დღის პოსტი
საინფორმაციო-ანალიტიკური ბარათი აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გეოპოლიტიკური შედეგების შესახებ
ვახტანგ მაისაია ◯ February 20,2019

როგორც ცნობილია ამა წლის 19 დეკემბერს აშშ-ს 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა ამერიკული სამხედრო კონტინგენტის სირიიდან გამოყვანის თაობაზე, რომელსაც მოგვიანებით დაემატა გადაწყვეტილება ავღანეთში განთავსებული 14 ათასიანი ამერიკული კონტინგენტის 50%-ით შემცირების თაობაზე, რომლებიც მონაწილეობენ სამშვიდობო მისია „მტკიცე მხარდაჭერის“ ოპერაციაში. პოლიტიკური მოტივაცია წარმოადგენდა იმას, რომ სირიაში ბრძოლა „ისლამურ სახალიფოსთან“ (დაეშთან) დასრულდა და ამიტომაც 2,2 ათასიანი კონტინგენტის განთავსება სირიის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთი რვა რაიონში და ყველაზე მსხვილ ატ-ტანაფის ბაზაზე, წარმოადგენდა ამ მნიშვნელოვანი მისიის საბოლოოდ აღსრულებას. აღნიშნული პროცესი უნდა გაგრძელდეს 60-100 დღის განმავლობაში და ამავე დროს ტრამპის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოყვანილი იქნება ასევე ამერიკული დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებიც (სავარაუდოდ 80 დიპლომატი). თუმცაღა სირიაში, ანუ ქურთული ძალების კონტროლირებად ტერიტორებზე რჩება ფრანგული კონტიგენტი, რომელიც გაცილებით მცირერიცხოვანია ვიდრე ამერიკელების (დაახლოებით 500 სამხედრო მოსამსახურე) და საფრანგეთი თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისინი ბოლომდე დარჩებიან სირიაში, ამერიკელების პოზიციის მიუხედავად.


აშშ-ს მიერ სამხედრო კონტიგენტის გამოყვანის ძირითადი მოტივი შეიძლება ყოფილიყო თურქეთისა და აშშ-ს სამხედრო ძალებს შორის არ მომხდარიყო პირდაპირი საცეცხლო კონტაქტი და აღნიშნული არ გადაზრდილიყო დაბალი ინტენსივობის სამხედრო კონფლიქტამდე. საქმე იმაშია, ამერიკული სამხედრო კონტინგენტი თავის დროზე სირიაზე შეყვანილი იყო 2015 წელს იმ მიზნით, რომ ჯერ ერთი მომხადრიყო „კომბინირებული ომის“ კონცეფციის ამოქმედება „დაიშის“ წინააღმდეგ, ის რაც განხორციელდა „თალიბანისა“ და „ალ-კაიდას“ საბრძოლო ნაწილების წინააღმდეგ ჯერ კიდევ 2001-2002 წლებში („ჰაერი-ხმელეთის“ ბრძოლის კონტექსტში). ძირითად მებრძოლ ბირთვად უნდა ყოფილიყვნენ „სირიის დემოკრატიული ძალების“ ქურთული სამხედრო მილიციის შენაერთები (დაახლოებით 20 ათასამდე მებრძოლი), ისევე როგორც ეს უკვე მოხდა 2001 წელს ავღანეთში - „თალიბანის“ ოპოზიციური დაჯგუფება „ჩრდილოეთ ალიანსის“ გასამხედროებული ჯგუფების სახით. მაგრამ ასეთ ალიანსს წინა აღუდგა თურქეთის ამჯამინდელი ერდოღანის ხელისუფლება და დაიწყო საკუთარი სამხედრო ოპერაცია ქურთების წინააღმდეგ - მანბიჯის, აფრინის და ნაწილობრივ ჰასაკას პროვინციებში. თურქები მიიჩნევენ ამ ძალას „ტერორისტების მხარდამჭერ გაერთიანებად“ (მხედველობაშია „ქურთთა მუშათა პარტია“ და ნაწილობრივ ქურთი კომუნისტები). შემთხვევით ის გარემოებაც, რომ დონალდ ტრამპმა ეს გადაწყვიტილება მიიღო სწორედ ამა წლის 18 დეკემბერს თურქეთის პრეზიდენტთან ერდოღანთან რთული სატელეფონო საუბრის შემდეგ. რათქმა უნდა ამ ნაბიჯს მოყვა თურქეთ-რუსეთის დე-ფაქტო ალიანსის კიდევ უფრო გაძლიერება, რადგანაც უკვე ამა წლის 29 დეკემბერს მოსკოვში ჩადის თურქეთის მაღალი დონის სამთავრობო დელეგაცია შემდეგი პოირების მონაწილეობით: საგარეო საქმეთა მინისტრი - მევლუდ ჩავუშუღლუ, თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, ეროვნული სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჰაკან ფიდანი (ოფიციალურ კრემლთან მთავარი არაფორმალური მომლაპარაკებელი) და თურქეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი იბრაგიმ კალინი. მანამდე კი თურქეთის პრეზიდენტსი პრეს-მდივანმა იბრაგიმ კალინმა აღნიშნა, რომ ოფიციალური ანკარა მოახდენს თავის ქმედებების, მათ შორის სამხედრო ხასიათის, კოორდინაციას ოფიციალურ მოსკოვთან სირიაში და განსაკუთრებით მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით არსებულ ტერიტორიებზე. 


 მეორეს ერთიც, სასურველია აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაეყრდნო და გამოიყენა ახალი ამერიკული სამხედრო სტრატეგია „1-4-2-1“, რომელიც თავის დროზე აშშ-ს ყოფილი თავდაცვის მინისტრის დონალდ რამფსველდის დროს შემუშავდა და ამ სტარტეგიის საფუძველზე მიიღო მან აღნიშნული გადაწყვეტილება. თავის მხრივ აღნიშნული სტრატეგია გულისხმობს შემდეგს, რომ აშშ-ს შეიარაღებულ ძალებს უნდა შეეძლოთ:


„1“ - დაიცვას აშშ-ს ტერიტორია: ამ ამხრივ ტრამპის გადაწყვეტილება ეხმიანება სწორედ შეირაღებული ძალების მოხმობას მექსიკის საზღვართან გადასროლას არალეგალური მიგრანტების შესაჩერებლად:


„4“ - კრიტიკული მნიშვნელობის რაიონებში აგრესიის შეკავება (ახლო აღმოსავლეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, ჩრდილო-აღმოსავლეთი აზია, ნატო-ს საოპერაციო გავლენიზ ზონა ევროპის კონტინენტზე): ამ კონტექსტში ტრამპის განცხადების საფუძველზე მან დაანონსა „დაიშის“ ოფიციალური დამარცხება სირიასა და ერაყში;


„2“ - აგრესორის წინააღმდეგ სწრაფი დამარცხების მიყენება მიმდებარე ლოკალურ კონფლიქტებში: ტრამპის გადაწყვეტილება ასევე სირიაში დარჩენილი „დაიშის“ და „ალ-კაიდას“ გასამხედროებული ჯგუფების წინააღმდეგ მოქმედი დასავლური კოალიციის ფარგლებში აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების დატოვება და მათი საოპერაციო არეალის გაფართოებაც კი;


„1“ - პრეზიდენტი იტოვებს უფლებას გამოსცეს სათანადო ბრძანება რომ დასრულდა სამხედრო ოპერაცია ამა თუ იმ საკონფლიქტო ზონაში: ტრამპის გადაწყვეტილება რომ სირიასა და ავღანეთში დასრულდა აშშ-ს შეიარაღებული ძალების მისია.


თუმცაღა დონალდ ტრამპის აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია ორი მთავარი გამოწვევა აშშ-ს პოლიტიკური სისტემის მიმართულებით:


ა) პოლიტიკური კრიზისი განვითარება ქვეყანაში, რადგანაც ამ გადაწყვეტილებას შეეწირა სამი ოფიციალური პირი: აწ უკვე ყოფილი თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მეტისი, აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი „დაიშთან“ ბრძოლაში და ფინანსთა მინისტრი. თავდაცვის მინისტრად უკვე 2019 წლის 1 იანვრიდან დაინიშნა პატრიკ შანახანი, რომელიც იყო კორპორაცია „ბოინგის“ ვიცე-პრეზიდენტი და კურირებდა ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღების წარმოებას და იგი არის სამოქალაქო პირი. თუმცა იგი ითვლება წარმატებულ კრიზისს-მენეჯერად და სენატში მისი კანდიდატურა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე გავიდა დიდი უმრავლსებით (92 სენატორმა ხმა მისცა მის კანდიდატურას და მხოლოდ 7 წავიდა მის წინააღმდეგ). აღნიშნული კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც უკვე უკავშირდება მექსიკის კედლის მშენებლობაზე მოტხოვნილ 5 მილიარდ დოლარს, რაც ასახულია 2019 წლის ფედერალურ ბიუჯეტში, რასაცა არ ამტკიცებს წარმომადგენლობითი პალატა;

ბ) გეოპოლიტიკური გამოწვევა გამოიხატება იმაში, რომ აშშ-ს ფაქტიურად თმობს თავის პოზიციებს ახლო აღმოსავლეთში და საკუთარ სტრატეგიულ მოკავშირეებს საუდის არაბეთს, ისრაელს და იორდანიას თოვებს მარტო აქ არსებული უსერიოზუსელი გამოწვევების წინაშე. აშშ-ს უკვე ნაკლებად აინტერესებს როგორც ჩანს ახლო აღმოსავლეთში წარმოებულ ნავთობს, რადგანაც ფიქლური ნავთობისა და გაზის წარმოებისა და ასევე ახალი ტექნოლოგიის - თხევადი გაზის ტრანსპორტირების სისტემის ხარჯზე, თვითონ გახდა უმსხვილესი ენერგომწარმოებელი (დღეში აწარმოებს დაახლოებით 11 მილიონ ბარელ ნავთობს). ამიტომაც როგორც ჩანს დონალდ ტრამპმა, მისი მოსაზრებით მიიღო პრაგმატული გადაწყვეტილება ამ კუთხით. ამით ძლიერდება რუსეთის, ირანის და თურქეთის საგარეო-პოლიტიკური და სამხედრო-სტრატეგიული პოზიციები რეგიონში და ჩვენდა სამწუხაროდ, სირიის ასადის რეჟიმსაც ენიჭება სერიოზული გავლენა, უკვე გაერთიანებული არაბთა ემირატებმა მიიღეს გადაწყვეტილება აღადგინონ მასთან დიპლომატიური ურთიერთობები, და იქით კვირას ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებს ასევე ბახრეინიც. არაა გამორიცხული ამ პროცესს სხვა სპარსეთი ყურის რეგიონის ქვეყნებიც შეუერთდნენ, ხოლო სირიელი ქურთების ეროვნული ასამბლეის თანა-თავჯდომარემ ილხამ ახმედმა გამართა მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციის მთავრობის მაღალჩინოსნებთან. ამავე დროს, შეიძლება გაიზარდოს ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების ფართობიც და მათ ქურთების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიც თან დაერთოს. ასადის რეჟიმის გაძლიერება აშშ-ს სამხედრო კონტიგენტის გასვლის ფონზე უარყოფითად აისახება საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ პოზიციებზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არა-აღიარებითი პოლიტიკის განხორციელების კუთხით. აშშ-ს გეოპოლიტიკური გავლენის მკვეთრ დაცემაზე მოწმობს ასევე ის ფაქტიც, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე, რომელიც სასწრაფო წესით ჩაფრინდა ამა წლის 26 დეკემბერს ერაყში, არ შეხვდა ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ადილ აბდულ-მახდი, ეს უკვე ამ პროცესის საკმაოდ საშიში სიმპტომია.   

 

თუკი სირიასთან მიმართებაში მეტ-ნაკლებად გასაგებია მოტივაცია, სავსებით გაურკვეველია ავღანეთთან დაკავშირებით მიღებული ანალოგიური გადაწყვეტილება, იმ ფონზე რომ ბოლო პერიოდში შეიმჩნევა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამივე რადიკალური ჯიჰადისტური დაჯგუფებების: „თალიბანის“, როგორც ავღანური, ასევე პაკისტანური (სპეციალურ დანართში იხილეთ „თალიბანის“ შესახებ დეტალური საინფორმაციო მემო), „დაიშის“ ავღანური ვილაიეთი „ხორასანის“, „ჰაკანის“ დაჯგუფების და „ალ-კაიდას“ გააქტიურება და მათი საომარი მოქმედებების ზონის გაფართოებაც კი (სხვათაშორის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ შემუშავებული „ტერორიზმთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის (2019-2021 წლები)“ პროექტის მიხედვით საქართველოს წინააღმდეგ საშიშ ტერორისტულ ორგანიზაციებად მიჩნეულნი არიან: „დაიში“, „ალ-კაიდა“ და „თალიბანი“). ავღანეთიდან ამერიკული კონტინგენტის შემცირება პირდაპირ არის ბმაში საქართველოს გეოსტრატეგიულ ინტერესებთნა, რადგანაც ამ ქვეყანაში განთავსებულია ჩვენი საკმადო მსხვილი სამხედრო კონტიგენტი და ყველაზე ძლიერი აქტორის, აშშ-ს შეიარაღებული ძალების გაყვანამ შესაძლოა შეუქმნას მას სერიოზული პრობლემები და სამხდრო გამოწვევები. 2018 წლის დეკემბრის მონაცემებით, ავღანეთში ნატოს კოალიციური სარდლობის ეგიდით მოქმედებს 16 919 სამხედრო მოსამსახურე (აქედან ქართული კონტინგენტი შეადგენს 870 სამხედრო მოსამსახურეს, ამერიკული კონტინგენტი შეადგენს 8 475 ათასი მებრძოლი). ნატოს კოალიციური ძალები განლაგებულნი არიან ორ მთავარ სტრატეგიულ ე.წ. „ჰაბში“ - სტრატეგიული მართვის ცენტრალურ ზონაში ქაბულსა და ბაგრამში, და ასევე ოთხ ოპერატიულ მართვის ცენტრებში (ჩრდილოეთში-მაზარი შარაფი, დასავლეთში - ჰერათი, სამხრეთში - ყანდაგარი, აღმოსავლეთში - ლაგმანი). ქართული თავდაცვის ძალების კონტინგენტი განთავსებულია ქაბულში, ბაგრამსა და მაზარი შარიფში. 2017 წელს ნატოს თავდაცვის მინისტერიალის გადაწყვეტილებით ნატოს კონტიგენტი გაიზარდა 13 ათასიდან 16 ათასამდე, ქვეყანაში არსებული ურთულესი გეოსტრატეგიული მდგომარეობის გამო და აღნიშნული ციფრიც არ არის საკმარისი პოსტ-ISAB-ის მისიის წარმატებულად განხორციელებისთვის. ამერიკული კონტინგენტის შემცირება ავღანეთში, თანაც მეორე მხარის გააქტიურების ფონზე და ასევე იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაცია უკვე არც მალავს „თალიბებთან“ თანამშრომლობისა და მათთვის იარაღის მიწოდების ფაქტებს, წარმოადგენს ე.წ. „ვიეტნამიზაციის“ სინდრომის გაჩენას არა მარტო ავღანეთში, არამედ მთლიანად ცენტრალურ აზიაში, მათ შორის პაკისტანის ჩათვლითაც.

 

მოკლე რეზიუმირების სახით, საინტერესოა გამოიკვეთოს რა გავლენას მოახდენს საქართველოს საგარეო და თავდაცვის პოლიტიკაზე და საერთოდ ეროვნული უსაფრთხოების გარემოზე, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ასეთ გადაწყვეტილება. ამ მხრივ გამოსაყოფია შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტორები:

Ø  სირიაში ამერიკული კონტინგენტის გასვლის შემდეგ კვლავ გააქტიურდება „დაიში“ და „ალ-კაიდასთან“ დაკავშირებული ტერორისტული დაჯგუფებები, რომლებიც გადავიდნენ უკვე ე.წ. „ქსელური მართვის“ პრინციპზე და თუ გავითვალისწინებთ ქართული სეგმენტის არსებობის ფაქტს „დაიშის“ რიგებში (დღეს მოკლული იყო ქართველი ჯიჰადისტი სამხრეთ სირიაში) მათ შეიძლება გააქტიურდნენ კავკასიის რეგიონში, მათ შორის საქართველოშიც და შესაძლოა მოკლე პერიოდში;

Ø  სირიაში გაიზრდება თურქეთ-ირანი-რუსეთის ალიანსის ჩართულობა, რომელიც თავის ასახვას ჰპოვებს ასევე ჩვენს რეგიონზეც და შესაძლოა საქართველოში შეეცადონ ამერიკული ჩართულობის განეიტრალებას, რადგან საქართველო ერთადერთი დასაყრდენი ცენტრია (pivot state) აშშ-ს გეოპოლიტიკური ინტერესების კავკასია-კასპიისპირეთის არეალში და ზოგადად ასევე შავი ზღვის აუზის აკვატორიაში კი ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია;

Ø  ავღანეთში ამერიკული კონტინგენტის შემცირება გაზრდის „თალიბანის“, „ალ-კაიდას“, „დაიშის“ ვილაითი „ხორასანის“ გააქტიურება, რამაც შესაძლოა სამხედრო საფრთხის ალბათობა გაზარდოს ქართულ სამხედრო კონტიგენტზე, ისევე როგორც გაზრდის მათ მიერ კონტროლირებადი ნარკოტრაფიკინგის მოცულობის გაზრდა, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანზიტო ხაზი გადის საქართველოზე (მხედველობაშია, „თალიბანი“, „ჰაკანის დაჯგუფება“ და ე.წ. ‘“პეშავარის კარტელი“). ამავე დროს არაა გამორიცხული განხორციელდეს გააქტიურება „ჯიჰადისტური“ სატრანზიტო „შავი“ ტრანზიტისა“ ორივე მიმართულებით: სირია-ერაყი-ირანი-საქართველო-აზერბაიჯანი-თურქმენეთი-ავღანეთი და საპირისპირო ვარიანტი (ახმედ ჩატაევის რეიდის მაგალითზე), ისევე როგორც იარაღის არალეგალური ტრანზიტი;

Ø  აშშ-ს ანალოგიური ნაბიჯის შესაძლებლობა საქართველოდან გასვლის შესახებ, ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან. ამის ერთგვარი სიმპტომია თუნდაც ამერიკული კორპორაციების (Exxon-Mobile) გასვლა კასპიის საერთშორისო ენერგეტიკული პროექტიდან, თუმცა იმედი დავიტოვოთ რომ აღნიშნული არ განხორციელდება;

Ø  სირიასა და მთლიანად ახლო აღმოსავლეთში გეოსტრატეგიული ვითარების გამწვავება - იემენი, ლიბანი, ღაზას სექტორი, მაღრიბის რეგიონი (ლიბია, ეგვიპტე და ა.შ.), სუდანი, სპარსეთის ყურის რეგიონში „საუდის არაბეთის და ყატარის“ კოალიციებს შორის დაპირისპირების გაღრმავება, ირან-ისრაელის ლოკალური ომის მაღალი ალბათობა და ა.შ., რამაც შეიძლება გამოიწვიოს ლტოლვილთა ნაკადის დაძვრა არა მარტო ევროპის, არამედ შავი ზღვის რეგიონშიც (საქართველოს ჩათვლით).

 

ტეგები: მსოფლიო
მსგავსი ტეგები
თურქეთის "სავაჭრო დემარში" რუსეთის წინააღმდეგ - ფაქტი და კომენტარი
March 23,2017
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების „პანდორის ყუთის“ შედეგი: დონალდ ტრამპი გეოპოლიტიკური თუ პოლიტიკური ენიგმა???
March 27,2017
“შავი ტრანზიტის“ პერსპექტივები - სამხრეთ კავკასიის კორიდორი და საქართველო
April 06,2017
„ახალი ცივი ომის“ აჩრდილი და მსოფლიო წესრიგის ფუნდამენტური ცვლილება - საქართველო სად არის???
May 15,2017
„ისლამური ხალიფატის“ საინფორმაციო-პროპაგანდისტული/კიბერ-ვირტუალური ომის სპეცეფიკა - „რბილი ძალის“ კონცეფტი
June 07,2017
თურქეთის ხელისუფლების გეოპოლიტიკური გამბიტის „ოპერატიული“ ასპექტები
August 02,2017
კავკასიის რეგიონში გეოპოლიტიკური აშლილობების დრამატიზებას უნდა ველოდოთ
January 05,2018
გეოსტრატეგიული აშლილობის საზღვარმა საქართველოს მხარეს გადმოიწია
January 23,2018
ვინ აკონტროლებს აზერბაიჯანი-სომხეთის ომს და ჩაერევა თუ არა თურქეთი კონფლიქტის მოგვარებაში?
February 22,2018
ახლა მთავარია მოლოდინი, განახორციელებს თუ არა აშშ სარაკეტო იერიშს
April 12,2018
ირან-ისრაელის ომის სცენარი: მითი და რეალობა
May 10,2018
"თურქეთის არჩევნების შედეგი მოსალოდნელი იყო"- ამირან სალუქვაძე
June 25,2018
რა რეაქციები მოჰყვა ტრამპი-პუტინის შეხვედას საზოგადოებაში
July 18,2018
ნიკოლ პაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლის მარათონი დასრულდა
December 10,2018