დღის პოსტი
ნიკოლ პაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლის მარათონი დასრულდა
ამირან სალუქვაძე ◯ December 10,2018

დასრულდა ნიკოლ პაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლის მარათონი. ძალიან მოკლედ თუ რა სურათი მივიღეთ სომხეთში.

 

საპარლამენტო არჩევნებით, რომლებშიც მხოლოდ სამმა პარტიამ გადალახა 5%-იანი ბარიერი, ნიკოლ პაშინიანმა დაასრულა მისი ბრძოლის მთავარი ეტაპი და პარლამენტზე სრული, 100%-იანი კონტროლი მოიპოვა.

 

პარლამენტში 70,5% მოიპოვა პაშინიანის პარტიამ "ჩემი ნაბიჯი" და მისმა მოკავშირეებმა "აყვავებულმა სომხეთმა" და "ნათელმა სომხეთმა" 8 და 6%-ით, შესაბამისად.

 

სომხეთის კონსტიტუციით ერთ პარტიას არ შეიძლება ჰქონდეს ხმათა 2/3-ზე მეტი. შესაბამისად, ამვშედეგებით, 2/3-ს მიიღებს ნ. პაშინიანის პარტია, ხოლო 1/3 მიღებული ხმების შესაბამისად პროპორციულად გადანაწილდება დანარჩენ ორ პარტიაზე.

 

პარლამენტში ვერ მოხვდნენ ყოფილი მმართველი ძალა, რესპუბლიკური პარტია, ასევე, ჩვენთვის კარგად ცნობილი, დაშნაკციუთუნი.

 

ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიკოლ პაშინიანი საკონსტიტუციო უმრავლესობას კი არა, სრულად აკონტროლებს პარლამენტს და, თუ აქვს ასეთი გეგმები, უახლოეს პერიოდში შეეცდება მისთვის ძელსაყრელი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელოს.

 

რესპუბლიკური პარტია თავისივე მახეს წამოეგო და მის მიერვე დაწესებული 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.

 

საგარეო ვექტორის შეცვლა, როგორც ადრე დავწერე, როცა სომხეთში მთავრობა შეიცვალა, მოსალოდნელი არაა. აღარ განვმეორდები. რაც შეეხება საქართველოსთან ურთიერთობებს, რამდენიმე დღის წინანდელ ვრცელ ინტერვიუში, რომელიც ასევე დევს ჩემს გვერდზე, პაშინიანმა ცალკე გამოჰყო, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება.

 

მივადევნოთ თვალი, როგორ განვითარდება პროცესები.

 

გუშინ, ერთ-ერთ ცენტრალურ არხზე, მოვისმინე შეფასებები, რომ საქართველო რეგიონში დემოკრატიის თვალსაზრისით კარგავს ფლაგმანის პოზიციებს.

 

ასეც რომ იყოს, მაინც ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას. ამავე დროს, ჩვენი მეზობლები იგივეს არასდროს აღიარებენ, სულ რომ ჩამოიქცეს მათთან დემოკრატია. ასეთ შეფასებებს, ცენტრალური არხებზე, თვალს ადევნებს მსოფლიო მედია, ანალიტიკოსები და თემა იქმნება, ჩვენს საწინააღმდეგოდ, რომლის გაქარწყლებას დიდხანს მოვუნდებით.

 

ან რა მოხდა სომხეთში ისეთი განსაკუთრებული, რაც ჩვენ არ გვინახავს, აქ არ მომხდარა, ან არ მოხდება? თუ ყოველ 2-3 წელში რევოლუცია უნდა მოვაწყოთ?

 

ჩვენთან მიმდინარე პროცესებს არ ჩავუღრმავდები. სომხეთის ცვლილებებს კი დავაკვირდებით. ამ ეტაპზე გვაქვს რევოლუციური ფონი. არჩევნებს წინ უძღოდა ხმაურიანი დაკავებები, მ.შ. ექს-პრეზიდენტ რობერტ კოჩარიანის, მიუხედავად პუტინის მხარდაჭერისა და დაბადების დღის მილოცვისა. ეს ყველაფერი არჩევნების შედეგებზე ზეგავლენას ახდენს. არჩევნები ჩაატარა რევოლუციურ ფონზე მოსულმა მთავრობამ, რომელმაც ხალხის ზეწოლით აიძულა პარლამენტს თვითდაშლის გზით წასულიყო.

 

პარალელს საქართველოსთან გავავლებდი. 2003 წელს, ვარდების რევოლუციის შემდეგ, რევოლუციურ ფონზე ჯერ საპრეზიდენტო არჩევნები ჩავატარეთ, 97%-იანი შედეგით, შემდეგ კი, იმავე ტალღაზე, საპარლამენტო, ასევე პარლამენტზე სრული კონტროლის მოპოვებით.

 

საქართველოს მიერ 2003-დან განვლილი 15-წლიანი გზა ვიცით, რა გზას გაივლის სომხეთი, ვნახოთ. რა თქმა უნდა, ვისურვებდი მშვიდობიანად გაგრძელდეს სომხეთის განვითარება და გააგრძელონ გზა თავისუფლებისაკენ და დემოკრატიისკენ.

 

არ გამოვიდა ძალიან მოკლედ, თუმცა ვეცადე. იმედია, არ იყო ძალიან მოსაწყენი.

ტეგები: მსოფლიო
მსგავსი ტეგები
თურქეთის "სავაჭრო დემარში" რუსეთის წინააღმდეგ - ფაქტი და კომენტარი
March 23,2017
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების „პანდორის ყუთის“ შედეგი: დონალდ ტრამპი გეოპოლიტიკური თუ პოლიტიკური ენიგმა???
March 27,2017
“შავი ტრანზიტის“ პერსპექტივები - სამხრეთ კავკასიის კორიდორი და საქართველო
April 06,2017
„ახალი ცივი ომის“ აჩრდილი და მსოფლიო წესრიგის ფუნდამენტური ცვლილება - საქართველო სად არის???
May 15,2017
„ისლამური ხალიფატის“ საინფორმაციო-პროპაგანდისტული/კიბერ-ვირტუალური ომის სპეცეფიკა - „რბილი ძალის“ კონცეფტი
June 07,2017
თურქეთის ხელისუფლების გეოპოლიტიკური გამბიტის „ოპერატიული“ ასპექტები
August 02,2017
კავკასიის რეგიონში გეოპოლიტიკური აშლილობების დრამატიზებას უნდა ველოდოთ
January 05,2018
გეოსტრატეგიული აშლილობის საზღვარმა საქართველოს მხარეს გადმოიწია
January 23,2018
ვინ აკონტროლებს აზერბაიჯანი-სომხეთის ომს და ჩაერევა თუ არა თურქეთი კონფლიქტის მოგვარებაში?
February 22,2018
ახლა მთავარია მოლოდინი, განახორციელებს თუ არა აშშ სარაკეტო იერიშს
April 12,2018
ირან-ისრაელის ომის სცენარი: მითი და რეალობა
May 10,2018
"თურქეთის არჩევნების შედეგი მოსალოდნელი იყო"- ამირან სალუქვაძე
June 25,2018
რა რეაქციები მოჰყვა ტრამპი-პუტინის შეხვედას საზოგადოებაში
July 18,2018