მალხაზ გულაშვილი - მედიაჰოლდინგ
"ჯორჯიან თაიმსის"მფლობელი
და პრეზიდენტი
malkhaz.gulashvili@gmail.com
Tel: (995 32) 93 44 05 |
|
მალხაზ გულაშვილი- ცნობილი ქართველი გამომცემელი, ჟურნალისტი, პოლიტოლოგი, პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე. მას კარგად იცნობენ არა მარტო დსთ-ს, არამედ დასავლეთის და აღმოსავლეთის ქვეყნებშიც. მალხაზ გულაშვილის გამოსვლა ყოველთვის გულწრფელობით და სიმართლით გამოირჩევა. ის მორწმუნე ქრისტიანია. მალხაზ გულაშვილმა დაწერა წიგნი „ გზა სიმართლისკენ, მშვიდობიანი კავკასიის, გაერთიანებული საქართველოსკენ“, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც ავტორმა საკუთარი წიგნი რუსეთში მიმდინარე მედია- ფირუმზე რუსეთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს, ამჟამად პრემიერმინისტრს დიმიტრი მედვედევს გადასცა. ამ ფაქტის შემდეგ მალხაზ გულაშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ სამშობლოდან დევნილად იქცა, შემდეგ კი პოლიტმატიმრად.
პროფესიონალური ინფორმაცია
1993 წლიდან დღემდე- მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელი და მფლობელიWWW Geotimes.ge კომპანია „Georgian Business Consulting” www. gbc.ge -ს დამაარსებელი
2011 წ. 25 ოქტომბერი-2012 წ. 28 ოქტომბერი- პოლიტპატიმარი და სინდისის პატიმარი
განათლება
1982-89 წ.წ- საქართევლოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მეტალურგიის ფაკულტეტი; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სახელწოდების და კონცეფციის შეცვლის და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტად გადაკეთების ერთ-ერთი ავტორი
1994 წელი-დღემდე- გამოდის დამოუკიდებელი ინგლისური ყოველკვირეული გაზეთი "ჯორჯიან თაიმსი".
1994 წელი-დღემდე- იქმნება კავკასიური სტრატეგიული კვლევების და საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრი "აზრი". იგი ჰოლდინგის ინტელექტუალური ძრავაა, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
1994 -96 წელი- გამოდის რუსული ყოველკვირეული გაზეთი „ჯორჯიან თაიმსი“
1995 წელი-დღემდე –პირველი ბიზნეს რეიტინგი, რომელიც ყოველწლიურად ავლენს საუკეთესოს ეროვნული ბიზნესში.
1996 წელი-დღემდე- იქმნება "ჯ.თ" გამომცემლობა, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი დონის პოლიგრაფიული მომსახურების სრულ ციკლს.
1996 წელი-დღემდე- გამოდის პირველი მაღალპოლიგრაფიული გამოცემა საქართველოში, განსხვავებული შინაარსისა და ფორმის სარეკლამო_საიმიჯო ორენოვანი კატალოგი _ ,,Leader Today”.
1997 წელი- ინგლისური ყოველთვიური ჟურნალი Profile
1997 წელი-დღემდე- ყალიბდება ,,ჯორჯიან თაიმსის” დიზაინ-სტუდია და არტ-სამსახურის მოღვაწეობის სფერო ჰოლდინგის ყველა გამოცემემაზე ვრცელდება.
1998 წელი -დღემდე "ჯორჯიან თაიმსს"-ში შემოდის სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ცენტრი _ "გორბი".
1999 წელი-გამოდის საბორტო ჟურნალი „აირზენა“
1999 წელი-დღემდე- იქმნება მძლავრი სარეკლამო სამსახური
2000 წელი -დღემდე- "ჯ.თ."-ის სარეკლამო სამსახურთან იქმნება PR- ჯგუფი, რომელიც ერთ-ერთი მძლავრი სტრუქტურაა ჰოლდინგში.
2000-2001 წ.წ.- გამოდის ყოველკვირეული რუსული გაზეთი „ეხო“
2001 წელი- გამოდის ყოველკვირეული გაზეთი „ჯორჯიან თაიმსი“ აზერბაიჯანულ ენაზე
2000-2010 წ.წ.- გამოვიდა არქიმანდრატ რაფაელის წიგნი „ისტორიის ორიენტირი“, მეორე წიგნი არქიმანდრატ რაფაელისა „რისთვის გვითმენს უფალი“; წიგნების კრებული „ფერეიდნელის სიმღერები“; წიგნი მ.გულაშვილის ავტორობით „გზა სიმართლისკენ, მშვიდობიანი კავკასიის, გაერთიანებული საქართველოსკენ“; ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის წიგნი ფოტო-გალერეა და წიგნი „ვარდების რევოლუცია“.
2000 წელი -დღემდე - ყალიბდება უახლესი IT- ტექნიკური განყოფილება, რომელიც უზრუნველყოფს ჰოლდინგის ინტერნეტ მომსახურებას და მუდმივ აქტივობას მსოფლიოს გლობალურ საინფორმაციო ქსელში. ამ განყოფილებაში ერთიანდება ვებ სტუდია _ ინტერნეტ გამოცემები. ეს სერვისი მოიცავს; საიტის მოდელის შექმნას, კონსტალტინგს, დიზაინს, პროგრამირებას, მონაცემთა ბაზას, საიტის ავტომატური მხარდაჭერის სისტემას, რეკლამური ლოკალური ქსელების შექმნას.
2001 წელი -დღემდე- იქმნება საინფორმაციო სამსახური "GT News”.ge- ოპერატიული საინფორმაციო ბაზა ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, არა მარტო საქართველოდან, არამედ მთელი კავკასიიდან. თუ რა იბეჭდება შესახებ მსოფლიო მედიასა და წამყავან ქართულ პრესასა და მედიაში.
2001 წელი-გამოდის ყოველთვიური ჟურნალი „ტრიბუნა“
2002 წელი-გამოდის ყოველთვიური რკინიგზის ჟურნალი „აბრეშუმის გზა“.
2002 წელი-დღემდე- იქმნება გამოცდილი სპეციალისტებით დაკომპლექტებული იმიჯ-სამსახური "მრჩეველი". ამ დარგში არსებული უახლესი ტექნოლოგიების, ინფორმაციის გავრცელების ფართო ქსელისა და მოძიების უმძლავრესი სამსახურის მეშვეობით ვაგვარებთ ურთიერთობებს საზოგადოების ნებისმიერ ფენასთან. ჩვენი იმიჯმეიკერები ზრუნავენ კლიენტის შესაძლებლობების წარმოჩენისთვის დროისა და სიტუაციის შესაბამისად.
2002 წელი- გამოდის ყოველდღიური გაზეთები „ტრიბუნა“ და „ექო“, პერიოდული გამოცემები, რომლებიც თავისი იდეებით,თემატიკით და პრინციპებით განსხვავებულია.
2002 წელი -დღემდე- ყალიბდება ფოტოსტუდია "საქართველოს თვალი" თავისი უდიდესი და უნიკალური ფოტო-არქივით. ფოტოსტუდია საშულებას გვაძლევს ეფექტურად ვითანამშრომლოთ მედიის სხვადასხვა წარმოამდგენლებთან.
2002 წელი-დღემდე- იქმნება "ჯ.თ" -ის შოუბიზნეს ჯგუფი. ახალ სამსახურს ხელეწიფება ნებისმიერი მასშტაბის და თემატიკის ღონისძიების ორგანიზება, ნამდვილი ზეიმისა და დიდებული სანახაობის მოწყობა. "ჯ.თ" -ის შოუ ბიზნეს ჯგუფი ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა საქართველოში. მისი საპროდიუსერო საქმიანობა ვრცელდება კავკასიასა და დსთ-ის ქვეყნებში. ჯგუფის შემოქმედებით ანგარიშზეა სამასზე მეტი ღონისძიება: ფესტივალები, შემოქმედებითი საღამოები, პერსონალური და კომპანიის იუბილეები, გალა და სოლო კონცერტები.
2003 წელი -დღემდე- იქმნება "ჯ.თ-პროდაქშენ" ფილმების სტუდია. იგი დაკომპლექტებულია ნიჭიერი, დიდი ფანტაზიისა და პრაქტიკის მქონე რეჟისორებით, სცენარიტებით, ანიმატორებით, კლიპმეიკერებით. მის საქმიანობაში შედის დოკუმენტური, მხატრული, ანიმაციური ფილმების, სარეკლამო-საიმიჯო კლიპების შექმნა. კომპანიას ყავს უამრავი დამკვეთი, როგორც საქართველოში, ასევე _ უცხოეთში. მისი კრიატივის მომსახურებით ხშირად სარგებლობს ქართული პოლიტიკური და ბიზნეს-ელიტა.
2003 წელი-გამოდის ყოველთვიური ჟურნალი „44-ე პარალელი“
2007 წელი-დღემდე -გამოდის მაღალკვალიფიციური ყოველთვიური ჟურნალი „ჩვენი სახლი“
2008 წელი-დღემდე- გამოდის ყოველთვიური ინგლისური ტურისტული ჟურნალი „Way“
2008 წელი დღემდე- ყოველკვირეული გაზეთი ქართულ ენაზე „ნაციონალური ბიზნესი“
2008 წელი-გამოდის ინგლისური გაზეთი Georgian Business Week
2008-09 წ.წ- აზერბაიაჯანის, თურქეთის, პოლონეთის, ყაზახეთის, ირანის საელჩოებთან ერთად ერთობლივი პროექტები „ Internationale Reports“
2008-09 წლები- გამოდის ქართული ჟურნალები „საქართველოს საუკეთესო ბანკები“; „საქართველოს საუკეთესო ბიზნეს-კომპანიები“; „საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო კომპანიები“; „საუკეთესო კომპანიები ტელე-კომუნიკაციის სფეროში“; „საუკეთესო ღვინის და წყლების კომპანიები“.
2009-10 წ.წ- გამოდის მაღალპოლიგრაფიული ჟურნალი „კაპიტალი“
2011 წლის 25 ოქტომბერს, პოლიტიკური მოტივით აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარზე, წითელი ხიდის გამშვებ პუნქტზე დააკავეს და პატიმრობიდან 2012 წლის 28 ოქტომბერს, ვადაზე ადრე გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა.
ზემოაღნიშნული მოვლენები ევრაზიულ მედია-ფორუმზე იღებს სათავეს, სადაც საქართველოდან დელეგირებული 14 ჟურნალისტი იმყოფებოდა. ფორუმზე განვითარებულ მოვლენებს წინ უძღოდა მალხაზ გულაშვილის შეხვედრა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან, როდესაც მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ პრეზიდენტმა რუსეთის პირველ პირს გადასცა წიგნი, რომელიც ცალსახად ქართული სახელმწიფო ინტერესებით გახლდათ გაჯერებული: „გზა სიმართლისაკენ, მშვიდობიანი კავკასიისა და გაერთიანებული საქართველოსკენ“. ზემოაღნიშნულის შედეგად, მალხაზ გულაშვილი სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან დიდი პრესის ქვეშ აღმოჩნდა. იგი თავდაპირველად მცირეწლოვან შვილთან ერთად 1.5 წლით იქნა განდევნილი ქვეყნიდან, (1 წელი რუსეთში, 6 თვის განმავლობაში კი აზერბაიჯანში) ხოლო საქართველოში დაბრუნების შემდეგ აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარზე დააკავეს.
2013 წელს აღადგინა გასაგები მიზეზების გამო შეჩერებული ვებ საიტი geotimes.ge და ინგლისურენოვანი გაზეთი “The Georgian Times”, ასევე საქართველოს ეროვნული ბიზნესის ჯილდო.
2013 წელს ჩააატარა ინდუსტრიული ფორუმი, რომელშიც ყველა წამყვანმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ფორუმზე შემუშავდა საქართველოს ინდუსტრიული განვითარების პროგრამა, რომელიც შემდეგ საფუძვლად დაედო საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინდუსტრიის განვითარების სახელმწიფო პროგრამას.
2014 წელს ჩაატარა თურქულ-ქართული ბიზნეს ფორუმი.
2015 წელს ჩაატარა ბიზნესმენების დაჯილდოება - ეროვნული ბიზნესის ჯილდო.
2015 წელს დააარსა ტელეკომპანია „დრო“, რომელმაც ძალიან მოკლე ხანში საკმაო პოპულარობა მოიპოვა ტელემაყურებელში, რაზეც არსებული რეიტინგები და გაზრდილი სარეკლამო შემოსავალი მიუთითებს.
მიჰყავს შემდეგი გადაცემები საკუთარ ტელევიზიაში: „ბიზნესის დრო“, „ეკონომიკის დრო“ და საავტორო გადაცემა „ალტერნატივა“ ყოველ ხუთშაბათს 21:00 საათზე, რომელიც გახლავთ ინტერაქტიული შინაარსის და გარდა სტუმრებისა, გადაცემაში აქტიურად მონაწილეობს ტელემაყურებელი, რომელიც დიდი აქტიურობით გამოირჩევა. თითოეულ გადაცემაში, საშუალოდ, 60-70-მდე ზარი შემოდის.
ნანა გაგუა გამომცემელი,
ქართულენოვანი "ჯორჯიან
თაიმსის"მთავარი რედაქტორი
Tel: (995 32) 93 44 05
gul@geotimes.ge
CV
გვარი: გაგუა
სახელი: ნინო (ნანა)
დაბადების თარიღი: 1960 წელი, 31 მაისი
საცხოვრებელი ადგილი: თბილისი; არაყიშვილის 14. ბ.5
საკონტაქტო ტელეფონი: 5 55 293003; 2 29 3003
Email: gul@geotimes.ge
განათლება
1967-77 წ.წ- თბილსიის მე-100 საშუალო სკოლა
1977-82 წ.წ -თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტის იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების განყოფილებაზე. პროფესია-ჟურნალისტი.
უცხო ენები : რუსული (სრულყოფილად); გერმანული (სალაპარაკო)
კომპიუტერული საოფისე პროგრამები: Windows; MS Office; Internet; Email
სამუშაო გამოცდილება: 1983-86 წ.წ - ჟურნალი „ეკონომიკა“-ეკონომიკური პუბლიცისტიკის განყოფილების გამგე;
კორესპონდენტი სხვადასხვა ქართულ ბეჭდურ მედიაში;
1988-93 წ.წ - სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარედაქციო-საგამომცემლო ჯგუფის უფროსი რედაქტორი;
სასწავლო-მეთოდური და ინფორმატიკის ლაბორატორიის უფროსი სპეციალისტი;
1993 წ. 27 ნოემბერი-დღემდე- სამენოვან გაზეთ "ჯორჯიან თაიმსის" გამომცემელი (12გვ. ქართულ, 2-2 გვ. რუსულ და ინგლისურ ენებზე)
1994 წელი-დღემდე- ინგლისური ყოველკვირეული გაზეთის "ჯორჯიან თაიმსის" გამომცემელი.
1994 -96 წელი- რუსული ყოველკვირეული გაზეთის „ჯორჯიან თაიმსის“ გამომცმელი
1995 წელი-დღემდე- ყოველწლიური ბიზნეს- რეიტინგის სამხატვრო ხელმძღვანელი,რომელიც ყოველწლიურად ავლენს ლიდერ კომპანიებს ეროვნული ბიზნესში.
1996 წელი-დღემდე- გამომცემლობა "ჯ.თ" -ს სამხატვრო ხელმძღვანელი