eng  geo  rus  tur  მარტი 25.03.2017 17:30:50
swf
ბიზნეს რეიტინგი
მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსში" XV ტრადიციული ბიზნეს დაჯილდოების შესახებ, პრესკონფერენცია გაიმართა
"ჯორჯიან თაიმსის" XV ბიზნეს რეიტინგის პრესკონფერენცია
მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" XV ტრადიციული ბიზნეს-რეიტინგის დაჯილდოება
ინტერვიუ
ბიოლოგიური მშობელი ბავშვს ვეღარ გააშვილებს
საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის 62% რუსეთზე მოდის
"თუ ხელისუფლებას ქვეყნისთვის პრობლემების შექმნა არ სურს, ევროსაბჭოს შენიშვნები უნდა გაითვალისწინოს"-ნიკა ჩიტაძე
პოლიტიკა
"თავისუფალი თაობის" ლიდერი ლადო სადღობელაშვილი აქციაზე დააკავეს
„აშშ-ში ვიზიტისას 300 ათას ლარამდე დაიზოგა“, - მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პასუხი ირმა ნადირაშვილს
ჯგუფი, რომელიც ოჯახური ძალადობის თემებზე იმუშავებს, პრემიერ-მინისტრთან ხვალ შეიკრიბება
სამართალი
ორმა დევნილმა ოჯახმა ორჯერ მიიღო სახელმწიფოსგან სოლიდური კომპენსაცია
სასამართლომ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სააპელაციო საჩივარზე გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა
შსს-მ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო კამპანია დაიწყო
სამხედრო თემა
წვევამდელთა ფიცის მიღების ცერემონიალი გაიმართა
ჩაკ ჰეიგელი: ამერიკის ჯარს, შესაძლოა, რუსეთის არმიასთან მოუხდეს საქმის დაჭერა
თავდაცვის სამინისტროს ადენაუერის ფონდის წარმომადგენლები ესტუმრნენ
პრესის დაიჯესტი
ბიძინა ივანიშვილი: ჩემთვის დღეს უფრო მძიმეა სხვა ტელევიზიები - "პირველი არხი", "მაესტრო" თუ "იმედი", რადგან პრაქტიკულად იმეორებენ და აჟიტირებას უკეთებენ იმ თემებს, რასაც წამოსწევს "რუსთავი 2"
„არგუმენტი“ თბილისის მერიას ბოდიშს უხდის
საქართველო უცხოურ მედიაში: საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის გამოძახილი
ბლოგი
დონეცკის მხარეში ტყვედ არის აყვანილი 680 უკრაინელი ძალოვანი
ლაზარე ზაქარიაძის ბლოგი: "ტრისტანის ჯვარი"
ლაზარე ზაქარიაძის ბლოგი: "სხვა სინამდვილე" (ბოინგ 777-ის კატასტროფა)
გამოკითხვა
მიეცემა თუ არა პასუხისგებაში მიხეილ სააკაშვილი?
დიახ
არა
არ ვიცი
გთხოვთ შეიყვანოთ უსაფრთხოების კოდი* CAPTCHA Image
(1.2)
პოლიტიკა
„აშშ-ში ვიზიტისას 300 ათას ლარამდე დაიზოგა“, - მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პასუხი ირმა ნადირაშვილს
2014.10.21 19:19
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტის ხარჯებთან დაკავშირებით გავრცელებულ დამახინჯებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მაია ცქიტიშვილმა ვიზიტის ხარჯების შესახებ დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრემიერს აშშ-ში არც ერთი ვიზიტისას კერძო თვითმფრინავით არ უსარგებლია.

„პრემიერი წელს აშშ-ში უკვე მეორედ იმყოფებოდა ვიზიტით და მისი გადაწყვეტილებით, ისევე, როგორც პირველად, როცა იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრაზე, ისე მეორედ, არ უსარგებლია კერძო თვითმფრინავით და პრემიერ-მინისტრმა იმგზავრა ჩვეულებრივი, სარეისო თვითმფრინავით. ეს მოხდა სწორედ სახელმწიფო სახსრების დაზოგვისა და ეკონომიის მიზნით. დაიზოგა დაახლოებით 300 ათას ლარამდე. ეს იყო პრემიერის პირადი გადაწყვეტილება, რომ არ დაგვექირავებინა კერძო თვითმფრინავი. ასევე, მთელი სახელმწიფო დელეგაცია, ბუნებრივია, ჩვეულებრივი თვითმფრინავით გაემგზავრა. რაც შეეხება ბილეთებს, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს გავლენა საერთაშორისო ფრენების ტარიფებზე. პრემიერთან შეთანხმების გარეშე, ჩვენ გადავწყვიტეთ, მთავრობის მეთაურისთვის შეძენილი ყოფილიყო პირველი კლასის ბილეთი", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება სასტუმროს ხარჯებს, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მთავრობის და დელეგაციების მეთაურების ვიზიტისას პროტოკოლით გათვალისწინებულია შესაბამისი სასტუმროები, რაც ქვეყნის იმიჯის საკითხია.

როგორც მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, გაჟღერებულ სასტუმროში აღებული იყო მხოლოდ 3 ნომერი, ხოლო საქართველოს დელეგაციის წევრები განთავსდნენ 4 და 3-ვარსკვლავიან სასტუმროებში. „გაჟღერებული იყო ტრანსპორტის ხარჯიც, რომელთან დაკავშირებითაც გვინდა გაცნობოთ, რომ ტრანსპორტი ემსახურებოდა 46-კაციან დელეგაციას, მათ შორის მინისტრებს, რომლებსაც ჰქონდათ ინდივიდუალური პროგრამა და ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები. ჩვენ ამის შესახებ აბსოლუტურად ღიად და გამჭვირვალედ წარვმართეთ პროცესი და მივაწოდეთ ინფორმაცია ყველა დაინტერესებულ მხარეს. ვადასტურებთ, რომ მთავრობის კანცელარამ გადაიხადა 42 ათასი ლარი ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამართული ქართული ფილმების ერთთვიანი რეტროსპექტივისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის", - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა. მისივე თქმით, დამახინჯებული იყო ინფორმაცია დამატებით ხარჯებთან დაკავშირებითაც.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, მინი ბარისთვის არ დახარჯულა არც ერთი თეთრი, ხოლო დანარჩენი თანხა დახარჯული იყო მხოლოდ ოფიციალურ სადილებისა და შეხვედრების მომსახურებაში.

„კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რომ აშშ-ში ვიზიტის დროს მას და დელეგაციის წევრებს ჩვეულებრივი, სარეისო თვითმფრინავით ესარგებლათ, დაიზოგა თანხა - 300 ათას ლარამდე, რაც მთელი ვიზიტის ხარჯის უდიდეს ნაწილს შეადგენდა. თვითმფრინავის დაქირავება სახელმწიფოს 300 ათასი ლარი დაუჯდებოდა და სწორედ პრემიერის გადაწყვეტილებით დაიზოგა ეს თანხა. ასე რომ, ყველანაირი სპეკულაცია ამ თემასთან დაკავშირებით აზრს მოკლებულია", - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
geotimes.ge
<< უკან ინფორმაცია წაკითხულია: 3556 გავუგზავოთ მეგობარს  გავუგზავოთ მეგობარს საბეჭდი ვერსია  

დატოვეთ კომენატრი
Geotimes TV
XV საიუბილეო ბიზნეს რეიტინგი (პრესკონფერენცია)
30 გამარჯვებული კომპანია
XV საიუბილეო ბიზნეს რეიტინგი
"ჯორჯიან თაიმსი"-ბოლო წვეთამდე საინტერესო
თბილისობა 2014
პროკურატურა ევროსაბჭოს რეზოლუციის შესახებ
პატრიარქის ძმის დაკრძალვის ცერემონიალი
პროკურატურის პასუხი კიწმარიშვილის ოჯახს
აქცია თავისუფალი ზონის ოფისთან
ზურაბ კიწმარიშვილის პოზიცია
წულუკიანის შეხვედრები ვაშინგტონში
ერისთავის დაკავების განსხვავებული ვერსია
              
ყველაზე რეიტინგული
ეკონომიკა |
2014.10.14 15:35
ეკონომიკური განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელის განცხადებით, თუ 2015 წლის და მიმდინარე წლის ბიუჯეტს შევადარებთ, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ზომიერად, ფრთხილად და ოპტიმალურად არის დაგეგმილი.
საზოგადოება |
2014.10.13 12:49
სწავლების პროცესში ყურადღება გამახვილებულია ოჯახური კონფლიქტის დროს სიტუაციის უკეთ განმუხტვის მექანიზმებსა და კონფლიქტში მონაწილე პირებთან სწორი კუთხით კომუნიკაციის უნარ-ჩვევების ამაღლებაზე.
პოლიტიკა |
2014.10.10 14:20
ალექსანდრე ჭიკაიძე რიჩარდ ნორლანდს შეხვდა.
პოლიტიკა |
2014.10.10 14:19
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ქაწაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში, ქალაქ ბუდაპეშტში იმყოფება.
საზოგადოება |
2014.10.10 12:35
ის ქართველი სპორტსმენი, რომელიც ფილიპ პოლკს დაეწევა ან მასზე უკეთეს შედეგს აჩვენებს, LOCAL HERO გახდება.
პოლიტიკა |
2014.10.04 14:27
„ადამიანი კანონი თავისუფლებას“ იურისტი, ბექა გამდლიშვილი ბოლო პერიოდში სხვადასხვა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და პოლიტიკურ კრიზისის საფრთხეს მოახლოებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს.
სამართალი |
2014.10.04 14:17
პოლიციელებმა საცხოვრებელი ბინის კარი შეამტვრიეს, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი თოკზე ჩამოკიდებული ნახეს.
ძიება საიტზე
Geotimes TV
XV საიუბილეო ბიზნეს რეიტინგი (პრესკონფერენცია)
30 გამარჯვებული კომპანია
XV საიუბილეო ბიზნეს რეიტინგი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1 2345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

მარტი 2017
დღის ქრონიკა
13:25
რა მეთოდებით იბრძვის "ნაციონალური მოძრაობა" მმართველი გუნდის წინააღმდეგ
15:09
"ჯორჯიან თაიმსის" XV ბიზნეს რეიტინგის პრესკონფერენცია
17:47
საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობა, კვლავ მოუგვარებელ პრობლემად რჩება
14:00
"ნინო ბურჯანაძე ქვეყნისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს"-გიორგი ვაშაძე
13:52
მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" XV ტრადიციული ბიზნეს-რეიტინგის დაჯილდოება
მთავარი დღეს
ავარო-კახეთის მაგისტრალის მშენებლობით კახეთს საფრთხე ემუქრება?
ეკონომიკა
სოფელ რუისში 42 კილომეტრის სიგრძის გაზსადენს გაიხსნა
საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმის ფარგლებში დღეს ხუთ პროექტს მოეწერა ხელი
ვითიბი ბანკმა და EBRD -მა იურიდიულ პირებს ახალი პროდუქტი - ენერგოკრედიტი შესთავაზეს
საზოგადოება
თბილისის სინაგოგასთან საპროტესტო აქცია გაიმართა
წინამძღვრიანთკარის პროფესიული სასწავლებლის რეაბილიტაცია იწყება
ვითიბი ბანკმა და EBRD -მა იურიდიულ პირებს ახალი პროდუქტი - ენერგოკრედიტი შესთავაზეს
კომენტარი
,,უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ნატო-ს მოკავშირეები გაწევრიანების გარეშეც შეიძლება გახდნენ"- პაველ კლიმკინი
მსოფლიოში
თავდამსხმელებმა მაკარევიჩი ნაგვის კონტეინერში ჩატენეს
პეტრე პოროშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც დონბასის ზოგიერთ რაიონში დროებით წესრიგს განსაზღვრავს
მერკელისა და პუტინის შეხვედრა გადაიდო, რადგან რუსეთის პრეზიდენტს მილანში ჩასვლა დააგვიანდა
ტაბლოიდი
"ცეკვავენ ვარსკვლავების" პირველ საკონკურსო დღეს ინციდენტი მოხდა
რატომ ეშინოდათ მსახიობებს "შუა ქალაქში" დაბრუნება?
ლევან ჯავახიშვილი "იმედიდან" პროტესტის ნიშნად წამოვიდა?
The first georgian newspaper in english,
founded in 1993.
2002-2017 Georgian Times Media Holding
All Rights Reserved.
Created By Pro-Service
12 Kikodze St. Tbilisi. Georgia
Georgian Times
Phone: +995 32 93 44 05
Fax: +995 32 93 49 63
editor@geotimes.ge