eng  geo  rus  tur  მარტი 25.03.2017 17:37:30
swf
ბიზნეს რეიტინგი
მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსში" XV ტრადიციული ბიზნეს დაჯილდოების შესახებ, პრესკონფერენცია გაიმართა
"ჯორჯიან თაიმსის" XV ბიზნეს რეიტინგის პრესკონფერენცია
მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" XV ტრადიციული ბიზნეს-რეიტინგის დაჯილდოება
ინტერვიუ
ბიოლოგიური მშობელი ბავშვს ვეღარ გააშვილებს
საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის 62% რუსეთზე მოდის
"თუ ხელისუფლებას ქვეყნისთვის პრობლემების შექმნა არ სურს, ევროსაბჭოს შენიშვნები უნდა გაითვალისწინოს"-ნიკა ჩიტაძე
პოლიტიკა
"თავისუფალი თაობის" ლიდერი ლადო სადღობელაშვილი აქციაზე დააკავეს
„აშშ-ში ვიზიტისას 300 ათას ლარამდე დაიზოგა“, - მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პასუხი ირმა ნადირაშვილს
ჯგუფი, რომელიც ოჯახური ძალადობის თემებზე იმუშავებს, პრემიერ-მინისტრთან ხვალ შეიკრიბება
სამართალი
ორმა დევნილმა ოჯახმა ორჯერ მიიღო სახელმწიფოსგან სოლიდური კომპენსაცია
სასამართლომ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სააპელაციო საჩივარზე გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა
შსს-მ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო კამპანია დაიწყო
სამხედრო თემა
წვევამდელთა ფიცის მიღების ცერემონიალი გაიმართა
ჩაკ ჰეიგელი: ამერიკის ჯარს, შესაძლოა, რუსეთის არმიასთან მოუხდეს საქმის დაჭერა
თავდაცვის სამინისტროს ადენაუერის ფონდის წარმომადგენლები ესტუმრნენ
პრესის დაიჯესტი
ბიძინა ივანიშვილი: ჩემთვის დღეს უფრო მძიმეა სხვა ტელევიზიები - "პირველი არხი", "მაესტრო" თუ "იმედი", რადგან პრაქტიკულად იმეორებენ და აჟიტირებას უკეთებენ იმ თემებს, რასაც წამოსწევს "რუსთავი 2"
„არგუმენტი“ თბილისის მერიას ბოდიშს უხდის
საქართველო უცხოურ მედიაში: საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის გამოძახილი
ბლოგი
დონეცკის მხარეში ტყვედ არის აყვანილი 680 უკრაინელი ძალოვანი
ლაზარე ზაქარიაძის ბლოგი: "ტრისტანის ჯვარი"
ლაზარე ზაქარიაძის ბლოგი: "სხვა სინამდვილე" (ბოინგ 777-ის კატასტროფა)
გამოკითხვა
მიეცემა თუ არა პასუხისგებაში მიხეილ სააკაშვილი?
დიახ
არა
არ ვიცი
გთხოვთ შეიყვანოთ უსაფრთხოების კოდი* CAPTCHA Image
(3.0)
პრესის დაიჯესტი
საქართველო უცხოურ მედიაში: საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის გამოძახილი
2014.07.23 12:28

„ფორინ პოლისი“ (აშშ):

მზადაა თუ არა ევროპა დაპირების შესასრულებლად?

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერამ სამი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა - საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროპას ისე დაუახლოვა როგორც არასდროს, - აღნიშნულია  ამერიკულ „ფორინ პოლისი“-ს სტატიაში, რომლის ავტორია პეტრე პომერანცევი, წარმოშობით რუსი ჟურნალისტი და პროდიუსერი, რომელიც ამჟამად ლონდონში ცხოვრობს.

„ევროკავშირთან შეთანხმების მხარდამჭერები იმედოვნებენ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა დაცული იქნება რუსეთის იმპერიული ამბიციებისაგან, თუმცაღა, მათი ოპტიმიზმის მიუხედავად, რუსეთი წარმატებებს მაინც აღწევს: საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც 2012 წელსაა არჩეული და რომელსაც ქვეყანაში ყველაზე მდიდარი ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი მფარველობს, ცდილობს ეკონომიკური კავშირები უფრო მეტად რუსეთთან განავითაროს, ვიდრე ევროკავშირთან“, - აღნიშნავს ავტორი.

ქართველები დასავლეთისაგან თავს იმედგაცრუებულად გრძნობენ. არადა, მათი იმედები ევროპული ინტეგრაციისადმი ძალიან მაღალი იყო: ევროკავშირის 77%, ხოლო ნატოს 72% მხარდამჭერის ოცნება დაიმსხვრა. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება კვლავ შორსაა, ხოლო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების თანახმად, 10 წლის მანძილზე საქართველომ დაახლოებით 350 კანონი უნდა მიიღოს სხვა და სხვა დარგში.

ამასობაში კი რუსეთი საქართველოზე იდეოლოგიურ აგრესიას ახდენს: საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას - ქვეყნის სახელმწიფოებრივი სტატუსის ერთ-ერთ უძლიერეს სიმბოლოს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან, რუსეთთან ისტორიული კავშირები აქვს, ხოლო ეკლესიის ელიტიდან ბევრმა რელიგიური განათლება მოსკოვში მიიღო.

მიუხედავად ეკლესიის მტკიცებისა, რომ ის პოლიტიკაში არ ერევა და ნეიტრალობას იცავს, დე-ფაქტოდ მაინც ჩანს, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციისადმი ეკლესია ოპოზიციურადაა განწყობილი და ზოგიერთი პრინციპის მიმართ მკვეთრ წინააღმდეგობას ავლენს. 2011 წლიდან ეკლესია გამოდიოდა იმ კანონის წინააღმდეგ, რომელიც სხვა და სხვა რელიგიურ მიმდინარეობებს ერთნაირ იურიდიულ სტატუსს ანიჭებს; ეკლესიის ხელმძღვანელები ქართველ ახალგაზრდებს  მოუწოდებდნენ, რომ უცხოეთში სასწავლებლად არ წასულიყვნენ; 2013 წლის მაისში ათი ათასობით დემონსტრანტმა, რომლებსაც ქართველი რელიგიური მოღვაწეები უდგნენ სათავეში, „ლგბტ“ პირებს  ქვების სროლა დაუწყეს; ათეული წლების განმავლობაში ქართული  ეკლესიის ხელმძღვანელებს რუსეთთან თბილი ურთიერთობები აქვთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას ეხება. არადა, ეს ტერიტორიები საქართველომ სწორედ რუსეთის ანტიქართული პოლიტიკის შედეგად დაკარგა.

მართალია, საქართველოს ინტელექტუალური ტრადიცია ქვეყანას ევროპული ცივილიზაციის  განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს, მაგრამ იმის გამო, რომ ევროკავშირი და აშშ ზედმეტად ლოიალურად უჭერდა მხარს მმართველ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“, დასავლური სახელმწიფოების რეპუტაცია საქართველოში მნიშვნელოვნად შეირყა. ამ პარტიამ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ბევრი არაეფექტური და მყვირალა რეფორმა გაატარა. მაგალითად, კორუფციის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის ეგიდით გარდაქმნა საგზაო პოლიცია, სამსახურიდან გაათავისუფლა პოლიციელები, რომლებსაც რეპუტაცია ჰქონდათ შერყეული ჩინოვნიკების მოსყიდვის და მძოლებისაგან ქრთამის მიღებით. 2004 წლის ივლისში საგზაო პოლიცია საერთოდ გაუქმდა და ერთი თვის განმავლობაში საქართველოს გზებზე პოლიციელს ვერ ნახავდით. ქართულ მასმედიაში ამ რეფორმის კვალობაზე პროპაგანდისტული კამპანია დაიწყო - ტელევიზიით აჩვენებდნენ სამსახურში ახლადაყვანილ ახალგაზრდა ოფიცრებს, რომლებიც ყველაფრით მნიშვნელოვნად გამოირჩეოდნენ პოლიციის ძველი მუშაკებისაგან - ხანშიშესული ინსპექტორებისაგან, ლუდის ბოკლებით ხელში. 2004 წლის აგვისტოში ახალმა საგზაო პოლიციამ მუშაობა დაიწყო, მათთვის სპეციალურად აშენდა მინის გამჭვირვალე შენობები, რომლის მიზანს სწორედ ახლებური გამჭვირვალე პოლიტიკის ხაზგასმა წარმოადგენდა.

უნდა აღინიშნოს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ გატარებულმა საბაზრო ეკონომიკურმა რეფორმებმა საქართველოში ინვესტიციები მიიზიდა, მთლიანი შიდა პროდუქტის მატების ტემპები დაჩქარდა, მსოფლიო ბანკმა საქართველო მსოფლიოში მთავარ რეფორმატორად გამოაცხადა, მაგრამ პარალელურად მატულობდა უმუშევრობა, რომლის დონემ 15%-ს გადააჭარბა, მოსახლეობის ნახევარი კი სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფებოდა. საქართველოს მოსახლეობამ ეკონომიკური სიძნელეები მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს დაუკავშირა.

მართალია, ევროკავშირი და სხვა დასავლური ორგანიზაციები რეგულარულად აქვეყნებდნენ მასალებს სააკაშვილის მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომების შესახებ, მაგრამ ძალიან იშვიათად თუ განხორციელებულა მასზე პოლიტიკური ზეწოლა ან მაღალი დონის კრიტიკა. ახლა კი დასავლეთი მმართველ პარტიას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების დაკავების გამო აკრიტიკებს, თითქოსდა სამართალდამცავების მიერ მათ მიმართ გატარებული ღონისძიებები მოტივირებული „შურისძიებაა“, ქართველები კი მათ დაპატიმრებას სამართლიანობის აღდგენად მიიჩნევენ. ხალხს მიაჩნია, რომ ევროკავშირი და აშშ თავიანთ პროტეჟეებს იცავს იმის მაგივრად, რომ ხელი სამართლიანობის აღდგენას შეუწყოს“, - ამბობს დოდო შონავა.

ბოლო ხანებში საქართველოში ვრცელდება იდეა ევრაზიულ კავშირში შესვლის შესახებ. ამ ორგანიზაციაში რუსეთის დომინირებს. მხარდამჭერთა რაოდენობა 11-დან 16%-მდე მერყეობს. ზოგიერთის აზრით, ამ იდეის მხრადამჭერთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, თუ რუსეთი საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დაუბრუნებს: „დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების სურვილი იმდენადაა გამჯდარი ეროვნულ ფსიქოლოგიაში, რომ ბევრი უარს იტყვის სხვა მიზნების განხორციელებაზე, მათ შორის ნატოში გაწევრიანებაზეც, ოღონდაც კი რუსეთმა წართმეული უკან მოგვცეს“, - ამბობს შორენა შავერდაშვილი, დამოუკიდებელი ჟურნალის „ლიბერალის“ გამომცემელი.

მართლაც, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დასავლეთს არ შეუძლია საქართველოს უსაფრთხოების დასაცავად რაიმე გარანტიები მისცეს, ქართველების გაღიზიანება გასაგებია. ყირიმის ანექსიამ და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე კონფლიქტმა ქართველები გარკვეულწილად დააშინა: ხომ არ ნიშნავს ეს ყველაფერი, რომ შემდეგი ჩვენ ვიქნებით? მათ ნამდვილად აქვთ შეშფოთებისა და აქვთ ეჭვების საფუძველი.

რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა?

ევროპა უნდა დაეხმაროს საქართველოს რეფორმების გასატარებლად, უნდა გააძლიეროს აღმოსავლური თანამშრომლობის პროგრამა, უნდა მისცეს საქართველოს ევროკავშირთან ურთიერტობის ისეთივე პრივილეგირებული რეჟიმი, რომლითაც შვეიცარია და ნორვეგია სარგებლობს; უნდა მოხდეს სავიზო რეჟიმის ღრმა ლიბერალიზება. ქართველებს თვითონაც შეუძლიათ ახალი მოტივაციის მოფიქრება დინამიური რეფორმების გატარების მიზნით. საქართველოს ისეთი პოლიტიკოსები სჭირდება, რომლებიც თავიანთ მოქმედებას სასამართლოს დამოუკიდებლობასად და კანონის უზენაესობას დაუქვემდებარებენ. ეს არა მარტო დააჩქარებს ევროკავშირში შესვლის პროცესს, არამედ თვით ქართველებისთვისაც კარგი იქნება“.

ასე წერს ამერიკელი „ფორინ პოლისი“, აშშ-ის სერიოზული საგარეოპოლიტიკური გამოცემა, რომელიც პოლიტოლოგ სემიუელ ჰანთინგთონის მიერაა დაარსებული.

მკითხველს გავაცნობთ კიდევ ერთ პუბლიკაციას, რომელიც აშშ-ის კიდევ ერთ ცნობილ ჟურნალში - „ნიუსვიქ“-ში (პოლონურენოვან გამოშვებაში) გამოქვეყნდა სათაურით „პუტინი - გაერთიანებული ევროპის მამინაცვალი“. სტატიაში რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობის ანალიზის ფონზე მოცემულია აგრეთვე თბილისის, კიევისა და მოლდოვას მიერ გადადგმული ნაბიჯის შეფასებაც:

„პოსტსაბჭოთა სივრცის სამი საკვანძო რესპუბლიკის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა, ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი „ჯადოსნური ჯოხის აქნევით“ უცებ მდიდრები გახდებიან, მათთან სტაბილურობა დაისადგურებს და მათი ქმედება აბსოლუტურად სამართალზე იქნება დაფუძნებული. მაგრამ ეს არის მათი პირველი ნაბიჯი რუსეთისაგან გაქცევისა და ნამდვილად ერთიანი, უსაფრთხო და მდიდარი ევროპის შექმნისაკენ, რომელიც, თავისი არსებობით, არ მისცემს რუსეთს „ბოროტების იმპერიის“ აღდგენის უფლებას და შესაძლებელია, მოსკოვი სწორ გზაზეც კი დააყენოს. ასეა თუ ისე, კიევმა, კიშინიოვმა და თბილისმა აჩვენეს, რომ ვლადიმერ პუტინისა და მისი ავადმყოფური ოცნების ადგილი ევროპაში  არ არის“, - ნათქვამია სტატიაში.

 

„ნაუჩნოე ობშესტვო კავკაზოვედოვ“ (რუსეთი):

ისტორიული არჩევანი ევროპისაკენ - რა ელოდება საქართველოს?

            „კავკასოლოგთა სამეცნიერო საზოგადოებამ“ („ნაუჩნოე ობშესტვო კავკაზოვედოვ“) თავის ვებ-საიტზე ორ ივლისს გამოაქვეყნა ექსპერტ ნიკიტა მენდკოვიჩის სტატია სათაურით „ევროკავშირთან ასოცირების შედეგები საქართველოსთვის“, რომელშიც გაანალიზებულია  საქართველოს მიერ ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების პლიუსები და მინუსები, მისი მნიშვნელობა როგორც თბილისისათვის, ასევე ბრიუსელისათვის.

„ბრიუსელში 27 ივნისს საქართველოს მიერ ხელმოწერილ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ერთნი დადებითად აფასებენ და მას საქართველოს პროდასავლურ გზაზე მიღწეულ უდიდეს პოლიტიკურ გამარჯვებად, ეპოქალურ დოკუმენტად მიიჩნევენ, მეორენი კი სკეპტიკურად უყურებენ საქართველოს მცდელობას და ამბობენ, რომ ევროკავშირის ბაზარში საქართველოს „ჩაწერას“ ძალიან ნაკლები შანსები აქვს.

ასოცირების შეთანხმების ტექსტი საქართველოსათვის საკმაოდ ტიპიურია და რაიმე მნიშვნელოვან „წყალქვეშა ქვებს“ არ შეიცავს. დოკუმენტი პოლიტიკური და ეკონომიკური ნაწილებისაგან შედგება, პოლიტიკური ნაწილი საკმაოდ დეკლარაციულია და შეიცავს მხოლოდ მხარეთა განცხადებებს დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულებას საშინაო პოლიტიკაში.

საქართველოში ზოგიერთებს სჯერათ, რომ ასეთი დეკლარაციული შეთანხმება წარმატებით გატარებული რეფორმების ერთგვარი „სერტიფიკატია“, სინამდვილეში კი ამგვარ შეთანხმებაზე ხელმოწერას, ევროკავშირის შეხედულებით, მაინც და მაინც დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, მასზე ხელმოწერა ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ მიიჩნევს. ფაქტია, რომ ანალოგიური დოკუმენტები ევროკავშირს გაფორმებული აქვს ტუნისთან (1998 წელს), ეგვიპტესთან (2004 წელს) და სხვებთან, თუმცა ამის მიუხედავად, ბრიუსელი ყოველთვის კრიტიკულად აფასებდა ამ ქვეყნების პოლიტიკურ სტრუქტურას და უფრო მეტიც, ხშირად მხარს უჭერდა ანტისამთვარობო გამოსვლებს ამ ქვეყნების ტერიტორიაზე.

საქართველოს შემთხვევაში ევროკავშირმა შედარებით ზომიერი პოზიცია გამოხატა შეთანხმების პოლიტიკური ასპექტების მიმართ და სიტუაცია არ დაძაბა, რათა ტრადიციული ფასეულობების მრავალრიცხოვანი მომხრეები ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბრიუსელის „ლიბერალური“ დამოკიდებულების საწინააღმდეგოდ არ განწყობილიყვნენ. ასე რომ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ევროკავშირისათვის ყველაზე მნიშვნელოვნად შეთანხმების ეკონომიკური ნაწილი ითვლება.

საერთოდ, ქართული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობას აშკარად ზედმეტად გადაჭარბებულად აფასებენ. ზოგიერთი მედიასაშუალება იქამდეც კი მიდის, რომ თრთოლვით ელოდებიან ევროკავშირში საქართველოს დაჩქარებულ მიღებას, რაც არსებულ პრაქტიკას ეწინააღმდეგება: ასოცირებულ წევრებსა და სრულუფლებიან წევრებს ერთმანეთისაგან უზარმაზარი ნაპრალი აშორებთ.

რაც შეეხება სავიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობას, აქაც იგივე შეიძლება ითქვას: ის, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესასვლელად ვიზები აღარ იქნება საჭირო, ეს წმინდა წყლის სიცრუეა. შეთანხმების გამოქვეყნებულ ტექსტში ამგვარი რამ არსად წერია და არც იგულისხმება. თეორიულად სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს და უკრაინას მხოლოდ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ აღუთქვა, მაგრამ მას არც ვადა დაუზუსტებია და არც პირობები. აშკარაა, რომ მისი განცხადება კონიუნქტურით იყო ნაკარნახევი და მიმართული იყო საქართველოსა და უკრაინის მმრათველი რეჟიმების მხარდასაჭერად. ამ მხრივ ნიშანდობლივია ისიც, რომ ჰერმან ვან რომპეის უფლებამოსილება 2014 წლის ნოემბერში, ანუ სულ სამიოდე თვის შემდეგ იწურება და მისი განცხადების დეზავუირება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.

ევროკავშირის მზადყოფნა უვიზო ზონის გაფართოებაზე და მით უმეტეს, ახალი წევრების მიღებაზე უკიდურესად საეჭვოა. ევროკავშირელ მოხელეებთან ურთიერთობის გამოცდილება მოწმობს, რომ მათ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მიმართ ღრმა სკეპტიკური განწყობა აქვთ. „არაბულმა გაზაფხულმა“ ევროკავშირის ინტერესები ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკისაკენ მიაბრუნა, კავკასია კი, ევროპელი პოლიტიკოსების თვალსაზრისით, უკვე თითქმის პერიფერიას მიეკუთვნება. გარდა ამისა, ბოლო ხანს ევროპულ სტრუქტურებში სულ უფრო მეტად აქტიურობენ ნაციონალისტები, რომლებიც საგარეო ექსპანსიის შეზღუდვისაკენ იხრებიან და უფრო მეტიც, ევროკავშირის შიგნით ბარიერების შექმნას ფიქრობენ. ასეთ პირობებში საქართველოს ძალიან რთულია ჰქონდეს იმის იმედი, რომ უახლოეს წლებში სავიზო რეჟიმის გაიოლება-გაუქმების საკითხში რაიმე მნიშვნელოვანი სასიკეთო ცვლილება მოხდება.

ევროკავშირი, როგორც უკვე ვთქვით, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან ურთიერთობაში უფრო მეტ ყურადღებას ეკონომიკურ ასოცირებას აქცევს. შეთანხმება საქართველოს [უკრაინას, მოლდოვას] უღებს ევროკავშირის ბაზრის კარს თავისი რამდენიმე ათეულმილიონიანი მოსახლეობით. ერთობლივი თავისუფალი სავაჭრო ზონების შექმნა ხელშემკვრელი მხარეებისათვის უმეტესი საბაჟო გადასახადის გაუქმებასა და სტანდარტების ერთიანი სისტემის შემოღებას ითვალისწინებს, რომლებიც ევროპულ წესებს ეფუძნება. არადა, შეთანხმებაში სწორედ ეს დებულება ითვლება ყველაზე პრობლემურად, რადგან სავსებით რეალურია, რომ საქართველოს სუსტი ეკონომიკა მკაცრი კონკურენციისათვის შეიძლება მზად არ აღმოჩნდეს. თუ ქართული პროდუქცია არ იქნება ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში, მაშინ ფორმალურად ევრობაზარზე ასეთი პროდუქცია დაბლოკილი იქნება და ეს მაშინ, როცა ევროპული პროდუქციისათვის და საერთოდ, იქაური ბიზნესმენების „ასოცირებული ქვეყნების“ ბაზარი ღია უნდა იყოს. საქართველოს ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება, რომ მისმა პროდუქციამ ევროპული ტექნიკური და ფიტოსანიტარული მოთხოვნები დააკმაყოფილოს. არ დავივიწყოთ ისიც, რომ ზოგჯერ ევროკავშირი პარტნიორების მიმართ დისკრიმინაციულ ზომებსაც მიმართავს ხოლმე, რა თქმა უნდა, თავისი ინტერესების სასარგებლოდ. ასე მაგალითად, უკრაინის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება სტანდარტული ტექსტისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და ეს განსხვავებანი ევროკავშირის სასარგებლოდაა. კერძოდ, მუხლი 32-1 შეიცავს ყველანაირი სუბსიდიის აკრძალვას საექსპორტოდ გამიზნული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისათვის. არადა, უკრაინისთვის, რომლის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი ევროკავშირის სტანდარტებს არ შეესაბამება, ასეთი პირობა „ჩიხში შემყვანია“. გამოდის, რომ ქვეყანას უფლება არ აქვს თავისი სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციისათვის თანხები გამოყოს? ამით ხომ მას ექსპორტის უფლება წაერთმევა! გარდა ამისა, შეთანხმებაში არის მუხლები (კერძოდ, 40-1), რომელთა თანახმად ევროკავშირი თავის სასარგებლოდ, ცალმხრივი წესით, სუბსიდიების უფლებას ინარჩუნებს.

აქვე ხაზს ვუსვამთ, რომ უკრაინის შემთხვევა ერთეული შემთხვევაა, თუმცა მან საბოლოო ჯამში დოკუმენტისა და ქვეყნის ბედი განსაზღვრა - მასზე ხელმოწერამ საზოგადოების ღრმა განხეთქილება გამოიწვია. რაც შეეხება საქართველოსა და მოლდოვასთან ხელმოწერილ ტექსტს, ისინი საკმაოდ სტანდარტულია და მათში არ ჩანს უკრაინის მსგავსი ღია ხაფანგი, თუმცაღა იმ ნაწილში, რომელიც საგასახადო პოლიტიკას ეხება, „წყალქვეშა ქვებია“ მიმალული.

ევროკავშირის სტრუქტურები აცხადებენ, რომ ხელმოწერილი შეთანხმება ეკონომიკის ზრდასა და ორმხრივი ვაჭრობის გაფართოებას გამოიწვევს. ამას მოწმობენ 2012 წელს ევროკომისიის მიერ ჩატარებული კვლევის მასალებიც. კერძოდ, მათში ნათქვამია, რომ ქართული ექსპორტი შეთანხმების რეალიზების საფუძველზე 12%-ით გაიზრდება, ევროპული იმპორტი - 7,5%-ით, მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) – 4,3%-ით და თან ეს ყველაფერი „გრძელვადიან პერსპექტივაში“ (ახლო ისტორიულ ვადებში კი მხოლოდ 1,7%-ით).

ზოგიერთი ქართველი ეკონომისტი სკეპტიკურად მიიჩნევს იმას, რომ თითქოსდა შეთანხმება რეალურ გავლენას მოახდენს ქართულ ეკონომიკაზე. მაგალითად, დემურ გიორხელიძე, რომელმაც მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ სოციალურ-ეკონომიკური კონცეფციიის ავტორია, არ არის დარწმუნებული იმაში, რომ ქვეყნის ეკონომიკა მზადაა თამაშის ახალი წესების მისაღებად: „ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება შეიძლება მომგებიანი და საინტერესო იყოს ქვეყნისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ხელისუფლება ქვეყნის განვითარებაზე და მოდერნიზებაზე ორიენტირებულ ისეთ პოლიტიკას გაატარებს, რომელიც ხელს შეუწყობს მთავარს - საკუთარი რესურსების მაქსიმალურ განვითარებას, უპირველესად კი ადამიანური რესურსის განვითარებას. სხვა შემთხვევაში შეთანხმება დარჩება მხოლოდ მკაცრად რეგლამინტირებული ნორმების კრებულად, რომელთა პირობებში გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქართული ქაოსური ეკონომიკა თავის ფუქნციებს ვერ შეასრულებს“, - წერს შეთანხმების კომენტარებში ავტორი.

საქმე იმაშია, რომ ევროკავშირთან ეფექტური ვაჭრობისათვის აუცილებელია საქართველომ თავისი სტანდარტები ევროკავშირის სტანდარტებს შეუსაბამოს. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ხარისხის კონტროლისა და სტანდარტიზების სისტემა „ნეოლიბერალური“ ლოზუნგების შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა, ახალ ხელისუფლებას კი მათი აღდგენისათვის მნიშვნელოვანი ძალისხმევა დაჭირდება. ძალიან ბევრი სამართლებრივი დებულება იქნება შესაცვლელი სამოქალაქო კოდექსშიც, შრომის სამართლის ნორმების ჩათვლით, რომლებიც სააკაშვილის ეპოქაში დიდი მანძილით ჩამორჩნენ ევროპულ სტანდარტებს.

გარდა იმ ვალდებულებებისა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ღია სახით იკისრა შესასრულებლად, აუცილებელია ქვეყნის მომზადება ასოცირებული წევრობისათვის, საკუთარი ინტერესებისა და ობიექტური პირობების გათვალისწინებით. ევრობაზარზე ნორმალური კონკურენციისათვის საქართველოს დაჭირდება საკრედიტო სისტემისა და ეკონომიკის მრავალი დარგის რეფორმირება, რომლებიც ზედმეტად არიან ორიენტირებულნი უცხოური პროდუქციის იმპორტსა და მის რეექსპორტზე. ასეთი ტენდენცია თავისუფალი ვაჭრობის ზონაში კიდევ უფრო გაღრმავდება, [რაც სასარგებლო არ არის]. ერთი სიტყვით, საქართველოს სჭირდება ეკონომიკისა და სახელმწიფო სტრუქტურების მნიშვნელოვანი მოდერნიზება, რათა ევროკავშირთან მისი თანამშრომლობა ეფექტიანი იყოს.

ამასთან, ასოცირების შეთანხმებისაგან უშუალო სარგებლიონობა მაინც და მაინც ისეთი დიდი არ უნდა იყოს, როგორიც ეს ზოგიერთს ეჩვენება. ევროკავშირის ექსპერტების თქმით, ეკონომიკური ზრდის პარამეტრები უკიდურესად დაბალი იქნება. საქართველოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2013 წელს რუსეთთან ვაჭრობის გააქტიურების შედეგად ეროვნული პროდუქციის ექსპორტი თითქმის 20%-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, არც ის უნდა დავივისწყოთ, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ეკონომიკისათვის რუსეთიდან გადმორიცხულ ფულად თანხებს (2013 წელს რუსეთიდან საქართველოში 800 მილიონი დოლარი გადაირიცხა, რა მთელი გადარიცხვების 54%-ს შეადგენს). ეს არის რესპუბლიკის საგარეო ვაჭრობის დეფიციტის 15% და თუ ეს ციფრი შემცირდება ან დაიკარგება, რესპუბლიკისათვის მტკივნეული დარტყმა იქნება.

მართალია, საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულება, უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, ბევრად ნაკლებია, მაგრამ ევროკავშირთან პარტნიორობა დსთ-ის ქვეყნებთან ვაჭრობას მექანიკურად მაინც ვერ შეცვლის, სადაც ხანგრძლივი ისტორიული საბჭოური ეპოქის განმავლობაში ვაჭრობის ჩაკეტილი სისტემა იყო ჩამოყალიბებული. ამ სისტემის მონაწილენი ერთმანეთთან ორგანულად იყვნენ დაკავშირებულნი და რაც მთავარია, პროდუქციის გაცვლა-წარმოების ციკლის მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ-ჯერობით კვლავ შენარჩუნებულია. ევროკავშირის ბაზარი კი სრულიად სხვაგვარია, იქ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებისათვის „ნიშა“ შენახული არ არის. ალბათ, ერთადერთი შეთავაზება, რაც ევროპულ ეკონომიკას ახალბედა ნეოფიტი ქვეყნებისთვის შეუძლია, ესაა საკუთარი იაფი პროდუქცია არაკვალიფიცირებული შრომითი რესურსების სანაცვლოდ, თუმცა ასეთი სიტუაცია პოსტსაბჭოთა პარტნიორებს სულაც არ აწყობთ.

ამგვარი მომენტების მიუხედავად, ქართული ელიტა მთავარ ფსონს ევროკავშირთან ვაჭრობაზე დებს, რასაც მსხვერპლად ეწირება დსთ-ის ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარება. ქართული საზოგადოების პოლიტიზების დონე ხელს უშლის იმის ობიექტურ გარკვევას, რომელია მისთვის მომგებიანი სავაჭრო ექსპანსიისა და ეკონომიკური ინტეგრაციის სხვა და სხვა გზებიდან.

ქართული მასმედიის წარმომადგენლებმა და პოლიტიკოსებმა ევროკავშირთან დადებული ძირითადად ეკონომიკური ხასიათის შეთანხმება „ევროპული გზის“ ისტორიულ არჩევად შერაცხეს. რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ბევრ პოსტსაბჭოთა მედასავლეთეს არ სურს ერთი ჭეშმარიტების გაგება: „ძველი ევროკავშირის“ ქვეყნების კეთილდღეობა „დემოკრატიული“ ან „ლიბერალური“ მოდელის შედეგი არ არის, რომლის შეთვისება ან შესწავლა ევროპელი პარტნიორების ხელმძღვანელობით შეიძლება. სინამდვილეში ევროპელთა მიღწევები არის გეორგრაფიული და ისტორიული პირობების შედეგი, არის დასავლეთ ევროპის მოსახლეობის მრავალი თაობის შრომის შედეგი. ევროკავშირის პოლიტიკისა და ცხოვრების დღევანდელი სახე ამ ფაქტორებისგანაა ნაწარმოები.

საქართველოში ბევრს მეტ-ნაკლებად იმის იმედი აქვს, რომ ევროკავშირი მათი ქვეყნის დონორი და სპონსორი იქნება, მათ შორის გეოპოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტაშიც. არადა, რეალურად შეთანხმების ფორმატი ამის საშუალებას საერთოდ არ იძლევა და არც არის ამ მიზნისთვის განკუთვნილი. დოკუმენტი ძირითადად წარმოადგენს მექანიზმს ევროპული ბიზნესის ბაზრის გაფართოებისათვის, რომელიც პირველ რიგში ჯერ საკუთარ ინტერესებს იცავს, უცხოელ პარტნიორებს კი ბოლო რიგში სწევს. ამიტომაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის გადაწყვეტილება შესაბამისი ეკონომიკური გათვლების გარეშე, მხოლოდ იმ ლოზუნგებით, რომ საქართველო „ცივილიზაციურად ევროკავშირს მიეკუთვნება“, გარეშე დამკვირვებელში ბუნებრივ  გაოცებას იწვევს“.

ასეთია „კავკასოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების“ მიერ გამოქვეყნებული სტატიის პათოსი. აქვე განვმარტავთ, რომ რუსული წარმოშობის ამ პოპულარულ სამეცნიერო-ანალიტიკურ გამოცემაში რეგულარულად ქვეყნდება ერთი და იგივე პრობლემაზე სხვადასხვა უცხოელი მეცნიერისა თუ ექსპერტ-პოლიტოლოგის, მათ შორის ქართველი ავტორების ნააზრევი რომლებიც თავისი პოზიციითა და ხედვით ერთმანეთისაგან განსხვავდებიან და ამით საინტერესო ფონს იძლევიან დასკვნების გამოსატანად.

 

geotimes.ge
<< უკან ინფორმაცია წაკითხულია: 5747 გავუგზავოთ მეგობარს  გავუგზავოთ მეგობარს საბეჭდი ვერსია  

დატოვეთ კომენატრი
Geotimes TV
XV საიუბილეო ბიზნეს რეიტინგი (პრესკონფერენცია)
30 გამარჯვებული კომპანია
XV საიუბილეო ბიზნეს რეიტინგი
"ჯორჯიან თაიმსი"-ბოლო წვეთამდე საინტერესო
თბილისობა 2014
პროკურატურა ევროსაბჭოს რეზოლუციის შესახებ
პატრიარქის ძმის დაკრძალვის ცერემონიალი
პროკურატურის პასუხი კიწმარიშვილის ოჯახს
აქცია თავისუფალი ზონის ოფისთან
ზურაბ კიწმარიშვილის პოზიცია
წულუკიანის შეხვედრები ვაშინგტონში
ერისთავის დაკავების განსხვავებული ვერსია
              
ყველაზე რეიტინგული
ეკონომიკა |
2014.10.14 15:35
ეკონომიკური განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელის განცხადებით, თუ 2015 წლის და მიმდინარე წლის ბიუჯეტს შევადარებთ, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ზომიერად, ფრთხილად და ოპტიმალურად არის დაგეგმილი.
საზოგადოება |
2014.10.13 12:49
სწავლების პროცესში ყურადღება გამახვილებულია ოჯახური კონფლიქტის დროს სიტუაციის უკეთ განმუხტვის მექანიზმებსა და კონფლიქტში მონაწილე პირებთან სწორი კუთხით კომუნიკაციის უნარ-ჩვევების ამაღლებაზე.
პოლიტიკა |
2014.10.10 14:20
ალექსანდრე ჭიკაიძე რიჩარდ ნორლანდს შეხვდა.
პოლიტიკა |
2014.10.10 14:19
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ქაწაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში, ქალაქ ბუდაპეშტში იმყოფება.
საზოგადოება |
2014.10.10 12:35
ის ქართველი სპორტსმენი, რომელიც ფილიპ პოლკს დაეწევა ან მასზე უკეთეს შედეგს აჩვენებს, LOCAL HERO გახდება.
პოლიტიკა |
2014.10.04 14:27
„ადამიანი კანონი თავისუფლებას“ იურისტი, ბექა გამდლიშვილი ბოლო პერიოდში სხვადასხვა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და პოლიტიკურ კრიზისის საფრთხეს მოახლოებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს.
სამართალი |
2014.10.04 14:17
პოლიციელებმა საცხოვრებელი ბინის კარი შეამტვრიეს, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი თოკზე ჩამოკიდებული ნახეს.
ძიება საიტზე
Geotimes TV
XV საიუბილეო ბიზნეს რეიტინგი (პრესკონფერენცია)
30 გამარჯვებული კომპანია
XV საიუბილეო ბიზნეს რეიტინგი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1 2345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

მარტი 2017
დღის ქრონიკა
13:25
რა მეთოდებით იბრძვის "ნაციონალური მოძრაობა" მმართველი გუნდის წინააღმდეგ
15:09
"ჯორჯიან თაიმსის" XV ბიზნეს რეიტინგის პრესკონფერენცია
17:47
საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობა, კვლავ მოუგვარებელ პრობლემად რჩება
14:00
"ნინო ბურჯანაძე ქვეყნისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს"-გიორგი ვაშაძე
13:52
მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" XV ტრადიციული ბიზნეს-რეიტინგის დაჯილდოება
მთავარი დღეს
ავარო-კახეთის მაგისტრალის მშენებლობით კახეთს საფრთხე ემუქრება?
ეკონომიკა
სოფელ რუისში 42 კილომეტრის სიგრძის გაზსადენს გაიხსნა
საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმის ფარგლებში დღეს ხუთ პროექტს მოეწერა ხელი
ვითიბი ბანკმა და EBRD -მა იურიდიულ პირებს ახალი პროდუქტი - ენერგოკრედიტი შესთავაზეს
საზოგადოება
თბილისის სინაგოგასთან საპროტესტო აქცია გაიმართა
წინამძღვრიანთკარის პროფესიული სასწავლებლის რეაბილიტაცია იწყება
ვითიბი ბანკმა და EBRD -მა იურიდიულ პირებს ახალი პროდუქტი - ენერგოკრედიტი შესთავაზეს
კომენტარი
,,უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ნატო-ს მოკავშირეები გაწევრიანების გარეშეც შეიძლება გახდნენ"- პაველ კლიმკინი
მსოფლიოში
თავდამსხმელებმა მაკარევიჩი ნაგვის კონტეინერში ჩატენეს
პეტრე პოროშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც დონბასის ზოგიერთ რაიონში დროებით წესრიგს განსაზღვრავს
მერკელისა და პუტინის შეხვედრა გადაიდო, რადგან რუსეთის პრეზიდენტს მილანში ჩასვლა დააგვიანდა
ტაბლოიდი
"ცეკვავენ ვარსკვლავების" პირველ საკონკურსო დღეს ინციდენტი მოხდა
რატომ ეშინოდათ მსახიობებს "შუა ქალაქში" დაბრუნება?
ლევან ჯავახიშვილი "იმედიდან" პროტესტის ნიშნად წამოვიდა?
The first georgian newspaper in english,
founded in 1993.
2002-2017 Georgian Times Media Holding
All Rights Reserved.
Created By Pro-Service
12 Kikodze St. Tbilisi. Georgia
Georgian Times
Phone: +995 32 93 44 05
Fax: +995 32 93 49 63
editor@geotimes.ge