დღის პოსტი
წყალტუბოს პროექტი საქართველოს რეგიონალურ ტურისტულ ჰაბად გადააქცევს
გიორგი ცუცქირიძე ◯ October 29,2019

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება წყალტუბოში გამოისყიდოს ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და განახორციელოს მათი სრული რეაბილიტაცია, არის უპრეცედენტო თავისი მაშტაბურობით და საინვესტიციო გადაწყვეტილებების თვალსაზრისითაც. ფაქტია, რომ ლიბერალური საგადასახადო და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს მიუხედავად მაინც ვერ მოხერხდა კერძო ინვესტიციების ფართო მოზიდვა ქვეყნის ამ მეტად მნიშვნელოვან რეგიონში. აბასთუმანის მაგალითმა აჩვენა, რომ განვითარების გეგმასთან ერთად, წამყვან როლს იძენს მსხვილი ინვესტიცია, რაც ასრულებს რა თავისებური ლოკომოტივის როლს, პროექტის წარმატების გარანტორი ხდება, რადგან საკუთარი მონაწილეობით აზღვევს სხვა კერძო ინვესტიციებს.

 

 

ამის საუკეთესო მაგალითია აბასთუმანი, რომლის რეაბილიტაციაც ანალოგიური მოდელზე აიგო და სადაც დღეს მშენებარე მაღალი კლასის ექვსი სასტუმროდან, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მხლოდ ერთს „პარაგრაფს“ აშენებს, ხოლო დანარჩენი ხუთის, იქნება ეს „რუმსი“, „რედისონი“, „ქრაუნპლაზა“, თუ „რედიქს ჯგუფის“ სასტუმროების მშენებლობას უკვე სხვა ქართველი ბიზნესმენები ახორციელებენ. გარდა ამისა, ეს არის საჯარო და კერძო პარტნიორობის წარმატებული მაგალითი. აბასთუმნის ჯამურმა ინვესტიციამ უკვე მილიარდნახევარ ლარს მიაღწია, ხოლო სახელმწიფოს თანამონაწილეობა ინფრასტრუქტურის განვითარებით ხორციელდება.

 

 

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი შექმნის ათასობით სამუშაო ადგილს რეგიონში, ხოლო კვალიფიციური კადრების გადამზადებას საგანმანათლებო ცენტრი უზრუნველყოფს, რომელიც სპეციალურად ამ მიზნით შეიქმნება.

 


წყალტუბოს და აბასთუმანის განვითარება არ არის მხოლოდ რეკრეაციული ტურიზმი, რადგან ის ქუთაისთან ერთად გახდება კულტურული ტურიზმის მძლავრი კერა. ეს მოდელი საქართველოს ერთგვარ რეგიონალურ ტურისტულ ჰაბად გადააქცევს, რაც კიდევ უფრო გაზრდის საერთაშორისო ტურიტულ ნაკადებს და ბუნებრივია, ქვეყნის შემოსავლესაც.

 


აბასთუმანის და ახლა უკვე წყალტუბოს განვითარებით ჩვენ მოვახდენთ ეკონომიკის აქტივობის გადანაწილებას დედაქალაქიდან დასავლეთ საქართველოში, შეკრავს ტურისტული ინდუსტრიის ერთიან რგოლს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელო- ზემო სვანეთის, და რაჭის მიმართულებით.

 

სწორედ დედაქალაქში ეკონომიკური აქტივობის ზედმეტი კონცენტრაცია არის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორი.

 

რაც არანაკლებ მნიშვნელოანია, ამ ტიპის ტურისტული ინდუსტრია, მომსახურების სერვისების განვითარებასთან ერთად, ეკონომიკის მომიჯნავე დარგების და პირველ რიგში აგროსექტორის და მცირე ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს, როგორც რეგიონში ისე მთლიანად ქვეყანაში. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით ეს პროექტი შექმნის რა ათასობით სამუშაო ადგილს, არანაკლებ მნიშვნელოვანია, დემოგრაფიული და ადამიანური კაპიტალის განვითარების თვალსაზრისითაც.

ტეგები: ეკონომიკა
მსგავსი ტეგები
ინფლაციის გამაღიზიანებელი და წამახალისებელი ფაქტორები
March 15,2017
„გაზპრომის“ გეოპოლიტიკური კარტა საქართველოსთვის
April 11,2017
"ვისაც თიბისის რეპუტაცია და სიმტკიცე გადარდებთ, სიჩუმეა წამალი"
February 21,2019
ეკონომიკის სწრაფი ზრდა მხოლოდ მაღალი დივერსიფიკაციის პირობებშია შესაძლებელი
May 10,2019
„ლარის კურსში უკვე ასახულია უარყოფითი მოლოდინები და ლარის გაუფასურებაც მოკლევადიან ხასიათს ატარებს “
May 23,2019
„დამაიმედებელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და რეფორმები, ქმნის წინაპირობებს ინკლუზიური ზრდისათვის“
May 31,2019
საკრედიტო ექსპანსია ეკონომიკაში ღრმა რეცესიას წარმოშობს
June 17,2019
„სსფ-ის ანგარიშში ცალსახად არის აღნიშნული, რომ მიმდინარე რეფორმები ხელს უწყობს სწრაფ და ინკლუზიურ ზრდას"
June 20,2019
"საქართველო „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერია"
July 03,2019
"ივნისში ეკონომიკის 5 %-იანი ზრდა საგარეო კურსზე რევოლუციური სცენარის ღია ზეგავლენას ადასტურებს"
July 31,2019
"კომერციული რისკების დაზღვევა მთავრობის მიერ არ უნდა განხორციელდეს"
August 01,2019
"ლარს და მთავრობას კი არ უნდა ჩავუდგეთ კრიჭაში, არამედ ემბარგოს დამწესებელს"
August 01,2019
"2008-2012 წლებში ქვეყანა სრულ ეკონომიკურ კოლაფს საერთაშორისო დახმარებამ გადაარჩინა"
August 08,2019
ეს არის საქართველოს მთავარი მტერი, რომელსაც საუბედუროდ - ოკუპირებული აქვს ქვეყანა!
August 15,2019
საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორჩეული ქვეყანაა
September 12,2019
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოხსენება მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის შეუქცევად ხასიათს ადასტურებს
September 19,2019
"ქვეყანას ნამდვილად აქვს სწრაფი ზრდის ეკონომიკური და ადამიანური რესურსები, რაც გაზრდის შემოსავლებს და შემაცირებს მიგრაციას"
November 14,2019
"ქვეყანაში წარმოქმნილი არასტაბილურობა გაურკვევლობასა და ნეგატიურ მოლოდინებს წარმოქმნის, პირველ რიგში სავალუტო კურსზე აისახება ნეგატიურად"
November 19,2019