დღის პოსტი
"2020-2024 წლებში ჩვენ გვექნება რეგიონში და ევროპაშიც ყველაზე მაღალი 5%-იანი ზრდა"
გიორგი ცუცქირიძე ◯ February 13,2020

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი ანგარიში, რომელიც გასულ წელს აფასებს, განსაკუთრებით როგორც არასდროს დღეს რამდენიმე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი:

 

1. 2019 წელს, ბოლო წლებში პირველად საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპმა საპროგნოზო მოლოდინს გადააჭარბა. წინასწარი შეფასებების მიხედვით 2019 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა, რაც სსფ-ს 4.6 პროცენტიან პროგნოზს აღემატება. ამასთან, ბოლო წლებში ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელია 2014 წლიდან მოყოლებული.

 

2. ეკონომიკურ ზრდაზე მხოლოდ პოზიტიურად აისახა, როგორც წმინდა ექსპორტის ზრდის დინამიკა, ასევე მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაც, რომელიც რეკორდულად

 

დაბალ მაჩვენებლამდე, მშპ-ს 4.4 პროცენტამდე დაფიქსირდა. ასეთი დაბალი მაჩვენებელი არასდროს გვქონია და ესეც ეკონომიკური პოლიტიკის სწორ სტრატეგიაზე მიუთითებს, რაც ექსპირტის და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაში მდგომარეობს.

 

3. დიდწილად ამის შედეგია, რომ მაღალი ადგილობრივი მოთხოვნის მიუხედავად, რაც ეკონომიკურ ზრდაზე დადებით ზეგავლენას ახდენდა და ადასტურებს სიღარიბის დონის შემცირებასაც, ექსპორტი 12.4 პროცენტით გაიზარდა წინა წელთან შედარებით, ხოლო თანხობრივად ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს 3 771.5 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია. რაც მთავარია წმინდა ექსპორტის ზრდის შედეგად, რაც ზრდის წამყვანი კონტრიბუტორია სავაჭრო დეფიციტი 489.0 მლნ. აშშ. დოლარით შემცირდა.

 

4. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება, უზრუნველყოფს როგორც მაკროეკონომიკურ მდგრადობას, ასევე პოზიტიურად აისახება სავალუტო კურსზე.

 

5. მოხსენებაში ასევე ხაზგასმულია, რომ საგადასახადო რეფორმამ, დღგ-ის ავტომატური სისტემის შემოღებამ და შემოსავლების ზრდამ შესაძლებლი გახადა სახელმწიფო ინვესტიციების ზრდა რეკორდულ მაჩვენებლამდე (მშპ-ს 8 პროცენტამდე), რაც მთავარია, ფისკალური დეფიციტი არ გაზრდილა და მშპ-ს 2.1 პროცენტი შეადგინა. ეს ფაქტორიც მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ გარდა საგადასახადო შემოსვლების ზრდისა, ხელს უწყობს ბიზნეს აქტივობას და გვაძლევს კარგ შესაძლებლობას წარმატებით გადავიდეთ დღგ-ის რეფორმის ახალ ეტაპზე, რაც ევროპული დღგ-ის მოდელთან თავსებადობას ითვალისწინებს. ეს კი საშუალებას მოგვცემს უკვე უახლოეს წლებში არა მხოლოდ გავზარდოთ საგადასახადო შემოსავლები, არამედ მოვიზიდოთ მეტი ინვესტიცია ევროკავშირის ქვეყნებიდან, რაც მთავარია კიდევ უფრო შევამციროთ უმუშევრობა.

 

6. აქვე ავღნიშნავ, რომ ინვესტიციების ზრდაზე დადებითად იასახება EuCham-ის "საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისათვის" ახალი კვლევის შედეგებიც, სადაც საქართველო, ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა 70 ქულით და მე-18 ადგილზე გავიდა. აღსანიშნავია , რომ ქვეყანა არა მხოლოდ რეგიონში , არამედ აღმოსავლეთ ევროპაში ზედიზედ მესამე წელია პირველ ადგილზეა, გარდა ამისა, საქართველომ შეფასების შკალაში 70 ქულიანი ზღვარი გადალახა და პირველად ე.წ . „ყვითელი“ ზონიდან „მწვანე“ ზონაში ანუ ყველაზე მაღალ ზონაში გადაინაცვლა.

 

7' სწორედ ამ დადებითი ტენდენციების შედეგია, რომ მომავალ 2020-2024 წლებიც ჩვენ გვექნება რეგიონში და ევროპაშიც ყველაზე მაღალი 5 % იანი ზრდა, რაც სიღარიბის დონის შემცირებასთან ერთად, დასაქმებუს ზრდასაც უზრუნველყოფს.

ტეგები: ეკონომიკა
მსგავსი ტეგები
ინფლაციის გამაღიზიანებელი და წამახალისებელი ფაქტორები
March 15,2017
„გაზპრომის“ გეოპოლიტიკური კარტა საქართველოსთვის
April 11,2017
"ვისაც თიბისის რეპუტაცია და სიმტკიცე გადარდებთ, სიჩუმეა წამალი"
February 21,2019
ეკონომიკის სწრაფი ზრდა მხოლოდ მაღალი დივერსიფიკაციის პირობებშია შესაძლებელი
May 10,2019
„ლარის კურსში უკვე ასახულია უარყოფითი მოლოდინები და ლარის გაუფასურებაც მოკლევადიან ხასიათს ატარებს “
May 23,2019
„დამაიმედებელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და რეფორმები, ქმნის წინაპირობებს ინკლუზიური ზრდისათვის“
May 31,2019
საკრედიტო ექსპანსია ეკონომიკაში ღრმა რეცესიას წარმოშობს
June 17,2019
„სსფ-ის ანგარიშში ცალსახად არის აღნიშნული, რომ მიმდინარე რეფორმები ხელს უწყობს სწრაფ და ინკლუზიურ ზრდას"
June 20,2019
"საქართველო „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერია"
July 03,2019
"ივნისში ეკონომიკის 5 %-იანი ზრდა საგარეო კურსზე რევოლუციური სცენარის ღია ზეგავლენას ადასტურებს"
July 31,2019
"კომერციული რისკების დაზღვევა მთავრობის მიერ არ უნდა განხორციელდეს"
August 01,2019
"ლარს და მთავრობას კი არ უნდა ჩავუდგეთ კრიჭაში, არამედ ემბარგოს დამწესებელს"
August 01,2019
"2008-2012 წლებში ქვეყანა სრულ ეკონომიკურ კოლაფს საერთაშორისო დახმარებამ გადაარჩინა"
August 08,2019
ეს არის საქართველოს მთავარი მტერი, რომელსაც საუბედუროდ - ოკუპირებული აქვს ქვეყანა!
August 15,2019
საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორჩეული ქვეყანაა
September 12,2019
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოხსენება მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის შეუქცევად ხასიათს ადასტურებს
September 19,2019
წყალტუბოს პროექტი საქართველოს რეგიონალურ ტურისტულ ჰაბად გადააქცევს
October 29,2019
"ქვეყანას ნამდვილად აქვს სწრაფი ზრდის ეკონომიკური და ადამიანური რესურსები, რაც გაზრდის შემოსავლებს და შემაცირებს მიგრაციას"
November 14,2019
"ქვეყანაში წარმოქმნილი არასტაბილურობა გაურკვევლობასა და ნეგატიურ მოლოდინებს წარმოქმნის, პირველ რიგში სავალუტო კურსზე აისახება ნეგატიურად"
November 19,2019
დიდი ბრიტანეთი კეინსიდან დღემდე - ციკლიდან ეკონომიკის გაკვეთილები
January 27,2020