eng  geo  rus  tur  მარტი 27.03.2017 04:42:10
swf
ბიზნეს რეიტინგი
მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსში" XV ტრადიციული ბიზნეს დაჯილდოების შესახებ, პრესკონფერენცია გაიმართა
"ჯორჯიან თაიმსის" XV ბიზნეს რეიტინგის პრესკონფერენცია
მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" XV ტრადიციული ბიზნეს-რეიტინგის დაჯილდოება
ინტერვიუ
ბიოლოგიური მშობელი ბავშვს ვეღარ გააშვილებს
საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის 62% რუსეთზე მოდის
"თუ ხელისუფლებას ქვეყნისთვის პრობლემების შექმნა არ სურს, ევროსაბჭოს შენიშვნები უნდა გაითვალისწინოს"-ნიკა ჩიტაძე
პოლიტიკა
"თავისუფალი თაობის" ლიდერი ლადო სადღობელაშვილი აქციაზე დააკავეს
„აშშ-ში ვიზიტისას 300 ათას ლარამდე დაიზოგა“, - მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პასუხი ირმა ნადირაშვილს
ჯგუფი, რომელიც ოჯახური ძალადობის თემებზე იმუშავებს, პრემიერ-მინისტრთან ხვალ შეიკრიბება
სამართალი
ორმა დევნილმა ოჯახმა ორჯერ მიიღო სახელმწიფოსგან სოლიდური კომპენსაცია
სასამართლომ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სააპელაციო საჩივარზე გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა
შსს-მ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო კამპანია დაიწყო
სამხედრო თემა
წვევამდელთა ფიცის მიღების ცერემონიალი გაიმართა
ჩაკ ჰეიგელი: ამერიკის ჯარს, შესაძლოა, რუსეთის არმიასთან მოუხდეს საქმის დაჭერა
თავდაცვის სამინისტროს ადენაუერის ფონდის წარმომადგენლები ესტუმრნენ
პრესის დაიჯესტი
ბიძინა ივანიშვილი: ჩემთვის დღეს უფრო მძიმეა სხვა ტელევიზიები - "პირველი არხი", "მაესტრო" თუ "იმედი", რადგან პრაქტიკულად იმეორებენ და აჟიტირებას უკეთებენ იმ თემებს, რასაც წამოსწევს "რუსთავი 2"
„არგუმენტი“ თბილისის მერიას ბოდიშს უხდის
საქართველო უცხოურ მედიაში: საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის გამოძახილი
ბლოგი
დონეცკის მხარეში ტყვედ არის აყვანილი 680 უკრაინელი ძალოვანი
ლაზარე ზაქარიაძის ბლოგი: "ტრისტანის ჯვარი"
ლაზარე ზაქარიაძის ბლოგი: "სხვა სინამდვილე" (ბოინგ 777-ის კატასტროფა)
გამოკითხვა
მიეცემა თუ არა პასუხისგებაში მიხეილ სააკაშვილი?
დიახ
არა
არ ვიცი
გთხოვთ შეიყვანოთ უსაფრთხოების კოდი* CAPTCHA Image
(1.7)
ინტერვიუ
თეა თუთბერიძე ბოკერია-მერაბიშვილის ტანდემის რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირებზე საუბრობს
2013.04.27 00:20
დათა ახალაიას სახელით გავრცელებულ მიმართვასა და 19 აპრილის ოპოზიციის მიტინგის შემდეგ, მითი „ნაციონალური მოძრაობის" ერთიანობის შესახებ საბოლოოდ დაინგრა. 
 
„ნაციონალები" ახალაიებისგან გამიჯვნას მიზანმიმართულად ცდილობენ, მაგრამ ჯერჯერობით მერაბიშვილის გუნდსა და პრეზიდენტს შორის წყალგამყოფის არსებობაზე ხმამაღლა არ საუბრობენ. 
 
თუმცა „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი იდეოლოგი და აქტიური მხარდამჭერი თეა თუთბერიძე თვლის, რომ ამ დაპირისპირების არსებობის დამალვას აზრი აღარ აქვს და დუმილს არღვევს. 
 
geotimes. ge- სთან თეა თუთბერიძე მერაბიშვილ-სააკაშვილის დაპირისპირების დეტალებზე საუბრობს და „ხერხემალყოფილს" რუსულ სპეცცამსახურებთან ფარულ კავშირებში ამხელს:
 
თეა თუთბერიძე:  არ მინდა „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები შევაშფოთო ჩემი განცხადებებით, მაგრამ „ოცნების წისქვილზე" ის ფაქტორი უფრო ასხამს წყალს, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია რეალურად ვინ რა „სამსახური" გაუწია ჩვენს ქვეყანას და ვინ დაგვამხო სახელმწიფო თავზე. 
 
მთელი ის პროცესები, რაც არჩევნების წაგების შემდეგ თუ მანამდე რამდენიმე თვის განმავლობაში საეჭვო გახდა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებისთვის, მანამდე ინფორმაცია ჭორის დონეზე გვქონდა, მაგრამ ვიძახდით, რომ ეს სიმართლესთან ახლოს არ იყო. მე არ ვარ ადამიანი, რომელიც ყველაფერს იღებს ისე, როგორც მას ამას აწვდიან. ყოველთვის ბევრი კითხვა მიჩნდება და ვცდილობ ამ კითხვებზე პასუხი მივიღო. შესაბამისად, როცა ის ვიდეოები „გამოვარდა", ამან ძალიან ბევრი კითხვა დაბადა, რასაც დღემდე პასუხი არ გასცემია. მე დავიწყე გარკვევა, რა მოხდა სინამდვილეში, დღემდე ვარკვევ და სამწუხაროდ კარგს ვერაფერს. როგორც ჩანს, გარკვეულ ადამიანებს, პრეზიდენტის გარემოცვიდან გადაწყვეტილი აქვთ მიხეილ სააკაშვილი აქციონ პოლიტიკურ გვამად. მათ გაუჩნდათ ლიდერობის ამბიცია და ილუზია იმისა, რომ ისინი რეალურად შეძლებენ სამომავლოდ ქვეყნის მართვას და ფიქრობენ სააკაშვილის პოლიტიკურ პენსიაზე გაშვებას. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი, სამწუხაროდ არ არის ქვეყნის შიგნიდან მართული. თუ ვინმეს ჰგონია, რომ რუსული სპეცსსამსახურები გულზეხელდაკრეფილები სხედან და არ მუშაობდნენ ან არ მუშაობენ ამ მიმართულებით, ძალიან ცდებიან. 
 
ისინი წლებით ადრე გეგმავენ, რა მოხდება წლების შემდეგ. აქედან გამომდინარე, ბევრი რამ მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ყველაფრის უკან რუსული სპეცსამსახურები დგანან. მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ რუსეთს აგენტურა არა მხოლოდ ოპოზიციაში და ეკლესიაში, არამედ ხელისუფლებაშიც ეყოლებოდა ჩანერგილი, მაგრამ ძალიან რთული გასააზრებელი იყო ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი. რეალურად სასაცილო იქნება იმის თქმა, რომ რუსულ სპეცსამსახურებს დაკარგული აქვთ ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ. რა თქმა უნდა არ აქვთ დაკარგული. იმიტომ რომ ბოლო წლების განმავლობაში, რევოლუციის შემდეგ ჩვენ აქტიურად დავიწყეთ ნატოს მიმართულებით მუშაობა, ავიღეთ პროდასავლური კურსი და ა.შ. შესაბამისად, ეს ყველაფერი რუსეთს ძალიან დიდ საშიშროებას უქმნიდა. თუ საქართველო გახდებოდა ნატოს წევრი სახელმწიფო, რუსეთი დაკარგავდა კონტროლს არამხოლოდ საქართველოზე, არამედ მთელ ამიერკავკასიაზე. რუსეთს ამის დაშვება არ სურს და აქედან გამომდინარე მათი სპეცსამსახურები ყველაფერს გააკეთებდნენ და დღესაც გააკეთებენ ქვეყნის ამ კურსიდან გადასაყვანად. როგორც გამოჩნდა, მათ არა მხოლოდ ოპოზიციასთან, არამედ პრეზიდენტის ახლო გარემოცვასთანაც ჰქონდათ კავშირები. დღეს ძალიან მკვეთრია პარალელები ზვიად გამსახურდიას პერიოდთან, მაგრამ განსხვავებით გამსახურდიასგან, მიხეილ სააკაშვილს აქვს უფრო დიდი პოლიტიკური გამოცდილება, რომელიც მას კრიზისულ სიტუაციაში გამოსავლის მონახვაში ეხმარება. ამის მაგალითად 2012 წლის არჩევნებში დამარცხების აღიარებაც გამოდგება. ეს რომ არ მომხდარიყო პროცესები გახდებოდა უმართავი, რაც იყო რუსეთის მიზანი რეალურად. 
 
ციხის კადრები და შიდადაპირისპირება ყოფილ ხელისუფლებაში გახდა მიზეზი იმისა, რომ ქვეყნის სათავეში მოვიდა პრორუსული ძალა. ამ ყველაფრის უკან კი, სამწუხაროდ, მერაბიშვილის კვალი იკვეთება. იმ ფონზე, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს აკონტროლებდა, იმასაც კი, თუ ვინ ვისთან იწვა, ვერ დამარწმუნებს ვერავინ, რომ მათ ამ გადაღებების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდათ. თუ ეს უშუალოდ მათი მხრიდან არ იყო გაკეთებული. თუ მათი მხრიდან არ იყო გაკეთებული, ამაზე მინიმუმ ინფორმაცია უნდა ჰქონოდათ. ხომ ასეა?
 
ზღაპრებზე, რომ აღნიშნული ვიდეოები ბედუკაძემ საკუთარი ინიციატივით გადაიღო და ვიღაც ჟურნალისტებმა ეს ყველაფერი ქვეყნიდან გააპარეს, ჩემს შვილსაც კი არ დაეძინება. ბიძინა ივანიშვილს რამდენიც არ უნდა გადაეხადა ამ კადრების გადაღებაში, თუკი, მას არ ეყოლებოდა დამხმარე ხელისუფლების მაღალ ეშელონებში, ის ამას ვერ მოახერხებდა. მსგავსი რამის გაკეთება ციხეებში, ვერც ბედუკაძის, ვერც ციხის უფროსების, ვერც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსისა და ვერც თავად, ამ სამინისტროს ხელმძღვანელის დონეზე ვერ მოხდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველგან ჰყავდა თავისი „აგენტურა", რომლებიც ყველა სამინისტროსა და ყველა უწყებას აკონტროლებდნენ. 
 
- თეა, რას აკეთებს უშიშროების საბჭო, თუ რუსეთის სპეცსამსახურები აკონტროლებდნენ ქვეყანაში სიტუაციას? გამოდის, ბოკერიაც რუსულ თამაშს თამაშობდა?
 
- ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ინფორმაციას ფლობდა უშიშროების საბჭო და ფლობდა თუ არა საერთოდ. თუ ბოკერია ნაციონალური მოძრაობის დამარცხებაში ვერ ხედავს რუსულ კვალს, მაშინ მე ვფიქრობ, ის არ ყოფილა ადამიანი ვინც უნდა ყოფილიყო უშიშროების საბჭოს მდივანი. 
 
ამ გადასახედიდან მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის მთავარი შეცდომები რაც დაუშვა წინა ხელისუფლებამ, ვგულისხმობ 26 მაისის აქციის დაშლას იმ ფორმებით, რა ფორმებითაც ეს მოხდა, და ადამიანის უფლებების დარღვევის სხვა უამრავ ფაქტს, ეს ხდებოდა მიზანმიმართულად და მხოლოდ მტერი თუ გაუკეთდა პრეზიდენტს მსგავს რამეს. არის მეორე ფაქტორიც მე არ ვარ დარწმუნებული, რომ პრეზიდენტს სწორი ინფორმაცია მისდიოდა სხვა ბევრი მიმართულებითაც. სხვათაშორის, ჯერ კიდევ არჩევნებამდე, როცა გადადგა ბაჩო ახალაია, 21 სექტემბერს ერთ-ერთ შეხვედრაზე განიხილებოდა ბაჩო ახალაიას დაკავების საკითხი, სადაც უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას ბატონი ვანო მერაბიშვილი, გიგა ბოკერია, ბოკერიას მეუღლე, გიგი უგულავა, უგულავას მეუღლე და სხვები. 
 
ამას რომ თავი დავანებოთ, კარგად ვიცი, როგორ ხდება აქციაზე ხალხის გამოყვანა და იქ გარკვეული მოთხოვნების დაყენება. სამწუხაროდ, სტუდენტებმა ვერ შეძლეს პროცესების მართვა და მათი გულუბრყვილო პროტესტი სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან ბოროტად იქნა გამოყენებული. ეს რომ არ ყოფილიყო მაშინდელი ხელისუფლების ხელშეწყობით, ამდენი სტუდენტი გარეთ არ გამოვიდოდა. ვარდების რევოლუციის დროსაც არ ყოფილა ამ რაოდენობით სტუდენტები ქუჩაში. რეალურად, ეს კონკრეტული პირების ამბიცია იყო და მათ მიერ ძალაუფლების ხელში აღების სურვილი, რამაც გადაიყოლა ჩვენი სახელმწიფო. 
 
სამწუხაროდ, საზოგადოება ყოველთვის ყველაფერს ისე იღებს, როგორც ამას აწვდიან. ასე იქნა მიღებული ვანო მერაბიშვილის „გაპრემიერებაც", რომ თითქოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ნაციონალური მოძრაობისთვის. თუმცა, ამ ყველაფრის უკან, როგორც ჩანს, სხვა გარემოება იდგა. საკაშვილს ქვეყნის გარედან მიაწოდეს ინფორმაცია მერაბიშვილის საეჭვო კავშირების შესახებ, რის გამოც იგი შს მინისტრობიდან გადაიყვანა პრემიერ-მინისტრად. არჩევნებამდე ამის გახმოვანება გამოიწვევდა ძალიან დიდ პოლიტიკურ სკანდალს. ვანო მერაბიშვილი, შსს-დან წლების განმავლობაში ყველა სამინისტროს და მთელ სახელმწიფოს აკონტროლებდა, სწორედ ეს იყო სააკაშვილის მთავარი შეცდომა. ერთ კაცს მისცა ყველაფრის უფლება. ერთადერთი სადაც ვერ დაამყარა კონტროლი მერაბიშვილმა, ეს ბაჩო ახალაიას უწყება იყო. 
 
თუ მოვლენებს სწორად გავაანალიზებთ, მიხეილ სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილი გაპრემიერებით ჩამოაშორა ძალოვან სტრუქტურებს და არა მხოლოდ, რითაც საგრძნობლად შეამცირა მისი გავლენების არეალი. ამის პასუხად კი მისგან ე.წ. ციხის კადრების სკანდალი მიიღო. მერაბიშვილმა „გაუჩალიჩა" სააკაშვილს ის, რასაც მოჰყვა ნაციონალური მოძრაობის არჩევნებში დამარცხება და ქვეყნის სათავეში რუსული ინტერესების გამტარებელი, ანტისახელმწიფოებრივი ძალის მოსვლა.
 
არსებობს ინფორმაცია, რომ ვანო მერაბიშვილმა და გიგა ბოკერიამ შესთავაზეს "ქართულ ოცნებას", რომ ბაჩო ახალაიას პატიმრობით დაკმაყოფილებულიყვნენ და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ რეალური დევნა არ დაწყებულიყო. ამაზე ძალიან სარწმუნო წყაროების მხრიდან ვფლობ ინფორმაციებს და ძალიან ლოგიკურადაც ჩანს ეს ყველაფერი. ყოველივე ეს ბაჩო ახალაიამ იცის, მაგრამ ბევრისგან განსხვავებით, მას ყოფნის კაცობა, რომ სახელმწიფო ინტერესები არ გადააყოლოს იმ ადამიანებთან ბრძოლას, რომლებმაც ის რეალურად გაწირეს. 
 
- თეა პრეზიდენტი ბაჩო ახალაიას არც კი ახსენებს, რაც ეჭვს აჩენს, რომ მანაც გარიყა ახალაიები თავისი გუნდიდან...
 
-საჯაროდ ამაზე არ საუბრობს, თუმცა პარტიის შიგნით ახალაიების თემა პრეზიდენტისთვის უმნიშვნელო, რომ არ არის და განიხილება ეს ზუსტად ვიცი. პრეზიდენტი ახლა არის რთულ ვითარებაში, რეალურად ვინც მისი საყრდენი იყო (და არა როგორც გარედან ჩანდა), ერთი ციხეშია, მეორე გაქცეულია. პრეზიდენტს სამწუხაროდ ახლა ისეთივე გავლენა აქვს ნაციონალურ მოძრაობაში, როგორიც ნებისმიერ არალიდერ პიროვნებას. ყოველდღიურად აჩვენებენ პრეზიდენტს, რომ ის არაფერს არ წყვეტს. პრეზიდენტი კიდევ ცდილობს, შეინარჩუნოს ის გუნდი, რომელიც, რეალურად არ არსებობს. ეს გუნდია სწორედ, რომელიც მის პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოცილებას ცდილობს. მას ერთგული ადამიანი ძალიან ცოტა დარჩა. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ამ ყველაფრის გამომზეურება ნაციონალური მოძრაობის იდეური მხარდამჭერების იმედგაცრუებას გამოიწვევს. მაგრამ ეს აუცილებლად უნდა მოხდეს, რომ გაირკვეს ვინ ვინაა. 
 
- პრინციპში, 19 აპრილს ბევრი რამე თვალნათელი გახდა...
 
-რა თქმა უნდა, ვაკვირდებოდი სახეებს, როცა პრეზიდენტი მოვიდა რუსთაველზე. მერწმუნეთ, მას არავინ ელოდებოდა. იყვნენ ადამიანები, ვისაც გაეხარდათ მისი მოსვლა, მაგრამ საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას ვანო მერაბიშვილმა დემონსტრაციულად დატოვა სცენა. მან, სამწუხაროდ, ვერ დამალა გაღიზიანება. შემდეგ მან ეს უარყო. ვატყობ, რომ ეს ადამიანი მუდმივად ცდილობს არა პირდაპირ, არამედ პრეზიდენტის ზურგსუკან ძირგამომთხრელად იმოქმედოს. 
 
აქციების დაანონსების დროს აშკარად ჩანდა მერაბიშვილის მხრიდან პოლიტიკურ ლიდერად ქცევის სურვილი. მაგრამ ვანო მერაბიშვილი და ყველა სხვა, ვისაც აქვს ამბიცია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერობაზე, უნდა ხვდებოდნენ, რომ მათი ამბიციები რეალობას ცდება, რადგან არცერთ მათგანს არ აქვს ის პოლიტიკური ცოდნა და გამოცდილება, რაც მიხეილ სააკაშვილს. 
 
დღეს ერთადერთი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილია, და არამარტო "ნაციონალურ მოძრაობაში", ზოგადად - ქვეყანაში. 
 
- დათა ახალაიას განცხადებასთან დაკავშირებით ორმაგი პოზიცია გაქვთ, ამბობთ, რომ ეს მისი განცხადება არაა, თუმცა შინაარსს ეთანხმებით...
 
-დათას განცხადებას ვერ დავარქმევდი, ძალიანაც უნდა ამ ხელისუფლებას, ახალაიები წარმოაჩინოს გუნდის გამხლეჩად. დღემდე არ დადასტურებულა, რომ ეს განცხადება ეკუთვნის დათა ახალაიას. ერთადერთი ვინც ამას ამტკიცებს არის მისი ადვოკატი. ესეც ეჭვს იწვევს. დათა ახალაიასთან კავშირი ასე მარტივი არ არის. ის ცირკულარით ძებნილია. ნებისმიერი არასწორად დაგეგმილი კონტაქტი შესაძლოა გახდეს მისი დაჭერის მიზეზი. დათა ახალაიას რომ სდომებოდა დადასტურება, რომ განცხადება ნამდვილად მისია, მე მგონი მოძებნიდა თავის გარემოცვიდან ამ ქვეყანაში ისეთ ადამიანს ვინც ამას დაადასტურებდა. ეს დღემდე არ მომხდარა. თუმცა, ვინც ეს „შემოაგდო" მან კარგად იცის სიმართლე. სიმართლე კი, დათა ახალაიას გარდა ბევრმა იცის, პირველ რიგში კი სპეცსამსახურებმა, და რატომ არ გამოიყენებდა დღევანდელი ხელისუფლება ამას? რატომ არ დაიწყებდა მუშაობას იმ მიმართულებით, რომ ეჩვენებინა საზოგადოებისთვის ის პრობლემა, რა პრობლემაც ნაციონალური მოძრაობის შიგნით არის? ეს რეალურად ამ განცხადებამ გააკეთა, ამიტომ ამ ყველაფრის დამალვას, სამწუხაროდ, აზრი აღარ აქვს. მაგრამ ის რაც უნდა დღევანდელ ხელისუფლებას, რომ ბოდიშით ამ სიტყვისთვის და „გააბოზოს" ახალაიები, ეს არ გამოუვათ. თუმცა, პრობლემაზე რაც არსებობს პარტიაში, ჩვენ, იმ ადამიანებმა, რომლებიც ვართ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები და რომლებსაც მიგვაჩნია, რომ "ქართული ოცნება" დღეს არის თავისი ქმედებებიდან გამომდინარე, ანტისახელმწიფოებრივი ძალა, ამაზე უნდა ვისაუბროთ. ეს არის მნიშვნელოვანი თავად "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით პროცესების გასაჯანსაღებლად და საბოლოოდ ამ ქვეყნის მომავლისთვის. ვიღაცეებს შეიძლება ჰგონიათ, რომ დღეს ჩემი საუბრით, ოცნების წისქვილზე ვასხამ წყალს. ეს ასეა არ არის, რა თქმა უნდა და ამაში მომავალში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები თავადვე დარწმუნდებიან. 
 
- თეა, თამარ ჩერგოლეიშვილი ახსენე, ჩერგოლეიშვილის ფაქტორზე რას იტყვით პოლიტიკურ პროცესებში, საკმაოდ ხშირად აკეთებს ახალაიების მიმართ მწვავე განცხადებებს და მათ „მანიაკებს" უწოდებს ...
 
-მასზე ბევრ საუბარს ნამდვილად არ ვაპირებ. თუმცამ მას ვერ გამოვყოფთ გიგა ბოკერიასგან. ის ახმოვანებს რეალურად იმას რაც აწყობს დღეს, იმ გუნდს, რომელშიც ჩემდა სამწუხაროდ აღმოჩნდა გიგა ბოკერია. ჩემთვის გაუგებარია ვინ ჰკითხავს ცოლებს პოლიტიკურ პროცესებში ცხვირის ჩაყოფას. მითუმეტეს სერიოზულ საკითხებზე მსჯელობისას გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვას. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის ვინ რა „სამსახურს" უწევს მას და რა ვითარებაში აღმოჩნდა დღეს ის.
 
საზოგადოება კარგად უნდა დაფიქრდეს და გააკეთოს ანალიზი, თუ რას გადაყვა ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ამის შემდეგ გააკეთოს დასკვნები. მერამდენედ უნდა წავიდეთ ერთი და იგივე წრეზე, როდემდე უნდა იმართოს რუსული სპეცსამსახურების მიერ „დავერბოვკებული" ადამიანებისგან ჩვენი ქვეყანა. 
მაკა დეკანოსიძე< geotimes.ge
<< უკან ინფორმაცია წაკითხულია: 298221 გავუგზავოთ მეგობარს  გავუგზავოთ მეგობარს საბეჭდი ვერსია  

დატოვეთ კომენატრი
Geotimes TV
XV საიუბილეო ბიზნეს რეიტინგი (პრესკონფერენცია)
30 გამარჯვებული კომპანია
XV საიუბილეო ბიზნეს რეიტინგი
"ჯორჯიან თაიმსი"-ბოლო წვეთამდე საინტერესო
თბილისობა 2014
პროკურატურა ევროსაბჭოს რეზოლუციის შესახებ
პატრიარქის ძმის დაკრძალვის ცერემონიალი
პროკურატურის პასუხი კიწმარიშვილის ოჯახს
აქცია თავისუფალი ზონის ოფისთან
ზურაბ კიწმარიშვილის პოზიცია
წულუკიანის შეხვედრები ვაშინგტონში
ერისთავის დაკავების განსხვავებული ვერსია
              
ყველაზე რეიტინგული
ეკონომიკა |
2014.10.14 15:35
ეკონომიკური განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელის განცხადებით, თუ 2015 წლის და მიმდინარე წლის ბიუჯეტს შევადარებთ, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ზომიერად, ფრთხილად და ოპტიმალურად არის დაგეგმილი.
საზოგადოება |
2014.10.13 12:49
სწავლების პროცესში ყურადღება გამახვილებულია ოჯახური კონფლიქტის დროს სიტუაციის უკეთ განმუხტვის მექანიზმებსა და კონფლიქტში მონაწილე პირებთან სწორი კუთხით კომუნიკაციის უნარ-ჩვევების ამაღლებაზე.
პოლიტიკა |
2014.10.10 14:20
ალექსანდრე ჭიკაიძე რიჩარდ ნორლანდს შეხვდა.
პოლიტიკა |
2014.10.10 14:19
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ქაწაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში, ქალაქ ბუდაპეშტში იმყოფება.
საზოგადოება |
2014.10.10 12:35
ის ქართველი სპორტსმენი, რომელიც ფილიპ პოლკს დაეწევა ან მასზე უკეთეს შედეგს აჩვენებს, LOCAL HERO გახდება.
პოლიტიკა |
2014.10.04 14:27
„ადამიანი კანონი თავისუფლებას“ იურისტი, ბექა გამდლიშვილი ბოლო პერიოდში სხვადასხვა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და პოლიტიკურ კრიზისის საფრთხეს მოახლოებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს.
სამართალი |
2014.10.04 14:17
პოლიციელებმა საცხოვრებელი ბინის კარი შეამტვრიეს, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი თოკზე ჩამოკიდებული ნახეს.
ძიება საიტზე
Geotimes TV
XV საიუბილეო ბიზნეს რეიტინგი (პრესკონფერენცია)
30 გამარჯვებული კომპანია
XV საიუბილეო ბიზნეს რეიტინგი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1 2345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

მარტი 2017
დღის ქრონიკა
13:25
რა მეთოდებით იბრძვის "ნაციონალური მოძრაობა" მმართველი გუნდის წინააღმდეგ
15:09
"ჯორჯიან თაიმსის" XV ბიზნეს რეიტინგის პრესკონფერენცია
17:47
საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობა, კვლავ მოუგვარებელ პრობლემად რჩება
14:00
"ნინო ბურჯანაძე ქვეყნისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს"-გიორგი ვაშაძე
13:52
მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" XV ტრადიციული ბიზნეს-რეიტინგის დაჯილდოება
მთავარი დღეს
ავარო-კახეთის მაგისტრალის მშენებლობით კახეთს საფრთხე ემუქრება?
ეკონომიკა
სოფელ რუისში 42 კილომეტრის სიგრძის გაზსადენს გაიხსნა
საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმის ფარგლებში დღეს ხუთ პროექტს მოეწერა ხელი
ვითიბი ბანკმა და EBRD -მა იურიდიულ პირებს ახალი პროდუქტი - ენერგოკრედიტი შესთავაზეს
საზოგადოება
თბილისის სინაგოგასთან საპროტესტო აქცია გაიმართა
წინამძღვრიანთკარის პროფესიული სასწავლებლის რეაბილიტაცია იწყება
ვითიბი ბანკმა და EBRD -მა იურიდიულ პირებს ახალი პროდუქტი - ენერგოკრედიტი შესთავაზეს
კომენტარი
,,უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ნატო-ს მოკავშირეები გაწევრიანების გარეშეც შეიძლება გახდნენ"- პაველ კლიმკინი
მსოფლიოში
თავდამსხმელებმა მაკარევიჩი ნაგვის კონტეინერში ჩატენეს
პეტრე პოროშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც დონბასის ზოგიერთ რაიონში დროებით წესრიგს განსაზღვრავს
მერკელისა და პუტინის შეხვედრა გადაიდო, რადგან რუსეთის პრეზიდენტს მილანში ჩასვლა დააგვიანდა
ტაბლოიდი
"ცეკვავენ ვარსკვლავების" პირველ საკონკურსო დღეს ინციდენტი მოხდა
რატომ ეშინოდათ მსახიობებს "შუა ქალაქში" დაბრუნება?
ლევან ჯავახიშვილი "იმედიდან" პროტესტის ნიშნად წამოვიდა?
The first georgian newspaper in english,
founded in 1993.
2002-2017 Georgian Times Media Holding
All Rights Reserved.
Created By Pro-Service
12 Kikodze St. Tbilisi. Georgia
Georgian Times
Phone: +995 32 93 44 05
Fax: +995 32 93 49 63
editor@geotimes.ge