eng  geo  rus  tur  მარტი 25.03.2017 17:40:46
swf
ბიზნეს რეიტინგი
მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსში" XV ტრადიციული ბიზნეს დაჯილდოების შესახებ, პრესკონფერენცია გაიმართა
"ჯორჯიან თაიმსის" XV ბიზნეს რეიტინგის პრესკონფერენცია
მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" XV ტრადიციული ბიზნეს-რეიტინგის დაჯილდოება
ინტერვიუ
ბიოლოგიური მშობელი ბავშვს ვეღარ გააშვილებს
საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის 62% რუსეთზე მოდის
"თუ ხელისუფლებას ქვეყნისთვის პრობლემების შექმნა არ სურს, ევროსაბჭოს შენიშვნები უნდა გაითვალისწინოს"-ნიკა ჩიტაძე
პოლიტიკა
"თავისუფალი თაობის" ლიდერი ლადო სადღობელაშვილი აქციაზე დააკავეს
„აშშ-ში ვიზიტისას 300 ათას ლარამდე დაიზოგა“, - მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პასუხი ირმა ნადირაშვილს
ჯგუფი, რომელიც ოჯახური ძალადობის თემებზე იმუშავებს, პრემიერ-მინისტრთან ხვალ შეიკრიბება
სამართალი
ორმა დევნილმა ოჯახმა ორჯერ მიიღო სახელმწიფოსგან სოლიდური კომპენსაცია
სასამართლომ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სააპელაციო საჩივარზე გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა
შსს-მ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო კამპანია დაიწყო
სამხედრო თემა
წვევამდელთა ფიცის მიღების ცერემონიალი გაიმართა
ჩაკ ჰეიგელი: ამერიკის ჯარს, შესაძლოა, რუსეთის არმიასთან მოუხდეს საქმის დაჭერა
თავდაცვის სამინისტროს ადენაუერის ფონდის წარმომადგენლები ესტუმრნენ
პრესის დაიჯესტი
ბიძინა ივანიშვილი: ჩემთვის დღეს უფრო მძიმეა სხვა ტელევიზიები - "პირველი არხი", "მაესტრო" თუ "იმედი", რადგან პრაქტიკულად იმეორებენ და აჟიტირებას უკეთებენ იმ თემებს, რასაც წამოსწევს "რუსთავი 2"
„არგუმენტი“ თბილისის მერიას ბოდიშს უხდის
საქართველო უცხოურ მედიაში: საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის გამოძახილი
ბლოგი
დონეცკის მხარეში ტყვედ არის აყვანილი 680 უკრაინელი ძალოვანი
ლაზარე ზაქარიაძის ბლოგი: "ტრისტანის ჯვარი"
ლაზარე ზაქარიაძის ბლოგი: "სხვა სინამდვილე" (ბოინგ 777-ის კატასტროფა)
გამოკითხვა
მიეცემა თუ არა პასუხისგებაში მიხეილ სააკაშვილი?
დიახ
არა
არ ვიცი
გთხოვთ შეიყვანოთ უსაფრთხოების კოდი* CAPTCHA Image
(1.5)
პოლიტიკა მთავარი დღეს
რუსეთის აგენტებს ყოველთვის სხვაგან ვეძებდით, არასდროს გვიფიქრია თუ ის პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრი იქნებოდა
2013.04.16 12:55
დათა ახალაიას მიერ  სოციალურ ქსელ facebook-ით გავრცელებული  მიმართვის ავთენტურობა გავრცელებისთანავე ეჭვქვეშ დადგა. შესაძლოა, მავანთათვის ეს ტექსტი არაფრისმთქმელია, თუმცა ჩემთვის არა, რადგან სულ რამდენიმე დღის წინ, დათა ახალაიას ტექსტთან მიახლოებული, თუმცა ინფორმაციულად ბევრად დატვირთული ინფორმაცია მივიღე ყოფილ ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირისგან. მეტიც, ის წლების მანძილზე „ნაციონალური" იდეის გამტარებლად ითვლებოდა. მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვინაობის გამხელისგან თავს შევიკავებ.
 
ინფორმაცია, რომელიც წყაროსგან მივიღე ზესკანდალურია. გამოგიტყდებით, რამდენიმე დღე ვფიქრობდი დამეწერა თუ არა, რადგან შესაძლებელი იყო დაგებულ პროვოკაციაში გავები გარკვეულ პოლიტიკურ ძალას, ამიტომ დროებით სკანდალური ინფორმაციის გაჟღერებაზე უარი ვთქვი, რაღაც სიგნალს ველოდი. და აი ისიც, ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ნამდვილია თუ არა დათა ახალაიას მიმართვა. ფაქტია, ეს ყველაფერი ზედმიწევნით ემთხვევა წყაროს მონაყოლს, რომლის აღდგენასაც დეტალურად შევეცდები:
„მერაბიშვილი დიდი ხანია ცალკე თამაშს თამაშობს, ვინც არ იცოდა შიდასამზარეულო, მისთვის ბევრი რამ გაუგებარი შესაძლოა ყოფილიყო, ჩემთვისაც კი, რომელსაც ახლო კავშირი მქონდა ხელისუფლების რამდენიმე წევრთან, ბევრი რამ მოულოდნელი იყო
განსაკუთრებით კი ის, რაზეც ახლა ვისაუბრებ: რუსეთის აგენტებს მე და ჩემი თანაგუნდელები ყოველთვის სხვაგან ვეძებდით. ამიტომ ახლაც შოკირებული ვარ, ის „ ნაციონალთა" რიგებში აღმოჩნდა. ვიცოდი, რომ რუსეთს დასაყრდენი მხოლოდ ოპოზიციაში არ შეიძლებოდა ყოლოდა, მაგრამ არასდროს გვიფიქრია მე და ჩემ მეგობრებს, თუ ის პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრი იქნებოდა.
ბევრჯერ დაისვა კითხვა, რატომ მოაშორა პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მერაბიშვილი? რას ემსახურებოდა ეს... თუმცა პასუხები და ვერსიები სიმართლისგან საკმაოდ შორს იყო.
სინამდვილეში კი სააკაშვილს დაუდეს ვანოს რუსეთთან ფარული ურთიერთობის კომპრომატები, ეს ქვეყნის გარედან მოხდა. პრეზიდენტს უთხრეს, რომ ყველაზე დიდი ძალაუფლების მინისტრი მოღალატე იყო და ფარულად ხვდებოდა ოკუპანტების წარმომადგენლებს. ამიტომ გარედანვე მიიღო რეკომენდაცია სააკაშვილმა, რომ პირველ რიგში ის ძალოვანი სისტემისთვის უნდა მოეშორებინათ. არჩევნების შემდეგ კი, თუ „ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში დარჩებოდა, როგორც ვიცი, ვანო მერაბიშვილის დაჭერა იგეგმებოდა.
რაც შეეხება მერაბიშვილი-ახალაიების დაპირისპირებას, ეს ახლა არ დაწყებულა, პარტიის შიგნით კარგახანია ყველასათვის იყო ცნობილი. ვანო ვერ ეგუებოდა იმას, რომ რომელ სამინისტროშიც ბაჩო იყო, იმ სამინისტროს ვერ აკონტროლებდა, არადა, ბოლო დროს სტრატეგიული პოსტები სწორედ ახალაიას ეკავა. როდესაც სააკაშვილმა პრემიერობა "უბოძა" და სოფლის მიხედვა დაავალა მერაბიშვილს, ყველაზე მტკივნეული მისთვის შსს-ს ახალაიასთვის ჩაბარება აღმოჩნდა. სხვათაშორის, ვანოს ეკა ზღულაძე უნდოდა დაეტოვებინა შსს-ში, ამაზე რომ უარი მიიღო, მაშინვე   თავდაცვის სამინისტროთი დაინტერესებულა და იქ თავისი კადრი შაშკინი შეუთავაზებია. მაშინ პრეზიდენტი ამაზე დაეთანხმა, თუმცა, იქვე უთქვამს, რომ მოადგილედ დათა ახალაია იქნებოდა. მერაბიშვილი გენიოსი არაა, მაგრამ ჩანაფიქრს მიუხვდა პრეზიდენტს. 
... მეტყვით რუსეთთან კავშირზე კომპრომატები არსებობსო?
მომავალში შესაძლოა ბევრი რამ გაირკვეს კიდევ, მაგრამ რუსეთისთვის რაც იყო მთავარი, მას ვანო ხუთიანზე უსრულებდა.
ნომერ პირველი ამოცანა ოკუპანტი რუსეთისთვის ხომ საქართველოს ნატოს მიღმა დატოვებაა და რა იქნებოდა ყველაზე კარგი საჩუქარი რუსეთისთვის, თუ არა 7 ნოემბრის, 26 მაისის აქციის დარბევა და სხვა უამრავი ადამიანის უფლების დარღვევის ფაქტები. ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ 26 მაისს მსგავსი არაფერი იგეგმებოდა, მხოლოდ წყლის ჭავლით უნდა მომხდარიყო დემონსტრაციის დაშლა. მაგრამ საბოლოოდ ბრძანება, რომელიც ორივე მხრიდან გზის გადაკეტვას და სასაკლაოს მოწყობას გულისხმობდა, ვანო მერაბიშვილმა მიიღო და საქმის ყურში პრეზიდენტი ნამდვილად არ ყოფილა.
ყველაზე მეტად თუ ვინმეს არ აწყობდა 26 მაისის შედეგები, ეს სააკაშვილი იყო, მას ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული, მაგრამ ეს მის კისერზე არაა. სხვათაშორის, სწორედ მერაბიშვილმა ჩამოაშორა პრეზიდენტს წლების განმავლობაში, მინისტრები, რომელთაც პრეზიდენტთან შეპასუხება, გონივრული რჩევის მიცემა შეეძლოთ. თავისი გადაწყვეტილებას უსაბუთებდნენ როგორ და რატომ, მაგრამ ვანოს ძლიერი მინისტრთა კაბინეტი არ აწყობდა.
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, გაპრემიერებული ვანო ცუდ დღეში აღმოჩნდა, მან იცოდა რაც ელოდა თუ სააკაშვილი დარჩებოდა,ამიტომ გამოსავალი უნდა ენახა.
ციხის კადრების გამომზეურებაში სწორედ მას მიუძღვის დიდი წვლილი, ამ კადრების გატანა სულ სამ კაცს თუ შეეძლო ქვეყნიდან, მათ შორის ადეიშვილს და მერაბიშვილს.
მერაბიშვილმა იცოდა, რომ აგრესია ამ კადრების შემდეგ ბაჩო ახალაიასთან მიმართებაში ექნებოდა ხალხს, რადგან „მწამებელის" იმიჯის შექმნაში თავადაც დიდი წვლილი მიუძღოდა. 
რუსეთმა ვანოს დაავალა სააკაშვილის თამაშგარე მდგომარეობაში დატოვება, რადგან ის მიუღებელი პერსონაა პუტინისთვის, დღეს ეს მიზანი ფაქტიურად მიღწეულია, მიშას 5-10 კაცი თუ ეყოლება ერთგული გვერდით, ეს რიცხვიც ბევრია. ყველაზე გასაკვირი კი ვანოს გუნდში გიგა ბოკერიას ყოფნაა.
ერთ რამეს გეტყვით, რომელიც დანამდვილებით ვიცი, როცა ციხის კადრები გავრცელდა, ერთ საათში შეკრება მოეწყო, რომელსაც ესწრებოდნენ  ვანო მერაბიშვილი, გიგა ბოკერია და მისი მეუღლე, გიგი უგულავა ასევე მეუღლითურთ. მოსასმენი აპარატებს ჯერ კიდევ ბაჩო აკონტროლებდა და თავის ყურით გაიგონა, თამარა ჩერგოლეიშვილი და ლელა კილაძე როგორ გაიძახოდნენ ბაჩოზე - დავიჭიროთ, დავიჭიროთო. ერთ საათში ყველა მოსასმენს უკვე მერაბიშვილის ხალხი აკონტროლებდა.
ახალაია ან უნდა დაეჭირათ, ან გადაეყენებინათ, მოკლედ ობიექტი, რომელიც პრეზიდენტის ნდობით სარგებლობდა უნდა ჩამოეშორებინათ მისთვის, რაც მოახერხეს კიდეც.
ვანო ახლა ცუდ დღეშია, მას უნდოდა ივანიშვილის თამაში ეთამაშა, ჯერჯერობით მას ხელს არ კიდებენ და ამაში ახალი ხელისუფლების ინტერესი იკვეთება. მაგრამ მერაბიშვილმა იცის, რომ ივანიშვილი მას არ ენდობა ბოლომდე. ივანიშვილის უამრავი რამ არ მომწონს , მაგრამ სულელი არაა, კაცს რომელმაც თავის გუნდს უღალატა, დიდხანს თავის გვერდით არ გაიჩერებს, ახლა რა თქმა უნდა არის კოჰაბიტაცია, ფარული გარიგებები.მცდელობაა „ნაციონალური მოძრაობა" დარჩეს პოლიტიკაში, ოღონდ სააკაშვილის გარეშე.
რაც შეეხება ლაფანყურის სპეცოპერაციას, ბაჩო ახალაიას დაუსაბუთეს, რომ უკანონო ბანდფორმირებებთან ჰქონდა ქვეყანას საქმე და გააგზავნინეს დანაყოფი ლაფანყურში. ეს ვანოს ხალხმა გააკეთა ისე, რომ საბოლოოდ ახალაიასთვის შეეწმინდათ ხელი.
ვანოს სხვა უამრავი დანაშაული უკავშირდება, მაგრამ მე იმაზე გესაუბრეთ, რაზეც მაქვს ინფორმაცია. დღეს რომ მხოლოდ ბაჩო ახალაია ზის ციხეში თავისთავად ბევრ რამეს ხდის ფარდას."
 
P.S მტკიცებულებების გარეშე ბრალდების სიმართლედ მონათვლა უსუსურობა იქნებოდა ჩვენი მხრიდან, თუმცა ვერსიას, რომელზეც ჩვენი ინკოგნიტო რესპოდენტი საუბრობს, არსებობის უფლება აქვს. ამიტომ თავს უფლება ვერ მივეცი, რომ მიღებული ინფორმაცია მკითხველისთვის დამემალა და გაგიზიარეთ.
მაკა დეკანოსიძე,geotimes.ge
<< უკან ინფორმაცია წაკითხულია: 285035 გავუგზავოთ მეგობარს  გავუგზავოთ მეგობარს საბეჭდი ვერსია  

დატოვეთ კომენატრი
Geotimes TV
XV საიუბილეო ბიზნეს რეიტინგი (პრესკონფერენცია)
30 გამარჯვებული კომპანია
XV საიუბილეო ბიზნეს რეიტინგი
"ჯორჯიან თაიმსი"-ბოლო წვეთამდე საინტერესო
თბილისობა 2014
პროკურატურა ევროსაბჭოს რეზოლუციის შესახებ
პატრიარქის ძმის დაკრძალვის ცერემონიალი
პროკურატურის პასუხი კიწმარიშვილის ოჯახს
აქცია თავისუფალი ზონის ოფისთან
ზურაბ კიწმარიშვილის პოზიცია
წულუკიანის შეხვედრები ვაშინგტონში
ერისთავის დაკავების განსხვავებული ვერსია
              
ყველაზე რეიტინგული
ეკონომიკა |
2014.10.14 15:35
ეკონომიკური განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელის განცხადებით, თუ 2015 წლის და მიმდინარე წლის ბიუჯეტს შევადარებთ, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ზომიერად, ფრთხილად და ოპტიმალურად არის დაგეგმილი.
საზოგადოება |
2014.10.13 12:49
სწავლების პროცესში ყურადღება გამახვილებულია ოჯახური კონფლიქტის დროს სიტუაციის უკეთ განმუხტვის მექანიზმებსა და კონფლიქტში მონაწილე პირებთან სწორი კუთხით კომუნიკაციის უნარ-ჩვევების ამაღლებაზე.
პოლიტიკა |
2014.10.10 14:20
ალექსანდრე ჭიკაიძე რიჩარდ ნორლანდს შეხვდა.
პოლიტიკა |
2014.10.10 14:19
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ქაწაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში, ქალაქ ბუდაპეშტში იმყოფება.
საზოგადოება |
2014.10.10 12:35
ის ქართველი სპორტსმენი, რომელიც ფილიპ პოლკს დაეწევა ან მასზე უკეთეს შედეგს აჩვენებს, LOCAL HERO გახდება.
პოლიტიკა |
2014.10.04 14:27
„ადამიანი კანონი თავისუფლებას“ იურისტი, ბექა გამდლიშვილი ბოლო პერიოდში სხვადასხვა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და პოლიტიკურ კრიზისის საფრთხეს მოახლოებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს.
სამართალი |
2014.10.04 14:17
პოლიციელებმა საცხოვრებელი ბინის კარი შეამტვრიეს, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი თოკზე ჩამოკიდებული ნახეს.
ძიება საიტზე
Geotimes TV
XV საიუბილეო ბიზნეს რეიტინგი (პრესკონფერენცია)
30 გამარჯვებული კომპანია
XV საიუბილეო ბიზნეს რეიტინგი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1 2345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

მარტი 2017
დღის ქრონიკა
13:25
რა მეთოდებით იბრძვის "ნაციონალური მოძრაობა" მმართველი გუნდის წინააღმდეგ
15:09
"ჯორჯიან თაიმსის" XV ბიზნეს რეიტინგის პრესკონფერენცია
17:47
საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობა, კვლავ მოუგვარებელ პრობლემად რჩება
14:00
"ნინო ბურჯანაძე ქვეყნისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს"-გიორგი ვაშაძე
13:52
მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" XV ტრადიციული ბიზნეს-რეიტინგის დაჯილდოება
მთავარი დღეს
ავარო-კახეთის მაგისტრალის მშენებლობით კახეთს საფრთხე ემუქრება?
ეკონომიკა
სოფელ რუისში 42 კილომეტრის სიგრძის გაზსადენს გაიხსნა
საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმის ფარგლებში დღეს ხუთ პროექტს მოეწერა ხელი
ვითიბი ბანკმა და EBRD -მა იურიდიულ პირებს ახალი პროდუქტი - ენერგოკრედიტი შესთავაზეს
საზოგადოება
თბილისის სინაგოგასთან საპროტესტო აქცია გაიმართა
წინამძღვრიანთკარის პროფესიული სასწავლებლის რეაბილიტაცია იწყება
ვითიბი ბანკმა და EBRD -მა იურიდიულ პირებს ახალი პროდუქტი - ენერგოკრედიტი შესთავაზეს
კომენტარი
,,უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ნატო-ს მოკავშირეები გაწევრიანების გარეშეც შეიძლება გახდნენ"- პაველ კლიმკინი
მსოფლიოში
თავდამსხმელებმა მაკარევიჩი ნაგვის კონტეინერში ჩატენეს
პეტრე პოროშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც დონბასის ზოგიერთ რაიონში დროებით წესრიგს განსაზღვრავს
მერკელისა და პუტინის შეხვედრა გადაიდო, რადგან რუსეთის პრეზიდენტს მილანში ჩასვლა დააგვიანდა
ტაბლოიდი
"ცეკვავენ ვარსკვლავების" პირველ საკონკურსო დღეს ინციდენტი მოხდა
რატომ ეშინოდათ მსახიობებს "შუა ქალაქში" დაბრუნება?
ლევან ჯავახიშვილი "იმედიდან" პროტესტის ნიშნად წამოვიდა?
The first georgian newspaper in english,
founded in 1993.
2002-2017 Georgian Times Media Holding
All Rights Reserved.
Created By Pro-Service
12 Kikodze St. Tbilisi. Georgia
Georgian Times
Phone: +995 32 93 44 05
Fax: +995 32 93 49 63
editor@geotimes.ge