დღის პოსტი
პოლიტ-მედია დრამატურგიაში ნინია კაკაბაძეს "განხეთქილების ვაშლი" არგუნეს
დავით ზარდიაშვილი ◯ April 13,2018

 

ძალიან სახალისოა, რომ დღევანდელ პოლიტ, უფრო სწორედ - მედია-დრამატურგიაში ნინია კაკაბაძეს "განხეთქილების ვაშლი" არგუნეს...

 

...გავიხსენოთ, რომ კლასიკური გაგებით "განხეთქილების ვაშლი" ოქროს ვაშლია, წარწერით "უმშვენიერესს", რომელიც ქალღმერთთა შორის ყველაზე მშვენიერს უნდა რგებოდა; ბერძნულ მითოლოგიაში ღმერთებს შორის დავა, თუ ვინ უნდა ყოფილიყო ამ ვაშლის ღირსი - ჰერა, ათენა თუ აფროდიტე, ბედისწერით სწორედ მოკვდავს - ტროას უფლისწულ პაროსს უნდა გადაეწყვიტა; მანაც ეს საღმრთო დავა ასე გადაწყვიტა: ვაშლი აფროდიტეს არგუნა, ოღონდ ობიექტურად და უანგაროდ კი არა, არამედ იმ მაცდუნებელი დაპირების ფასად, რომ ეს ქალღმერთი დაეხმარებოდა პაროსს ყველაზე უფრო მომხიბლავი მოკვდავი ქალის - სპარტის მეფე მენელასოსის ცოლის, მშვენიერი ელენეს მოტაცებაში. აფროდიტე მართლაც დაეხმარა, მაგრამ შედეგი საბედისწერო იყო - ტროას ომი და მისი სრული დაქცევა; რასაკვირველია, ეს ღვთაებრივი მითი მსოფლიოს ისტორიის მამოძრავებელი ერთ-ერთი უდიადესი დრამაა, რომელიც ხვადასხვა ფორმით მრავალგზის განმეორებულა, როგორც რეალურად, ასევე ვირტუალურადაც - მსოფლიო ხელოვნებაში ...

 

როგორც ჩანს, ნინია კაკაბაძეს სწორედ "განხეთქილების ვაშლი" ერგო, მაგრამ ამ ვაშლს "უმშვენიერესს"კი არა, არამედ სულ სხვა რამ აწერია. ალბათ ეს: "ულიბერასტესს";

 

ულტრა-თანამედროვე ქალები ხომ სწორედ ამ ტიტულისათვის იკლავენ თავს? ჰოდა, როგორი აფროდიტე ან მშვენიერი ელენეც არის ულიბერასტესი ნინია, ისეთივე გმირები: პაროსი, აგნამენონი, მენელაოსი, ჰექტორი, აქილევსი და ა.შ. ახვევიან თავს...

 

ცხადია, სათქმელადაც არა ღირს, რომ ამ ე.წ. განხეთქილებას არა თუ რაიმე დრამა, ფარსიც კი არ მოჰყვება. ხოლო მსგავს უბადრუკსა და უშინაარსო წარმოდგენაში ტროას, ე.ი. ამ შემთხვევაში "ოცნების"ომსა და მის დაქცევას, მხოლოდ სულელები თუ ნახავენ სიზმარში...

ტეგები: პოლიტიკური თემა
მსგავსი ტეგები
რას უნდა ითვალისწინებდეს საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია (II ნაწილი)
April 03,2017
რას უნდა ითვალისწინებდეს საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია (I ნაწილი)
April 03,2017
ფარცხა-თოდრიზმი და შარდენზე განავლომა 22-ე საუკუნეში გამოცემულ განმარტებით ლექსიკონში
May 26,2017
,,მწარე რეალობა" - გურამ სანადირაძის ბლოგი
September 04,2017
მწარე რეალობა - დაველაპარაკოთ თუ არა რუსეთს?
September 04,2017
ინსტიტუციური კრიზისი „ოცნებაში“ - პარტია თუ ისევ კლიენტელა?
April 19,2018
რატომ უნდა ავირჩიოთ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად
October 11,2018
როგორ ჩავატაროთ 2020 წლის არჩევნები და როგორ განვსაზღვროთ მისი ლეგიტიმურობა
December 03,2018
როგორ დავტოვეთ კოდორის ხეობა აფხაზეთში
December 05,2018