Powered by Jasper Roberts - Blog

23:36 01.04.2017
სად მიდიან 18 წელს მიღწეული მზრუნველობამოკლებული ბავშვები, როდესაც სააღმზრდელო დაწესებულებებს ტოვებენ და ვინ ზრუნავს მათზე?

1 აპრილს, 12:00 საათზე სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში" გაიმართმრგვალი მაგიდა მედიის წარმომადგენლებისთვის, რომლის მიზანია: „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვისდა მისი წევრი ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებით ჟურნალისტების ინფორმირებულობის გაზრდა და მედიის წარმომადგენლების დაინტერესება ბავშვთა და ახალგაზრდების კეთილდღეობის სფეროში არსებული გამოწვევებით, ასევე, მედიის როლის გააზრება ბავშვთა უფლებების დაცვის მონიტორინგის პროცესში.

 

როგორც კოალიციის თავჯდომარის მოადგილემ - ანდრო დადიანმა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში განმარტა, ამ შეხვედრის მთავარი მიზანი მედიასთან ურთიერთობა და მათი ინფორმირებულობის გაზრდაა.

 

„კოალიციისთვის ძალიან დიდი მიღწევაა, რომ ის დაფუძვნდა როგორც იურიდიული ერთეული.  ჩვენი მთავარი მიზანია, ამ სფეროში არსებული პრობლემების მიტანა მედია-საშუალებამდე,  რათა შევძლოთ საზოგადოების ინფორმირებულობა და ამ ინფორმაციის საშუალებით არსებულ სფეროში პრობლემების მოგვარება“ - განაცხად დადიანმა.


თავჯდომარის თქმით, კოალიცია ახალი შექმნილა, თუმცა ის წლებია არსებობს, როგორც არაფორმალური გაერთიანება.


კოალიციის თავჯდომარემ მაია მგელიაშვილმა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში აღნიშნა, რომ შეხვედრის მიზანი  კოალიციის ცნობადობის გაზრდა და ბავშვთა საკითხებზე ყურადღების გამახვილებაა.

 

„კოალიცია წარმოადგენს  დღესდღეობით რეგისტრირებულ ერთეულს, თუმცა, სანამ ჩვენ ამ მდგომარეობამდე მოვიდოდით,  2012 წლიდან ვფუნქციონირებდით, როგორც არარეგისტრირებული ერთეული, რომლის ძირითადი  ფუნქცია გახლდათ ბავშვთა უფლებათა შესწავლა და მათი დაცვა“.

 

სპეციალისტების თქმით, სახელმწიფო ზრუნავს მზრუნველობამოკლებულ ბავშვებზე 18 წლამდე, თუმცა როგორ ვითარდება ამ ბავშვების ცხოვრება სრულწლუვანების მიღწევის შემდეგ, უცნობია და ამ საკითხით არც არავინ ინტერესდება. მათივე განმარტებით, ამ შეხვედრის ერთ-ერთი მიზანი სწორედ მზრუნველობიდან წასული ბავშვების მომავლით დაინტერესება და მათი ჩართულობის გაზრდაა საზოგადოებრივ პროცესში:

 

„სახელმწიფომ ისევე უნდა იზრუნოს მათზე, როგორც არასრულწლოვნებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი შრომა დაეხმარონ უპატრონო ბავშვებს,  უშედეგო იქნება“-განაცხადეს სპეციალისტებმა.


შეხვედრაზე ისაუბრეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებზეც, რომელთა რაოდენობაც  მათი ინფორმაციით, მთელს მსოფლიოში საზოგადოების დაახლოებით 15%-ია.


რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან, ოფიციალური სტატისტიკით, დაახლოებით 120 000 პირია რეგისტრირებული, როგორც  შშმ პირი და ეს ძალიან ცოტაა, რადგან გამოდის, რომ  საქართველო შშმ პირთა 3 % -საც კი ვერ ეხმარება.

 

რას აკეთებს მთავრობა ამ ადამიანების დასახმარებლად?

 

1 არსებობს, დღის ცენტრები, რომლებიც შშმ პირების ოჯახებს ეხმარება, რომ მუშაობის პერიოდში ბავშვი იყოს გარკვეული მზრუნველობის ქვეშ.


2) კრიზისული მართვის სამსახური, რომელიც ბავშვთა მიტოვების პრევენციას ემსახურება, თუ ოჯახი მატერიალური პრობლების წინაშე იმყოფება.


3)  გატარდა ინკლუზიური განათლების პროგრამაც სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებელში.

 

შეხვედრის მონაწილეების  თქმით, მათი მიზანია, სერვისების უწყვეტობის გაზრდა, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანი დაბადებიდან გარდაცვალებამდე სარგებლობდეს თავისი უფლებებით.

 

 

მათივე თქმით, განცხადებით, დღესდღეობით ძალიან ხშირია ბავშვთა ძალადობა როგორც სკოლაში, ისე ოჯახსა და საზოგადოებაში. მათი თქმით, ძალადობა განსაკუთრებით ხორციელდება მიუსაფარ ბავშვებზე.

 

ძალიან სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ  14 წლამდე ასაკის ბავშვს ძალადობის შემთხვევაში არ შეუძლია მიმართოს შესაბამის ორგანოს, რათა  მოხდეს მისი დაცვა ძალადობისგან.

 

 

შეხვედრის ორგანიზატორებმა დამსწრეებს  სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ესაუბრეს, დაიგეგმა საველე ვიზიტები მომსახურებების მიმწოდებელ ორგანიზაციებში და სხვა აქტივობები.

 

/ნათია ღამბაშიძე/

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge
ემხრობით თუ არა პატრიარქის ინიციატივას საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის შემოღების შესახებ?
ხმის მიცემა