დღის პოსტი
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების „პანდორის ყუთის“ შედეგი: დონალდ ტრამპი გეოპოლიტიკური თუ პოლიტიკური ენიგმა???
ვახტანგ მაისაია ◯ March 27,2017

2016 წლის 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები ნამდვილად შევა თითქმის 200 წლიანი ისტორიის მანძილზე. შევა როგორც ყველაზე ოდიოზური, რთული და ურთიერთსაწინააღმდეგო პოლიტიკურად მოვლენად. პირველად აშშ-ს პოლიტიკური ისტორიის პერიოდში, ამ არჩევნებმა ნათლად აჩვენა ქვეყნის ურთულესი სოციალურ-ეკონომიკური „ქარტეხილის“ და ასევე საგარეო-პოლიტიკური კრიზისის პრობლემატიკის მთელი სპექტრი, რამაც „ვულკანური ლავის“ სახით ამოხეთქა პოლიტიკურ ლანდშტაფტზე. სამი უმძიმესი ფინანსური კრიზისი - 2002-2003, 2008 და 2012 წლების მაგალითზე, 9/11 ტრაგიკულმა მოვლენმა, რომელმაც აჩვენა თუ რამდენად გეოსტრატგიულად მოწყვლადი აღმოჩნდა აშშ-ს, თუნდაც არა-სახელმწიფოებრივი აქტორი-მტრის მხრიდან, „პატრიოტის აქტის“ და სახელმწიფო უშიშროების მეგა-მონსტრის - ეროვნული უშიშროების სამინისტროს შექმნა და პირველად, ქვეყანაში სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვა და უმძიმესი საგარეო ვალი თითქმის 23 ტრილიონი ამერიკული დოლარი და გეოპოლიტიკური გლობალური სტატუს-კვოს გაქრობის რეალური სცენარი - ყველაფერმა ამან თავი იჩინა ამ არჩევნების შედეგების სახით. აშშ-ში მაღალ პოლიტიკური ხელისუფლების „ოლიმპზე“ მოვიდნენ ნეო-ლიბერალები, დინალდ ტრამპის სახით (მისი შიდაპოლიტიკური დაპირებანი ყველა დონის ბიზნესის გათავისუფლება მძლავრი საგადასახადო წნეხისგან და თანაც საგრძნობლად, საშუალო შემოსავლებების კლასის წარმომადგენლებზე აქცენტის გაკეთება და ამით თითქმის 30 მილიონიანი ელექტორატის მოყვანა საარჩევნო უბნებზე და აქცენტის გაკეთება აშშ-ს ცენტრალური და სამხრეთ შტატების მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებაზე), რომლებმაც პირველად მიაღწიეს ასეთ მაღალი დონის წარმატებას. დონალდ ტრამპის სახით აშშ-ს მოსახლეობის უმრავლესობის წარმომადგენლებმა, იმის მიუხედავად, რომ იგი აირჩია უმცირესობის მომხრე პოლიტიკური ინსტიტუტმა - საარჩევნო კოლეჯმა, მხარი დაუჭირა ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და საგარეო-პოლიტიკური კურსის მკვეთრი რეფორმირებას და რადიკალური ცვლილებების შეტანას ამ მიმართულებით. ნეო-ლიბერალური პოლიტიკური დაჯგუფების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად შეიძლება იქცეს ნეო-იზოლაციონალიზმის გეოპოლიტიკური კურსის არჩევა და პრაგმატული საგარეო-პოლიტიკური ამოცანების რეალიზაციაზე გადასვლა. აშშ-ს ახალ საგარეო პოლიტიკური კურსის ძირითად მიმართულებად არჩეული იქნება ჯოზეფ ნაის მიერ შემუშავებული ე.წ. „რბილი ძალის“ კონცეფციის განხორციელება, ჯორჯ ბუშ-უმცროსი „ხისტი ძალის“ ან ბარაქა ობამის „ჭკვიანი ძალის“ საპირისპიროდ და ასევე აშშ-ს მხრიდან მულტიპოლარული გეოპოლიტიკური წესრიგის აღიარება, როგორც შემდგარ ფაქტად. დონალდ ტრამპის ყველაზე მძლავრ პოლიტიკურ პოტენციალად ითვლება მისი სრული დამოუკიდებლობა და მისი დისტანცირება ყოველგვარი მსხვილი-კორპორაციული დაჯგუფებებისა, მათ შორის სამხედრ-სამრეწველო კომპლექსის სახით, და დიდი პოლიტიკური ლობისტური ჯგუფებისგან. აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი, რომელიც გამორჩეოდა დიდი ოდიოზურობით და უდიდესი პიროვნული ხარიზმით, რამაც რევოლუციური გარდატეხა შეიტანა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და დაანგრია ქვეყნის ჩვეული პოლიტიკური განვითარების ალგორითმი, როგორ დაიწყეს და გადაშლის უკვე 21-ე საუკუნის აშშ-ს პოლიტიკური სისტემის „ახალ ფურცელს“ აი ეს არის რეალური თემა. ზოგად კონტექსტში უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ აშშ-ს სახელმწიფოებრივი ისტორიული განვითარების ეტაპებზე, განსაკუთრებით ასწლეულების დასაწყის პერიოდებში, ქვეყანა რადიკალურად იწყებდა თავის განვითარებას - მე-19 საუკუნის დასაწყისში აშშ-ს „მონროს დოქტრინით“ აირჩია საკუთარ გავლენის გეოპოლიტიკური სივრცეში ჩაკეტვა (მხედველობაშია ამერიკის კონტინენტი), მე-20 საუკუნის დასაწყისში კი თეოდორ რუზველტის დოქტრინით დაიწყო სვლა მსოფლიო პოლიტიკაში, ხოლო 21-ე საუკუნის დასაწყისში კი ქვეყანა ალბათ მოახდენს ერთგვარ „ჩაკეტვას“ ე.წ. „ნაფტას“ გაერთიანების ფარგლებში (აშშ+კანადა+მექსიკა საერთო ეკონომიკური სივრცე, რაც შეიძლება იყოს მაქსიმალური დონის ინტეგრაციული პროექტის რეალიზაცია).

 

ასეთი ტრანსფორმაცია სავსებით მოსალოდნელია, რადგანაც ტრამპა სწორედ ასეთი წინასაარჩევნო კამპანიის ფორმატში მოახდინა წარმატებების მიღწევა, მიუხედავად იმისა, რომ იგი შეპირდა თავის ამომრჩეველს მექსიკასთან, ერთგვარი „ჩინური კედლის“ აღმართვას. როგორც აწი უკვე წაგებულმა კანდიდატმა ჰილარი ქლინთონმა განახცადა, თავის ბოლო სიტყვაში, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატისა, - „ჩვენ დავინახეთ, რომ ჩვენი ქვეყანა მაგრად გაიხლიჩა, მაგრამ მე მაინც მჯერა მისი“. დიახ პირველად, და რამდენჯერ უკვე მეორდება სიტყვა „პირველი“, აშშ-ს საზოგადოება, რომელიც ყოველთვის ითვლეობოდა პოლიტიკური „მონოლითიზმის“ სიმბოლოდ (1861-64 წლის სამოქალაქო ომის შემდეგ), გაიყო ორად და სამოქალაქო საზოგადოების შიგნით გაჩნდა „უხილავი ბზარი“, რომელიც თანდათანობით შეიძლება გახდეს „ხილული“. ამავე დროს, აშშ-ს ხელისფლების სათავეში მოვიდა მძლავრი „ოლიგარქიული წრის“ წარმომადგენელი, რამაც დაარღვია ჩევული პოლიტიკური კანონზომიერება ეროვნულ დონეზე და როგორი იქნება ამერიკული „ოლიგარქიული რესპუბლიკა“ - უილიამ შექსპირის ყოფნა-არყოფნის დილემის არ იყოს - კითხვა აი ამაში ძევს. საერთო ჯამში, როგორც ჩანს პირველი ასეთი ეპოქის დაწყების დროს, დონალდ ტრამპი, რომელიც ნაკლებად მოსალოდნელია, რომ კარდინალურად შეცვლი თავის წინასაარჩევნო კამპანიის დანაპირებებზ, რადგანაც ოლიგარქიული წრის წარმომადგენლები უფრო მეტად არიან თავიანთი სიტყვის აღმსრულებლები და ასევე ნაკლებად უკან დამხევები, დაიწყეს ძირითადი ამოცანების შესრულებას და თანაც საკმაოდ მაღალ ტემპებში. სავარაუდოდ მისი საგარეო-პოლიტიკური ამოცანების კონტექსტში, ტრამპის ადმინისტრაციის პირველი ნაბიჯები, მისი წინასაარჩევნო კამპანიის მიხედვით უნდა ყოფიილიყო შემდეგი:

 

 

  • ქვეყნის შიგნით რადიკალური სოციალური-ეკონომიკური რეფორმების გატარება და ორიენტაციის აღება სოციალური პოლიტიკის მიმართულებით და საგარეო-ეკონომიკური პრიორიტეტების გარკვეული სახის შეზღუდვებით, მათ შორის მკაცრი პროტექციონალისტური პოლიტიკის გატარებით;

 

  • ჩრდილოატლანტიკური სოლიდარობის პასუხისმგებლობის გადანაწილებით მოკავშირეებზე და ამ მიმართულებით გაწეული ხარჯების თანდათანობით შეზღუდვა და მთლიანად თავდაცვითი ხარჯების ეტაპობრივი შემცირება;

 

  • ტრანს-ატლანტიკური ეკონომიკური სოლიდარობის პრინციპის დროებით გადავადება, რომელიც მიზნად ისახავდა ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ეკონომიკურ ინტეგრაციას და სავარაუდო „სავაჭრო ომების“ სცენარის განვითარებას;

 

  • „თანამშრომლობითი უსაფრთხოების“ პრინციპის ამოქმედება გეოპოლიტიკური კურსის განხორციელებისას, ანუ მსოფლიო პოლიტიკაში საერთაშორისო უსაფრთხოების მიღწევის საქმეში თანაბარი პასუხისმგებლობის აღება, სხვა გლობალური გავლენის ცენტრებთან ერთად;

 

  • უფრო მეტად შერჩეეული ე.წ. „ჩარევის“ (selective engagement) გეოსტრატეგიის მისიის აღსრულება, რომელიც უფრო მეტად განხილული იქნება ქვეყნის გეოეკონომიკური და არა გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე და პრაგმატული საგარეო პოლიტიკის გატარება.

 

ზემოაღნიშნული მომენტები მხოლოდ და მხოლოდ არის ზოგადი ტიპის ანალიზი და შესაძლოა არ იქნეს სრულად რეალიზებული ისე როგორც აღნიშნულ კონტექსტში სულ მცირე შუალედურ პერიოდში, მაგრამ ტენდენცია იქნება ამ მიმართულებით. ტრამპი სავსებით არაორდინარული პოლიტიკური ფიგურაა და მისი მოქმედების ალგორითმი იქნება აბსოლუტურად განსხვავებული წინამორბედებისგან განსხვავებით.

 

 

თუმცა ამ სამი თვის განმავლობაში ტრამპის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და სამხედრო სტრატეგიის ძირითადი პრიორიტეტები. ამის ძირითადი მიზეზები იყო ტრამპის ადმინისტრაციის მმართველობის პირველი პერიოდში საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების საკვანძო თანამდებობეზე დანიშნული პირთა უცაბედი გადადგომა (მაგალითად, მაიკლ ფლინის სახით). აღნიშნული პროცესი გაიწელა საკმაოდ დიდი ვადით, რასაც თან ერთვოდა პრეზიდენტისა და კონგრესს შორის სერიოზული უთანხმოებანი საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენებზე რეაგირების და გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. ამან საფუძვლიანად იმოქმედა აშშ-ს გეოპოლიტიკურ იმიჯზე და ხელი შეუწყო იმ პროცესების განვითარებას, რომელიც მსოფლიო წესრიგის მულტიპოლარულობისკენ უწყობდა ხელს.  ყველა შიდა-პოლიტიკური პრობლემების მოუგვარებლობამ და თვით ადმინისტრაციის ჩამოყალიბების პროცესის გაწელვამ, რასაც ფონად ადევს  რუსული „რბილი ძალის“ და ჰიბრიდული შეტევის „აჩრდილი“ ტრამპის გაპრეზიდენტობის საქმეში, გამოიწვია, დაგვიანებული რეაქციების გამოვლენა იმ გლობალური მასშტაბის პროცესებზე, რომელიც ასევე განსაზღვრავდა აშშ-ს გეოპოლიტიკური ჰეგემონობის გლობალურ დონეს. ამგვარი მოვლენების სიაში პირობითად შეიძლება შევიყვანოთ:

 

 

  • ჩრდილოეთ კორეის მიერ დაწყებული „ბირთვული ტერორის“ პოლიტიკა, რომელიც უქმნის რეალურ სამხედრო-სტრატეგიულ საფრთხეს არა მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში, არამედ აშშ-თვის სასიცოცხლო მნიშვნელობის წყნარიოკეანეთის სივრცეში. ამის პარალელურად კი ჩინეთის გეოპოლიტიკური ამბიციების გაძლიერება ამ სივრცეში;

 

  • რუსეთის ფედერაციის პუტინის ადმინისტრაციის გააქტიურება ევრაზიის გეოსტრატეგიულ სივრცეში და ახალი გეოპოლიტიკური ტერმინის „დიდი ევრაზიის“ შემოტანა პოსტ-საბჭოთა სივრცის მაგივრად და რუსეთის გეოსტრატეგიული მუქარის სტრატეგიის ამოქმედება ბალტიისპირეთის, აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის მიმართულებით, რომ არაფერი ვთქვათ ახლო აღმოსავლეთში რუსული ჰიპერ-ექსპანსიონიზმის გაძლიერება (მაგალითად, ოფიციალური მოსკოვის „შეჭრა“ მაღრიბის რეგიონში - ლიბიის და ეგვიპტეს მიმართულებით). ამას თან ერთვის ანტი-ამერიკული გეოპოლიტიკური ღერძი: მოსკოვი-თეირანი-ანკარა დაარსება და უკვე მანამდე არსებული სამხედრო-პოლიტიკური კოალიცია: მოსკოვი-თეირანი-დამასკო-ბაღდადი კიდევ უფრო გაძლიერება;

 

  • ისრაელის გააქტიურება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში და აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარება;

 

  • „ისლამური სახალიფოს“ ანუ „დაიშის“ გეოპოლიტიკური პრობლემის გადაწყვეტილების გაჭიანურება და ევროკავშირის დაშლის პროცესის განვითარება, რასაც ხელს უწყობს არალეგალური მიგრანტების საფრთხის არა-პროპორციულობის ფაქტორი;

 

  • თურქეთის გადასვლა სახიფათო გეოპოლიტიკური განვითარების ფაზაში - პანთურქისტული იდეოლოგიური კონცეპტი და ლტოლვა ავტორიტარული მმართველობისკენ და ევროკავშირთან საბოლოო ურთიერთობების გაფუჭება, რომლის პარალელურადაც ძლიერდება რუსეთ-თურქეთის პარტნიორული ურთიერთობები;

 

  • ევროკავშირი-აშშ-ს შორის ურთიერთობების გადასვლა ლატენტური კონფრონტაციის მიჯნაზე (მერკელ-ტრამპის შეხვედრის მაგალითზე) და მომავალში „სავაჭრო ომების“ განვითარების სცენარი;

 

  • ავღანეთში ჯიჰადისტური ძალების გააქტიურება და ქაბულის პრო-ამერიკული ხელისუფლების პოზიციების შესუსტება.

 

 

ზემოაღნიშნული გეოპოლიტიკური რისკები, რომლებზეც აშშ-ს ამჟამინდელი ადმინისტრაცია აგვიანებს სათანადო დონეზე რეაგირებას, უახლოეს პერიოდში შეიძლება გადავიდეს გამოწვევებისა და საფრთხეების დონეებზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აშშ-ს გადაქცევა რეგიონული დონის ჰეგემონად, როგორც ეს მოხდა რუსეთის ფედერაციის მაგალითზე პრეზიდენტ ელცინისა და „ოლიგარქიული რესპუბლიკის“ პერიოდებში (1991-1999 წლებში). ამავე დროს, თვით შიპდა-პოლიტიკური გადათამაშებში უკვე აშკარად იკვეთება შიდა-კლანური დაპირისპირებების ნიშნები ამერიკულ პოლიტიკურ სისტემაში, რასაც ადრე ადგილი არ ჰქონდა. 2001 წლის შემდეგ ტერორიზმთან გლობალური ომის დაწყებისა და ე.წ. „პატრიოტთა აქტის“ შემოტანით, ქვეყნის შიგნით გაძლიერდა სპეცსამსახურების დაჯგუფება (ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მეთაურობით) და მისი პოზიციები გახდა დომინანტური, რასაც თან დაერთო მათი ალიანსი ნეოკონსერვატორების ჯგუფთან. ტრამპის უცაბედი გამარჯვების შედეგად, ამ კლანმა დაიწყო მის წინააღმდეგ ღია ბრძოლა, რასაც თან მოყვა ტრამპის მხრიდან სამხედროების დაჯგუფების გაძლიერება (არმიის ოფიცერთა მეთაურობით) და ე.წ. „ქორების“ კლანის ტრამპის ადმინისტრაციასთან შერწყმა, რომეიც თავის მხრივ წარმოადგენს ნეო-ლიბერალურ დაჯგუფებას. ტრამპი ფაქტოიურად გახდა „ქორების“ კლანური ჯგუფის „მძევალი“ და იძულებულია გაითვალისწინოს მათი ინტერესები. ამას გარდა, მათ მიერთდა ე.წ. „დენვერის შვიდეულის“ სანავთობო სინდიკატი, რომელიც სერიოზულ პოზიციებს უკვე დიდი ხანია აღარ ფლობდა 1995 წლიდან მოყოლებული.  დღეს აშშ-ს სათავეში მოვიდა უცნაური „ტრიუმვარიატი“: ქორები (გენერალი მატიასი)+ნეოლიბერალები (ტრამპი)+სანავთობო „ჩრდილოეთის“ სინდიკატი (რიკ ტილერსონი). აღნშნული ექკლეკტიზმი ასევე დაეტყო საგარეო-პოლიტიკური გადაწყვეტილებების პროცესსაც და მისი რეალიზაციის ინსტრუმენტებსაც, რაც გამოიხატა შემდეგი სახის მოვლენების განვითარებაზე:

 

 

  • რუსეთთან მდგომარეობის გაუარესების საგარეო-პოლიტიკური კურსის არჩევა, ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის დროს წამოყენებული წინასაარჩევნო პირობების მიუხედავად, თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა $54 მლრდ.-ით და ნატოს გაერთიანებული სარდლობის მეთაურის, გენერალ კერტის სკიპაროდისის სენატში წარმოთქმული სიტყვის მიხედვით - „ახალი ცივი ომის“ გამოცხადების შესახებ განცხადების გაკეთება;

 

  • „ისლამური სახელმწიფოს“ ან „დაიშის“ საბოლოო გაანდგურების გადაწყვეტილების მიღება და ახალი უფრო ქმედითი სამხედრო-პოლიტიკური კოალიციის შექმნის პროცესის დაწყება, რომელსაც საქართველოც შეუერთდება;

 

  • ნატოს შიგნით ევროპელ მოკავშირეების სოლიდარობის გაძლიერების მოთხოვნა - GDP-ის 2%-მდე გაზრდის ულტიმატუმი კოლექტიური თავდაცვის გაძლიერების კონტექსტში და ნატოს გადაყვანა ახალი ტიპის გაერთიანების რელსებზე, სტრატეგიული შეიარაღების „ტრიადის“ გაძლიერების ხარჯზე. ტრანს-ატლანტიკური თავდაცვითი სოლიდარობის შენარჩუნების პოლიტიკა, მისი წინასაარჩევნო პოზიციების საპირისპიროდ;

 

  • ჩინეთთან კონფრონტაციული მოდელის არჩევა, მათ შორის სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირების კუთხით;

 

  • ისრაელთან ურთიერთობების შემდგომი გაუმჯობესბისკენ დროებითი თავის შეკავება და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ენერგეტიკული გეოპოლიტიკური კოდის გაძლიერება („დენვერის შვიდეულის“ გავლენა);

 

  •  ნაციონალისტური საერთაშორისო ეკონომიკური პოლიტიკის განვითარება - დაძაბული ურთიერთობების წარმოება მეზობელ მექსიკასთან და უახოეს პერიოდში, სავარაუდოდ კანადასთანაც;

 

  •  „შერჩევითი პარტნიორობის“ საგარეო-პოლიტიკური კურსის დროებით თაროზე გადადება და გლობალური მისიების პოლიტიკაზე უარის თქმა - საგარეო დახმარებების რადიკალური შემცირება, რომელიც წარმოადგენდა აშშ-ს წინა ადმინისტრაციების საგარეო-პოლიტიკური კურსის აღსრულების ერთ-ერთ ფუნდამენტალურ ინსტრუმენტს.

 

 

ზოგადად ასე ამგვარად შეიძლება მოკლედ დახასიათდეს ტრამპის ადმინისტრაციის მიმდინარე საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების და მათი აღსრულების მექანიზმები.

 


 

აღნიშნული მასალა წარმოდეგნილი იყო „გლობალური კვლევევის ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე

ტეგები: მსოფლიო