დღის პოსტი
„ჰიბრიდული ომის“ რაობა და მისი გეოსტრატეგიული ასპექტები (მეოთხე თაობის ომი) - კიბერომის მაგალითზე
ვახტანგ მაისაია ◯ March 30,2017

ჰიბრიდული ომი წარმოადგენს ახალ ფენომენს და მისი რაობა უფრო ფართოდ წარმოჩინდა 21-ე საუკუნის საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში. მისი განზომილების სამხედრო ასპექტები უტოლდება მეოთხე თაობის ომების კონცეფციას, სადაც პრიორიტეტული მიმართულბები ენიჭება ბრძოლის წარმოებას ასიმიტრიული სამხედრო საფრთხეების ნეიტრალიზაციისთვის და მოწინააღმდეგის ნების დამარცხებას და არა თვით მოწინააღმდეგის ფიზიკურ განადგურებას. 


ჰიბრიდული ომის კონკრეტულ გამოვლენად ამ ეპოქაში ითვლება რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა სწრაფი რეაგირების სარდლობის ნაწილების მიერ და შემდეგ მისი ანექსია 2014 წელს. ამას გარდა, ჰიბრიდული ომის პირობებში წარმოებული საომარი მოქმედებები შეინიშნება სირიის რეგიონულ ომში. კიბერსივრეცში განხორციელებული ვირტუალური ომის წარმოება, ასევე წარმოადგენს ჰიბრიდული ომის ნაირსახეობას, რომელსაც ეწოდება "კიბერომი". საერთო ჯამში, ჰიბრიდული ომის სამხედრო სტრატეგიული პარამეტრების ზოგადი მიმართულებები შეიძლება წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახით: - მოწინააღდეგის არა ფიზიკური, არამედ მორალური და პოლიტიკური დამარცხება - კომბინირებული საომარი ტაქტიკური ელემენტების გამოყენება - საინფორმაციო-პროპაგანდისტური ბრძოლის წარმოება - კიბერომი - კულტურული ექსპანსია - პარტიზანული ტიპის საომარი კამპანიის წარმოება. ამიტომაც, ასეთი ტიპის ომის წარმოებისას უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი შედეგები არ იქნება ისეთი დამაგრეველი, როგორც ეს ხდებოდა წინა თაობების პერიოდში, მაგრამ იქნება უფრო სერიოზული შედეგი მსოფლიო საზოგადოებისთვის. ამიტომაც დღეევანდელ დღეს აქტუალური შექიმნა იმის გარკვევა, თუ რას წარმოადგენს ჰიბრიდული ომი. ამ კუთხით არ არსებობს ერთიანი დეფინოციოლოგიური გამოხატულების მიდგომა და ჯერაც არ არის გარკვეული მისი რეალური იდენტიფიკაცია. 


ქართველ მკვლევარებს ამ მიმართულებით გადადგმული აქვთ გარკვეული სახის ნაბიჯები, მაგალითად, საქართველოში მოღვაწე ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი და მაღალი დონის ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, პროფესორი ბესო ალადაშვილი იძლევა ჰიბრიდული ომის ერთ-ერთ საინტერესო დეფინიციას: 


„ჰიბრიდული ომი - ეს არის ომი მართვადი ქაოსის მეშვეობით, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელია საინფორმაციო ომი, მოწინააღმდეგის სრული დემორალიზების მიზნით“. სწორედ საინფორმაციო ომის კომპონენტის არსებობა წარმოადგენს ე.წ. „მეოთხე თაობის ომის“ კონცენფციის შემადგენელ ნაწილს. თავის მხრივ კი, საინფორმაციო ომის ერთ-ერთ ნაირსახეობას შეადგენს კიბერომის თეორია“.  


21-ე საუკუნის მსოფლიოს ცხოვრებამ თავისი განვითარებით უკვე დიდი ხანია გადალახა ყველა შესაძლო განზომილების ბარიერი. გლობალიზაციის პირობებში დედამიწის ყველა კუთხე და სფერო უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან, ხოლო ამის შესაძლებლობა ინტერნეტსა და კიბერსივრცის ტექნოლოგიების განვითარების უდიდესმა ზრდამ მოგვიტანა. მსოფლიოს ცნობილი პირველი კომპიუტერის  შექმნის დღიდან, უსწრაფესი უკაბელო ინტერნეტის „wi-fi”-ის ტექნოლოგიამდე დღეს, მეცნიერებამ გადაიტანა უზარმაზარი ცვლილებები და ერთ საუკუნეზე მცირე დროის განმავლობაში უდიდესი ტექნოლოგიური ნახტომი განიცადა. ინტერნეტის შექმნის იდეაში ჩადებულმა აზრებმა და მოლოდინებმა ასევე გადააჭარბეს უწინარ მიზნებს და თუ გლობალური ქსელი თავდაპირველად ფოსტის გადაგზავნის სისწრაფესა და სხვადასხვა სპეცსამსახურების ინფორმაციის სწრაფი გაცვლის მეთოდად მოიაზრებოდა, დღეს ინტერნეტი მოიცავს მსოფლიოს რიგითი მოქალაქის ყოველდღიური ცხოვრების ყველა საჭირო ინფორმაციას, მას-მედიას, საბანკო და სახელწიფო სამართალდამცავი ორგანოების სისტემებს, სახელმწიფოთაშორისო მიწერ-მოწერას, მომხმარებლისა და მწარმოებლის შორის ყველანაირ ურთიერთობას და ბევრ სხვას. 


2012 წლის მონაცემების მიხედვით, გლობალურ ქსელთან 2,4 მილიარდი მოსახლეობა არის შეერთებული, რაც დედამიწის მესამედ ნაწილს წარმოადგენს. როგორც არის ცნობილი, დიდ პროგრესსა და დიდ განვითარებას ყოველთვის მოჰყვება მისთვის შესაბამისი პრობლემები და კიბერსივრცის განვითარებისას ჩნდება უდიდესი პრობლემა, რომელიც „კიბერუსაფრთხოების“ ტერმინით აღინიშნება და რომლის გამანადგურებელ პოტენციალზე საუბარი ძალიან შორს მიგვიყვანს. ამ სადიპლომო ნაშრომის ჩარჩოებში ავტორი შეეცდება კიბერუსაფრხოებისა და კიბერტერორიზმის დეფინიციების ახსნას, რომელიც, დღეს „რბილი ძალის“ გამოყენების კონტექსტში მოიაზრება. ამისთვის კი საჭირო არის ზუსტი ცოდნა იმისა, თუ რას წარმოედგენს კიბერუსაფრთხოება, როგორი შედეგები შეიძლება მოიტანოს კიბერუსაფრთხოების განვითარების ნაკლებობამ და როგორი არის ვირტუალური ომის პარამეტრები მსოფლიოში და საქართველოში, ზუსტად ამაზე იქნება საუბარი ამ თავში და მის ქვეთავებში.


კიბერცივრცე  - ახალი პარალელური სამყაროა, რომლის მხარდაჭერა და არსებობაც უზრუნველყოფილია კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და კავშირების ხაზების მიერ. კიბერსივრცე შეიცავს კომუნიკაციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ყველა საფეხურს, ავტომატიზირებული ორგანიზმის სახით. მასში განლაგებულია ვირტუალური ცხოვრება, რომელიც არასდროს არსებობდა მატერიალური სხეულით დედამიწის ზურგზე და ეს სივრცე ყოველდღე იზრდება და ადამიანური ცხოვრების განუყრელ ნაწილად იქცევა . 


დღეს, ჩვენ ვხედავთ, რომ კიბერსივრცე არის მსოფლიოს სრულიად ახალი და სხვა განზომილება, რომელშიც არ არსებობს არც ფიზიკური და არც კი კონსტიტუციური კანონები. კიბერსივრცე არსებობს ყველგან, სადაც კი არის კომპიუტერი, სატელიტური მოწყობილობა ან ჩვეულებრივი კაბელი, რომელიც შეერთებული არის რომელიმე ზემოაღნიშნულ ობიექტთან. კიბერსივცე არის რეალობა და როგორც უკვე იყო აღნიშნული, მას ადამიანისთვის როგორც სიკეთის, ასევე უდიდესი ზიანის მიყენება შეუძლია. ამ ქვეთავში საუბარი იქნება კიბერშეტევებზე და მათ ზოგად კლასიფიკაციებზე, გარდა ამისა ავტორი შეეცდება მსოფლიოს კიბერშეტევების ყველაზე მკაფიო მაგალითების მოყვანა და იმის თვალსაჩინოდ ჩვენება, რომ კიბერომი და კიბერმეომრები გადაიქცნენ გლობალური უსაფრთხოების ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად, რომელიც საჭიროებს მოქმედებებს როგორც ფიზიკურ, ასევე კიბერ-ძალებით. 


ყოველ წუთსა და წამში ინტერნეტ-კომუნიკაცია დამოკიდებული არის კონფედენციალურ, ადვილად მისაწვდომსა და აუტენტური ინფორმაციის გაცვლაზე. თუ ამგვარი ინფორმაცია რაიმე სახის დაზიანებას მიიღებს, ეს მავნედ აირეკლება მთლიან სისტემასა და ნებისმიერი სერვისის სანდო და უსაფრთხო მუშაობაზე. ამ პირობებში კი ინფორმაციის ექსპლუატაციას ზოგადად შეუძლია ცუდი გავლენის მოხდენა თანამედროვე საზოგადეობაზე და საზოგადოების იმ ფენებზეც კი, რომლებიც ნაკლებად სარგებლობენ თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემებით. ქსელური და ტექნოლოგიური საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა დღეს არის ის, რომ საერთაშორისო კონვენციებსა და ხელშეკრულებებს არ შეუძლიათ მსოფლიოს უსაფრთხოების პრობლემების სათანადოდ დარეგულირება  იმ არასტაბილურობისაგან, რომელსაც კიბერშეტევების ბუნება ბადებს.  


კიბერუსაფრთხოების ცნების ისტორია იწყება 1960-იან წლებში. ამ პერიოდში გაჩნდა პირველი დღევანდელი კომპიუტერის ანალოგი, რომელის ელექტრონული მონაცემთა ბაზები საფონდო ბირჟის სტატისტიკაზე იყო აგებული. ამ დროს „კომპიუტერი“ ერქვა ადამიანს, რომელიც ამ მექანიზმის მიერ გამოთვლას ახორციელებდა, ხოლო სიტყვა „კიბერ“-ს მხოლოდ სამეცნიერო-ფანტასტიური დატვირთვა ჰქონდა. მაშინ კომპიუტერები და მექანიზმები დაცული იყო ფიზიკური ძალების, კერძოდ დაცვის სამსახურის მუშაკების მიერ, რომლებიც ახორციელბდნენ კომპიუტერული ოთახის კონტროლს და რწმუნდებოდნენ, რომ იმ ოთახში, სადაც განლაგებული იყო კომპიუტერი (მაშინ ეს ძალიან დიდი ოთახის ზომის დანადგარი იყო), შესულიყო მხოლოდ სანქციონირებული პერსონალი, რომელსაც სათანადო უფლებები გააჩნდა.  


დღევანდელ დღეს, კიბერუსაფრთხოება მსოფლიოს უსაფრთხოების სისტემების ერთ-ერთ უმთავრეს ადგილს იკავებს და ამგვარი ქცევა სწორიც არის. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კიბერსივრცის საფრთხეების გათვლა და სტრატეგიის წინასწარი გამოკლვლევა არის ძალიან რთული, რადგან კიბერსივრცის მეომრების უდიდესი ნაწილი ანონიმური პროფილებით და სხვადასხვა დამალული ქსელებით და პროგრამებით სარგებლობენ. ამის საფუძველზე, დამნაშავის მონახვა ურთულეს პროცესს წარმოადგენს და ამ პროცესებისა და რიგი სხვა ფიზიკურსა და ტექნოლოგიური ოპერაციების ერთობლიობა არის დღევანდელი კიბერუსაფრთხოება, რომელიც უკვე იდგა უდიდესი გამოწვევების წინაშე. მათ შორის სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ ჩადენილ კიბერ-შეტევების წინ, რომლებმაც უდიდესი მატერიალური ზიანი მოიტანეს თითოეული ობიექტისათვის. 


რუსეთ - ჩეჩნეთის ომი (1997-2001)

ამ კონფლიქტის პერიოდში, რუსეთისა და ჩეჩნეთის რუსეთის მიმართ „მეგობრულად“ განწყობილი რეჟიმი, აქტიურად იყენებდა კიბერ-სივრცეს საზოგადოების აზრის ჩამოსაყალიბლად. 


ესტონეთის კიბერ-ომი (2007)

ამ პერიოდს ემთხვევა ესტონეთში მომხდარი საბჭოთა კავშირის სამხედრო ძეგლების დანგრევის პრეცედენტები და ესტონეთში მცხოვრები რუსული ეთნიკური უმცირესობების აჯანყებები ამ მოვლებეთან საპასუხოდ. ესტონეთის მაშინდელი მთავრობა ღიად აცხადებდა რუსეთის ჩართულობას მის საწინააღმდეგოდ ჩატარებულ კიბერშეტევებში, თუმცა ამის მყარი არგუმენტები და საბუთები არ ყოფილა. აღსანიშნავი არის მხოლოდ ის, რომ რუსეთის ერთ-ერთმა ახალგაზრდა ლიდერმა, რომელიც დაკავშირებული იყო „ერთიანი რუსეთის“ პარტიის წევრებთან, დაადასტურა მისი მონაწილეობა ესტონეთის საწინააღმდეგო „DDoS”  შეტევის შესრულებაში. შეტევის შედეგად ესტონეთის კიბერსივრცე ერთი კვირის განმავლობაში პარალიზებული იყო და მაშინაც  და დღესაც ყველასთვის ცნობილია, რომ ესტონეთი ევროპის ერთ-ერთი ფლაგმანი სახელმწიფოა ტექნოლოგიურ განვითარებაში და მოწინავე ტექნოლოგიების საზოგადოებაში და სახელმწიფო მართვაში ინტეგრაციის უპირატესი განმახორციელებელი არის. ამგვარი ერთ-კვირიანი პარალიზება ესტონეთისთვის ნამდვილად დიდი დარტყმა აღმოჩნდა, შეტევის დროს „ჩავარდა“ ვებ-გვერდები, რომლებიც მართავდნენ ბანკებს, პარლამენტს, სამინისტროებს და სტრუქტურების შორის კომუნიკაციას. 


საქართველო - რუსეთის ომი (2008)

რუსეთ-საქართველოს ომის დროს განხორციელებული კიბერშეტევა მსოფლიოს ისტორიაში შევიდა როგორც ქმედება, რომელიც განხორციელებული იყო საჰაერო, საზღვაო სამხედრო ქვეითების საომარ მოქმედებებთან ერთად ერთი სახელმწიფოს მეორეს საწინააღმდეგოდ. ძალიან ფართოდ კოორდინირებულმა კიბერშეტევის ჯგუფმა განახორციელა “DDoS”, “SQL”  და „XSS”  სტრატეგიები და „ჩააგდო“ ისეთი მნიშვნელოვანი საიტების ტრაფიკი, როგორცაა: საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდი, სხვადასხვა სამხედრო-სტრატეგიული კომუნიკაციები და ვებ-გვერდები და აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების ვებ-გვერდები“. შეტევების უმრავლესობა განხორციელებული იყო ლიტვისა და რუსეთის IP მისამართებიდან. 


ირანი (2009)

2009 წლის ირანის პრეზიდენტის არჩევნები მასიური საზოგადოების პროტესტი გამოიწვია. ამის მიზეზი საარჩევნო შედეგების ფალსიფიკაცია გახდა, ხოლო შესაძლებელი გახდა მასიური სოციალური მედიის გამოყენებით, მათ შორის „Twitter”-ისა და “Facebook”-ის. პროტესტების ტალღების საპასუხოდ ირანულმა მთავრობამ ინტერნეტ-წვდომა და მედიის არხების მთლიანი ქვეყნის მასშტაბით გამორთო. ხოლო ოპოზიციის წევრებმა კი მაინც იპოვეს ხერხები და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური „DDoS” შეტევა მთავრობის და მთავრობის ლოიალური ორგანიზაციების და პარტიების გარე და შიდა კომპიუტერული სისტემების და ვებ-გვერდების საწინააღმდეგოდ განახორციელეს. დიდი მასიურობის გამომწვევი ფაქტორი იყო ის, რომ ირანში მყოფმა ჰაკერებმა ისევ და ისევ გამოიყენეს სოციალური ქსელები და ჩაატარეს მასიური რეკრუტიზაცია ყველა მონდომებული კიბერშემტევის ასაყვანად. 


ჩრდილოეთ კორეა

2009 წლის 4 ივლის აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ამერიკის თეთრი სახლის, სენატისა და სხვა სახელმწიფოებრივ ვებ-გვერდებზე განხორციელდა მასშტაბური კიბერშეტევა, ხოლო რამოდენიმე დღის შემდეგ შემტევების ობიექტების სიაში სამხრეთ კორეაც აღმოჩნდა. ამ შეტევების პასუხისმგებლობა, თუმცა დაუსაბუთებულად ჩრდილოეთ კორეას დაეკისრა და ზუსტად ამის შემდგომ აშშ-სა და სამხრეთ კორეას ოფიციალურმა პირებმა გამოაცხადეს საპასუხო შეტევების განხორციელების ინიციატივა. კორეას დემოკრატიული სახალხო რესპუბლიკისა  და სამხრეთ კორეას შორის კიბერომი მიმდინარეობს დღემდე.    



რეზიუმე

სწორედ ამ ქმედებების შედეგად მოჰყვა ზემოაღნიშნული ქვეყნების მიერ კიბერუსაფრთხოების სტრატეგიების მკაფიო გაძლიერება. მაგალითად ესტონეთი, რომელსაც ევროპაში კიბერუსაფრთხოების ერთ-ერთი უძლიერესი ინსტიტუტი აქვს და რომლიც დედაქალაქის ტექნიკურ უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების ფაკულტეტზე სწავლა არის უფასო. ასევე საქართველო, რომელსაც შემუშავებული აქვს ეროვნული უსაფრთხოების კონცეპცია, სადაც კიბერუსაფრთხოებას დიდი ნაწილი ეძღვნება და თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით კიბერუსაფრთხოების ბიუროები და ანალიტიკური ოფისები გაიხსნა. და თავისთავად ცხადია, ამერიკა, რომელიც ხსენებული ქვეყნების სიაში გამორჩეულია მის საწინააღმდეგოდ ჩატარებული ტერორისტული აქტების რაოდენობით, როგორც ფიზიკურ, ასევე კიბერსივრცეში. აქედან გამომდინარე, აუცილებლად უნდა ითქვას ის, რომ კიბერომი რეალობაა და მისი საბრძოლო მოედანი თითოეული ჩვენგანის კომპიუტერი ან მობილური ტელეფონი არის. ჩვენ ყველანი ვართ ჩართულები იმ მოქმედებებში, რომლებსაც კერძო ან დაქირავებული ჰაკერები და ქრეკერები ახორციელებენ და ამიტომ ხალხის მეტი ჩართულობა და ინფორმაირება ამის შესახებ აუცილებელი წესით უნდა მოხდეს. 



1.  მსოფლიოს პირველი კომპიუტერი, IBM Technology, Harvard University 1944 წლის 7 აგვისტო.

http://antonkozlov.ru/istoriya/samyj-pervyj-v-mire-kompyuter.html  - უკ. გადამოწმებული - 5.05.2015

2.  კიბერსივრცე“ - პირველად გამოყენებული ტერმინი უილიამ გიბსონის ტრილოგიაში, 1980-იანი წლების დასაწყისში. Wikipedia, free encyclopedia:

https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%93%D0%B8%D0%B1%D1%81%D0%BE%D0%BD,_%D0%A3%D0%B8%D0%BB%D1%8C%D1%8F%D0%BC  - უკ. გადამოწმებული - 5.05.2015

3.   Michael Benedict, Introduction to Cyberspace: First Steps, MIT Press, 1991. გვ. #1

4. Консорциум «Партнёрство ради мира» военных академий и институтов по изучению вопросов безопасности, Connections, The Quarterly Journal, Джозеф Бюссинг, «Степени применения силы в боевом Киберпространстве». 2013 წლის შემოდგომა, წინასიტყვაობა, გვ. #1

5. Jennifer L. Bayuk, Jason Healey “Cyber Security Guidebook”, (Wiley Publications) 2012, New Jersey, USA.

2. Cyber Security Evolution, 2.1 Productivity, გვ. #15

6. “A distributed denial of Service” (DDos) - მომსახურების გაწევის განაწილებული უარყოფა. კიბერ-შეტევის სახეობა, რომელიც ხორციელდება ვირუსების გავრცელებით და სხვადასხვა IP მისამართების მფლობელების ცოდნის გარეშე, გამოყენებით და შედეგად ვებ-გვერდისა ან სისტემის ჩავარდნას უზრუნველყოფს. “Digital attack map” Understanding DDos: http://www.digitalattackmap.com/understanding-ddos/ - უკ.გადამოწმებული 10.05.2015

7. SQL Injection – SQL-კოდის ინიექცია, გავრცელებული კიბერშეტევის ხერხი. წარმოადგენს პროგრამას, რომელიც ახორციელებს მავნედმოქმედი კოდების ინტეგრაციას ვებ-გვერდებსა და სისტემებში, რომლებიც მონაცემთა ბაზებთან მუშაობს. CISCO Network database, Understanding SQL Injection: http://www.cisco.com/web/about/security/intelligence/sql_injection.html  - უკ. გადამოწმებული -13.05.2015

8. Cross Site Scripting (XSS) - ვებ-გვერდშორისო სკრიპტინგი, კიბერშეტევა, რომლის მთავარი ფუნქცია არის მავნედმოქმედი კოდის გაგზავნა და ავტორიზებული კომპიუტერის სინქრონიზაცია შემტებთან, რის შედეგად ხდება პირადი ინფორმაციის, „password”-ების და წვდომის კოდების უკანონო გადმოწერა. „Acunetix” Web Security Service, Cross-site scripting attack: http://www.acunetix.com/websitesecurity/cross-site-scripting/ - უკ. გადამოწმებული - 13.05.2015

9.Jeffrey Carr, Inside Cyber Warfare, “Cyber Warfare in the 20th and 21th Centuries”. O’Reilly Media Inc. USA, 2010. გვ. #2-4




ტეგები: სოციალური თემა