ილჰამ ალიევმა სომხეთის დედაქალაქ ერევანს აზერბაიჯანის ისტორიული ტერიტორიული ნაწილი უწოდა. მისი თქმით, ერევანი აზერბაიჯანის სტრატეგიული სამიზნეა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა მმართველი პარტია "ახალი აზერბაიჯანის" VI ყრილობაზე ისაუბრა.
ალიევი მთიანი ყარაბაღის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში უნდა დარეგულირდეს.
ახლა, აზერბაიჯანში წინასაარჩევნო პერიოდია. ამ ქვეყნისთვის, ისევე როგორც საქართველოსა და უკრაინისთვის, ყველაზე აქტუალური ტერიტორიული მთლიანობის საკითხია. ამასთანავე, რა თქმა უნდა, ეკონომიკაც და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაც. ალიევმა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზესც ისაუბრა, მაგრამ ყარაბაღის თემაზე უფრო მაღალი ნიშა აიღო, ვიდრე სომხებს აქვთ. რუსეთი ამბობს, რომ ყარაბაღი შეიძლება გაიყოს ამ ორ მზობელ ქვეყანას შორის, მაგრამ ალიევმა კი არ გაყო, არამედ ერევანიც ჩვენიაო. ამ განცხადებამ ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია, როგორც აზერბაიჯანის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. შეიძლება ითქვას, რომ ალიევის ამ განცხადებამ მიზანს მიაღწია.
სანამ ყარაბაღის კონფლიქტი დაკონსერვებულია, მანამ სულ არის საფრთხე, რომ ყოველ წუთს განახლდეს. რა ხარისხით და მიზეზით განახლდება,ამას უკვე არსებული მნიშვნელობა არ აქვს, რადგან, ამ კონფლიქტს რუსეთი აკონტროლებს, როგორც თვითონ სჭირდება. თუმცა ვფიქრობთ, რომ აზერბაიჯანში იზრდება მისივე სტრატეგიული პარტნიორის, - თურქეთის გალენა. თურქეთიც ჩაერევა და ალბათ გადამწყვეტ სიტყვას იტყვის აღნიშნული კონფლიქტის მოგვარებაში.
ვინ აკონტროლებს აზერბაიჯანი-სომხეთის ომს და რა გავლენას მოახდენს ეს კონფლიქტი საქართველოსა და მსოფლიოზე?
სამეზობლოში კონფლიქტი არასოდეს არ არის კარგი. ნებისმიერი ომი და კონფლიქტი მეზობელი ქვეყნების ეკონომიკაზე ახდენს გავლენას. ამას მოჰყვება თანმდევი პროცესები, ოპოზოციისა და პოზიციის მოსაზრებები. მოუგვარებელი და გადაუჭრელი პრობლემები შეიძლება არ იყოს, მთავარია დროზე მოხდეს რეაგირება. თუმცა, განსაკუთრებულ კონფლიქტს არ ველით.
არსებულ სიტუაციაში საქართველომ არავის მხარე არ უნდა დაიჭიროს. ჩვენ ინიციატივა უნდა გამოვიჩინოთ, რომ ორივე მხარე მოვიწვიოთ თბილისში, ამოვიღოთ არქივიდან უნიკალური, ისტორიული მასალები სამართლიანობის აღსადგენად და სიმართლე ვთქვათ. ამ სიმართლის მიხედვით უნდა შევთავაზოთ, რომ გადაწყვეტილება თვითონ მიიღონ. კონფლიქტში არ არსებობს აბსოლუტურად მართალი მხარე.