eng  geo  rus  tur  მარტი 27.03.2017 04:42:01
swf
ბიზნეს რეიტინგი
მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსში" XV ტრადიციული ბიზნეს დაჯილდოების შესახებ, პრესკონფერენცია გაიმართა
"ჯორჯიან თაიმსის" XV ბიზნეს რეიტინგის პრესკონფერენცია
მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" XV ტრადიციული ბიზნეს-რეიტინგის დაჯილდოება
ინტერვიუ
ბიოლოგიური მშობელი ბავშვს ვეღარ გააშვილებს
საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის 62% რუსეთზე მოდის
"თუ ხელისუფლებას ქვეყნისთვის პრობლემების შექმნა არ სურს, ევროსაბჭოს შენიშვნები უნდა გაითვალისწინოს"-ნიკა ჩიტაძე
პოლიტიკა
"თავისუფალი თაობის" ლიდერი ლადო სადღობელაშვილი აქციაზე დააკავეს
„აშშ-ში ვიზიტისას 300 ათას ლარამდე დაიზოგა“, - მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პასუხი ირმა ნადირაშვილს
ჯგუფი, რომელიც ოჯახური ძალადობის თემებზე იმუშავებს, პრემიერ-მინისტრთან ხვალ შეიკრიბება
სამართალი
ორმა დევნილმა ოჯახმა ორჯერ მიიღო სახელმწიფოსგან სოლიდური კომპენსაცია
სასამართლომ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სააპელაციო საჩივარზე გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა
შსს-მ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო კამპანია დაიწყო
სამხედრო თემა
წვევამდელთა ფიცის მიღების ცერემონიალი გაიმართა
ჩაკ ჰეიგელი: ამერიკის ჯარს, შესაძლოა, რუსეთის არმიასთან მოუხდეს საქმის დაჭერა
თავდაცვის სამინისტროს ადენაუერის ფონდის წარმომადგენლები ესტუმრნენ
პრესის დაიჯესტი
ბიძინა ივანიშვილი: ჩემთვის დღეს უფრო მძიმეა სხვა ტელევიზიები - "პირველი არხი", "მაესტრო" თუ "იმედი", რადგან პრაქტიკულად იმეორებენ და აჟიტირებას უკეთებენ იმ თემებს, რასაც წამოსწევს "რუსთავი 2"
„არგუმენტი“ თბილისის მერიას ბოდიშს უხდის
საქართველო უცხოურ მედიაში: საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის გამოძახილი
ბლოგი
დონეცკის მხარეში ტყვედ არის აყვანილი 680 უკრაინელი ძალოვანი
ლაზარე ზაქარიაძის ბლოგი: "ტრისტანის ჯვარი"
ლაზარე ზაქარიაძის ბლოგი: "სხვა სინამდვილე" (ბოინგ 777-ის კატასტროფა)
გამოკითხვა
მიეცემა თუ არა პასუხისგებაში მიხეილ სააკაშვილი?
დიახ
არა
არ ვიცი
გთხოვთ შეიყვანოთ უსაფრთხოების კოდი* CAPTCHA Image
(2.9)
პოლიტიკა ინტერვიუ
"თუ ხელისუფლებას ქვეყნისთვის პრობლემების შექმნა არ სურს, ევროსაბჭოს შენიშვნები უნდა გაითვალისწინოს"-ნიკა ჩიტაძე
2014.10.03 15:30

1- ელ ოქტომბერს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცეს, რომელშიც არაერთი შეფასება, შენიშვნა და რეკომენდაციაა დაფიქსირებული.

რეზოლუციის ავტორები  მაიკლ იანსენი და ბორის სილევიჩი გახლდათ, რომლებმაც საქართველოს შესახებ საკუთარ მოხსენებაში ქვეყანაში არსებული ისეთი პრომლემატური საკითხები წამოწიეს წინ, როგორებიცაა ექსპრეზიდენტისა და მისი ოჯახის ქონების დაყადაღება და მისი პოლიტიკური დევნა, ბაჩო ახალაიას წინასწარი პატიმრობა, პრემიერსა და პრეზიდენტს შორის არსებული დაძაბულობაქართულ საზოგადოებაში, განსაკუთრებით სექსუალური და რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციული ქმედებების მატება და ა.შ. 

ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეზოლუციის საბოლოო ვარიანტში არ ჩაიწერა პუნქტი, რომელიც ქვეყანაში გადამდგარი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას ეხება.

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია კენჭისყრის შედეგით: 103 – მომხრე, 27 – წინააღმდეგი დაამტკიცა

მთავრობის ნაწილი აცხადებს, რომ აღნიშნული შენიშვნები გასათვალისწინებელია, ნაწილი კი ზემოაღნიშნულს აპროტესტებს და აცხადებს, რომ რეზოლუცია ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსისაა.

ირაკლი ალასანიას განცხადებით, ევროსაბჭოს რეზოლუციაში გამოთქმული შენიშვნები და შეფასებები გასათვალისწინებელია. ევროსაბჭოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენელი ირაკლი ჩიქოვანი კი მიიჩნევს, რომ მიღებული რეზოლუცია წინააღმდეგობრივია.

"მოხსენებაში ასახული საკითხები რეზოლუციაში ადეკვატურად არ არის ასახული. საკითხს მხარი მონიტორინგის კომიტეტის ხელმძღვანელმაც არ დაუჭირა. მას არც მე დავუჭირე მხარი, რადგან მხარს მომხსენებლების პოზიციას ვუჭერ. საკითხები, რომელთა გატანაც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან მოხდა, იმ რეალობას, რაც საქართველოში არსებობს, ადეკვატურად არ ასახავს", - განუცხადა ჟურნალისტებს ჩიქოვანმა.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპის საბჭოს რეზოლუციებს სარეკომენდაციო და არა სავალდებულო ხასიათი გააჩნია, ის კონკრეტული ქვეყნის ხელისუფლებას მორალურ პასუხისმგებლობას ანიჭებს.

„ჯორჯიან თაიმსი“  საკითხის ირგვლივ სასაუბროდ,  პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს დაუკავშირდა.

რას წარმოადგენს ევროსაბჭოს ანგარიში და რისთვის კეთდება იგი ?

-ევროპის საბჭო გახლავთ ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო რეგიონული ევროპული ორგანიზაცია, რომელიც ადამიანის უფლებათა საკითხებზე  მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის საბჭოს რეზოლუციებს სარეკომენდაციო და არა სავალდებულო ხასიათი გააჩნია, ის კონკრეტული ქვეყნის ხელისუფლებას მორალურ პასუხისმგებლობას ანიჭებს. ამიტომ ბუნებრივია, ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ევროპის საბჭოს რეზოლუციის შინაარსი თუ რეალურად ქვეყანას დემოკრატიის ცვლილების განვითარება სურს საიმისოდ, რომ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი გახდეს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებამ არა მხოლოდ ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მიერ მიღებული რეზოლუცია უნდა გაითვალისწინოს, არამედ ის რეზოლუციებიც, რომლებიც ამერიკის სახელმწიფოს დეპარტამენტის ფარგლებში იქნა მიღებული. ასევე ცალკეულმა ევროპელმა მაღალჩინოსნებმა საკუთარი მოსაზრება გამოხატეს, რომელიც მთავარი ოპოზიციური ძალის წარმომადგენელთა დევნის საკითხებს  ეხება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ და მხოლოდ ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ვერ იქნება გარანტი იმისა, რომ საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში შეუქცევადი პროცესი გახდება.

რამდენად კომპეტენტურად მიგაჩნიათ მომხსენებლები მაიკლ იანსენი და ბორის სილევიჩი ?

-ჩემი აზრით, ისინი კომპეტენტურები არიან, რადგან მათ დიპლომამტიურ სფეროში საქმიანობის  დიდხნიანი გამოცდილება აქვთ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის, რომ რეზოლუციას მხარი 103-მა დეპუტატმა დაუჭირა, რომლებსაც დიპლომატიური სფეროს საქმიანობის ფარგლებში მნიშვნელოვანი გამოცდილება  გააჩნიათ.

ჩემი აზრით, დეპუტატები ეყრდნობოდნენ იმ ინფორმაციას, რომელიც საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენლების მიერ იყო შეგროვებული. ისინი არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობოდნენ.

თქვენი აზრით, რატომ მოხვდა ევროსაბჭოს ანგარიშში ასოცირების შთანხმების ხელმოწერაზე პრემიერსა და პრეზიდენტს შორის დაძაბულობის საკითხი ?

-გამომდინარე იქიდან, რომ პრემიერსა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირების, ან პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დაპირისპირების ფაქტი ქვეყანაში გადაწყვეტილების მიღების პროცესზე დადებითად ვერ აისახება. ბუნებრივია, იმას, რომ პრეზიდენტი გაეროს გენასამბლეის სესიაზე ვერ მიემგზავრება, რომელიც  საერთაშორისო თანამეგობრობის ფარგლებში უმაღლესი ტრიბუნა გახლავთ, არავინ მიესალმება.

ამიტომ, თუ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნისთვის და არა კონკრეტული კოალიციისთვის პრობლემების შექმნა არ სურს, აღნიშნული შენიშვნები უნდა გაითვალისწინოს.

როგორ ფიქრობთ, რამდენად სამართლიანად იყო წამოწეული ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების მიერ ისეთი საკითხები, როგორიცაა ბაჩო ახალაიას პატიმრობა, სააკაშვილის დევნა და ა.შ.?

-ჩემი აზრით, არსებობს გარკვეული სამართლიანობის საფუძველი, რადგან ბაჩო ახალაიას ვერ დაუმტკიცეს ბრალეულობა და იგი ჯერ კიდევ წინასწარ პატიმრობაში რჩება. ხოლო რაც შეეხება სააკაშვილს,  ჩემი აზრით, არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული დევნა მიმდინარეობს მისი დისკრიმინაციის მიზნით. ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილის მმართელობის პერიოდში ყოფილ პრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძეს ჰქონდა შექმნილი შესაბამისი პირობები, და იმ პერიოდში, ყოფილი მაღალჩინოსნების არავითარი დევნა არ ყოფილა. იგივე შვარდნაძის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლები საქართველოსთვის მძიმე პერიოდი იყო, არც ერთი ოპოზიციონერი მაღალჩინოსანი არ ყოფილა დაკავებული.

საუბარია იმაზე რომ, შესაძლებელია, დღევანდელ დღეს გაჩნდეს გარკვეული კითხვები, თუ რატომ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა ცალკეულ მაღალჩინოსნებზე. ასევე, თუ რატომ იშველიებს სასამართლო ხშირ შემთხვევაში იმ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებმაც თავის დროზე დაკარგეს თანამდებობა და, აქედან გამომდინარე, შესაძლოა, არაობიექტური შეფასება გააკეთონ და სასამართლოსა და შესაბამის უწყებებს ცრუ ინფორმაცია გადასცენ. არ შეიძლება, იმ ადამიანებს დაეყრდნო, რომელთა მოსაზრება, გარკვეულწილად, ტენდენციურად ხასიათდება.

ნატალი ჩხარტიშვილი
<< უკან ინფორმაცია წაკითხულია: 3845 გავუგზავოთ მეგობარს  გავუგზავოთ მეგობარს საბეჭდი ვერსია  

დატოვეთ კომენატრი
Geotimes TV
XV საიუბილეო ბიზნეს რეიტინგი (პრესკონფერენცია)
30 გამარჯვებული კომპანია
XV საიუბილეო ბიზნეს რეიტინგი
"ჯორჯიან თაიმსი"-ბოლო წვეთამდე საინტერესო
თბილისობა 2014
პროკურატურა ევროსაბჭოს რეზოლუციის შესახებ
პატრიარქის ძმის დაკრძალვის ცერემონიალი
პროკურატურის პასუხი კიწმარიშვილის ოჯახს
აქცია თავისუფალი ზონის ოფისთან
ზურაბ კიწმარიშვილის პოზიცია
წულუკიანის შეხვედრები ვაშინგტონში
ერისთავის დაკავების განსხვავებული ვერსია
              
ყველაზე რეიტინგული
ეკონომიკა |
2014.10.14 15:35
ეკონომიკური განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელის განცხადებით, თუ 2015 წლის და მიმდინარე წლის ბიუჯეტს შევადარებთ, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ზომიერად, ფრთხილად და ოპტიმალურად არის დაგეგმილი.
საზოგადოება |
2014.10.13 12:49
სწავლების პროცესში ყურადღება გამახვილებულია ოჯახური კონფლიქტის დროს სიტუაციის უკეთ განმუხტვის მექანიზმებსა და კონფლიქტში მონაწილე პირებთან სწორი კუთხით კომუნიკაციის უნარ-ჩვევების ამაღლებაზე.
პოლიტიკა |
2014.10.10 14:20
ალექსანდრე ჭიკაიძე რიჩარდ ნორლანდს შეხვდა.
პოლიტიკა |
2014.10.10 14:19
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ქაწაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში, ქალაქ ბუდაპეშტში იმყოფება.
საზოგადოება |
2014.10.10 12:35
ის ქართველი სპორტსმენი, რომელიც ფილიპ პოლკს დაეწევა ან მასზე უკეთეს შედეგს აჩვენებს, LOCAL HERO გახდება.
პოლიტიკა |
2014.10.04 14:27
„ადამიანი კანონი თავისუფლებას“ იურისტი, ბექა გამდლიშვილი ბოლო პერიოდში სხვადასხვა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და პოლიტიკურ კრიზისის საფრთხეს მოახლოებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს.
სამართალი |
2014.10.04 14:17
პოლიციელებმა საცხოვრებელი ბინის კარი შეამტვრიეს, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი თოკზე ჩამოკიდებული ნახეს.
ძიება საიტზე
Geotimes TV
XV საიუბილეო ბიზნეს რეიტინგი (პრესკონფერენცია)
30 გამარჯვებული კომპანია
XV საიუბილეო ბიზნეს რეიტინგი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1 2345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

მარტი 2017
დღის ქრონიკა
13:25
რა მეთოდებით იბრძვის "ნაციონალური მოძრაობა" მმართველი გუნდის წინააღმდეგ
15:09
"ჯორჯიან თაიმსის" XV ბიზნეს რეიტინგის პრესკონფერენცია
17:47
საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობა, კვლავ მოუგვარებელ პრობლემად რჩება
14:00
"ნინო ბურჯანაძე ქვეყნისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს"-გიორგი ვაშაძე
13:52
მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" XV ტრადიციული ბიზნეს-რეიტინგის დაჯილდოება
მთავარი დღეს
ავარო-კახეთის მაგისტრალის მშენებლობით კახეთს საფრთხე ემუქრება?
ეკონომიკა
სოფელ რუისში 42 კილომეტრის სიგრძის გაზსადენს გაიხსნა
საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმის ფარგლებში დღეს ხუთ პროექტს მოეწერა ხელი
ვითიბი ბანკმა და EBRD -მა იურიდიულ პირებს ახალი პროდუქტი - ენერგოკრედიტი შესთავაზეს
საზოგადოება
თბილისის სინაგოგასთან საპროტესტო აქცია გაიმართა
წინამძღვრიანთკარის პროფესიული სასწავლებლის რეაბილიტაცია იწყება
ვითიბი ბანკმა და EBRD -მა იურიდიულ პირებს ახალი პროდუქტი - ენერგოკრედიტი შესთავაზეს
კომენტარი
,,უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ნატო-ს მოკავშირეები გაწევრიანების გარეშეც შეიძლება გახდნენ"- პაველ კლიმკინი
მსოფლიოში
თავდამსხმელებმა მაკარევიჩი ნაგვის კონტეინერში ჩატენეს
პეტრე პოროშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც დონბასის ზოგიერთ რაიონში დროებით წესრიგს განსაზღვრავს
მერკელისა და პუტინის შეხვედრა გადაიდო, რადგან რუსეთის პრეზიდენტს მილანში ჩასვლა დააგვიანდა
ტაბლოიდი
"ცეკვავენ ვარსკვლავების" პირველ საკონკურსო დღეს ინციდენტი მოხდა
რატომ ეშინოდათ მსახიობებს "შუა ქალაქში" დაბრუნება?
ლევან ჯავახიშვილი "იმედიდან" პროტესტის ნიშნად წამოვიდა?
The first georgian newspaper in english,
founded in 1993.
2002-2017 Georgian Times Media Holding
All Rights Reserved.
Created By Pro-Service
12 Kikodze St. Tbilisi. Georgia
Georgian Times
Phone: +995 32 93 44 05
Fax: +995 32 93 49 63
editor@geotimes.ge