპერტების შეფასებით, რუსეთის ეს ქმედება ევროპაში უსაფრთხოების სურათს ცვლის, რაც საქართველოსთვისაც რისკების შემცველია.

 

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ ეს არის სერიოზული გამოწვევა, რაც ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებასთანაც პირდაპირ შეხებაშია.


"როგოც ჩანს, პუტინი პირდაპირ წავიდა დარღვევაზე, საიდუმლო ვითარებაში მოახდინა ასეთი ტიპის სარაკეტო სისტემის მოდერნიზაცია (თუ ახალი ტიპის რაკეტის შექმნა, ეს ჯერ კიდევ გაურკვეველია). მათ გაზარდეს სისწრაფისა და დარტყმის ეფექტი, რამაც აშშ- სერიოზული შეშფოთება გამოიწვია."ეს არის სერიოზული გამოწვევა, რუსეთი ფაქტობრივად შეტევის ტიპის შეიარაღების განთავსებაზე გადავიდა. ეს პირველ რიგში სახიფათოა იმიტომ, რომ ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებასთან პირდაპირ შეხებაშია. აღნიშნული სარაკეტო სისტემით რუსებს შეუძლიათ, ვოლგოგრადიდანაც მოგვწვდნენ ყოველგვარი შეტაკების გარეშე", - ამბობს მაისაია.

 

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ ნებისმიერ სიტუაციაში კრემლს თავისი სიმართლე აქვს და მის ამ ნაბიჯსაც თავისი წინაპირობები ჰქონდა, თუმცა, ის გადაწყვეტილებას სპონტანურად არ იღებს და ამისთვის მზადება გარკვეული ხნით ადრე დაიწყო.

 

კრემლს ყოველთვის თავისი სიმართლე აქვს. თანაც, ასეთ გადაწყვეტილებებს სპონტანურად არ იღებენ. დონალდ ტრამპა განაცხადა, რომ რუსეთმა ყირიმი უნდა დააბრუნოს და მოსკოვმაც არ დააყოვნა. ეს არის რუსეთის დიპლომატიისთვის დამახასიათებელი პასუხი.

რუსეთში აანალიზებენ, რომ დონალდ ტრამპს დღითიდღე სულ უფრო უჭირს თავისი წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება და მოსკოვი უბრუნდება საკუთარ ძალისმიერ სტილს. მითუმეტეს, რომ რუსეთს მცირე ხნით ტაიმაუტი ჰქონდა აღებული სირიაში, სადაც მანამდე სამხედრო ქმედებებით აქტიურად იყო დაკავებული. ახლა მოსკოვმა მოიცალა უკრაინისთვის, ასევე, სამხედრო დემონსტრაციისთვის და კუნთების თამაშისთვის.

 

სწორედ ახლახან ვკითხულობდი ბრიტანელი გენერლის ინტერვიუს, რომელსაც შარშანდლამდე ნატოს მთავარსარდლის მოადგილის პოსტი ეკავა. მან 2016 წლის გაზაფხულზე საკმაოდ გახმაურებული წიგნი დაწერა, სახელწოდებით2017 წელი - რუსეთთან ომი", ანუ, მან დააანონსა, რომ 2017 წელს რუსეთთან ომი იქნება", - ამბობს სოსო ცინცაძე.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge