Powered by Jasper Roberts - Blog
7
თბილისი

ვაკეთებთ იმას, რაც ვიცით!

 მასობრივი საინფორმაციო საშუალებების თავისუფლების ხარისხის განსამტკიცებლად და მის შესანარჩუნებლად უდიდეს როლს ასრულებს თანამედროვე სტანდარტების საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება.


" Georgian Times"-ის ბეჭდურ გამოცემასთან ერთად, გაზეთის ონლაინ-გვერდიც არსებობს, რომელიც მედია-ჰოლდინგ " Georgian Times-ის ბაზაზე 2002 წელს შეიქმნა.


ეს გახლავთ ყველა პარამეტრებით სრულყოფილი პროგრამული ინტერნეტ-პროდუქტი, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე _ თანამედროვე ჟურნალისტიკის ფუძემდებლური კონცეფციებისა და მათი მაღალპროფესიონალურ დონეზე რეალიზების თვალსაჩინო მაგალითი.


" Georgian Times-ის ონლაინ-რესურსი ყოველი პოტენციური და უკვე ერთგული მკითხველის მოთხოვნების მაქსიმალურ აღსრულებაზეა გათვლილი. შეიძლება ითქვას ის ცოცხლობს აქტიური ცხოვრებით, დროის მოთხოვნების შესაბამისი სტრატეგიით, ჩვენს ბეჭდურ გამოცემასთან ერთად და ფართო აუდიტორიის დიდი ნდობითა და ინტერესით სარგებლობს.


ყოველდღიურად ონლაინ_გაზეთს ათასობით მკითხველი ეცნობა არა მხოლოდ საქართველოში, არმედ პოსტ-საბჭოთა სივრცის, რუსეთის ამერიკისა და ევროპის მრავალი ქვეყნის მასშტაბით. ონლაინ-გაზეთი სამენოვანია, დაინტერესებულ აუდიტორიას როგორც ქართული, ასევე რუსული და ინგლისურენოვანი ვერსიებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს.


გაზეთის განახლება-გამრავალფეროვნებაზე სისტემატიურად ზრუნავს პროფესიონალ დიზაინერთა გუნდი. ჩვენი ვირტუალური გაზეთი თემატიკის მრავალფეროვან სპექტრს გთავაზობთ: პოლიტიკა, ბიზნრსი, ეკონომიკა, კულტურა, რელიგია, სპორტი _ ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. არჩევანი შეუზღუდავია, როგორც შიდა ასევე საერთაშორისო მაშტაბით.


 ჩვენი პარტნიორები მთელს მსოფლიოში აღიარებული საინფორმაციო საშუალებები და მათი ინტერნეტ-გამოცემები არიან: "The New York Times", "The Los Angeles Times",  "Известия", "Коммерсант", `Inosmi", "Guardian", " Washington Post", "გუგლ ნიუსი”, "ჰანდესბლატი”... “" Georgian Times”-სს წლობით განმტკიცებული მჭიდრო ურთიერთობა აქვს ისეთ მედია-გიგანტებთან, როგორიცაა: ,,РосБизнесКонсалтинг”, ,,World Papers", ,,Bloomberg", ,,The Azer Times", ,,The Associated Press", ,,World Press Committee", ,,International Press Institute", "რია ნოვოსტი”, "როსბალტი” და სხვ.


ონლაინ-გაზეთის მთავარი გვერდის სარეკლამო მომსახურეობით მუდმივად სარგებლობენ საქართველოში ცნობილი კომპანიები, ბიზნესის სხვადასხვადა სექტორების წარმომადგენლები.


ერთ_ერთი მათგანი გახლავთ ფირმა "Georgian Holidays" . ეს არის ტურისტული კომპანია, რომელიც ქართული ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების პოპულარიზაციის მიზნით ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეში მრავალფეროვან საექსკურსიო ტურებს სთავაზობს საქართველოში ჩამოსულ უცხოელ სტუმრებსა და ტურისტებს."Georgian Times" ის ელექტრონულ ვერსიის მთავარ გვერდზე კომპანიის რეკლამა სულ რაღაც ოთხი თვეა რაც განთავსდა.


განსაკუთრებულად სასიხარულო იყო, როდესაც "Georgian Holidays" -ს ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მანანა ცირამუამ ჩვენს გაზეთში განთავსებული მათი კომპანიის რეკლამირების შედეგით კმაყოფილება და მადლობა პირადად გამოგვიცხადა: მას შემდეგ რაც ტურისტული კომპანიის რეკლამა ჩვენი ონლაინ-გაზეთის მთავარ გვერდზე განთავსდა, ინტერნეტ-მომხმარებლების მხრიდან "Georgian Holidays" -ს პირადი საიტით სარგებლობის სტატისტიკამ თითქმის 100%-ით მოიმატა და არა მხოლოდ ეს, მათი კლიენტების რაოდენობა (ძირითადად უცხოელები) გაორმაგდა.


"Georgian Times"-ისათვის ასეთი შედეგი საკუთარ ძალებში დარწმუნებისა და სტიმულისთვის დამატებითი მოტივაციაა.


ვაკეთებთ იმას, რაც ვიცით!


თქვენ მხოლოდ აკრიფეთ მისამართი:  www geotimes.ge  და თქვენი ბიზნესინტერესები აუცილებლად გამართლდება