დღის პოსტი
„ახალი ცივი ომის“ აჩრდილი და მსოფლიო წესრიგის ფუნდამენტური ცვლილება - საქართველო სად არის???
ვახტანგ მაისაია ◯ May 15,2017

 

მიმდინარე საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენების ფონზე, საქართველოში ყველაფრეზე მსჯელობენ და არა იმ ძირითად ტენდენციებზე, რომლებმაც უკვე შეცვალა მსოფლიო წესრიგის მოწყობა და ის გახადა მულტიპოლარული, უნიპოლარულობის ანუ მონოპოლარულობის მაგივრად, სადაც აშშ-ს გეოპოლიტიკური ჰეგემონობა იყო უპირობო და მთავარი დომინანტური ფაქტორი ასეთი სახის მსოფლიო წესრიგის, რომელიც დაიწყო გეოპოლიტიკური ტრანზიციის შემდეგ, რომელის კლასიკური „ცივი ომის“ შემდეგ დაიწყო - 1991-1999 წლებში.

 

უკვე 1999 წლიდან აშშ-მ შესძლო გლობალური მართვის სადავეების ხელში ჩაგდება, განსაკუთრებით ჯორჯ ბუშ-უმცროსის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული „ტერორიზმთან გლობალური ომის“ სტრატეგიის განხორციელებისთანავე. ასეთი მოდელი, ანუ აშშ-ს გლობალური ჰეგემონობა და მონოპოლარული მსოფლიოს წესრიგის მოდელი გაგრძელდა 2014 წლამდე, მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ განახორციელა უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ყირიმის ნახევრაკუნძულის ოკუპირება ე.წ. „ჰიბრიუდლი ომის“ მეშვეობით და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმისა და პრინციპის უგულებელყოფით მოახდინა მისი ანექსია, რამაც, შემდეგ გამოავლინა საკუთარი ამბიცია უკვე მსოფლიო ჰეგემონობისკენ. რა თქმა უნდა, აშშ-ს და მთლიანად „დასავლეთის“ (ტერმინი „დასავლეთის“ გეოპოლიტიკური ფორმულა შეიძლება გამოიხატოს შემდეგნაირად: ნატო+ევროკავშირი+“დიდი შვიდეული“+ავსტრალია) მხრიდან სავსებით ლოგიკურად დაიწყო ეკონომიკური ბლოკადის განხორციელება რუსეთის წინააღმდეგ და პროცესებმა მიიღო „ახალი ცივი ომის“ პრეცდენტის სურათი (ტერმინი „ახალი ცივი ომი“ შემოიტანა პოლიტიკურ ლექსიკონში ცნობილმა ლიბერალმა ჟურნალისტმა ედუარდ ლუკასმა, მისი ერთსახელიანი წიგნის მიხედვით, რომელიც გამოვიდა 2015 წელს).

 

სწორედ ამ დაპირისპირების ფონზე გაიზარდა ევროკავშირის, როგორც ცალკე მდგომი გეოპოლიტიკური გავლენის ცენტრის, ანუ მსოფლიო დომინანტი აქტორის როლი საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში და ამ პროცესს ხელი არ შეუშლია ე.წ. „ბრექზიტის“ ანუ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესზეც, რადგანაც, დიდი ბრიტანეთი კვლავ რჩება საერთო ევროპული და უსაფრთხოებს პოლიტიკის (ESDP – European  Security and Defense Policy) პრინციპებთან და აქედან გამომდინარე, ევროკავშირმა კიდევ უფრო გააფართოვა თავისი გეოპოლიტიკური მიზნების განხორციელება და დაიწყო აქტიური საგარეო პოლიტიკური კურსის გატარება, რაც მოიცავდა საქართველოსთვის და ალბათ უახლოეს პერიოდში უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას და მათთან ასოცირებული შეთანხმების გაფორმებას.

 

ამავე დროს, ევროკავშირმა ასევე გააფართოვა თავისი საქმიანობა ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის მიმართულებით. აშშ-ში ახალი ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლამ და მისმა ნეო-იზოლაციონალისტურმა საგარეო პოლიტიკის ნიშნებმაც -  ტრანს-წყნარი ოკეანეთის ხელშეკრულებიდან გამოსვლა და წყნარი ოკეანთის საერთაშორისო ფორუმის დაბლოკვა, ნაფტას გაერთიანებიდან გამოსვლა (აშშ-მექსიკა-კანადის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება), ე.წ. „შერჩევითი ჩარევის“ პრინციპის შემოღება, აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტის - საერთაშორისო დახმარებების პროგრამის შეკვეცა სოლიდური მაჩვენებლით, „პროტექციონისტური“ ეკონომიკური პოლიტიკის რეალიზაცია და ა.შ. - თავისი წვლილი შეიტანეს ამერიკული მონოპოლარული მსოფლიო წესრიგის რღვევაში. თუმცაღა ტრამპის ახალმა ადმინისტრაციამ თავი არ დაანება რუსეთის ეკონომიკური ბლოკადის პოლიტიკას და რეგიონულ დონეზე საკუთარი ეროვნულ ინტერესებზეც არ თქვა უარი - ამაზე მეტყველებს თუნდაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის წარმატებული ვიზიტი აშშ-ში და მისი შეხვედრა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსისთან და მნიშვნელოვანი ორხმრივი შეთანხმების გაფორმება უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში  და ასევე კონგრესისა და ადმინისტრაციის შესაბამისი საკანონმდებლო და აღმასრულებელი აქტების დამტკიცება, რომელიც ითვალისწინებს ეკონომიკური სანქციების გამოცხადებას იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც გაბედავენ და შეუერთდებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ოფიციალური აღიარების პოლიტიკას. აშშ-მ ასევე გაამკაცრა საკუთარი პოზიციები ახლო აღმოსავლეთისა და კორეის ნახევარკუნძულის რეგიონებში. ამიტომაც, აშშ და ევროკავშირი დარჩნენ მსოფლიო წესრიგის განსაზღვრელი ფიგურანტები და აქტორები, თუმცა მათი გეოპოლტიკური „პასიონარიზმი“ ერთგვარად გახდა შედარებით სუსტი.

 

 

თავის მხრივ, რუსეთის ფედერაციამაც დაიწყო საკუთარი გლობალისტური პროექტების განხორციელება - სირიაში და მთლიანად ახლო აღმოსავლეთში და შემდეგში განახორციელა ერთგვარი მცირე ექსპანსია უკვე მაღრიბი-აფრიკის მიმართულებითაც. სირიაში რუსეთმა დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენცია და შეძლო ახალი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის შექმნა: მოსკოვი-თეირანი-ბაღდადი-დამასკი (ბაშარ ასადის რეჟიმი) ძირითადად „ისლამური სახალიფოს“ (ანუ „დაიშის“) წინააღმდეგ ე.წ. „წინსწრები თავდაცვის დოქტრინის“ ფარგლებში, მაგრამ ფარულად ეს იყო აშშ-ს საწინააღმდეგოდ. ამას გარდა, თავის 2016 წელს მიღებულ ახალ სამხედრო დოქტრინაში კრემლმა დააბრუნა  „სტრატეგიული ბირთვული დარტყმის“ მიყენების პრინციპი და იმავე დოქტრინის ერთ-ერთ პარაგრაფში დააფიქსირა ეკონომიკური უსაფრთხოების მისაღწევად შეიარაღებული ძალების გამოყენების აუცილებლობაც.

 

ამას გარდა, რუსეთმა გაზარდა სამხედრო ხარჯები ახალი ტექნიკის და შეიარაღების ათვისების მიმართულებით დაახლოებით 40%-ით და გასულ წელს გავიდა მესამე ადგილზე მსოფლიოში სამხედრო ასიგნების მიხედვით. ამასთან ერთად, ამ ეტაპზე ეკონომიკური ბლოკადის მიუხედავად, რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული სავალუტო რეზერვებმა მიაღწია 402 მლრდ. ამერიკულ დოლარამდე. „ახალი ცივი ომის“ პირობებში რუსეთი გადავიდა აგრესიულ სამხედრო სტრატეგიაზე რაც, უქმნის პირდპაირ სამხედრო მუქარას ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთს, რომლებიც, არიან ნატოს წევრი-ქვეყნები. ამის საპასუხოდ ნატომ 1988 წლის შემდეგ პირველად აამოქმედა ვაშინგტონის ხელშეკრულების მეხუთე მუხლი ანუ „კოლექტიური თავდაცვის“ პრინციპი, როდესაც მანამდე ჩრდილოატლანტიკური ალიანსი იყენებდა „არა-მეხუთე მუხლით“ გათვალისწინებულ ვალდებულებებს, რომლებიც მოიცავენ „კრიზისების მართვის“ ოპერაციებში ჩართულობას. რუსეთმა სამივე დონეზე აამოქმედა თავისი გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ინსტრუმენტები - გლობალურ დონეზე: დაპისრისპირება აშშ და ნატოსთან (მის ეროვნული უსაფრთხოების 2015 წლის ახალ ვარიანტში მე-16 და მე-17 პარაგრაფებში მთავარ მოწინააღმდეგებად მოიაზრებიან აშშ და ნატო, ხოლო მეშვიდე პარაგრაფში პირდაპირ არის დაფიქსირებული რუსეთის ფედერაციის როლის ამაღლება მსოფლიო წესრიგის მოწყობის საქმეში და მისი მულტიპარული მოდელის მიღწევა, რაც უკვე შესრულდა).რეგიონულ დონეზე - რუსეთი კვლავაც აგრძელებს თავის ჰეგემონისტულ პოლიტიკას კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, მათ შორის ავღანეთშიც (რუსეთი უკვე არც მალავს იმ ფაქტს, რომ ის აწვდის შეიარაღებას „თალიბანის“ მოძრაობას და ამით აყენებს დარტყმას ნატოს და აშშ-ს გეოსტრატეგიულ ინტერესებს ამ ქვეყენაში და შემთხვევით არ არის ფაქტი, რომ აშშ-ს გენერალიტეტი ითხოვს სამხედრო კონტინგენტის გაზრდას ავღანეთში). ამავე დროს, ოფიციალურმა მოსკოვმა სწორედ „ჰიბრიდული ომის“ ელემენტების გამოყენებით შესძლო, სერიოზული დარტყმის მიყენება აშშ-სთვის, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, შეიტანა პოლიტიკური არასტაბილურობის ნიშნები აშშ-ს მონოლითურ პოლიტიკურ სისტემაში, იმის მიუხედავად, რომ დონალდ ტარმპი რა თქმა უნდა არ არის კრემლის ფავორიტი და იგი წარმოადგენს საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გამტარებელ პოლიტიკოსს. ესეც რუსეთის გლობალისტური ჰეგემონიისკენ გადადგმული ერთ-ერთი სერიოზული ნაბიჯი იყო, თუნდაც „ქვადროპოლარული“ მსოფლიო წესრიგის დამყარების საქმისთვის. რუსეთი საკუთარი გლობალური გეოპოლიტიკური მიზნების და ამოცანების მისაღწევად აპირებს გამოიყენოს ისეთი მის ეგიდით დაარსებული გეოპოლიტიკური გაერთიანებები, როგორებიცაა: ევრაზიული კავშირი, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია და ჩინურ-რუსული პროექტი „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია“.

 

კავკასიის რეგიონში კი მისთვის გარკვეული სასურველი გეოპოლიტიკური ფონის შეკვრით - თურქეთ-ირანი-რუსეთის სტრატეგიული თანამშრომლობის მიღწევითა და სამხედრო მზაობის უპრეცენდენტო გაზრდით, ცენტრალურ კავკასიაში გამოიწვია: ოკუპირებულ აფხაზეთის ტერირიაზე ახალი სამხედრო დაჯგუფების შექმნა და სომხურ-რუსული ახალი სამხედრო გაერთიანებული ჯგუფის ჩამოყალიბება - სომხური მეხუთე საარმიო კორპუსისა და რუსული 102-ე სამხედრო ბაზის საფუძველზე, ისევე როგორც ცხინვალის რეგიონში პირდაპირი სამხედრო ანექსიის განხორციელება და საქართველოსთვის ახალი საფრთხის - ირედენტიზმის თავსმოხვევა და ამით გეოსტრატეგიული სამკუთხედის შეკვრა: სოხუმი-ცხინვალი-გიუმრის სტრატეგიული და რაიონების „სამკუთხედის“ ჩამოყალიბებით. ამავე დროს, კრემლმა თავის გეოპოლიტიკურ ლექსიკონში დააბრუნა ოფიციალური მოსკოვის მიერ საგარეო-პოლიტიკური მოხმარებისთვის განკუთვნილი ძველი ტერმინი „Закавказье“ (იხილეთ 2016 წელს კრემლის მიერ მიღებული საგარეო პოლიტიკური კონცეფციის ახალი ვარიანტის 59-ე პარაგრაფი, რომელიც პირდაპირ საქართველოს საკითხს ეხება და დაკავშირებულია შენდეგნაირად: „Россия заинтересована в нормализации отношении с Грузией в тех сферах, которых к этому готова Грущинская сторона, при учете политических реалий, сложившихся в Закавказье“). ამას მოყვა უკვე „ჰიბრიდული ომის“ ფორმატში განხორციელებული სამი კონკრეტული ინსტრუმენტის ამოქმედება საქართველოს წინააღმდეგ:

 

Ø  რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ცინიკური ვიზიტი ოკუპირებული აფხაზეთში და მისი „სიგნალური დიპლომატიის“ ფარგლებში გაკეთებული განცხადება „აფხაზური რკინიგზის“ ამოქმედების შესახებ, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს რუსეთის გეოსტრატეგიულ ამოცანებს არა მარტო ცენტრალურ კავკასიის, არამედ ახლო აღმოსავლეთში და კიდევ უფრო გააძლიერებს რუსული რეგიონული ბლოკის პოტენციალს (მოსკოვი-თეირანი-ბაღდადი-დამასკო) და ხელს შეუწყობს „დასავლეთის მხრიდან“ ეკონომიკური ბლოკადის გარღვევას;


Ø  რუსეთის ზომიერი ოპოზიციონერის და ოლიგარქის, მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის უცაბედი „არაოფიციალური“ ვიზიტი საქართველოში, რომელმაც კიდევ უფრო გაახმოვანა ოფიციალური კრემლის მესიჯი საქართველოს მიმართულებით მისი საგარეო-პოლიტიკური კურსის შეცვლის პერსპექტივით და ამით ლუჟოვმა ჩაიწერა „ქულები“ ვლდიმერ პუტინის მიმართულებით, რომელიც, ალბათ „შეიწყალებს“ გაქცეულ ოლიგარქს სამშობლოში დაბრუნებისთვის;


Ø  კრემლის კონკრეტული ინსტრუმენტის „ჰიბრიდული ომის“ წარმოებისას (ე.წ. „მწვანე კაცუნებთან“ ერთად) „ღამის მგლების“ არაოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რომლებიც სხვათაშორის, ახმეტის რაიონშიც კი დაფიქსირდნენ, პანკისის ხეობის სიახლოვეს სოფელ რუისპირში და რა თქმა უნდა არა ჩვეულებრივი „ტურისტული“ მიზნებისთვის - იხილეთ ამის დამადასტურებელი ფოტოებიც.

 

 

 

 

ასეთ გეოპოლიტიკურ კონფიგურაციაშიც უკვე იკვეთება თანამედროვე მსოფლიო წესრიგის მეოთხე ფიგურანტი - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.

 

ჩინეთმა კარგად გამოიყენა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ წყნარი ოკეანეთის ფორუმიდან გასვლის ფაქტორი და უკვე რამოდენიმე დღის წინ, გამართა და განახორციელა ახალი ინიციატივა - საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი „ერთი სარტყელი - ერთი გზა“, რომელიც, არის ფაქტიური დიდი ევრაზიული სივრცის ათვისების და ე.წ. „აბრეშუმის გზის“ სტრატეგიის განხორციელების პროექტი. ფაქტიურად ყალიბდება ჩინეთის პრეზიდენტის ხუ ძინტაოს მიერ წამოყენებული, ჩინური გეოეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება, სადაც ჩინეთი აპირებს დააბანდოს სულ მცირე 14 მლრდ. ამერიკული დოლარი და კიდევ უფრო გააფართოვოს „აბრეშუმის გზის ფონდის“ აქტივები, რომელიც, უკვე მოიცავს 40 მლდრ. ამერიკულ დოლარს. ჩინეთი ამ გაერთიანებაში მოიაზრებს რუსეთის ფედერაციას, ინდოეთს და პაკისტანს, რომლებიც ასევე არიან გაერთიანებულნი „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში“, რომლებსაც შეიძლება შეურთდნენ ირანის ისლამური რესპუბლიკა, ბელარუსი, აზერბაიჯანი, მონღოლეთი, სომხეთი და ა.შ.

 

ამ პროექტის ფარგლებში, ახალი გაერთიანებაა მხედველობაში - „ერთი სარტყელი-ერთი გზა“, მოიაზრება საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებაც. ამავე დროს, ჩინეთის გეოსტრატგიული აქტიურობა, განსაკუთრებით ჩრდილოეთ კორეის მიმართულებით და ეს სამხრეთ აზიაში კიდევ უფრო მაღლა წევს ჩინეთის გეოპოლიტიკურ სტატუ-ქვოს და მის როლს მიმდინარე ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების საქმეში. რ ათქმა უნდა მიმდინარე მსოფლიო წესრიგი იქნება „ოთხპულისიანი“ ანუ ქვადროპოლარული და მისი აქტორები იქნებიან განსაზღვრული - ჩინეთი, რუსეთი, ევროკავშირი, აშშ. სავარაუდოდ, ასეთი წესრიგი იქნება საკმაოდ მყარი და გასტანს სულ მცირე ერთ დეკადას ანუ 10 წელიწადს მაინც. აი სწორედ აქ ისმის კითხვა - თუ სად იქნება ასეთი მსოფლიო წესრიგის პირობებში საქართველოს ადგილი.

ტეგები: მსოფლიო