Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

800x112
11:03 06.05.2019
ველსი - წარმატებული საბროკერო კომპანია საქართველოში

დაახლოებით ერთი წელია, რაც საბროკერო საქმიანობა საქართველოში, უმაღლესი მარეგულირებელი ორგანოს - საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მიერ დარეგულირდა. უმკაცრესი წესების დაცვის შემდეგ მიღებული ლიცენზიის ფარგლებში კი, საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსი-ს მიერ, არაერთი სიახლე დაინერგა.


გამჭვირვალე საქმიანობამ ამ კომპანიისთვის და ზოგადად დარგისთვის, შედეგი, მოსალოდნელზე ადრე გამოიღო. ქვეყნის მთავარი ბანკის მიერ დაცული სფეროს წყალობით, სანდო რეპუტაციის მქონე საბროკერომ (ველსი), პირველად საქართველოში, ტრეიდინგითა და ინვესტიციით დაინტერესებულ ადამიანებს არაერთი უპრეცედენტო ღონისძიებები და პროდუქტები შეთავაზა.


ყველაზე მთავარი, რითაც ამ დარგში კომპანია ველსი-ს საქმიანობამ საუკეთესო შედეგი დადო, აუდიტის დასკვნის მიხედვით - ნავაჭრიდან მიღებული შემოსავალია, 2018 წლის 6 მარტიდან 2018 წლის 31 დეკემბრის პერიოდის გათვალისწინებით.


პირველად, სრულიად გამჭვირვალე საქმიანობის წყალობით, 10 თვიან მონაკვეთში, კომპანია ველსი-ს მოგების 97,7%, წარმატებული ვაჭრობიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა.


ეს იყო ახლადდაწყებული საქმიანობის არასრული წელი. 2019 წლიდან კი საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსი-ს აქტივები და პორტფელი, სტაბილურად იზრდება.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge