დღის პოსტი
ირან-ისრაელის ომის სცენარი: მითი და რეალობა
ვახტანგ მაისაია ◯ May 10,2018

ამა წლის 8 მაისს აშშ-ს ტრამპის ადმინისტრაციამ, ისრაელის პოლიტიკური ლობირების შედეგად მიიღო გადაწყვეტილება გამოვიდეს ე.წ. „ირანული პროგრამიდან“ და რომ აშშ-ს აჩერებს მონაწილეობას ე.წ. „ერთობლივი საყოველთაო სამოქმედო გეგმის“ პროგრამის ეგიდით განხორციელებულ ყველა პროექტში და ამით სრულად არღვევს იმ მიღწეულ შედეგებს, რომელიც განხორციელდა ე.წ. „ექვსეულის“ (5+1 ფორმატში: ჩინეთი, აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთის ფედერაცია და ირანის ისლამური რესპუბლიკა) ფარგლებში 2015 წელს. აშშ-ს ტრამპის ადმინისტრაციამ დაიტოვა გარკვეული უკან დახევის სივრცე, რადგანაც მან შემოიღო მხოლოდ 180 დღიანი სასანქციო რეჟიმი და ასევე მოითხოვა იმ ქვეყნებზე ახალი სანქციების დაწესება, რომლებიც ირანთან გააგრძელებენ თანამშრომლობას „ირანული პროგრამის“ შეჩერების შემდეგაც. პრინციპში ასეთი ახალი სანქციები აშშ-ს ადმინისტრაციამ უკვე გაავრცელა იმ თავდაცვითი ხასიათის საწარმოებზე, რომლებიც ეკუთვნით ჩინეთს, რუსეთს, ირანს და ჩრდილოეთ კორეას. ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება კიდევ უფრო გაართულოს ურთიერთობები ევროპელ სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ შორის დიდ ბრიტანეთთანაც, რადგანაც სამი ევროპული ჰეგემონი საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი კატეგორიულად წინააღმდეგნი არიან რათა „ირანული პროგრამა“ შეჩერდეს და ირანი კვლავ წავიდეს „თავისუფალ ცურვაში“. იმის ფონზე, რომ უკვე ფაქტიურად, ისევ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შესაბამისად, დაიწყო ე.წ. „სავაჭრო ომი“ აშშ-ს და ევროკავშირსა და ჩინეთს შორის პროტექციონალისტური პოლიტიკის გატარების გამო, რკინის იმპორტთან დაკავშირებით და ამით ამერიკული ეროვნული მანქანათმშენებლობის გადარჩენის მიზნით, აღნიშნული გადაწყვიტილება კიდევ უფრო გაარულებს და დაძაბავს ურთიერთობებს ამ აქტორებს შორის და შეიძლება შეიტანოს დიდი გეოპოლიტიკური დისონანსი ე.წ. „დასავლეთის“, როგორც ერთიანი გეოპოლიტიკური ცენტრის, ერთიანობაში. მოკლედ სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება რამოდენიმე მიმართულებით:


Ø  ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით, სირიისა და ლიბანის განხრით, რასაც შეიძლება მოყვეს აშშ-თურქეთის სტრატეგიული მოკავშირეობის დასასრული;

Ø  კავკასიის მიმართულებით, საქართველოს განხრით;

Ø  აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით, უკრაინის განხრით;

Ø  სპარსეთის ყურისა და სუბ-აფრიკის მიმართულებით, იმენის თემის გართულება და ირან-საუდის არაბეთის ომის რეალური სცენარი;


ამ სასცენარო მიმართულებებიდან, ცალკე თემაა, რომელიც განვითარდება ავტონომიურად, ისრაელის და ირანის პირდაპირი ომი, რომელსაც ექნება სავარაუდოდ ჯერ ლოკალური ხასიათის, თუმცა ეხლავე უკვე აშკარად გამოიკვეთება შეზღუდული სამხედრო კონფლიქტის იერსახე და უკვე აშკარად. უკვე ინტესნიურად გახდა ისრაელის „ცახალის“ მიერ ინტენსიურად სირიის პრო-ასადის მომხრე სამხედრო შენაერთების და ასევე პრო-ირანული შენაერთების და უშუალოდ ირანული „ისლამური დაცვის კორპუსის“ ნაწილების სამხედრო შეტევები და საჰაერო-სარაკეტო დაბომბვებმა მიიღო უკვე ინტენსიური ხასიათი და ახალი საბრძოლო თეატრის ზონაც კი გაჩნდა - ჰოლანის სიმაღლეები, რომელიც ყოველთვის იყო სირიისა და ისრაელის დაპირისპირების უშუალო მიზეზი. ამავე დროს, მეორე ანალოგიური საბრძოლო თეატრის ზონა შეიძლება გადაიქცეს ლიბანი, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგად პრო-ირანულმა „ჰეზბოლაჰმა“ კვლავ გაიმყარა საკუთარი პოზიციები და გაიყვანა პარლამენტში უმრავლესი მომხრე და დამატებით თავის სატკივარი გაუჩინა ისრაელის ხელმძღვანელობას. ისრაელის ხელმძღვანელობამ უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის ირანთან ომის დაწყებისთვის და ამისთვის უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯებიც, კერძოდ, მაისის დასაწყისში, ისრაელის პარლამენტმა - ქნესეთმა მიიღო გადაწყვეტილება მიანიჭოს ქვეყნის პრემიე-მინისტრს ბენიამინ ნეტანიახუს და თავდაცვის მინისტრს ავიგდორ ლიბერმანს, რომელიც წარმოშობით ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრციდანაა (კერძოდ, მოლდოვიდან), ომის დაწყების უფლება პალამენტის გვერდის ავლით. აღნიშნული კი ნიშნავს, რომ ისრაელი უკვე სრულად არის მზად არის საომრად და ისრაელ-ირანის მესამე ომის კონტურები სავსებით რეალურია და სავარაუდოდ ალბათ ამა წლის ივნილის ბოლოს-ივლისის დასაწყისში მოწმენი ვიქნებით ამ ომის განვითარებისა სამი მიმართულებით. პრინციპში რატომ იწყებს ისრაელი ომს ირანთან ამის ანალიზია საინტერესო და რატომ ლობირებდა ისრაელი აშშ-ს მიმართულებით, რომ ტრამპის ადმინისტრაციაც ჩართული ყოფილიყო ამ „გეოპოლიტიკურ ფერხულში“. ამისთვსი არსებობს კონკრეტული სამი გეოსტრატეგიული ანუ სამხედრო-სტრატეგიული მიზეზი:


1)      ირანი, რომელიც წარმოადგენს ისრაელის პირდაპირ სამხედრო საფრთხეს და რისკს ისრაელისთვის, რადგანაც ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკურ და ეროვნული უსაფრთხოების სტარტეგიებში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ ირანის ერთ-ერთი მიზანია ისრაელის, როგორც სახელმწიფოს ფიზიკურად განადგურება, მათ შორის სამხედრო საშუალებების მეშვეობითაც. ირანი პირველად, ისრაელის სახელმწიფოებრიობის არსებობის ისტორიაში 1948 წლის 14 მაისიდან მოყოლებული, მიადგა თავის უშუალოდ „მტერს“ სახელმწიფო საზღვართან და სირიის ტეროტორიაზე შექმნა საკმაოდ სერიოზული არა მარტო გეოპოლიტიკური, არამედ გროსტრატეგიული პლაცდარმი, სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსების კუთხით. ირანი უკვე მიებჯინა ისრაელს და ფაქტიურად შეუძლია ოპერატიულად და ტაქტიკურადაც „მიწვდეს“ ისრაელის შიდა ტერიტორიას და მოახდინოს პირდაპირი ინტერვენციაც კი, სულ მცირე მოაქციოს სარაკეტო-საარტილერიო დაბომბვების არეალში ისრაელის ჩრდილეოთ და აღმოსავლეთის პროვინციები. ეს უკვე წარმოადგენს ექზისტენციური საფრთხეს ისრაელისთვის, ირანის მხრიდან. თანაც ირანი არ არის იოლი მოწინააღმდეგე, არაბული კოალიციებისგან განსხვავებით, რადგანაც ირანელი სამხედროების საბრძოლო სულისკვეთება და საბრძოლო მომზადების დონე გაცილებით მაღალია და ათი თავით აღემატება მათ. მეორეს ერთიც, სწორედაც 2007 წლის სამხედრო კამპანიის პერიოდში „ცახალმა“ ფაქტიურად წააგო ომი პრო-ირანულ „ჰეზობლასთან“ პირველად თავის არსებობის ისტორიაში;


2)      ისრაელისთვის გაცილებით საშიშია მდგომარეობა ლიბანში, რაც გამოწვეულია „ჰეზბოლაჰის“ გამარჯვებით და ირან-„ჰეზპოლაჰის“ უშუალო სამხედრო კავშირი და კოორდინაცია მათი საბრძოლო ოპერაციების კი უფრო ზრდის ისრაელზე უკვე ალიანსური თავდასხმის ვარიანტებს, ანუ ამჯერად არაბულ კოალიციას, შეცვლის უკვე ირანული ანუ შიიტური ალიანსი, რომელსაც ასევე შეურთდებიან პალესტინური „ჰამასი“ და ასადის რეჟიმის სამხედრო შენაერთები, რომელთა რაოდეობაბამაც მიაღწია უკვე 80 ათასს ადამიანს;


3)      ამავე დროს ირანს გაიჩნდა საკმაოდ სერიოზული სამხედრო მოკავშირე რუსეთის ფედერაცია, რომელიც უკვე სერიოზული საფრთხეა ისრაელისთვის, რადგანაც რუსეთის სამხედრო-ტექნიკური მხარდაჭერა და თუნდაც სამხედრო კონსალტინგის თემა კიდევ უფრო ზრდის ამ საფრთხეს, თანაც იმ ფონზე, რომ რუსეთმაც შექმნა საკმაოდ ძლიერი სამხედრო პლაცდარმი და ფაქტიურად სირიიდან ამერიკული სამხედრო გავლენა დაიყვანა თითქმის ნულის დონეზე.  

 

 

ფაქტიურად მართლდება ჩემი პროგნოზი, რომელიც მე გავაკეთე რამოდენიმე წლის წინათ და რომელზეც მე ვწერდი საკმაოდ დეტალურად, და ამიტომაც კიდევ ერთხელ მინდა გავახსენი ჩვენს მკითხველს აღნიშნული სცენარის ვარიანტი, რომელიც უკვე შეიძლება რეალურად განხორციელდეს (აღნიშნული ბლოგი დაწერილი იყო 2014 წელს და როგორც ჩანს სწორედ ასე განვითარდება მოვლენები):

 


ამ ბოლო დროს საერთაშორისო მას-მედიის საშუალებებით,  ისრაელის მთავრობა თურქეთთან მოლაპარაკებას აწარმოებს, რათა თურქეთიდან ირანის ატომური ობიექტების დაბომბვა განახორციელოს. მანამდე კი გავრცელდა ისრაელის გენერალური შტაბის უფროსის ბენი განცის განცხადება: „ისრაელის არმია მზად არის განახორციელოს დარტყმა ირანის ბირთვულ სისტემაზე და ამავდროულად ომი დაიწყოს სირიასა და ლიბანში. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ მომენტში განვახორციელოთ დარტყმა, ირანის ბირთვულ ობიექტებზე და ამავდროულად ვეომოთ სირიასა და ლიბანს. მე არ ვფიქრობ რომ ეს ხვალ მოხდება, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ მზად ვართ". ასეა თუ ისე ისრაელი უკვე მივიდა იმ ზღვრამდე, რომელიც აიძულებს მას იმოქმედოს ისე, როგორც ამ ქვეყანამ იმოქმედდა 1981 წლის 7 ივნისს ოზირაკის ბირთვული კვლევების ობიექტზე ერაყში. მხედველობაში ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ განხორცილებული მოულოდნელი საჰაერო დარტყმა, ანუ საჰაერობლიცკრიგი“. ისრაელის ამგვარი გეოპოლიტიკური დილემა გაჩნდა მას შემდეგ, რაც სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა მეზობელ სირიაში და ეს ქვეყანა ჩაეფლო სამოქალაქო ომის მორევში.

 


ბუნებრივია, რომ სირიაში გადაიკვეთა ასევე ირანის გეოსტრატეგიული ინტერესებიც, რადგანაც თუკი ირანისთვის მოკავშირე ალავიტური მმართველი ასადის დინასტიური რეჟიმი დაეცემა, მას მოყვება სუნიტური ორიენტაციის ისლამური რადიკალური ჯგუფების გააქტიურება (ანუ გათამაშდებაერაყულისცენარი, რაც გულისხმობს შიიტური მოსახლეობის უფლებების შეზღუდვა); აშშ- მიერ ირანის წინააღმდეგ .. „ანაკონდისსტრატეგიის ხელშეწყობა (აშშ- ხელისუფლება, განსაკუთრებით წინა ადმინისტრაცია ცდილობდა ამ კონცეფციისმარყუჟისგადმოსროლას სამხრეთ კავკასიის მიმართულებითაც); სირიაში შეიძლება მოვიდეს სათავეში პრო-ამერიკული ხელისუფლება, რაც ავტომატურად გამოიწვევს ირანისთვის სტრატეგიული მოკავშირის დაკარგვას ისრაელთან გეოპოლიტიკურ ბრძოლაში (აღნიშნული მიდგომა შეადგენს ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტურ პრინციპს); სირიაში ასადის რეჟიმის დაცემა გამოიწვევს ირანისთვის გეოპოლიტიკური პლაცდარმის დაკარგვას ახლო აღმოსავლეთის მთელ რეგიონში, განსაკუთრებით თეირანისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას წარმოადგენს ლიბანსა და პალესტინის ავტონომიურ მხარეებში (განსაკუთრებით ღაზას სექტორში) შიიტური რადიკალური ისლამური პოლიტიკური მოძრაობებისჰამასისადაჰეზბოლახის“-თვის სამხედრო-პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა, რაც ხორციელდებოდა სირიის მეშვეობით. მოკლედ სირიაში არსებულმა სამხედრო-პოლიტიკურმა არეულობამ და კრიზისმა ირანის ისლამური რესპუბლიკის ავტოკრატიულ-თეოკრატიული რეჟიმს შეუქმნა არსებობის რეალური საფრთხე. ბუნებრივია ამას მოჰყვა ირანის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა - ირანის ისლამური გუშაგთა კორპუსის შეზღუდული კონტიგენტის შეყვანა სირიაში, სირიის შიიტური მოსახლეობისათვის სამხედრო დახმარების აღმოჩენა და ტერიტორიული თავდაცვის რაზმების ჩამოყალიბებაში დახმარების გაწევა, სხვადასხვა ტიპის შეიარაღების მიწოდება ასადის რეჟიმისთვის და .. ბუნებრივია სირიაშიირანულმაფარულმა ექსპანსიამ გამოიწვია პალესტინასა და ლიბანის ტერიტორიებზეჰამასისადაჰეზბოლახისდაჯგუფებების გააქტიურება და ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო რიტორიკისა და საქმიანობების ინტენსიურობის გაზრდა. ამასთან ერთად, ირანმა დაიწყო თავისი ბირთვული პროექტის დაჩქარებული ტემპებით განვითარება (ოფიციალური თეირანი მიუახლოვდა ბირთვული იარაღის შექმნის ხორცშესხმას დაახლოებით 90%-ით) და სათანადო სამხედრო ტექნოლოგიების გაუმჯობესება, მათ შორის დამრტყმელი სარაკეტო სისტემების. სხვადასხვა მოსაზრებებით და ინფორმაციებით, ირანი უკვე ზაფხულში დაასრულებს ახალი ტიპის ბალისტიკური რაკეტის შექმნის პროექტს და განახორციელებს მის გამოცდას. აღნიშნული ფაქტი კი უქმნის რეალურ საფრთხეს თვით ისრაელის არსებობასაც კი, რადგანაც თეირანის მიერ დაჩქარებული ტემპებით ბირთვული იარაღის და ახალი სარაკეტო ტექნოლოგიების შემუშავება, თანაც სირიაში არსებული არაპროგნოზირებადი სამხედრო-პოლიტიკური ვითარება, კიდევ უფრო ამძიმებს ისრაელის გეოპოლიტიკურ მდგომარეობას. ამიტომაც ისრაელის სამხედრო-სტრატეგიული ხელმძღვანელობა ჩქარობს ასეთ ვითარებას დაასწროს და განახორციელოს პრევენტიული დარტყმები ირანის ბირთვულ და სამხედრო-სამრეწველო იმ ობიექტებს, სადაც სარაკეტო ტექნოლოგიების განვითარება ხორციელდება.

 

ამაში მას ნეოკონსერვატიული პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს პოლიტიკური ხელისუფლება ხელს უწყობს. ამასთან ერთად, ისრაელის ასეთი გააქტიურება გროსტრატეგიის შემუშავების საქმეში და თუნდაც სამხედრო ტიპის მუქარის გაჟღერება აიძულებს აშშ- ამჟამინდელ ადმინისტრაციას დაუბრუნდეს იმ მილიტარისტულ რიტორიკას, რომელსაც ის ახორციელებდა 2012 წლის მეორე ნახევარში ირანის წინააღმდეგ. რათქმაუნდა აღნიშნული ურთულესი გეოსტრატეგიული აშლილობის ფონზე, რომელიც დგეს შეიმჩნევა ახლო აღმოსავლეთში, ისრაელის წინაშე დგება სასიცოცხლო ეროვნული ინტერესების დაცვის და სათანადო სამხედრო სტრატეგიის განხორციელების ეტაპი. ამისთვის კი წინამოსამზადებელი ეტაპის აღსრულება უკვე ძალაშია, რადგანაც ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერირანული ოზირაკისმისიის შესრულებას სჭირდება, ძირითადად, სამი ქვეყნის საჰაერო სივრცის გადაკვეთა: თურქეთის, სირიის (და ნაწილობრივ ერაყის) და საუდის არაბეთის. როგორც ჩანსცახალისშეიარაღებაში უკვე მოიპოვება ურანიუმის ელემენტებით გამდიდრებული.

 

 

ტეგები: მსოფლიო
მსგავსი ტეგები
თურქეთის "სავაჭრო დემარში" რუსეთის წინააღმდეგ - ფაქტი და კომენტარი
March 23,2017
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების „პანდორის ყუთის“ შედეგი: დონალდ ტრამპი გეოპოლიტიკური თუ პოლიტიკური ენიგმა???
March 27,2017
“შავი ტრანზიტის“ პერსპექტივები - სამხრეთ კავკასიის კორიდორი და საქართველო
April 06,2017
„ახალი ცივი ომის“ აჩრდილი და მსოფლიო წესრიგის ფუნდამენტური ცვლილება - საქართველო სად არის???
May 15,2017
„ისლამური ხალიფატის“ საინფორმაციო-პროპაგანდისტული/კიბერ-ვირტუალური ომის სპეცეფიკა - „რბილი ძალის“ კონცეფტი
June 07,2017
თურქეთის ხელისუფლების გეოპოლიტიკური გამბიტის „ოპერატიული“ ასპექტები
August 02,2017
კავკასიის რეგიონში გეოპოლიტიკური აშლილობების დრამატიზებას უნდა ველოდოთ
January 05,2018
გეოსტრატეგიული აშლილობის საზღვარმა საქართველოს მხარეს გადმოიწია
January 23,2018
ვინ აკონტროლებს აზერბაიჯანი-სომხეთის ომს და ჩაერევა თუ არა თურქეთი კონფლიქტის მოგვარებაში?
February 22,2018
ახლა მთავარია მოლოდინი, განახორციელებს თუ არა აშშ სარაკეტო იერიშს
April 12,2018
"თურქეთის არჩევნების შედეგი მოსალოდნელი იყო"- ამირან სალუქვაძე
June 25,2018
რა რეაქციები მოჰყვა ტრამპი-პუტინის შეხვედას საზოგადოებაში
July 18,2018
ნიკოლ პაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლის მარათონი დასრულდა
December 10,2018