დღის პოსტი
როგორ დავტოვეთ კოდორის ხეობა აფხაზეთში
სიმონ კილაძე ◯ December 05,2018

საქართველოს არმიის ქვედანაყოფები კოდორის ხეობაში, 2008 წლის აგვისტოს მდგომარეობითთ:

 

2008 წლის 8 აგვისტოსთვის კოდორის ხეობაში იმყოფებოდა თავდაცვის სამინისტროს ბრძოლისუნარიანი მე-5 ქვეითი ბრიგადის ძირითადი შემადგენლობა სრული აღჭურვილობით, აგრეთვე 400-კაციანი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაჯგუფება და ადგილობრივი მოსახლეობისგან შემდგარი მცირე რაზმები, სულ დაახლოებით 3 500 კაცი; ქართული სამხედრო შენაერთის შეიარაღებაში იყო ზალპური ცეცხლის საარტილერიო სისტემა "გრადი",”საჰაერო თავდაცვის თვითმავალი სისტემა "ბუკი", არაპირდაპირი ცეცხლის მისაბმელი ქვემეხები - ჰაუბიცები, ხელით გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსები "სტრელა", "იგლა" და სხვ. (ადგილობრივთა თქმით, შენაერთებს ორი ომის სამყოფი იარაღი ჰქონდათ). 
მთელ აფხაზურ არმიაში კი 8 აგვისტოსთვის 6 000 მეომარი იყო.


11 აგვისტოს, მთელი დღე აფხაზური მხარე ბლიცკრიგისთვის ემზადებოდა, შეიარაღებული ნაწილები იკავებდნენ საწყის პოზიციებს ზემო ლათის, ქვაბჩარის, ომარიშარას, აგრეთვე უღელტეხილების კალმრი-სუკის, ხიდა-სამხრეთ პრიუტის მიდამოებში. უკვე ცნობილი იყო, რომ კოდორის მიმართულებით სამხედრო ოპერაცია 12 აგვისტოს 5 საათზე უნდა დაწყებულიყო.

 

11 აგვისტოს ხეობაში შსს-ს დანაყოფის მეთაურმა, პოლკოვნიკმა იოსებ ქარჩაიძემ, ხელმძღვანელობასთან ზეპირი შეთანხმების თანახმად, გამოაცხადა, მოსახლეობის ევაკუაცია იგეგმებაო.


მართლაც, ქართული არმიის ნაწილებმა სასწრაფოდ დატოვეს კოდორის ხეობა.

 

ნოდარ ავიძბა, აფხაზი მოხალისე:


"დავიძარით აჟარისკენ, რომელიც ჩხალთიდან 7 კმ-შია. ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვდებოდა დაყრილი იარაღი, მათ შორის ავტომატები ბუშმასტერები”(სავარაუდოდ, M-4), ახალი ავტომობილები - კამაზები, ტრაქტორ-გრაიდერები, ფრანგული სამედიცინო მანქანები”("რენო"), კვადროციკლები, აგრეთვე ნატოს სტანდარტების ფორმები, რომლებსაც ინგლისურად ქართველი ჯარისკაცების გვარები ეწერა, ეყარა დოკუმენტები, საბრძოლო რუკები, რომელთა წაღება გაქცევის დროს დაავიწყდათ.

 

6 საათზე უკვე აჟარაში ვიყავით. სიჩუმე იყო. უცებ მოძღვარი გამოვიდა, გზაზე გადაგვიდგა, ხელები გაშალა და დაიგუგუნა, - სოფელს ნუ გადაწვავთო. კიდევ კარგი, ბერი მაინც ჰყავთ ვაჟკაცი ქართველებს-მეთქი, - გავიფიქრე უნებურად. ეკლესიის მახლობლად, ერთ სახლში ქართველების იარაღის საწყობი აღმოვაჩინეთ. ასაფეთქებელი პატრუქიც დავინახეთ. ეტყობა, თავიდან აფეთქებას აპირებდნენ... ვნახეთ ახალთახალი სამხედრო-საველე ჰოსპიტალი, მედიკამენტები, ქართული დროშებიც ვნახეთ - ძირს ეყარა. ვიღაცამ თქვა, - ესენი მაინც წაეღოთო. აჟარის თავზე საღამოს აფხაზური დროშა აფრიალდა... მერე გენწვიშისკენ ავიღეთ გეზი. ნაალაფარი მანქანებით ავედით და ნაალაფარივე იარაღით თავს ვიწონებდით. თან გვიკვირდა, - ამხელა შეიარაღების პატრონები როგორ გაიქცნენო.


ერთ საღამოს განმავლობაში კოდორის ხეობა - 864 კვადრატული კილომეტრი - თავისუფალი იყო ქართველებისგან".

და ამის შემდეგ ნაციონალები კიდევ ხმას იღებენ? 


ვაჰ, თქვენი (....)

ტეგები: პოლიტიკური თემა
მსგავსი ტეგები
რას უნდა ითვალისწინებდეს საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია (II ნაწილი)
April 03,2017
რას უნდა ითვალისწინებდეს საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია (I ნაწილი)
April 03,2017
ფარცხა-თოდრიზმი და შარდენზე განავლომა 22-ე საუკუნეში გამოცემულ განმარტებით ლექსიკონში
May 26,2017
,,მწარე რეალობა" - გურამ სანადირაძის ბლოგი
September 04,2017
მწარე რეალობა - დაველაპარაკოთ თუ არა რუსეთს?
September 04,2017
პოლიტ-მედია დრამატურგიაში ნინია კაკაბაძეს "განხეთქილების ვაშლი" არგუნეს
April 13,2018
ინსტიტუციური კრიზისი „ოცნებაში“ - პარტია თუ ისევ კლიენტელა?
April 19,2018
რატომ უნდა ავირჩიოთ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად
October 11,2018
როგორ ჩავატაროთ 2020 წლის არჩევნები და როგორ განვსაზღვროთ მისი ლეგიტიმურობა
December 03,2018