eng  geo  rus  tur  მარტი 25.03.2017 17:43:45
swf
ბიზნეს რეიტინგი
მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსში" XV ტრადიციული ბიზნეს დაჯილდოების შესახებ, პრესკონფერენცია გაიმართა
"ჯორჯიან თაიმსის" XV ბიზნეს რეიტინგის პრესკონფერენცია
მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" XV ტრადიციული ბიზნეს-რეიტინგის დაჯილდოება
ინტერვიუ
ბიოლოგიური მშობელი ბავშვს ვეღარ გააშვილებს
საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის 62% რუსეთზე მოდის
"თუ ხელისუფლებას ქვეყნისთვის პრობლემების შექმნა არ სურს, ევროსაბჭოს შენიშვნები უნდა გაითვალისწინოს"-ნიკა ჩიტაძე
პოლიტიკა
"თავისუფალი თაობის" ლიდერი ლადო სადღობელაშვილი აქციაზე დააკავეს
„აშშ-ში ვიზიტისას 300 ათას ლარამდე დაიზოგა“, - მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პასუხი ირმა ნადირაშვილს
ჯგუფი, რომელიც ოჯახური ძალადობის თემებზე იმუშავებს, პრემიერ-მინისტრთან ხვალ შეიკრიბება
სამართალი
ორმა დევნილმა ოჯახმა ორჯერ მიიღო სახელმწიფოსგან სოლიდური კომპენსაცია
სასამართლომ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სააპელაციო საჩივარზე გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა
შსს-მ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო კამპანია დაიწყო
სამხედრო თემა
წვევამდელთა ფიცის მიღების ცერემონიალი გაიმართა
ჩაკ ჰეიგელი: ამერიკის ჯარს, შესაძლოა, რუსეთის არმიასთან მოუხდეს საქმის დაჭერა
თავდაცვის სამინისტროს ადენაუერის ფონდის წარმომადგენლები ესტუმრნენ
პრესის დაიჯესტი
ბიძინა ივანიშვილი: ჩემთვის დღეს უფრო მძიმეა სხვა ტელევიზიები - "პირველი არხი", "მაესტრო" თუ "იმედი", რადგან პრაქტიკულად იმეორებენ და აჟიტირებას უკეთებენ იმ თემებს, რასაც წამოსწევს "რუსთავი 2"
„არგუმენტი“ თბილისის მერიას ბოდიშს უხდის
საქართველო უცხოურ მედიაში: საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის გამოძახილი
ბლოგი
დონეცკის მხარეში ტყვედ არის აყვანილი 680 უკრაინელი ძალოვანი
ლაზარე ზაქარიაძის ბლოგი: "ტრისტანის ჯვარი"
ლაზარე ზაქარიაძის ბლოგი: "სხვა სინამდვილე" (ბოინგ 777-ის კატასტროფა)
გამოკითხვა
მიეცემა თუ არა პასუხისგებაში მიხეილ სააკაშვილი?
დიახ
არა
არ ვიცი
გთხოვთ შეიყვანოთ უსაფრთხოების კოდი* CAPTCHA Image
(1.7)
კომენტარი
როდის უნდა დაბრუნდნენ ემიგრაციიდან გადახვეწილი ქართველები?
2013.03.18 07:23
რა გეგმები გააჩნია სახელმწიფო მინისტრს დიასპორების საკითხებში ემიგრაციის მხარდაჭერად?!

ფაქტია, ემიგრაციის პრობლემებზე საუბრისათვის, არც ერთი სტატია და არც ერთი გადაცემა საკმარისი არ არის. სწორედ ამიტომ, უკვე 10 წელია სხვადასხვა მედია-საშუალებაში მუდმივად ვცდილობ ამ თემებზე წერას და საუბარსაც. თუმცა, ამ თემით დაინტერესებული მედიაც კი ძნელი საპოვნელია, რომელიც საჭირო დაფინანსებას არ დაიშურებს ემიგრანტთა პრობლემებისა, თუ მიღწევების სრულყოფილად გასაშუქებლად. ამიტომაც ემიგრანტები ხშირად უჩივიან მათ მიმართ უყურადღებობას ხელისუფლების და მედიის მხრიდან. თუმცა, შევარდნაძის პერიოდისაგან განსხვავებით, "ვარდოსნების ხელისუფლება" ემიგრაციის თემას დროდადრო სხვადასხვა ღონისძიებებით მაინც ეხმიანებოდა. 
2005 წლიდან დიასპორის სახელმწიფო მინისტრის აპარატის ჩამოყალიბება დევნილთა სამინისტროში არსებული შესაბამისი დეპარტამენტის ბაზაზე მოხდა. იულონ გაგოშიძეს, რომელიც იმთავითვე აღიარებდა, რომ ემიგრაციის შესახებ ბევრი არაფერი იცოდა, 22 კაციანი სამსახური დაახვედრეს. უცხო ქვეყნებში არსებული დიასპორებისა და სათვისტომოების მესვეურები ხშირად მეკითხებოდნენ, რაში გვჭირდება დიასპორის სამინისტრო, რა უნდა გაგვიკეთოს ემიგრანტებსო? 
მეც , რა თქმა უნდა, პირველ რიგში ანალოგიური შეკითხვებით მივმართე დიასპორის ახალბედა, მაგრამ მთავრობაში ყველაზე ხანდაზმულ მინისტრს. ისიც იმედიანად მპასუხობდა, რომ ემიგრანტებთან დაკავშირებით მთავრობას კარგი გეგმები ჰქონდათ. შეიქმნებოდა ფონდები, რომელშიც აკუმულირდებოდა ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხები და ამ თანხებით ისევ ემიგრაციას დაეხმარებოდნენ, რაც ადრესატების გარკვეულ უნდობლობას იწვევდა. თუმცა, როგორც მისი, ისე მომდევნო მინისტრის დროსაც, ხალხმრავალი დელეგაციები უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან მხოლოდ კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად და "შოპინგებისთვის" ჩადიოდნენ. ამისათვის თანხებს, მეტწილად დიასპორული ორგანიზაციები გაიღებდნენ. ამიტომაც ბევრი ემიგრანტი უკმაყოფილო იყო როგორც მინისტრის ვოიაჟების, ისე საელჩოსა და საკონსულოების თანამშრომლების მუშაობით, რომლებიც ემიგრანტების პრობლემების გაცნობას თავს არიდებდნენ და ხშირ შემთხვევაში, უხეშადაც პასუხობდნენ ემიგრანტების ზარებს. ამის მოწმე საფრანგეთის საელჩოსთან და საქართველოში საჯარო რეესტრთან დაკავშირებით, მე თავადაც გავხდი, როცა მეგობარმა ემიგრანტებმა დოკუმენტებთან დაკავშირებით დახმარება მთხოვეს. 
შეიცვალა ხელისუფლება და შეიცვალა დიასპორის სახელმწიფო მინისტრიც. თუმცა, აპარატში, მხოლოდ სამ პოსტზე შეიცვალნენ პერსონალიები, ანუ სახელმწიფო მინისტრი და მისი მოადგილეები (ზაალ სარაჯიშვილი და მირიან გულაღაშვილი საკონსულო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლები არიან) და ერთიც დაემატა, სახელმწიფო მინისტრის პიარ-მენეჯერი ხათუნა ჩარკვიანი. ოპოზიციის მანტიით ადგილნაცვალი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები კი ხშირად აცხადებენ, რომ სამსახურებიდან მათ თანაგუნდელებს პოლიტიკური ნიშნით ითხოვენ და მათ ადგილებზე "ოცნების" მხარდამჭერებს ასაქმებენ. ამ სამინისტროს მაგალითზეც ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ეს ასე არ არის. 
ახალმა მინისტრმა კონსტანტინე სურგულაძემ, რომელსაც ირაკლი ალასანიას გუნდიდან ნაკლებაცნობად სახედ მიიჩნევენ, ემიგრაციასთან ურთიერთობის გამოცდილება დიდი ხნის წინ დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩობითა და შემდგომ საგარეო საქმეთა სამინისტროს, საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობებით შეიძინა. 1 ოქტომბრის არჩევნებამდეც მოუწია მას უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან შეხვედრები, რომლის დროსაც გარკვეული უკმაყოფილობებიც გამოითქვა როგორც ბელგიაში და საფრანგეთში, ისე იტალიაში მყოფი ემიგრანტებისაგან. პრეტენზიები საპროტესტო აქციების ჩატარებას მოჰყვა. ითქვა, რომ სურგულაძე თავის ახლობლებს ნიშნავდა "ოცნების" ოფისების ხელმძღვანელებად და აქციების ორგანიზატორებად. ძველი ემიგრანტები კი, რომლებიც წლების განმავლობაში ებრძოდნენ სააკაშვილის რეჟიმს, იგნორირებულები დარჩნენ.
დანიშვნიდან ორიოდ თვეში შეხვედრისას მან განმიცხადა, რომ მის სამინისტროს ყველაზე ნაკლები ბიუჯეტი აქვს. მაგრამ ემიგრაციისათვის საინტერესო გეგმები უკვე გააჩნია. ამ შეხვედრას ემიგრაციის თემაზე პროექტის ერთ-ერთი ავტორი, ფოტო-რეპორტიორი მიხეილ როსტომაშვილიც ესწრებოდა. ჩვენ მას ძველ ემიგრაციასთან დაკავშირებით შექმნილი პროექტები გავაცანით. მინისტრმა მოიწონა, მაგრამ უსახსრობის გამო, დახმარება ისევ მხოლოდ მხარდაჭერით შემოიფარგლა. ამჯერად კონსტანტინე სურგულაძე ლევილის საკითხზე შექმნილი კომისიის ხელმძღვანელიცაა. ჩვენი ერთ-ერთი პროექტი, გარკვეულწილად, სწორედ ლევილს უკავშირდება. ამდენად, ამ თემას მოგვიანებით უფრო კონკრეტულად დავუბრუნდები.
რამდენიმე დღის წინ კი, ჩვენთან საუბრისას, სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რაოდენ აუცილებელია დღევანდელ დღეს, ქვეყნის წინაშე მდგარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევის - უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების ცხოვრების, შრომის, ყოფის შესახებ ჩვენი საზოგადოების სწორად ინფორმირება და გაზიარება. შეხვედრაზე ჩვენი ემიგრაციის ცხოვრების ბევრი მტკივნეული საკითხი განვიხილეთ. მათ შორის, უცხოეთში დაკავებული და საპატიმროებში მყოფი ჩვენი თანამემამულეების, ოჯახს მოწყვეტილი და უკიდურესად მძიმე შრომით პირობებში არალეგალურად მყოფი ქალბატონების, მათი სოციალური და ჯანმრთელობის დაზღვევის საკითხები; ემიგრირებული ჩვენი თანამემამულეების დოკუმენტაციის პრობლემატიკა; უცხოეთში გარდაცვლილი თანამემამულეების გადმოსვენების და მათი დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებული საკითხები, რაც ასე აწუხებს ჩვენს დიასპორას უცხოეთის ბევრ ქვეყანაში. 
-ბატონო კონსტანტინე, მოგეხსენებათ, რამდენად პრობლემატურია ქართულ ემიგრაციაში მომავალი თაობის მიერ მშობლიური ენის შენარჩუნების საკითხი. ბავშვები დროის უმეტეს ნაწილს უცხო გარემოში ატარებენ და მშობლებთანაც იშვიათად უწევთ ქართულად საუბარი. საფრანგეთის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ იქ დაბადებული, თუ აქედან ჩაყვანილი მოზარდები უკვე აღსარებასაც კი ფრანგულად აბარებენ მოძღვარს. ქართული სკოლები არ არის საკმარისი რაოდენობით და ისიც მხოლოდ დედაქალებშია, უმეტესად. რას გეგმავთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად?
 
-რა თქმა უნდა, სკოლები საკმარისი არ არის და ისიც ყველგან არ ფუნქციონირებს. ამიტომ ჩვენ ასეთი გეგმა შევიმუშავეთ: ინტერნეტ-გაკეთილების მეშვეობით მათ შესაძლებლობა მიეცემათ ენასაც დაეუფლონ და თანატოლებიც გაიცნონ სხვადასხვა ქვეყანაში. ამ პროექტს მალე დავიწყებთ და უფრო კონკრეტულად მოგაწვდით ინფორმაციას მისი მიმდინარეობის შესახებ. ასევე დავიწყეთ ქართული კულტურის ცენტრებისათვის ცეკვის ფორმების მოგვარება და თანდათან ბევრ მათთვის მტკივნეულ პრობლემას მოვხსნით.
 
-  ჩოხების პრობლემა მართლაც არაერთხელ გამიხმაურებია და წიგნებიც ზოგჯერ გამოუსადეგარი ეგზავნებოდათ, რასაც საკვირაო სკოლებისა და ქართული კულტურის ცენტრების ხელმძღვანელებთან საუბრებით ვგებულობდი. ასევ ძალიან მტკივნეული და მოუგვარებელი პრობლემაა უბედური შემთხვევისას დაღუპული, თუ გარდაცვლილი ემიგრანტების გადმოსვენების საკითხიც. 
 
-ადრე ეს საკითხები უფრო საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში შედიოდა, მაგრამ სახელმწიფო უარს ამბობდა ამ ხარჯის გაღების შესაძლებლობაზე. ამჟამად კი საელჩოს დახმარებით დიასპორის სახელმწიფო მინისტრის აპარატი იზრუნებს ამ პრობლემის მოგვარებაზე. 
 
-ამ პრობლემას აქამდე ყველა ქვეყანაში მხოლოდ ემიგრანტების მიერ შეგროვილი თანხით აგვარებდნენ. რაც შეეხება დოკუმენტაციების პრობლემას, წინა ხელისუფლება მუდმივად რეესტრის წარმატებებზე ამახვილებდა ყურადღებას და არაერთხელ უჩვენებიათ, ერთი ფანჯრის პრინციპით, როგორ ეხმარებოდნენ ემიგრანტებს ამა, თუ იმ საბუთის მიღებაში. მაგრამ არა ერთი ემიგრანტისაგან გამიგია, რომ ეს მხოლოდ პიარ-აქციაა და ასე მარტივად, არც საჯარო რეესტრში და არც საელჩოში მათი პრობლემების მოგვარებაზე არ ზრუნავდნენ.
 
- მოგეხსენებათ, ემიგრაციაში, არაზუსტი მონაცემებითაც კი, მილიონნახევარზე მეტი ადამიანია. რა თქმა უნდა, 20 კაციან ჯგუფს გაუჭირდება ყველა მათგანის პრობლემა უსწრაფესად გადაჭრა. მაგრამ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ქვეყანაში ვითარება რადიკალურად შეიცვალა და გაჩნდა უდიდესი მოტივაცია ჩვენი თანამემამულეებისათვის სამშობლოში დაბრუნებისა, რაც უპირველეს ყოვლისა, მდგომარეობს ეკონომიკის განვითარების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, ბიზნესის წნეხისაგან გათვისუფლებისა და უკან დაბრუნებულთა დასაქმების პერსპექტივაში. დღეს ბევრი ადამიანი, მათ შორის, ჩვენი თანამემამულე და უცხოელი ინვესტორები, მოგვმართავს წინადადებით, რომ დაიწყონ ბიზნესი საქართველოში, რაც მისასალმებელია და ქმნის პერსპექტივას, რომ ბევრი ჩვენი თანამემამულე შეიძლება ჩამოვიდეს და დასაქმდეს იმ საწარმოებში, რომლებსაც ეს ბიზნესმენები განავითარებენ.
სახელმწიფოს ვალდებულებაა, რასაც ჩვენ სრულიად ვიზიარებთ, რომ ხელი შეუწყოს მსგავს ინიციატივებს და შექმნას თანმიმდევრულად ნაბიჯ-ნაბიჯ ის გარემო, რომელიც მიმზიდველი იქნება ჩვენი ემიგრანტების სამშობლოში დასაბრუნებლად და ღირსეული საქმიანობის დასაწყებად. მაგალითად, ესპანეთიდან ჩამოსულ ინვესტორს ვთავაზობთ შეღავათებს, თუ თავის შექმნილ საწარმოში დაასაქმებს ამ ქვეყნიდან დაბრუნებულ არალეგალ ემიგრანტებს. ისინი უკვე ენასაც ფლობენ და შედარებით ადაპტირებულნი იქნებიან უცხოელ ბიზნესმენებთან თანამშრომლობისათვის. ამისათვის, შესაძლოა, არალეგალი ემიგრანტების ადგილებზე სპეციალური გადამზადებაც მოხდეს.
- ბატონო კოტე, თუ ხართ საქმის კურსში, რომ ჯერ კიდევ 2003 წლის მოვლენებამდე პარლამენტში პირველი მოსმენით განხილულ იქნა კანონ-პროექტი, რომელიც არალეგალური ემიგრაციის რეგულაციას ისახავდა მიზნად. მისი ავტორები იმდროინდელი პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად მუკბანიანი და მისი მოადგილე ჰამლეტ ჭიპაშვილი გახლდნენ. ახლა, როცა 2 წელია ძალაშია რეადმისიის ხელშეკრულება ( რომელიც სავიზო რეჟიმის გამარტივებას და ავტომატურად არალეგალების მოკლე ვადებში დეპორტაციას ითვალისწინებს), ალბათ უპრიანი იქნება, ხელისუფლებამ იზრუნოს, სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებების დადების საფუძველზე, შესაძლებლობა მისცეს ამა, თუ იმ პროფესიის ადამიანებს, მოთხოვნილების შესაბამისად დასაქმდეს უცხო ქვეყნებში. 
 
-მე არა ვარ საქმის კურსში ამ კანონის შესახებ. მაგრამ ძალიან კარგია, რომ მითხარით. ამ ფაქტორის გამოყენება შესაძლებელია და ეს ნამდვილად წაადგებათ ჩვენს თანამემამულეებს, რათა თავიანთი ცოდნა და გამოცდილება უცხო ქვეყნებში ლეგალური შრომისათვის გამოიყენონ. მითუმეტეს, ქართულ მუშა-ხელზე მოთხოვნილება რომ არაერთ ქვეყანაშია, ეს ემიგრანტთა სიუხვითაც დასტურდება. ორ ქვეყანას შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, ამა თუ იმ პროფესიის მოთხოვნილების საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეს შეეძლება ლეგალურად, დროებით მაინც მოახერხოს მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმება და არ გაწყვიტოს კავშირი სამშობლოსთან, ან არ დაექვემდებაროს დეპორტაციას, რის შემდეგაც, მას ლეგალურად საზღვარგარეთ გამგზავრების პერსპექტივაც ეკარგება.
 
- ასევე მინდა შეგახსენოთ, გამოცდილი კადრების უკან დაბრუნების შემთხვევაში მათ გამოუყენებლობასა და ისევ ემიგრაციაში დაბრუნების ფაქტების შესახებ. ძალიან ბევრი ემიგრაციიდან დაბრუნებული ადამიანი 2005 წლიდან მოლოდინის რეჟიმში ცხოვრობს. ასევე ძალიან ბევრია სამშობლოში დაბრუნების მსურველი, მაგრამ ჯერ პერსპექტივებს ვერ ხედავენ.
_ გეთანხმებით, იყო ასეთი მოწოდებები და ბევრი ადამიანი ჩამოვიდა მაშინ. ახლაც ბევრს გაუჩნდა იმედი, რომ უკან დაბრუნების დრო დადგა. დამეთანხმებით, ალბათ, ასე მოკლე დროში ყველაფრის მოგვარება შეუძლებელია. მაგრამ უცხოეთში მოღვაწე ბიზნესმენების პროექტები ამ პრობლემების მოგვარების იმედს იძლევა. მთავარია, კონკრეტული ნაბიჯები დროულად იქნას გადადგმული და საწარმოების ამოქმედება დაიწყოს. 
 
-მაგრამ 1 ოქტომბრის წინ საქართველოში ემიგრანტთა დიდი ჯგუფი ჩამოვიდა, შეიქმნა ორგანიზაცია "მე დავბრუნდები", არჩევნების შემდეგ თქვენ რამდენიმე ემიგრანტი შეგხვდათ და ეს ისე გაშუქდა, თითქოს უკან დაბრუნების პროცესი დაიწყო. ამან თავშესაფრის მოლოდინში მყოფ ემიგრანტებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ახლა ისინი დეპორტაციის საშიშროების ქვეშ არიან და უკან დაბრუნების შემთხვევაში, ძველი ხელისუფლების ნარჩენების შიშით ქვეყანაში დაბრუნებას ვერ ბედავენ, ხოლო უმუშევრობის გამო წასულები დასაქმების პერსპექტივას ვერ ხედავენ. 
 
-გეთანხმებით, ჯერ კიდევ ბევრი რამ მოსაგვარებელია. ამიტომ აჩქარება არ შეიძლება. ბევრმა მართლაც ნაადრევად გააკეთა განცხადებები, რომ საქართველოში ემიგრანტთა დაბრუნების პროცესი დაიწყო. იმედი მაქვს, თანდათან ყველაფერი დალაგდება და როგორც გითხარით, მათი სამშობლოში დასაქმების პერსპექტივად გაჩნდება. მაგრამ ამ ეტაპზე, თავშეკავება გვმართებს. ამაში ემიგრაციის თემაზე მომუშავე ემიგრანტებს შეგვიძლია დიდი როლის შესრულება ჩვენი თანამემამულეების ინფორმირებასა და მათი პრობლემების ხელისუფლებამდე მიტანის თვალსაზრისით. ამდენად, მსგავსი შეხვედრები და აზრთა ურთიერთგაზიარება უფრო რეგულარული უნდა გახდეს.

P.S ჩემის მხრივ დავძენ, რომ შეხვედრები კონკრეტული საკითხების ირგვლივ მართლაც საჭიროა, რომ ჟურნალისტებმა უფრო მეტად შევახსენოთ ხელისუფალთ, უცხოობაში იძულებით გადახვეწილი ჩვენი მოქალაქეების პრობლემები და მათი გადაჭრისათვის ქმედითი ღონისძიებებიც შევაფასოთ. თორემ უკონტროლობამ რა შედეგებიც მოიტანა, წინა ხელისუფლების მაგალითზე ვიწვნიეთ. არ მინდა, ამჯერადაც ემიგრაციის თემა მხოლოდ არჩევნების წინ, ან გარკვეული რეკლამირებისათვის გააქტიურდეს.

ნინო ცხოიძე
<< უკან ინფორმაცია წაკითხულია: 286154 გავუგზავოთ მეგობარს  გავუგზავოთ მეგობარს საბეჭდი ვერსია  

დატოვეთ კომენატრი
Geotimes TV
XV საიუბილეო ბიზნეს რეიტინგი (პრესკონფერენცია)
30 გამარჯვებული კომპანია
XV საიუბილეო ბიზნეს რეიტინგი
"ჯორჯიან თაიმსი"-ბოლო წვეთამდე საინტერესო
თბილისობა 2014
პროკურატურა ევროსაბჭოს რეზოლუციის შესახებ
პატრიარქის ძმის დაკრძალვის ცერემონიალი
პროკურატურის პასუხი კიწმარიშვილის ოჯახს
აქცია თავისუფალი ზონის ოფისთან
ზურაბ კიწმარიშვილის პოზიცია
წულუკიანის შეხვედრები ვაშინგტონში
ერისთავის დაკავების განსხვავებული ვერსია
              
ყველაზე რეიტინგული
ეკონომიკა |
2014.10.14 15:35
ეკონომიკური განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელის განცხადებით, თუ 2015 წლის და მიმდინარე წლის ბიუჯეტს შევადარებთ, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ზომიერად, ფრთხილად და ოპტიმალურად არის დაგეგმილი.
საზოგადოება |
2014.10.13 12:49
სწავლების პროცესში ყურადღება გამახვილებულია ოჯახური კონფლიქტის დროს სიტუაციის უკეთ განმუხტვის მექანიზმებსა და კონფლიქტში მონაწილე პირებთან სწორი კუთხით კომუნიკაციის უნარ-ჩვევების ამაღლებაზე.
პოლიტიკა |
2014.10.10 14:20
ალექსანდრე ჭიკაიძე რიჩარდ ნორლანდს შეხვდა.
პოლიტიკა |
2014.10.10 14:19
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ქაწაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში, ქალაქ ბუდაპეშტში იმყოფება.
საზოგადოება |
2014.10.10 12:35
ის ქართველი სპორტსმენი, რომელიც ფილიპ პოლკს დაეწევა ან მასზე უკეთეს შედეგს აჩვენებს, LOCAL HERO გახდება.
პოლიტიკა |
2014.10.04 14:27
„ადამიანი კანონი თავისუფლებას“ იურისტი, ბექა გამდლიშვილი ბოლო პერიოდში სხვადასხვა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და პოლიტიკურ კრიზისის საფრთხეს მოახლოებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს.
სამართალი |
2014.10.04 14:17
პოლიციელებმა საცხოვრებელი ბინის კარი შეამტვრიეს, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი თოკზე ჩამოკიდებული ნახეს.
ძიება საიტზე
Geotimes TV
XV საიუბილეო ბიზნეს რეიტინგი (პრესკონფერენცია)
30 გამარჯვებული კომპანია
XV საიუბილეო ბიზნეს რეიტინგი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1 2345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

მარტი 2017
დღის ქრონიკა
13:25
რა მეთოდებით იბრძვის "ნაციონალური მოძრაობა" მმართველი გუნდის წინააღმდეგ
15:09
"ჯორჯიან თაიმსის" XV ბიზნეს რეიტინგის პრესკონფერენცია
17:47
საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობა, კვლავ მოუგვარებელ პრობლემად რჩება
14:00
"ნინო ბურჯანაძე ქვეყნისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს"-გიორგი ვაშაძე
13:52
მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" XV ტრადიციული ბიზნეს-რეიტინგის დაჯილდოება
მთავარი დღეს
ავარო-კახეთის მაგისტრალის მშენებლობით კახეთს საფრთხე ემუქრება?
ეკონომიკა
სოფელ რუისში 42 კილომეტრის სიგრძის გაზსადენს გაიხსნა
საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმის ფარგლებში დღეს ხუთ პროექტს მოეწერა ხელი
ვითიბი ბანკმა და EBRD -მა იურიდიულ პირებს ახალი პროდუქტი - ენერგოკრედიტი შესთავაზეს
საზოგადოება
თბილისის სინაგოგასთან საპროტესტო აქცია გაიმართა
წინამძღვრიანთკარის პროფესიული სასწავლებლის რეაბილიტაცია იწყება
ვითიბი ბანკმა და EBRD -მა იურიდიულ პირებს ახალი პროდუქტი - ენერგოკრედიტი შესთავაზეს
კომენტარი
,,უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ნატო-ს მოკავშირეები გაწევრიანების გარეშეც შეიძლება გახდნენ"- პაველ კლიმკინი
მსოფლიოში
თავდამსხმელებმა მაკარევიჩი ნაგვის კონტეინერში ჩატენეს
პეტრე პოროშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც დონბასის ზოგიერთ რაიონში დროებით წესრიგს განსაზღვრავს
მერკელისა და პუტინის შეხვედრა გადაიდო, რადგან რუსეთის პრეზიდენტს მილანში ჩასვლა დააგვიანდა
ტაბლოიდი
"ცეკვავენ ვარსკვლავების" პირველ საკონკურსო დღეს ინციდენტი მოხდა
რატომ ეშინოდათ მსახიობებს "შუა ქალაქში" დაბრუნება?
ლევან ჯავახიშვილი "იმედიდან" პროტესტის ნიშნად წამოვიდა?
The first georgian newspaper in english,
founded in 1993.
2002-2017 Georgian Times Media Holding
All Rights Reserved.
Created By Pro-Service
12 Kikodze St. Tbilisi. Georgia
Georgian Times
Phone: +995 32 93 44 05
Fax: +995 32 93 49 63
editor@geotimes.ge